პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საშიში გახდებით ქართველი ერის და ეკლესიის მიმართ" - მიტროპოლიტი იოსები სალომე ზურაბიშვილს
"თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საშიში გახდებით ქართველი ერის და ეკლესიის მიმართ" - მიტროპოლიტი იოსები სალომე ზურაბიშვილს

"მუ­ქა­რა, რო­მელ­საც თქვენ გა­მოთ­ქვამთ წმინ­და სი­ნო­დის მი­მართ, კი­დევ ერთი დას­ტუ­რია, თქვე­ნი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რო­გო­რი სა­ში­ში გახ­დე­ბით ქარ­თვე­ლი ერი­სა და ეკ­ლე­სი­ის მი­მართ" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს შე­მოქ­მე­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­სე­ბი საპ­რე­ზი­დე­ტო კან­დი­დატ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს.

მე­უ­ფე იო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ის “ფე­ის­ბუქ” გვერ­დზე გავ­რცელ­და.

“კონ­კორ­დატ­ში, ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე, არ წე­რია უზ­ნე­ო­ბა­ზე ხმა არ ამო­ი­ღოო. პი­რი­ქით, თუ ვინ­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩვენს მრევლს გა­დაც­დო­მის­კენ მო­უ­წო­დებს, მო­ვა­ლე ვართ ჩვენ იგი ვამ­ხი­ლოთ. ეს მუ­ქა­რა, რო­მელ­საც თქვენ გა­მოთ­ქვამთ წმინ­და სი­ნო­დის მი­მართ, კი­დევ ერთი დას­ტუ­რია იმი­სა, თქვე­ნი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუ რო­გო­რი სა­ში­ში გახ­დე­ბით ქარ­თვე­ლი ერი­სა და ეკ­ლე­სი­ის მი­მართ.

თქვენ ბრძა­ნეთ ერთ-ერთ გა­მოს­ვლა­ში, რომ თურ­მე ეპის­კო­პო­სე­ბი და სამ­ღვდე­ლო­ე­ბა უსა­ხურ ტაძ­რებს ვა­შე­ნებთ და იქვე დას­ძენთ: რად გინ­და­თო ამ­დე­ნი ტაძ­რე­ბის აშე­ნე­ბა, როცა უამ­რა­ვი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი­აო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხომ არ აჯო­ბებ­და ეს ფული მათ­თვის გა­მო­ვი­ყე­ნო­თო. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ იუ­და­მაც ზუს­ტად ასე­თი სი­ტყვე­ბი უთხრა მა­ცხო­ვარს, როცა მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნელ­მა ნელ­სა­ცხე­ბე­ლი ცხო უფალს ფე­ხებ­ზე.

ამ და სხვა თქვე­ნი გა­მოს­ვლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ და ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მოგ­ვაქვს დას­კვნა, რომ თქვე­ნი პრე­ზი­დენ­ტო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს არ არის პო­ლი­ტი­კა, ეკ­ლე­სია არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­კენ არ იშ­ვერს ხელს და ხალ­ხს არ მო­უ­წო­დებს ხმა მას მი­ცე­თო, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა იმ მოვ­ლე­ნებს, მო­წო­დე­ბებს, ფუჭ და­პი­რე­ბებს, ქარ­თვე­ლი ერის დეგ­რა­და­ცი­ას, მათი მო­თხოვ­ნე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას.

ამა­ზე ჩვენ ვერ გავ­ჩუმ­დე­ბით, თვალს ვერ დავ­ხუ­ჭავთ, გამ­ხელთ სიყ­ვა­რუ­ლით და მო­გი­წო­დებთ სი­ნა­ნუ­ლის­კენ. ამი­ტომ გვა­კურ­თხა ჩვენ ღმერ­თმა უფალ­მა იესო ქრის­ტემ, რათა სი­მარ­თლე და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ვი­ქა­და­გოთ”, - ნათ­ქვა­მია შე­მოქ­მე­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის, იო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საშიში გახდებით ქართველი ერის და ეკლესიის მიმართ" - მიტროპოლიტი იოსები სალომე ზურაბიშვილს

"თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საშიში გახდებით ქართველი ერის და ეკლესიის მიმართ" - მიტროპოლიტი იოსები სალომე ზურაბიშვილს

"მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ" - ამ სიტყვებით მიმართავს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები საპრეზიდეტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

მეუფე იოსების განცხადება სოციალურ ქსელში, შემოქმედის ეპარქიის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა.

“კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით, თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ. ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ.

თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ თურმე ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე დასძენთ: რად გინდათო ამდენი ტაძრების აშენება, როცა უამრავი გაჭირვებულიაო საქართველოში, ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო. მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე.

ამ და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება. ეს არ არის პოლიტიკა, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს ხმა მას მიცეთო, მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს, ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას.

ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ, გამხელთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. ამიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ”, - ნათქვამია შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები