კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უამბო ადვოკატს 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა: "მთავარი დამნაშავე არის დედა-შვილი, კაცი წყობიდან გამოიყვანეს..."
რა უამბო ადვოკატს 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა: "მთავარი დამნაშავე არის დედა-შვილი, კაცი წყობიდან გამოიყვანეს..."

ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, ვე­ფხია ბაქ­რა­ძის მტკი­ცე­ბით, ის მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის­გან თავს იცავ­და.

ბრალ­დე­ბულს მისი ბრალ­დე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი პო­ზი­ცია აქვს და და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გარ­და, არც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ნა­წილს აღი­ა­რებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, თე­ი­მუ­რაზ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვილ­მა გა­ი­წია ბაქ­რა­ძის­კენ და­ნით, თუმ­ცა ბრალ­დე­ბულ­მა მოკ­ლულს დანა წა­არ­თვა, მკვლე­ლო­ბა კი ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბის დროს ჩა­ი­დი­ნა. ვე­ფხია ბაქ­რა­ძის ად­ვო­კა­ტის თქმით, და­ნა­შა­უ­ლი მოკ­ლუ­ლი­სა და მისი დე­დის მი­ე­რაა პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი.

"და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას არც გან­ზრახ­ვა არ ყო­ფი­ლა და არც სი­სას­ტი­კე. რაც მოხ­და მოკ­ლუ­ლის დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ფულს არ­თმევ­და მუდ­მი­ვად ვე­ფხია ბაქ­რა­ძეს დე­და­მი­სი, ასე­ვე ღა­ლა­ტობ­და... მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე არის დედა-შვი­ლი. კაცი წყო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს და შე­უქ­მნეს პი­რო­ბე­ბი, რომ ასე მომ­ხდა­რი­ყო", - გა­ნა­ცხა­და თე­ი­მუ­რაზ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდს, ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის თვალ­წინ არ მომ­ხდა­რა.

"ბავ­შვე­ბი ცალ­კე ოთახ­ში გა­იყ­ვა­ნა. გა­მო­რი­ცხუ­ლია მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში ბავ­შვე­ბი იქ ყო­ფი­ლიყ­ვნენ. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნას, მან წინა დღეს აი­ტა­ნა სახ­ლში დანა, რად­გან რა­ღა­ცის­თვის სჭირ­დე­ბო­და. ეს დანა აიღო თავ­და­პირ­ვე­ლად იმ გო­გომ. რომ მი­ე­მარ­თე­ბო­და მის­კენ, ვე­ფხია ბაქ­რა­ძემ წა­არ­თვა მას ეს დანა. ამის შემ­დეგ ამ­ბობს, რომ ჩხუ­ბით და ძიძ­გი­ლა­ო­ბით აღ­მოჩ­ნდნენ სა­ა­ბა­ზა­ნოს­თან და ამის შემ­დეგ რა მოხ­და, აღარ მახ­სოვ­სო. გონ­ზე რომ მო­ვე­დი, მერე წა­ვე­დი სახ­ლი­და­ნო", - აღ­ნიშ­ნა ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა.

თე­ი­მუ­რაზ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­ფხია ბაქ­რა­ძეს აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა ზე­წო­ლით და ძა­ლა­დო­ბით მი­ა­ცე­მი­ნეს.

"ცემა-ტყე­პით რა და­ა­წე­რი­ნეს, კაც­მა არ იცის. ის ახალ ჩვე­ნე­ბას მის­ცემს სა­სა­მარ­თლოს და იტყვის სი­მარ­თლეს, რაც იყო", - გა­ნა­ცხა­და მაგ­რაქ­ვე­ლი­ძემ და აქვე დას­ძი­ნა, რომ სა­სა­მარ­თლო­ში დაც­ვის მხა­რე და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას ითხოვს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვილს ყელი გა­მოჭ­რეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ 14 აპ­რილს, მოკ­ლუ­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი, ვე­ფხია ბაქ­რა­ძე თე­ლეთ­ში და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კი­დევ ერთი პირი თე­მურ ბაქ­რა­ძე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 15 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რა უამბო ადვოკატს 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა: "მთავარი დამნაშავე არის დედა-შვილი, კაცი წყობიდან გამოიყვანეს..."

რა უამბო ადვოკატს 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა: "მთავარი დამნაშავე არის დედა-შვილი, კაცი წყობიდან გამოიყვანეს..."

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის მტკიცებით, ის მკვლელობის მომენტში გამრეკელაშვილისგან თავს იცავდა.

ბრალდებულს მისი ბრალდების საქმესთან დაკავშირებით ახალი პოზიცია აქვს და დამამძიმებელი გარემოებების გარდა, არც განზრახ მკვლელობის ნაწილს აღიარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა, თეიმურაზ მაგრაქველიძემ განუცხადა, ბრალდებული ამბობს, რომ თავდაპირველად თამარ გამრეკელაშვილმა გაიწია ბაქრაძისკენ დანით, თუმცა ბრალდებულმა მოკლულს დანა წაართვა, მკვლელობა კი ხელჩართული ჩხუბის დროს ჩაიდინა. ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის თქმით, დანაშაული მოკლულისა და მისი დედის მიერაა პროვოცირებული.

"დანაშაულის ჩადენისას არც განზრახვა არ ყოფილა და არც სისასტიკე. რაც მოხდა მოკლულის დედის დამსახურებაა. ფულს ართმევდა მუდმივად ვეფხია ბაქრაძეს დედამისი, ასევე ღალატობდა... მთავარი დამნაშავე არის დედა-შვილი. კაცი წყობიდან გამოიყვანეს და შეუქმნეს პირობები, რომ ასე მომხდარიყო", - განაცხადა თეიმურაზ მაგრაქველიძემ.

რაც შეეხება მკვლელობის ეპიზოდს, ადვოკატის მტკიცებით, დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ არ მომხდარა.

"ბავშვები ცალკე ოთახში გაიყვანა. გამორიცხულია მკვლელობის მომენტში ბავშვები იქ ყოფილიყვნენ. რაც შეეხება დანას, მან წინა დღეს აიტანა სახლში დანა, რადგან რაღაცისთვის სჭირდებოდა. ეს დანა აიღო თავდაპირველად იმ გოგომ. რომ მიემართებოდა მისკენ, ვეფხია ბაქრაძემ წაართვა მას ეს დანა. ამის შემდეგ ამბობს, რომ ჩხუბით და ძიძგილაობით აღმოჩნდნენ სააბაზანოსთან და ამის შემდეგ რა მოხდა, აღარ მახსოვსო. გონზე რომ მოვედი, მერე წავედი სახლიდანო", - აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.

თეიმურაზ მაგრაქველიძის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძეს აღიარებითი ჩვენება ზეწოლით და ძალადობით მიაცემინეს.

"ცემა-ტყეპით რა დააწერინეს, კაცმა არ იცის. ის ახალ ჩვენებას მისცემს სასამართლოს და იტყვის სიმართლეს, რაც იყო", - განაცხადა მაგრაქველიძემ და აქვე დასძინა, რომ სასამართლოში დაცვის მხარე დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს