კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული" - მალხაზ კობაურის ადვოკატები სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე
"სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული" - მალხაზ კობაურის ადვოკატები სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სია, რომ ხა­დას ხე­ო­ბა­ში მალ­ხაზ კო­ბა­ურ­მა ჯერ კაცი მოკ­ლა, შემ­დეგ მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს ერთი ტყვია ეს­რო­ლა და ქალი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნე­ბით ქარ­წყლდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი სმი­ტე­ბის ოჯა­ხის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის ად­ვო­კა­ტებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გებ­ზე ისა­უბ­რეს.

ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ აჩ­ვე­ნა, რომ ლორა სმიტს უკა­ნა ტა­ნის არე­ში არ აღე­ნიშ­ნე­ბა არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, ექ­სპერ­ტი­ზამ აჩ­ვე­ნა, რომ ბავ­შვის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია 3-4 გას­რო­ლა.

ად­ვო­კა­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ექ­სპერ­ტი­ზის აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­სუ­ხე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ას­თან.

„ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, თით­ქოს მოხ­და ლორა სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა. ექ­სპერ­ტი­ზის მი­მართ იყო კი­თხვე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ ლორა სმიტს არ აღე­ნიშ­ნე­ბა უკა­ნა ტა­ნის არე­ში არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა. ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ ბავ­შვის მი­მართ და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 გას­რო­ლაა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ერთი მიბ­ჯე­ნით. ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ტრა­ექ­ტო­რი­ი­დან არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

„გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სია, რომ ხა­დას ხე­ო­ბა­ში მალ­ხაზ კო­ბა­ურ­მა ჯერ კაცი მოკ­ლა, შემ­დეგ მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს ერთი ტყვია ეს­რო­ლა და ქალი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნე­ბით ქარ­წყლდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ჭი­როა შე­წყდეს გა­მო­ძი­ე­ბა კო­ბა­უ­რის მი­მართ. რად­გან, ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი სრულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ას­თან“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მას კი­თხვე­ბი აქვს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას­თან და გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა გას­ცეს პა­სუ­ხე­ბი ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს, რო­გო­რიც არის, თუ რო­გორ მოხ­ვდა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სი­გა­რე­ტის ნამ­წვი მა­შინ, რო­დე­საც თამ­ბა­ქოს არ მო­იხ­მარ­დნენ არც გარ­დაც­ვლი­ლი და არც ბრალ­დე­ბუ­ლი პირი. ად­ვო­კა­ტი მო­ი­თხოვს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა ვერ არ­თმევს თავს მიმ­დი­ნა­რე საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას, საქ­მე გა­და­ე­ცეს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას.

ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე დარ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ ერთი, კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რის შემ­დე­გაც საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლო­ში წავა. წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 26 ოქ­ტომ­ბერს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული" - მალხაზ კობაურის ადვოკატები სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე

"სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული" - მალხაზ კობაურის ადვოკატები სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე

გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება, - ამის შესახებ ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

მალხაზ კობაურის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე ისაუბრეს.

ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლორა სმიტს უკანა ტანის არეში არ აღენიშნება არანაირი ძალადობის კვალი.

ამასთან, ადვოკატების თქმით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებულია 3-4 გასროლა.

ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ექსპერტიზის აღნიშნული პასუხები წინააღმდეგობაშია გამოძიების ვერსიასთან.

„ბრალდების მიხედვით, თითქოს მოხდა ლორა სმიტის გაუპატიურება. ექსპერტიზის მიმართ იყო კითხვები აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტს არ აღენიშნება უკანა ტანის არეში არანაირი ძალადობა. ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვის მიმართ დაახლოებით 3-4 გასროლაა განხორციელებული, მათ შორის, ერთი მიბჯენით. ეს დაზიანებები სხვადასხვა ტრაექტორიიდან არის მიყენებული“, - განაცხადა მალხაზ კობაურის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

„გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება. აქედან გამომდინარე საჭიროა შეწყდეს გამოძიება კობაურის მიმართ. რადგან, ექსპერტიზის პასუხები სრულ წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების ვერსიასთან“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე თქმით, მას კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებასთან და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის, თუ როგორ მოხვდა შემთხვევის ადგილზე სიგარეტის ნამწვი მაშინ, როდესაც თამბაქოს არ მოიხმარდნენ არც გარდაცვლილი და არც ბრალდებული პირი. ადვოკატი მოითხოვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მცხეთის რაიონული პროკურატურა ვერ ართმევს თავს მიმდინარე საქმის გამოძიებას, საქმე გადაეცეს მთავარ პროკურატურას.

ადვოკატების განცხადებით, ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ერთი, კომპლექსური ექსპერტიზა, რის შემდეგაც საქმე განსახილველად სასამართლოში წავა. წინა სასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს