სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი დიზაინერი, რომელიც ლოგოებს "დისნეისა" და "ნიუ ბალანსისთვის" ქმნის
ქართველი დიზაინერი, რომელიც ლოგოებს "დისნეისა" და "ნიუ ბალანსისთვის" ქმნის

ლო­გოს ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი 40 წლის გი­ორ­გი ბო­ხუა მსოფ­ლი­ომ დიდი ხა­ნია გა­იც­ნო. თავ­და­პირ­ვე­ლად, მის მიერ შექ­მნი­ლი ლო­გო­ე­ბით „ინ­სტაგ­რამ­ზე“ აღ­ფრთო­ვან­დნენ, ახლა კი, რო­გორც ბო­ხუა ამ­ბობს, პო­ტენ­ცი­უ­რი კლი­ენ­ტე­ბი მისი ნა­მუ­შევ­რე­ბით, უმე­ტე­სად, ცნო­ბილ პლატ­ფორ­მებ­ზე behance-სა და dribbble-ზე ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან.

ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობს ისე­თი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რო­გო­რიც არის Disney, New Balance, NFL, Wired Magazine...

გი­ორ­გი ბო­ხუა 1978 წლის 22 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და.

ბრი­ტა­ნულ პორ­ტალ­თან logogeek.uk დი­ზა­ი­ნე­რი ამ­ბობს, რომ 2006 წელს, რო­დე­საც კი­ევ­ში ცხოვ­რობ­და, ფუ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ­მა სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა სცა­და. ბო­ხუ­ას და­უ­კავ­შირ­და ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, იან ტი­შენ­კო და მის სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა.

„მას სიმ­პა­თი­ე­ბი გა­უჩ­ნდა ჩემ მი­მართ - მე სა­ქარ­თვე­ლო­დან ვი­ყა­ვი, ის უკ­რა­ი­ნე­ლი იყო, ბევ­რი სა­ერ­თო თემა გვქონ­და სა­სა­უბ­რო, რო­გორც პო­ლი­ტი­კის, ასე­ვე - კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ... მან მი­თხრა, რომ რა­ღა­ცებს მას­წავ­ლი­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სტუ­დი­ა­შიც მი­მი­ღო. ასე და­ვი­წყე ლო­გოს დი­ზა­ი­ნის სწავ­ლა 2007 წელს“ - ჰყვე­ბა ბო­ხუა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ლო­გოს შექ­მნას მის­თვის გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებს მო­ნა­ხა­ზებს, შემ­დეგ კი სრუ­ლე­ბით წყვეტს მუ­შა­ო­ბას, გო­ნე­ბა­ში ამუ­შა­ვებს იდე­ას. ბო­ხუა ამ­ბობს, რომ დამ­კვე­თის­გან ლო­გოს პრე­ზენ­ტა­ცი­ამ­დე ყო­ველ­თვის 10-დღი­ან ვა­დას იღებს. ბო­ხუა ამ­ჟა­მად აშშ-ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს.

ბორისი
0

ვამაყოფ ჩემი მოგვარით, თუმცა ვერაფრით დავუკავშირდი ამ სასახელო ადამიანს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

ქართველი დიზაინერი, რომელიც ლოგოებს "დისნეისა" და "ნიუ ბალანსისთვის" ქმნის

ქართველი დიზაინერი, რომელიც ლოგოებს "დისნეისა" და "ნიუ ბალანსისთვის" ქმნის

ლოგოს ქართველი დიზაინერი 40 წლის გიორგი ბოხუა მსოფლიომ დიდი ხანია გაიცნო. თავდაპირველად, მის მიერ შექმნილი ლოგოებით „ინსტაგრამზე“ აღფრთოვანდნენ, ახლა კი, როგორც ბოხუა ამბობს, პოტენციური კლიენტები მისი ნამუშევრებით, უმეტესად, ცნობილ პლატფორმებზე behance-სა და dribbble-ზე ინტერესდებიან.

ქართველი დიზაინერი მუშაობს ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის, როგორიც არის Disney, New Balance, NFL, Wired Magazine...

გიორგი ბოხუა 1978 წლის 22 ივლისს საქართველოში დაიბადა.

ბრიტანულ პორტალთან logogeek.uk დიზაინერი ამბობს, რომ 2006 წელს, როდესაც კიევში ცხოვრობდა, ფულის გარეშე დარჩენილმა სამსახურის მოძებნა სცადა. ბოხუას დაუკავშირდა ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, იან ტიშენკო და მის სტუდიაში მუშაობა შესთავაზა.

„მას სიმპათიები გაუჩნდა ჩემ მიმართ - მე საქართველოდან ვიყავი, ის უკრაინელი იყო, ბევრი საერთო თემა გვქონდა სასაუბრო, როგორც პოლიტიკის, ასევე - კულტურის შესახებ... მან მითხრა, რომ რაღაცებს მასწავლიდა, მოგვიანებით კი სტუდიაშიც მიმიღო. ასე დავიწყე ლოგოს დიზაინის სწავლა 2007 წელს“ - ჰყვება ბოხუა ინტერვიუში.

ლოგოს შექმნას მისთვის გარკვეული დრო სჭირდება, რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებს მონახაზებს, შემდეგ კი სრულებით წყვეტს მუშაობას, გონებაში ამუშავებს იდეას. ბოხუა ამბობს, რომ დამკვეთისგან ლოგოს პრეზენტაციამდე ყოველთვის 10-დღიან ვადას იღებს. ბოხუა ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს.

"კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე 41% მყარ "არას" არ ამბობს, საჭიროა მეტი განათლება, ექიმების მიმართ ნდობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეკლესიის როლი" - კულუმბეგოვი

"მალე საქართველო მიიღებს ვაქცინებს, რომლებსაც მსოფლიო მედიცინის პროფესიონალთა ელიტა გვთავაზობს - უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს" - გელა ჩარკვიანი

8 შვილის დედა საოცრად რეალისტურ და ძვირადღირებულ თოჯინებს ქმნის - "დიდ თოჯინას ერთ თვეს ვანდომებ, ფასი 1000 დოლარამდე ადის"