პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლამია, მისი ქალიშვილები და "ისლამური სახელმწიფო" - ერთი ოჯახიდან წამოსული სამი ტერორისტი ქალის ტრაგიკული ისტორია
ლამია, მისი ქალიშვილები და "ისლამური სახელმწიფო" - ერთი ოჯახიდან წამოსული სამი ტერორისტი ქალის ტრაგიკული ისტორია

ლა­მია, მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" - ასე­თია სტა­ტი­ის სა­თა­უ­რი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი რეს­პუბ­ლი­კი­დან წა­სუ­ლი ქა­ლე­ბის ტრა­გი­კულ ამ­ბავს ასა­ხავს... ლა­მია და მისი ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჯერ სი­რი­ა­ში, შემ­დეგ კი ერაყ­ში წა­ვიდ­ნენ. უმ­ცრო­სი გო­გო­ნა გზა­ში­ვე მოკ­ლეს. უფ­რო­სი კი, დე­დას­თან ერ­თად ერა­ყის ცი­ხე­ში სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა­შია.

Deutsche Welle-ს ცნო­ბით, ლა­მი­ას ნაც­ნო­ბე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ იგი ძა­ლი­ან "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი" ქალი იყო, სა­ნამ 2014 წელს, ერთ მა­რო­კო­ელ ქალს არ და­უ­მე­გობ­რდა, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და, სწავ­ლობ­და და მუ­შა­ობ­და... მისი გავ­ლე­ნით ლა­მი­ამ მო­აგ­რო­ვა თა­ვი­სი ნივ­თე­ბი, მო­კი­და თა­ვის ორ გო­გო­ნას ხელი და სი­რი­ა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მე­ომ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად წა­ვი­და. მა­შინ მუს­ლი­მებს ხა­ლი­ფატ­ზე ილუ­ზო­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ჰქონ­დათ, თუმ­ცა იქ ჩა­სუ­ლე­ბი უმ­ძი­მეს რე­ა­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ...

"ასე და­ე­მარ­თათ ახალ­გაზ­რდებს, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მათი ბედი უფ­რო­სებ­მაც გა­ი­ზი­ა­რეს. ლა­მია 50 წლის იყო. მა­რო­კოს დე­და­ქა­ლაქ­ში გა­ი­ზარ­და. 90-იან წლებ­ში სტი­პენ­დია მი­ი­ღო და გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ტრი­რე­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­და... იქვე გა­იც­ნო მისი მო­მა­ვა­ლი ქმა­რი, რო­მელ­მაც მის გამო ის­ლა­მი მი­ი­ღო. სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ - ორი გოგო და ერთი ბიჭი.

მა­შინ ტრი­რე­ში ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­და. ღრმა მორ­წმუ­ნე­ე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლან... მე­ჩეთ­ში მხო­ლოდ დიდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე და­დი­ოდ­ნენ. ლა­მია არას­დროს ყო­ფი­ლა რა­დი­კა­ლი. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გახ­სნი­ლი და ლი­ბე­რა­ლუ­რი იყო," - იხ­სე­ნებს გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში მისი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მას სტუ­დენ­ტო­ბი­დან იც­ნობს.

მი­სი­ვე თქმით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლა­მია ქმრის სამ­სა­ხუ­რის გამო ოჯახ­თან ერ­თად, ქა­ლაქ მა­ინცში გა­და­ვი­და. სწო­რედ იქ და­ი­წყო მისი შეც­ვლა, პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ქალი ძა­ლი­ან მალე რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტი გახ­და და შვი­ლე­ბიც თა­ვის ჭკუ­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა.

ქმარს გა­შორ­და და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად მა­რო­კო­ში გა­და­ვი­და. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, ისევ გერ­მა­ნი­ა­ში დაბ­რუნ­და, ქა­ლაქ მან­გე­იმ­ში. რა­ტომ შე­არ­ჩია ეს ქა­ლა­ქი, ვე­რა­ვინ მიხ­ვდა, რად­გან იქ მუს­ლი­მე­ბის შეკ­რე­ბის ცენ­ტრი არას­დროს ყო­ფი­ლა... თუმ­ცა, ჩად­რით სი­ა­რუ­ლი სწო­რედ იქ და­ი­წყო. ძველ ნაც­ნო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ერი­დე­ბო­და და ახ­ლებ­საც გა­ურ­ბო­და.

"ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი იყო, ლა­მია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ვირ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლი გახ­და. მა­ლე­ვე შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის­გან გა­ირ­კვა, რომ ერთ დროს უწყი­ნა­რი ლა­მია ასო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­და­ბი­რე­ბა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი... ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, 2013 წლი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან სი­რი­ა­სა და ერაყ­ში, ტე­რო­როსტთა რი­გებ­ში სა­ომ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და. მათი დიდი წილი ლა­მი­ა­სა და მისი ახ­ლობ­ლე­ბის "ან­გა­რიშ­ზე იყო," მით უფრო, რომ ის გა­დამ­ბი­რებ­ლებ­სა და გა­და­ბი­რე­ბულს შო­რის ასა­კით ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი იყო. თა­ვი­სი საქ­მე, ანუ ახალ­გაზ­რდებ­თან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბო­და. "და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლე­ბის" სა­შუ­ა­ლო ასა­კი 20 წლამ­დე იყო. რაც უნდა გა­სა­ო­ცა­რი იყოს, მისი ბიჭი ამ ამ­ბებ­ში არ გა­რე­უ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, არც სი­რი­ა­სა და ერაყ­ში წას­ვლის სურ­ვი­ლი გას­ჩე­ნია... მის­გან გან­სხვა­ვე­ბით დე­დამ მისი ორი­ვე და რა­ქა­ში წა­იყ­ვა­ნა, იქი­დან კი, მო­სულ­ში გა­და­ვიდ­ნენ, რა დრო­საც, და­მომბვა­ში მოჰ­ყვენ და უმ­ცრო­სი გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა.

თა­ვად ლა­მია და მისი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­დია ქა­ლა­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ და­ნარ­ჩენ ტე­რო­რის­ტებ­თან ერ­თად და­ი­ჭი­რეს და ბაღ­და­დის ცი­ხე­ში ჩას­ვეს... ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დის ცნო­ბით, 2018 წლი­დან სი­რი­ა­სა და ერა­ყი­დან ასო­ბოთ მე­ო­მა­რი დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, მათ შო­რის, 170 ქალი იყო... ლა­მი­ა­ზე სა­უ­ბარს ყვე­ლა ერი­დე­ბო­და... შემ­დეგ მა­ინც გა­ვი­გეთ, რომ ლა­მი­ას ბაღ­დად­ში ტე­რო­რის­ტე­ბის "ლო­ჯის­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა" ბრალ­დე­ბო­და და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯეს.

მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში, სას­ჯე­ლი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვა­ლეს... სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, მის ქა­ლიშ­ვილს ცალ­კე წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, ის დე­დას "სა­ჭი­რო ხალ­ხის" მო­ძი­ე­ბა­ში იდე­ო­ლო­გი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, ISIS-გან ყო­ველ­თვი­ურ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებ­და. გო­გო­ნამ ბრალ­დე­ბა უარ­ყო, თუმ­ცა მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი ერა­ყის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას არ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია... ლა­მი­ა­ზე არა­ფერს ვამ­ბობთ, გო­გო­ნა­ზე ვდარ­დობთ, ის დაბრმა­ვე­ბუ­ლი დე­დის მსხვერ­პლია და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა " - ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ქალი Deutsche Welle-სთან სა­უ­ბარ­ში.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლე­ბი ერა­ყის სა­სა­მარ­თლოს გა­მო­ტა­ნი­ლი მკაც­რი სას­ჯე­ლის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ და მო­უ­წო­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს კი­დევ ერთხელ გა­და­ხე­დონ. მით უფრო, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მუდ­მი­ვად მო­ი­თხო­ვენ ად­ვო­კატ­თან შეხ­ვედ­რას, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად აქვთ. Human Rights Watch-ის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ერა­ყის სა­სა­მარ­თლო გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რია უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე ტე­რო­რიზმს ეხე­ბა.

ორ­გა­ნი­ზა­ცია AFP-ის ცნო­ბით, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თან" კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით ერა­ყის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ 300-ზე მეტ ადა­მი­ანს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა, მათ­გან 100-ზე მეტი უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ერა­ყის სა­სა­მარ­თლო ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კას არ ახ­მა­უ­რებს. ეს მე­დი­ის­თვი­საც ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თე­მაა.

საქ­მე ის არის, რომ თა­ვად გერ­მა­ნი­ა­ში სხვა­დას­ხვა დროს, სი­რი­სა და ერა­ყი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ არის აღ­ძრუ­ლი, თუმ­ცა ქვეყ­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლა მათ­გან­ზე ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას. მა­თი­ვე ცნო­ბით, ძი­ე­ბა ამ მუხ­ლით იმ შემ­თხვე­ვა­ში წავა, რო­დე­საც მათი "უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ბის ISIS-ს ინ­ტერ­ნეტ-ფო­რუ­მებ­ში აქ­ტი­უ­რი მი­მო­წე­რის შე­სა­ხებ ექ­ნე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია".

მთა­ვა­რი ფოტო: Deutsche Welle

ავტორი:

ლამია, მისი ქალიშვილები და "ისლამური სახელმწიფო" - ერთი ოჯახიდან წამოსული სამი ტერორისტი ქალის ტრაგიკული ისტორია

ლამია, მისი ქალიშვილები და "ისლამური სახელმწიფო" - ერთი ოჯახიდან წამოსული სამი ტერორისტი ქალის ტრაგიკული ისტორია

ლამია, მისი ქალიშვილები და "ისლამური სახელმწიფო" - ასეთია სტატიის სათაური, რომელიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკიდან წასული ქალების ტრაგიკულ ამბავს ასახავს... ლამია და მისი ორი ქალიშვილი ტერორისტების დასახმარებლად ჯერ სირიაში, შემდეგ კი ერაყში წავიდნენ. უმცროსი გოგონა გზაშივე მოკლეს. უფროსი კი, დედასთან ერთად ერაყის ციხეში სამუდამო პატიმრობაშია.

Deutsche Welle-ს ცნობით, ლამიას ნაცნობები ჰყვებიან, რომ იგი ძალიან "ჩვეულებრივი" ქალი იყო, სანამ 2014 წელს, ერთ მაროკოელ ქალს არ დაუმეგობრდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა... მისი გავლენით ლამიამ მოაგროვა თავისი ნივთები, მოკიდა თავის ორ გოგონას ხელი და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების დასახმარებლად წავიდა. მაშინ მუსლიმებს ხალიფატზე ილუზორული წარმოდგენები ჰქონდათ, თუმცა იქ ჩასულები უმძიმეს რეალობაში ხვდებოდნენ...

"ასე დაემართათ ახალგაზრდებს, თუმცა როგორც ჩანს, მათი ბედი უფროსებმაც გაიზიარეს. ლამია 50 წლის იყო. მაროკოს დედაქალაქში გაიზარდა. 90-იან წლებში სტიპენდია მიიღო და გერმანიაში, ქალაქ ტრირეში სასწავლებლად წავიდა... იქვე გაიცნო მისი მომავალი ქმარი, რომელმაც მის გამო ისლამი მიიღო. სამი შვილი შეეძინათ - ორი გოგო და ერთი ბიჭი.

მაშინ ტრირეში ყველა ერთმანეთს იცნობდა. ღრმა მორწმუნეები არასდროს ყოფილან... მეჩეთში მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე დადიოდნენ. ლამია არასდროს ყოფილა რადიკალი. ურთიერთობაში გახსნილი და ლიბერალური იყო," - იხსენებს გამოცემასთან საუბარში მისი მეგობარი, რომელიც მას სტუდენტობიდან იცნობს.

მისივე თქმით, მოგვიანებით, ლამია ქმრის სამსახურის გამო ოჯახთან ერთად, ქალაქ მაინცში გადავიდა. სწორედ იქ დაიწყო მისი შეცვლა, პროგრესულად მოაზროვნე ქალი ძალიან მალე რადიკალი ისლამისტი გახდა და შვილებიც თავის ჭკუაზე გადაიყვანა.

ქმარს გაშორდა და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად მაროკოში გადავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ისევ გერმანიაში დაბრუნდა, ქალაქ მანგეიმში. რატომ შეარჩია ეს ქალაქი, ვერავინ მიხვდა, რადგან იქ მუსლიმების შეკრების ცენტრი არასდროს ყოფილა... თუმცა, ჩადრით სიარული სწორედ იქ დაიწყო. ძველ ნაცნობებთან ურთიერთობას ერიდებოდა და ახლებსაც გაურბოდა.

"ყველაფერი გასაგები იყო, ლამია "ისლამური სახელმწიფოს" ვირტუალური პროპაგანდის მსხვერპლი გახდა. მალევე შესაბამისი უწყებებისგან გაირკვა, რომ ერთ დროს უწყინარი ლამია ასობით ადამიანის გადაბირებაში იყო ბრალდებული... ფედერალური სამსახურის ცნობით, 2013 წლიდან, გერმანიიდან სირიასა და ერაყში, ტეროროსტთა რიგებში საომრად ათასობით ადამიანი წავიდა. მათი დიდი წილი ლამიასა და მისი ახლობლების "ანგარიშზე იყო," მით უფრო, რომ ის გადამბირებლებსა და გადაბირებულს შორის ასაკით ყველაზე უფროსი იყო. თავისი საქმე, ანუ ახალგაზრდებთან ფსიქოლოგიური მუშაობა შესანიშნავად ეხერხებოდა. "დავერბოვკებულების" საშუალო ასაკი 20 წლამდე იყო. რაც უნდა გასაოცარი იყოს, მისი ბიჭი ამ ამბებში არ გარეულა. შესაბამისად, არც სირიასა და ერაყში წასვლის სურვილი გასჩენია... მისგან განსხვავებით დედამ მისი ორივე და რაქაში წაიყვანა, იქიდან კი, მოსულში გადავიდნენ, რა დროსაც, დამომბვაში მოჰყვენ და უმცროსი გოგონა დაიღუპა.

თავად ლამია და მისი უფროსი ქალიშვილი ნადია ქალაქის გათავისუფლების შემდეგ დანარჩენ ტერორისტებთან ერთად დაიჭირეს და ბაღდადის ციხეში ჩასვეს... ადგილობრივი მედის ცნობით, 2018 წლიდან სირიასა და ერაყიდან ასობოთ მეომარი დაბრუნდა სამშობლოში, მათ შორის, 170 ქალი იყო... ლამიაზე საუბარს ყველა ერიდებოდა... შემდეგ მაინც გავიგეთ, რომ ლამიას ბაღდადში ტერორისტების "ლოჯისტიკური მხარდაჭერა" ბრალდებოდა და ქალიშვილთან ერთად, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

მიმდინარე წლის აპრილში, სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეცვალეს... სასამართლო პროცესზე, მის ქალიშვილს ცალკე წაუყენეს ბრალი, ის დედას "საჭირო ხალხის" მოძიებაში იდეოლოგიურად ეხმარებოდა და შესაბამისად, ISIS-გან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებდა. გოგონამ ბრალდება უარყო, თუმცა მისი არგუმენტები ერაყის მართლმსაჯულებას არ გაუთვალისწინებია... ლამიაზე არაფერს ვამბობთ, გოგონაზე ვდარდობთ, ის დაბრმავებული დედის მსხვერპლია და დახმარება სჭირდება " - ამბობს ოჯახის ახლობელი ქალი Deutsche Welle-სთან საუბარში.

ადამიანის უფლებათა დამცველები ერაყის სასამართლოს გამოტანილი მკაცრი სასჯელის გამო აკრიტიკებენ და მოუწოდებენ, აღნიშნულ საქმეს კიდევ ერთხელ გადახედონ. მით უფრო, რომ დაკავებულები მუდმივად მოითხოვენ ადვოკატთან შეხვედრას, რისი საშუალებაც ძალიან იშვიათად აქვთ. Human Rights Watch-ის ადგილობრივი წარმომადგენლის თქმით, ერაყის სასამართლო განსაკუთრებით მკაცრია უცხოეთის მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ტერორიზმს ეხება.

ორგანიზაცია AFP-ის ცნობით, "ისლამური სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით ერაყის მართლმსაჯულებამ 300-ზე მეტ ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მათგან 100-ზე მეტი უცხოეთის მოქალაქეა. ამ საკითხთან დაკავშირებით ერაყის სასამართლო ოფიციალურ სტატისტიკას არ ახმაურებს. ეს მედიისთვისაც ტაბუდადებული თემაა.

საქმე ის არის, რომ თავად გერმანიაში სხვადასხვა დროს, სირისა და ერაყიდან დაბრუნებული მოქალაქეების მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული, თუმცა ქვეყნის გენერალური პროკურატურა ყველა მათგანზე ფლობს ინფორმაციას. მათივე ცნობით, ძიება ამ მუხლით იმ შემთხვევაში წავა, როდესაც მათი "უშუალო მონაწილების ISIS-ს ინტერნეტ-ფორუმებში აქტიური მიმოწერის შესახებ ექნებათ ინფორმაცია".

მთავარი ფოტო: Deutsche Welle

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე