მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინმა ჩემი მოწამვლა ვირთხის საწამლავით სცადა" - რუსი მოდელის ქმარი სიკვდილს ებრძვის
"პუტინმა ჩემი მოწამვლა ვირთხის საწამლავით სცადა" - რუსი მოდელის ქმარი სიკვდილს ებრძვის

რუსი მო­დე­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში, ქა­ლაქ სოლსბე­რი­ში მისი მო­წამ­ვლა პუ­ტი­ნის და­ვა­ლე­ბით სცა­დეს. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 30 წლის ანა შა­პი­რო ქმარ­თან, 42 წლის ალექს კინგთან ერ­თად რეს­ტო­რან­ში ვახ­შმობ­და, რო­დე­საც წყვილ­მა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო.

მისი თქმით, ქმა­რი მა­მა­კა­ცე­ბის სა­პირ­ფა­რე­შო­ში ია­ტაკ­ზე და­ვარ­დნი­ლი იპო­ვა, ალექსს პი­რი­დან ქა­ფი­ვით მასა გად­მო­უ­ვი­და.

კინ­გი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ში­შო­ბენ, რომ წყვი­ლი, შე­საძ­ლოა, ვირ­თხის სა­წამ­ლა­ვით მო­წამ­ლეს.

მო­დე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ თავ­დას­ხმის უკან, სკრი­პა­ლის ინ­ცი­დენ­ტის მსგავ­სად, პუ­ტი­ნი დგას.

„რეს­ტო­რან­ში შე­ვუკ­ვე­თე პიცა, ალექსმა კი ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი და ბოსტნე­უ­ლი. ორი ჭიქა თეთ­რი ღვი­ნოც გვქონ­და,“ - ჰყვე­ბა მე­დი­ას­თან ანა.

შა­პი­როს თქმით, უკვე ას­რუ­ლებ­დნენ ვახ­შამს, რო­დე­საც ალექ­სი ტუ­ა­ლეტ­ში გა­ვი­და, თა­ვად კი თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო. და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის შემ­დეგ ქმრის მო­სა­ძებ­ნად გა­ვი­და და კინ­გი ია­ტაკ­ზე უგო­ნოდ იპო­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ შა­პი­რო და კინ­გი სტრიქ­ნი­ნით მო­წამ­ლეს.

„მე მარ­ტი­ვად გა­დავ­რჩი, მაგ­რამ ალექ­სის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გონს მო­ვი­და, თუმ­ცა ჯერ კი­დევ ვე­ლო­დე­ბით ანა­ლი­ზის შე­დე­გებს,“ - ამ­ბობს შა­პი­რო.

მო­დე­ლი რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2006 წელს ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე გახ­და.

2008 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად ლონ­დონ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ალექს კინ­გი გა­იც­ნო. წყვი­ლი 1 თვის წინ და­ქორ­წინ­და. შა­პი­რო ფიქ­რობს, რომ რუ­სე­თის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი მას ჯა­შუ­შად მი­იჩ­ნე­ვენ.

„მე სა­ჯა­როდ გა­ვაკ­რი­ტი­კე პუ­ტი­ნი და ქვე­ყა­ნა, სა­დაც ჩემი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. მე ყო­ფი­ლი რუსი ვარ. მა­მა­ჩე­მი რუ­სე­თის არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი იყო და სამ­ხედ­რო ორ­კესტრში უკ­რავ­და,“ - გა­ნა­ცხა­და ანამ.

მის­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, სა­ჯა­როდ გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნა პრე­ზი­დენ­ტი, ოჯა­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია - მათ შო­რის მისი მა­მის. ანას თქმით, სიკ­ვდი­ლი­თაც ემუქ­რე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ მა­მა­მი­სი იყო.

„რამ გა­მო­იწ­ვია წყვი­ლის ავად გახ­დო­მა, გა­მო­ძი­ე­ბა არ­კვევს. თუმ­ცა, ქვეყ­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში ბოლო დროს მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბის გამო, ტარ­დე­ბა ანა­ლი­ზი, რათა და­ვად­გი­ნოთ, ფი­გუ­რი­რებს თუ არა ინ­ცი­დენ­ტში ნო­ვი­ჩო­კი,“ - გა­ნა­ცხა­დეს პო­ლი­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"პუტინმა ჩემი მოწამვლა ვირთხის საწამლავით სცადა" - რუსი მოდელის ქმარი სიკვდილს ებრძვის

"პუტინმა ჩემი მოწამვლა ვირთხის საწამლავით სცადა" - რუსი მოდელის ქმარი სიკვდილს ებრძვის

რუსი მოდელი ამტკიცებს, რომ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში მისი მოწამვლა პუტინის დავალებით სცადეს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, 30 წლის ანა შაპირო ქმართან, 42 წლის ალექს კინგთან ერთად რესტორანში ვახშმობდა, როდესაც წყვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო.

მისი თქმით, ქმარი მამაკაცების საპირფარეშოში იატაკზე დავარდნილი იპოვა, ალექსს პირიდან ქაფივით მასა გადმოუვიდა.

კინგი საავადმყოფოშია მოთავსებული. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შიშობენ, რომ წყვილი, შესაძლოა, ვირთხის საწამლავით მოწამლეს.

მოდელი დარწმუნებულია, რომ თავდასხმის უკან, სკრიპალის ინციდენტის მსგავსად, პუტინი დგას.

„რესტორანში შევუკვეთე პიცა, ალექსმა კი ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული. ორი ჭიქა თეთრი ღვინოც გვქონდა,“ - ჰყვება მედიასთან ანა.

შაპიროს თქმით, უკვე ასრულებდნენ ვახშამს, როდესაც ალექსი ტუალეტში გავიდა, თავად კი თავი შეუძლოდ იგრძნო. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ქმრის მოსაძებნად გავიდა და კინგი იატაკზე უგონოდ იპოვა.

სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ შაპირო და კინგი სტრიქნინით მოწამლეს.

„მე მარტივად გადავრჩი, მაგრამ ალექსის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. საბედნიეროდ, გონს მოვიდა, თუმცა ჯერ კიდევ ველოდებით ანალიზის შედეგებს,“ - ამბობს შაპირო.

მოდელი რუსეთში დაიბადა, თუმცა ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2006 წელს ისრაელის მოქალაქე გახდა.

2008 წელს საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ალექს კინგი გაიცნო. წყვილი 1 თვის წინ დაქორწინდა. შაპირო ფიქრობს, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები მას ჯაშუშად მიიჩნევენ.

„მე საჯაროდ გავაკრიტიკე პუტინი და ქვეყანა, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს. მე ყოფილი რუსი ვარ. მამაჩემი რუსეთის არმიის გენერალი იყო და სამხედრო ორკესტრში უკრავდა,“ - განაცხადა ანამ.

მისმა გადაწყვეტილებამ, საჯაროდ გაეკრიტიკებინა პრეზიდენტი, ოჯახის უკმაყოფილება გამოიწვია - მათ შორის მისი მამის. ანას თქმით, სიკვდილითაც ემუქრებოდა ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მამამისი იყო.

„რამ გამოიწვია წყვილის ავად გახდომა, გამოძიება არკვევს. თუმცა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბოლო დროს მომხდარი ამბების გამო, ტარდება ანალიზი, რათა დავადგინოთ, ფიგურირებს თუ არა ინციდენტში ნოვიჩოკი,“ - განაცხადეს პოლიციაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე