კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ რუსთაველის თეატრში მსახიობების გათავისუფლებაზე - "მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, თუნდაც შინაგანაწესის დარღვევა"
რას ამბობენ რუსთაველის თეატრში მსახიობების გათავისუფლებაზე - "მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, თუნდაც შინაგანაწესის დარღვევა"

შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღის წინ 7 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, თე­ატ­რი­დან 6 მსა­ხი­ო­ბი და ერთი ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­უშ­ვეს.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის არი­ან: ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი, ნა­თია კვა­შა­ლი, გოგა გვე­ლე­სი­ა­ნი. ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, მსა­ხი­ო­ბე­ბი თე­ატ­რი­დან რო­ბერტ სტუ­რუ­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ეს სა­ჯა­როდ არა­ვინ და­ა­დას­ტუ­რა.

მსა­ხი­ობ­მა გოგა გვე­ლე­სი­ან­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას დე­კემ­ბერ­ში ეწუ­რე­ბო­და ვადა, თუმ­ცა შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვლამ­დე კად­რე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა თე­ატ­რში და­ი­ბა­რა "რა­ღა­ცა­ზე ხე­ლის მო­სა­წე­რად".

"სათ­ვა­ლე დამ­რჩა და ვერც წა­ვი­კი­თხე, რას ვა­წერ­დი ხელს. თურ­მე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მო­ვა­წე­რე ხელი მო­ტყუ­ე­ბით, რას ვი­ფიქ­რებ­დი ასე თუ მოხ­დე­ბო­და. წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე თუ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ მსა­ხი­ო­ბებს აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რი­დან რას ვი­ფიქ­რებ­დი?!" - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გვე­ლე­სი­ან­მა.

თე­ატ­რის პო­ზი­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის იუ­რისტს ლაშა გო­გი­ნაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო ლაშა, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა თე­ატ­რი­დან?

- თე­ატ­რი­დან სულ გა­თა­ვი­სუფ­ლდა 6 თა­ნამ­შრო­მე­ლი. აქე­დან 5 არის და­სის წევ­რი და 1 ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

- რა გახ­და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი?

- გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს. თუნ­დაც თე­ატ­რის ში­ნა­გა­ნა­წე­სის დარ­ღვე­ვა. თუნ­დაც ის, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი მსა­ხი­ო­ბი თე­ატ­რის ცხოვ­რე­ბა­ში, და­კა­ვე­ბუ­ლია თუ არა სპექ­ტაკ­ლებ­ში და ა.შ. მაგ­რამ მე იუ­რის­ტი ვარ და არ და­ვარ­ღვევ კა­ნონს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ და ვერც იმას ვი­ტყვი, ვინ რა­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ვინ არი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი.

- ერთ-ერ­თმა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა მსა­ხი­ობ­მა გოგა გვე­ლე­სი­ან­მა ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ მას სათ­ვა­ლე დარ­ჩა სახ­ლში და არ იცო­და რას აწერ­და ხელს...

- გა­ვე­ცა­ნი ამ კო­მენ­ტარს და აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ. ეს არის არას­წო­რი, სათ­ვა­ლე დამ­რჩა და არ ვი­ცო­დი ხელს რას ვა­წერ­დიო, როცა ამ­ბობს ბა­ტო­ნი გოგა, არას­წო­რია. ის დო­კუ­მენ­ტი რა­საც ხელი მო­ა­წე­რა ბა­ტონ­მა გვე­ლე­სი­ან­მა, არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არაა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან. მან ხელი მო­ა­წე­რა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბრძა­ნე­ბას, რა­საც სხვა მსა­ხი­ო­ბებ­მა და თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც მო­ა­წე­რეს ხელი.

ივ­ლი­სის ბო­ლოს შედ­გა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბა და ამის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა ბა­ტონ გო­გას. ხაზ­გას­მით ვამ­ბობ - შიდა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვს და ბა­ტო­ნი გოგა სხვა­დას­ხვა რა­მე­ზე სა­უბ­რობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რას ამბობენ რუსთაველის თეატრში მსახიობების გათავისუფლებაზე - "მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, თუნდაც შინაგანაწესის დარღვევა"

რას ამბობენ რუსთაველის თეატრში მსახიობების გათავისუფლებაზე - "მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, თუნდაც შინაგანაწესის დარღვევა"

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან რამდენიმე დღის წინ 7 თანამშრომელი გაათავისუფლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, თეატრიდან 6 მსახიობი და ერთი ტექნიკური თანამშრომელი გაუშვეს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გათავისუფლებულ მსახიობებს შორის არიან: ნინუცა მაყაშვილი, ნათია კვაშალი, გოგა გველესიანი. ჩვენი წყაროს ცნობით, მსახიობები თეატრიდან რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, თუმცა ეს საჯაროდ არავინ დაადასტურა.

მსახიობმა გოგა გველესიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მის ხელშეკრულებას დეკემბერში ეწურებოდა ვადა, თუმცა შვებულებაში გასვლამდე კადრების თანამშრომელმა თეატრში დაიბარა "რაღაცაზე ხელის მოსაწერად".

"სათვალე დამრჩა და ვერც წავიკითხე, რას ვაწერდი ხელს. თურმე რეორგანიზაციას მოვაწერე ხელი მოტყუებით, რას ვიფიქრებდი ასე თუ მოხდებოდა. წინასწარი გაფრთხილების გარეშე თუ გაათავისუფლებდნენ მსახიობებს აკადემიური თეატრიდან რას ვიფიქრებდი?!" - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბრისას გველესიანმა.

თეატრის პოზიციის გასარკვევად AMBEBI.GE რუსთაველის თეატრის იურისტს ლაშა გოგინაშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო ლაშა, რამდენი ადამიანი გათავისუფლდა თეატრიდან?

- თეატრიდან სულ გათავისუფლდა 6 თანამშრომელი. აქედან 5 არის დასის წევრი და 1 ადმინისტრაციის თანამშრომელი.

- რა გახდა მათი გათავისუფლების მიზეზი?

- გათავისუფლების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. თუნდაც თეატრის შინაგანაწესის დარღვევა. თუნდაც ის, რამდენად აქტიურად არის ჩართული მსახიობი თეატრის ცხოვრებაში, დაკავებულია თუ არა სპექტაკლებში და ა.შ. მაგრამ მე იურისტი ვარ და არ დავარღვევ კანონს პერსონალური მონაცემების შესახებ და ვერც იმას ვიტყვი, ვინ რატომ გაათავისუფლეს და ვინ არიან გათავისუფლებული მსახიობები.

- ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა მსახიობმა გოგა გველესიანმა ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ მას სათვალე დარჩა სახლში და არ იცოდა რას აწერდა ხელს...

- გავეცანი ამ კომენტარს და აღშფოთებული ვარ. ეს არის არასწორი, სათვალე დამრჩა და არ ვიცოდი ხელს რას ვაწერდიო, როცა ამბობს ბატონი გოგა, არასწორია. ის დოკუმენტი რასაც ხელი მოაწერა ბატონმა გველესიანმა, არანაირ კავშირში არაა სამსახურიდან გათავისუფლებასთან. მან ხელი მოაწერა რეორგანიზაციის ბრძანებას, რასაც სხვა მსახიობებმა და თანამშრომლებმაც მოაწერეს ხელი.

ივლისის ბოლოს შედგა გათავისუფლების ბრძანება და ამის შესახებ ეცნობა ბატონ გოგას. ხაზგასმით ვამბობ - შიდა რეორგანიზაციას სამსახურიდან გათავისუფლებასთან კავშირი არ აქვს და ბატონი გოგა სხვადასხვა რამეზე საუბრობს.

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ, კიდევ ერთი "კლასტერი“ გაჩნდა

"ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება... ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს" - თამარ გაბუნია

"კლასტერებიდან" გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე... დღეს ნახტომი გვაქვს, ეპიდსიტუაცია უარესდება" - ამირან გამყრელიძე