ავტორი:

"ჩემი და მე გავზარდე, სხვა ბავშვები დაგვცინოდნენ..." - რუსი ტოპ მოდელის ოჯახის მძიმე წარსული და ბრძოლა შშმ ბავშვებისთვის

"ჩემი და მე გავზარდე, სხვა ბავშვები დაგვცინოდნენ..." - რუსი ტოპ მოდელის ოჯახის მძიმე წარსული და ბრძოლა შშმ ბავშვებისთვის

რუსი ტოპმოდელი, ნატალია ვოდიანოვა, გარდა მოდის ინდუსტრიაში წარმატებული კარიერისა, საქველმოქმედო საქმიანობითაც არის ცნობილი.

ვოდიანოვა არის ფონდის Naked Heart Foundation დამაარსებელი, რომელიც შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებს ეხმარება.

ფონდის დაარსების იდეა მოდელს 2004 წელს, ბესლანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაუჩნდა, როდესაც 200-მდე ბავშვი გარდაიცვალა. ვოდიანოვა ამბობს, რომ მას სურდა რამე გაეკეთებინა, რათა ადამიანებს დახმარებოდა.

სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მიმართ თანაგრძნობას მისი დაც აძლიერებს. ოქსანას აუტიზმი და ცერებრალური დამბლა აქვს.

"ჩემი და მე გავზარდე. 6 წლის ვიყავი, როდესაც დაიბადა, მამინაცვალმა კი მიგვატოვა. დედაჩემმა გაუძლო ყველანაირ გაჭირვებას, რომ ის მოსავლელად თავშესაფარში არ გაეშვა. დღის განმავლობაში მიტოვებულ შენობებში დავდიოდით. ძალიან რთული იყო ჩემთვის, სხვა ბავშვები დაგვცინოდნენ... ეს ისეთი მტკივნეული იყო, ჯერ კიდევ ვერ ვივიწყებ", - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ვოდიანოვამ.

ამასთან, ტოპმოდელი ხშირად წერს საკუთარი დის პრობლემების შესახებ, ოქსანასთვის საზოგადოებაში ცხოვრება ხშირად კვლავ ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ინციდენტი კი მშობლიურ ქალაქში, ნიჟნი ნოვგოროდში კაფეში შეემთხვა, სადაც მას და ძიძას მოსთხოვეს, დაწესებულება დაეტოვებინათ.

„ვიდრე დედაჩემი მუშაობდა, ოქსანა სასეირნოდ ჩვენმა ძიძამ წაიყვანა. ოქსანას შეუძლია, რამდენიმე საათის განმავლობაში შეუსვენებლად იაროს, ამიტომ დედა და ძიძა ხშირად ჩერდებიან კაფეში, რომ დაისვენონ და ოქსანას ჩაი დაალევინონ (ის წყალს და წვენს არ სვამს), შემდეგ კი სეირნობას აგრძელებენ,“ - დაწერა ვოდიანოვამ ღია წერილში.

ამჯერად ძიძამ კაფე „ფლამინგოში“ გადაწყვიტა შესვლა. მფლობელმა განაცხადა, რომ გოგონა „მომხმარებლებს აფრთხობდა“ და ოქსანას და ძიძას მოსთხოვა, სასწრაფოდ დაეტოვებინათ კაფე. წინააღმდეგ შემთხვევაში კაფეს პატრონი მათ დაემუქრა, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დარეკავდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გოგონას „დაწესებულებაში გამოკეტავდა“.

ინციდენტის შედეგად დააკავეს ვოდიანოვას დედაც, რომელიც ხულიგნობაში დაადანაშაულეს და პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

„უნდა დავეხმაროთ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს, რომლებიც რუსეთში ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის მუშაობენ,“ - წერს ვოდიანოვა.

ის მუდმივად ცდილობს, სულ უფრო მეტი სახსრები მოიზიდოს შშმ პირების დასახმარებლად. მოდელის ფონდმა სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის 180-ზე მეტი სათამაშო მოედანი მოაწყო, შეძლეს 47 მლნ დოლარის მოზიდვა. ამასთან, შექმნა აპლიკაცია ELBI, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები საქველმოქმედო ფონდებს თანხას ურიცხავენ.

ნატალია ვოდიონოვასა და მილიარდერის ვაჟის ქორწილი - კაბა, თაიგული და მინიმალისტური დეტალები ყველაზე არისტოკრატული ცერემონიიდან

"მაყურებელი სამედიცინო პირბადეებით ესწრებოდა წარმოდგენას" - ქართველი რეჟისორის სპექტაკლმა ლიეტუვაში, პანდემიის პირობებშიც კი, ანშლაგით ჩაიარა

"სალომეს პაროდიას რომ ვაკეთებ, თავი პრეზიდენტი მგონია! თვითონ თუ უყურებს, არ ვიცი" -  თამუნა ლეკვეიშვილი კარიერაზე, მეუღლესა და შვილებზე