პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგო ხარ თუ ბიჭი?!" - ქუთაისში მოსწავლეზე შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
"გოგო ხარ თუ ბიჭი?!" - ქუთაისში მოსწავლეზე შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ქუ­თა­ი­სის N2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გის შე­საძ­ლო ფაქტს შიდა აუ­დი­ტი სწავ­ლობს, ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ სკო­ლებ­ში ყვე­ლა სა­ხის ძა­ლა­დო­ბას­თან შე­უ­რი­გე­ბე­ლი ბრძო­ლა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს.

„ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან და კვა­ლი­ფი­ცი­ურ ფსი­ქო­ლო­გებ­თან ერ­თად, სკო­ლებ­ში არა­ერ­თი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­მი­ნის­ტროს მი­ზა­ნია, რო­გორც ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა, ასე­ვე მისი პრე­ვენ­ცია.

სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, ქუ­თა­ი­სის იო­სებ ოცხე­ლის სა­ხე­ლო­ბის N2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან მოს­წვლე­ზე გან­ხორ­ცი­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო ბუ­ლინ­გის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, მოკ­ვლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მშობ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტურ­დე­ბა, რომ მისი შვი­ლის მი­მართ სკო­ლის რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გენ­ლის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და ფი­ზი­კურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბას, სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა უმ­კაც­რე­სი იქ­ნე­ბა,“ - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ პოს­ტი „ფე­ის­ბუქ­ზე“ გუ­შინ გავ­რცელ­და. მერ­ვეკ­ლა­სე­ლი მაქ­სი­მეს დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა „თმის ვარ­ცხნი­ლო­ბის გამო მაქ­სი­მეს გენ­დე­რი ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა“ და ჯგუფს მი­მარ­თა გა­სარ­კვე­ვად, ის ბიჭი იყო თუ გოგო.

„არ ვიც­ნობ ამ მას­წავ­ლე­ბელს პი­რა­დად, მაგ­რამ უკვე ვიცი რომ მან შეძ­ლო ჩემს შვილ­ში ზი­ზღის გრძნო­ბის გაღ­ვი­ძე­ბა!! იმ თა­ო­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­ლებს (მიშა რომ ცა­სა­რე­ცხ თუ ჩა­რე­ცხი­ლე­ბის თა­ო­ბას ეძახ­და) აზ­როვ­ნე­ბას კვი­რა­ში ასი ტრე­ნინ­გიც ვერ შე­უც­ვლის ! ესე­ნი ში­შით მა­ინც თუ და­ა­ჭე­რენ ენას კბილს , და­ნეკ­რო­ზე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა რომ არ გად­მო­აფ­რქვი­ონ !!! ჰოდა სხვას თუ ვე­რა­ფერს, იმას მა­ინც მი­ვაღ­წევ რომ ეში­ნო­დეთ ჩემი!!“ - წერს მაქ­სი­მეს დედა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"გოგო ხარ თუ ბიჭი?!" - ქუთაისში მოსწავლეზე შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

"გოგო ხარ თუ ბიჭი?!" - ქუთაისში მოსწავლეზე შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყება აღნიშნავს, რომ სკოლებში ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, სკოლებში არაერთი ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს. სამინისტროს მიზანია, როგორც ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, ასევე მისი პრევენცია.

სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწვლეზე განხორცილებული შესაძლო ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო.

იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბავშვზე ძალადობის შესახებ პოსტი „ფეისბუქზე“ გუშინ გავრცელდა. მერვეკლასელი მაქსიმეს დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ მასწავლებელმა „თმის ვარცხნილობის გამო მაქსიმეს გენდერი ეჭვქვეშ დააყენა“ და ჯგუფს მიმართა გასარკვევად, ის ბიჭი იყო თუ გოგო.

„არ ვიცნობ ამ მასწავლებელს პირადად, მაგრამ უკვე ვიცი რომ მან შეძლო ჩემს შვილში ზიზღის გრძნობის გაღვიძება!! იმ თაობის მასწავლებლებლებს (მიშა რომ ცასარეცხ თუ ჩარეცხილების თაობას ეძახდა) აზროვნებას კვირაში ასი ტრენინგიც ვერ შეუცვლის ! ესენი შიშით მაინც თუ დააჭერენ ენას კბილს , დანეკროზებული აზროვნება რომ არ გადმოაფრქვიონ !!! ჰოდა სხვას თუ ვერაფერს, იმას მაინც მივაღწევ რომ ეშინოდეთ ჩემი!!“ - წერს მაქსიმეს დედა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ