კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისმიჟენი - ძლიერი იმუნიტეტი ნებისმიერ ასაკში
ისმიჟენი - ძლიერი იმუნიტეტი ნებისმიერ ასაკში

თუ გინ­დათ, რომ ნაკ­ლე­ბად ია­ვა­დოთ ზამ­თარ­ში, სა­სურ­ვე­ლია იმუ­ნი­ტეტ­ზე ზრუნ­ვა და­ვი­წყოთ წი­ნას­წარ - ახლა, შე­მოდ­გო­მით.

იმუ­ნი­ტე­ტი ორ­გა­ნიზ­მის უნა­რია და­იც­ვას თავი მის­თვის უცხო აგენ­ტის­გან.

იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს: ხში­რი ბაქ­ტე­რი­უ­ლი და ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ცხოვ­რე­ბის არა­ჯან­სა­ღი წესი, სტრე­სი, არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა, გა­რე­მოს არა­ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი და სხვა. ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის ძი­რი­თა­დი მცვე­ლი იმუ­ნი­ტე­ტია, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი გაძ­ლი­ე­რე­ბა.

მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ბავ­შვებ­ში და მოზ­რდი­ლებ­ში ავა­დო­ბის უპირ­ვე­ლე­სი მი­ზე­ზია, რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბულ, ისე გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში. პე­დი­ატ­რი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი გა­მოწ­ვე­უ­ლია სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბით. მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მა­ღა­ლი სიხ­ში­რე უკავ­შირ­დე­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაქ­ვე­ი­თე­ბას, სხვა­დას­ხვა გა­რე­მო ფაქ­ტო­რებს, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი პა­თო­გე­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის გაზ­რდას ბავ­შვთა აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რო­გო­რი­ცაა სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი, სკო­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი.

გა­ურ­თუ­ლე­ბე­ლი ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცია, რო­გორც წესი, თა­ვი­სით იკურ­ნე­ბა და არ სა­ჭი­რო­ებს ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ბაქ­ტე­რი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს, რომ­ლის დრო­საც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია. არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია მოქ­მე­დებს რო­გორც ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის რე­ზის­ტენ­ტო­ბა­ზე, ასე­ვე გა­ნა­პი­რო­ბებს მთელ რიგ გვერ­დით მოვ­ლე­ნებს და ზრდის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს, ამი­ტომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღი­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

მთე­ლი რიგი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი იქნა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ლი­ზა­ტე­ბის კლი­ნი­კუ­რი ეფექ­ტუ­რო­ბა ზემო და ქვე­მო სა­სუნ­თქი გზე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი გე­ნე­ზის ინ­ფექ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის საქ­მე­ში, უფრო მე­ტიც მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იყო მათი იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბის აქ­ტი­ვო­ბა, რაც კი­დევ ერთხელ ამ­ყა­რებს მათი და­ნიშ­ვნის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს.

ის­მი­ჟე­ნი წარ­მო­ად­გენს შვე­ი­ცა­რი­უ­ლი კომ­პა­ნია “Lallemand Pharma” – ს მიერ წარ­მო­ე­ბულ ახა­ლი თა­ო­ბის, ბაქ­ტე­რი­უ­ლი წარ­მო­შო­ბის იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტორს. მისი მოქ­მე­დე­ბის პრინ­ცი­პი ეფუძ­ნე­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის კონ­ტრო­ლი­სა და დამ­ცვე­ლო­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ინ­ფექ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კას და მათ­თან ორ­გა­ნიზ­მის ბრძო­ლის აქ­ტი­ვა­ცი­ას. სწო­რედ ამი­ტომ ის­მი­ჟენს სხვაგ­ვა­რად „პე­რო­რა­ლურ ვაქ­ცი­ნა­საც“ უწო­დე­ბენ.

ის­მი­ჟე­ნი ერ­თა­დერ­თი პრე­პა­რა­ტია, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც შე­დის სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რი გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რო­მე­ლიც მი­ი­ღე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე, ორი­გი­ნა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით - რის შე­დე­გა­დაც მი­ღე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ან­ტი­გე­ნე­ბი ორ­გა­ნიზ­მის­თვის უფრო ად­ვი­ლად ამო­საც­ნო­ბია, იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი კი უფრო სწრა­ფი და ძლი­ე­რია.

ის­მი­ჟე­ნი იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად ამ­ცი­რებს სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიხ­ში­რეს და ინ­ტენ­სი­ვო­ბას, ავა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი უფრო ად­ვი­ლად და­ა­მარ­ცხებთ და­ა­ვა­დე­ბას. ის­მი­ჟე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბია შემ­დეგ შემ­თხვე­ვებ­ში: ზედა და ქვე­და სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა: მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტი, ბრონ­ქუ­ლი ას­თმა, ტონ­ზი­ლი­ტი, ფა­რინ­გი­ტი, ლა­რინ­გი­ტი, რი­ნი­ტი, სი­ნუ­სი­ტი, ოტი­ტი და სხვა. ასე­ვე და­საშ­ვე­ბია ის­მი­ჟე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი, ხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ა. შ.

ის­მი­ჟე­ნის ორი­გი­ნა­ლო­ბა მდგო­მა­რე­ობს მის მი­ღე­ბის წეს­შიც, მი­ი­ღე­ბა დღე­ში ერთხელ, ენის ქვეშ გა­სა­წუწ­ნად, რაც თა­ვის მხრივ გა­ნა­პი­რო­ბებს ად­გი­ლობ­რი­ვი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის აქ­ტი­ვა­ცი­ას. 6 თვი­დან -12 წლამ­დე მი­ი­ღე­ბა - 1/2 აბი დღე­ში ერთხელ, 12 წლი­დან - 1 აბი დღე­ში ერთხელ.

არ­სე­ბობს ის­მი­ჟე­ნის მი­ღე­ბის ორი კურ­სი. ერთ შემ­თხვე­ვა­ში ინიშ­ნე­ბა დღე­ში ერთხელ 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­დგო­მი 20 დღის ინ­ტერ­ვა­ლით, სულ 3 თვე. ყო­ველ მომ­დევ­ნო თვე­ში სა­სურ­ვე­ლია ის­მი­ჟე­ნის მი­ღე­ბა იმა­ვე დღე­ებ­ში, რო­გორც წინა თვეს. ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ ის­მი­ჟე­ნის მი­ღე­ბა დღე­ში ერთხელ 30 დღე გა­დაბ­მუ­ლად.

ამ­გვა­რად, თუ თქვენ ან თქვე­ნი შვი­ლი ხში­რად ავა­დობთ, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ იმუ­ნი­ტეტ­ზე ზრუნ­ვას წი­ნას­წარ და­ი­წყებთ და გა­მო­ი­ყე­ნებთ ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­ე­ბის, ეფექ­ტურ და უსაფრ­თხო პრე­პა­რატს - ის­მი­ჟენს.

ალერ­გი­ის და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვე­რის­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი

ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი

R

ირმა
1

ახლა რომ დავაწყებინო ისმიჟენის მიღება შეიძლებაა თუ უმჯობესია აგვისტოს ბოლოს დავაწყებინოო?

ავტორი:

ისმიჟენი - ძლიერი იმუნიტეტი ნებისმიერ ასაკში

ისმიჟენი - ძლიერი იმუნიტეტი ნებისმიერ ასაკში

თუ გინდათ, რომ ნაკლებად იავადოთ ზამთარში, სასურველია იმუნიტეტზე ზრუნვა დავიწყოთ წინასწარ - ახლა, შემოდგომით.

იმუნიტეტი ორგანიზმის უნარია დაიცვას თავი მისთვის უცხო აგენტისგან.

იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს: ხშირი ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, სტრესი, არასრულფასოვანი კვება, ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა, გარემოს არახელსაყრელი პირობები და სხვა. ადამიანის ჯანმრთელობის ძირითადი მცველი იმუნიტეტია, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი გაძლიერება.

მწვავე რესპირაციული ინფექციები ბავშვებში და მოზრდილებში ავადობის უპირველესი მიზეზია, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. პედიატრიული კონსულტაციების თითქმის ნახევარი გამოწვეულია სასუნთქი გზების ინფექციებით. მწვავე რესპირაციული ინფექციების მაღალი სიხშირე უკავშირდება იმუნური სისტემის დაქვეითებას, სხვადასხვა გარემო ფაქტორებს, რესპირაციული პათოგენების ზემოქმედების გაზრდას ბავშვთა აღზრდის დაწესებულებებში, როგორიცაა საბავშვო ბაღები, სკოლები, სხვადასხვა თავშეყრის ადგილები.

გაურთულებელი ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, როგორც წესი, თავისით იკურნება და არ საჭიროებს ანტიბიოტიკებს. თუმცა, შესაძლებელია სხვადასხვა სახის ბაქტერიული გართულება განვითარდეს, რომლის დროსაც საჭირო იქნება ანტიბიოტიკოთერაპია. არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია მოქმედებს როგორც ანტიბიოტიკების რეზისტენტობაზე, ასევე განაპირობებს მთელ რიგ გვერდით მოვლენებს და ზრდის მკურნალობის ხარჯებს, ამიტომ ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვანი ამოცანაა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სასუნთქი გზების ინფექციების პრევენციული ღინისძიებები.

მთელი რიგი კვლევების საფუძველზე ნაჩვენები იქნა ბაქტერიული ლიზატების კლინიკური ეფექტურობა ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ბაქტერიული გენეზის ინფექციების განვითარების პრევენციის საქმეში, უფრო მეტიც მეცნიერული კვლევების საფუძველზე დადასტურებული იყო მათი იმუნომოდულატორული მოქმედების აქტივობა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს მათი დანიშვნის მიზანშეწონილობას სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

ისმიჟენი წარმოადგენს შვეიცარიული კომპანია “Lallemand Pharma” – ს მიერ წარმოებულ ახალი თაობის, ბაქტერიული წარმოშობის იმუნომოდულატორს. მისი მოქმედების პრინციპი ეფუძნება იმუნური სისტემის კონტროლისა და დამცველობითი მექანიზმების გაძლიერებას, რაც განაპირობებს ინფექციების განვითარების პროფილაქტიკას და მათთან ორგანიზმის ბრძოლის აქტივაციას. სწორედ ამიტომ ისმიჟენს სხვაგვარად „პერორალურ ვაქცინასაც“ უწოდებენ.

ისმიჟენი ერთადერთი პრეპარატია, რომლის შემადგენლობაშიც შედის სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული ინფექციების ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიები, რომელიც მიიღება თანამედროვე, ორიგინალური ტექნოლოგიით - რის შედეგადაც მიღებული ბაქტერიული ანტიგენები ორგანიზმისთვის უფრო ადვილად ამოსაცნობია, იმუნური პასუხი კი უფრო სწრაფი და ძლიერია.

ისმიჟენი იმუნომოდულატორული მოქმედების შედეგად ამცირებს სასუნთქი სისტემის დაავადებების სიხშირეს და ინტენსივობას, ავადობის შემთხვევაში კი უფრო ადვილად დაამარცხებთ დაავადებას. ისმიჟენის გამოყენება ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ოტიტი და სხვა. ასევე დასაშვებია ისმიჟენის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა მაგალითად ანტიბიოტიკები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები და ა. შ.

ისმიჟენის ორიგინალობა მდგომარეობს მის მიღების წესშიც, მიიღება დღეში ერთხელ, ენის ქვეშ გასაწუწნად, რაც თავის მხრივ განაპირობებს ადგილობრივი იმუნური სისტემის აქტივაციას. 6 თვიდან -12 წლამდე მიიღება - 1/2 აბი დღეში ერთხელ, 12 წლიდან - 1 აბი დღეში ერთხელ.

არსებობს ისმიჟენის მიღების ორი კურსი. ერთ შემთხვევაში ინიშნება დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში, შემდგომი 20 დღის ინტერვალით, სულ 3 თვე. ყოველ მომდევნო თვეში სასურველია ისმიჟენის მიღება იმავე დღეებში, როგორც წინა თვეს. ასევე შეგიძლიათ ისმიჟენის მიღება დღეში ერთხელ 30 დღე გადაბმულად.

ამგვარად, თუ თქვენ ან თქვენი შვილი ხშირად ავადობთ, რესპირაციული ინფექციის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ იმუნიტეტზე ზრუნვას წინასწარ დაიწყებთ და გამოიყენებთ ევროპული წარმოების, ეფექტურ და უსაფრთხო პრეპარატს - ისმიჟენს.

ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის ასისტენტ-პროფესორი

ბიძინა კულუმბეგოვი

R

იმუნური სისტემის უკეთესი კონტროლი სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის

გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები სტიპენდიას აწესებენ პანდემიისგან დაზარალებული ავტორების მხარდასაჭერად

ათეა-ს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის ფარგლებში, ევროპულ ქარტიას 14 - მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი