პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის მერიაში "ოცნების" და "ნაციონალების" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ქუთაისის მერიაში "ოცნების" და "ნაციონალების" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის შე­ნო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მის და­წყე­ბამ­დე უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი - ამი­რან კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი და იმე­და სა­ღი­ნა­ძე ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, გია უკ­ლე­ბას და გიგა შუ­შა­ნი­ას თავს და­ესხნენ და სცე­მეს.

ჩხუ­ბი რამ­დე­ნი­მე წუთს გაგ­რძელ­და, ვი­ნა­ი­დან ად­გილ­ზე დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­პი­რის­პი­რე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, ცოტა ხნის წინ სხდო­მა და­ი­წყო, სა­დაც გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ფარ­ქცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა გია უკ­ლე­ბამ.

"ასე­თი რამ ჯერ არ მომ­ხდა­რა თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში. თქვენ ამით ვერ შეგ­ვა­ში­ნებთ. სხდო­მას არ დავ­ტო­ვებთ," – გა­ნა­ცხა­და გია უკ­ლე­ბამ.

და­პი­რის­პი­რე­ბა მე­რი­ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ შეც­დო­მას უკავ­შირ­დე­ბა, რის გა­მოც მე­რია და­ცინ­ვის მი­ზე­ზი გახ­და. დე­პუ­ტა­ტებ­მა ოპო­ნენ­ტებს და­ცინ­ვის გამო ცე­მეს.

კერ­ძოდ, გუ­შინ მე­რი­ამ და უშუ­ა­ლოდ მერ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია სკვე­რის გა­ნა­თე­ბის შე­სა­ხებ და მი­უ­თი­თეს, რომ ნიკო ნი­კო­ლა­ძის სკვე­რი გა­ნათ­და, რე­ა­ლუ­რად, სკვე­რი ია­კობ ნი­კო­ლა­ძის სა­ხელს ატა­რებს, რის გა­მოც მე­რი­ას ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლის­კენ მო­უ­წო­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

ქუთაისის მერიაში "ოცნების" და "ნაციონალების" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ქუთაისის მერიაში "ოცნების" და "ნაციონალების" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ქუთაისის მერიის შენობაში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის წევრები - ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს, გია უკლებას და გიგა შუშანიას თავს დაესხნენ და სცემეს.

ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ვინაიდან ადგილზე დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ, ცოტა ხნის წინ სხდომა დაიწყო, სადაც განცხადება გააკეთა ფარქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია უკლებამ.

"ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა თვითმმართველობაში. თქვენ ამით ვერ შეგვაშინებთ. სხდომას არ დავტოვებთ," – განაცხადა გია უკლებამ.

დაპირისპირება მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ შეცდომას უკავშირდება, რის გამოც მერია დაცინვის მიზეზი გახდა. დეპუტატებმა ოპონენტებს დაცინვის გამო ცემეს.

კერძოდ, გუშინ მერიამ და უშუალოდ მერმა გაავრცელეს ინფორმაცია სკვერის განათების შესახებ და მიუთითეს, რომ ნიკო ნიკოლაძის სკვერი განათდა, რეალურად, სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელს ატარებს, რის გამოც მერიას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარი ქალაქის ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები