პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელოვნების სტუდია გლდანში, სადაც თქვენს შვილებს „იქს ფაქტორის“, „ნიჭიერის“ მონაწილეები და სხვა პროფესიონალები  ასწავლიან
ხელოვნების სტუდია გლდანში, სადაც თქვენს შვილებს „იქს ფაქტორის“, „ნიჭიერის“ მონაწილეები და სხვა პროფესიონალები  ასწავლიან

ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და სიყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას ბავ­შვო­ბი­დან­ვე უყა­ლიბ­დე­ბა, მათ ამა­ში ხელს ისიც უწყობს, რომ მშობ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ პა­ტა­რე­ბი სხვა­დას­ხვა სტუ­დი­ა­ში თუ ხე­ლოვ­ნე­ბის წრე­ებ­ზე ატა­რონ. ეს ბავ­შვებს ფან­ტა­ზი­ის, მეხ­სი­ე­რე­ბის, მე­ტყვე­ლე­ბის, ლექ­სი­კის, მუ­სი­კა­ლუ­რო­ბის, პლას­ტი­უ­რო­ბი­სა და სხვა იმ თვი­სე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის.

ახ­ლა­ხან, თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე დიდ და მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ უბან­ში - გლ­დან­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სტუ­დია „კა­ლის­ტა“ გა­იხ­სნა. სტუ­დი­ის შე­სა­ხებ მის დამ­ფუძ­ნე­ბელს ხა­თუ­ნა პეტ­რი­აშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ და მის­გან სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბი მო­ვის­მი­ნეთ.

რა ასა­კი­დან შე­უძ­ლი­ათ პა­ტა­რებს კა­ლის­ტა სტუ­დი­ო­ში მოხ­ვედ­რა და რა დროს ტარ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბი?

ბავ­შვებს 3 წლის ასა­კი­დან შე­უძ­ლი­ათ კა­ლის­ტა სტუ­დი­ოს ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში მოხ­ვდნენ. მათ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს შა­ბათ-კვი­რას. თა­ვი­სუ­ფალ დროს ბავ­შვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბა მისი გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რია და სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა იმის­თვის, რომ პა­ტა­რებ­მა სმარ­ტფო­ნებ­სა და კომ­პი­უ­ტერ­თან დიდი დრო არ გა­ა­ტა­რონ.

ჩვენ გვაქვს თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პროგ­რა­მაც, რო­მე­ლიც სა­მუ­შაო დღე­ებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან იქს ფაქ­ტო­რი­სა და ნი­ჭი­ე­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვო­კალ­ში, გი­ტა­რა­სა და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა­ში მო­ამ­ზა­დე­ბენ მო­ზარ­დებს.

ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მე­ლი დარ­გე­ბის შეს­წავ­ლაა შე­საძ­ლე­ბე­ლი თქვენს სტუ­დი­ა­ში და რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მია სწავ­ლა?

ბა­ლე­ტი, ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ცეკ­ვე­ბი, ფორ­ტე­პი­ა­ნო, გი­ტა­რა, ვო­კა­ლი, ხატ­ვა და ძერ­წვა, - ხე­ლოვ­ნე­ბის ამ დარ­გებს შე­ას­წავ­ლი­ან მოს­წავ­ლე­ებს კა­ლის­ტა სტუ­დი­ო­ში. თი­თო­ე­უ­ლი წრის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 25 ლა­რი­დან იწყე­ბა, ფას­ში შე­დის ის ნივ­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს სწავ­ლის პრო­ცეს­ში დას­ჭირ­დე­ბათ.

რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­არ­ჩი­ეთ პე­და­გო­გე­ბი?

პირ­ველ რიგ­ში, პე­და­გო­გე­ბი არი­ან სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, თა­ვი­ან­თი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათ ჰქო­ნო­დათ პა­ტა­რებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­ებ­მა მე­ცა­დი­ნე­ო­ბებ­ზე ხა­ლი­სით, და­ძა­ლე­ბის გა­რე­შე ია­რონ, - ყვე­ლა­ფერ­ში და­ცუ­ლია ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბი.

გვი­თხა­რით, თუ რა არის პრი­ო­რი­ტე­ტი კა­ლის­ტა სტუ­დი­ოს გუნ­დის­თვის?

კა­ლის­ტა სტუ­დი­ოს გუნ­დის­თვის, პრი­ო­რი­ტე­ტი პა­ტა­რე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა და მათი მშობ­ლე­ბის­თვის კომ­ფორ­ტის შექ­მნა გახ­ლავთ. აქ მშობ­ლებ­მა ზუს­ტად იცი­ან, რო­დის იწყე­ბა მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და რო­დის მთავ­რდე­ბა ის. მშობ­ლე­ბის­თვის კომ­ფორ­ტია ისიც, რომ ყვე­ლა ოთა­ხი ვი­დეო კა­მე­რე­ბი­თა და ხმის ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი, ჩვენ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ მე­ნე­ჯე­რე­ბი და ისი­ნი აკ­ვირ­დე­ბი­ან სწავ­ლის პრო­ცესს. სრუ­ლად გვაქვს და­ცუ­ლი შე­ნო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, მოქ­მე­დებს სა­ხან­ძრო სიგ­ნა­ლი­ზა­ცია.

მოკ­ლედ მოგ­ვი­ყე­ვით წრე­ე­ბის შე­სა­ხებ, ბავ­შვებ­ში რა თვი­სე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყო­ბენ ხელს ისი­ნი?

ხატ­ვა, აპ­ლი­კა­ცია ძერ­წვა - ავი­თა­რებს მხედ­ვე­ლო­ბის აღ­ქმას, მეხ­სი­ე­რე­ბას, მისი მეშ­ვე­ო­ბით მო­ზარ­დი ეც­ნო­ბა ფორ­მებს, ზო­მებს, მი­მარ­თუ­ლე­ბებს, უღ­ვივ­დე­ბა ინ­ტე­რე­სი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, უვი­თარ­დე­ბა ფან­ტა­ზია, ეს­თე­ტი­კუ­რი აღ­ქმა, ნე­ბის­ყო­ფა, სწავ­ლობს გან­წყო­ბის გა­მო­ხატ­ვას.

ბა­ლე­ტი - ავი­თა­რებს: კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, პლას­ტი­უ­რო­ბას, დი­ნა­მი­უ­რო­ბას, მახ­სოვ­რო­ბას მუ­სი­კა­ლუ­რო­ბას. აყა­ლი­ბებს: დის­ციპ­ლი­ნას, ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბას. ად­რე­ულ ასაკ­ში პა­ტა­რებს აძ­ლევს დახ­ვე­წილ მა­ნე­რებს, გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბას და ხელს უწყობს კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას.

დი­ო­რა­მა - არის ტექ­სტის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი სცე­ნა. მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა ხელს უწყობს ტექ­სტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბას, დე­ტა­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბას, ტექ­სტის გა­ცო­ცხლე­ბით კი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ პა­ტა­რე­ბი. მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ მო­ტო­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია თა­ვის ტვი­ნის უჯრე­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან. რაც უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია მო­ტო­რი­კა, მით უფრო ხელ­მარ­ჯვეა ბავ­შვი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია გო­ნებ­რი­ვად.

კა­ლის­ტა სტუ­დი­ო­ში ამ და ხე­ლოვ­ნე­ბის ისეთ დარ­გებ­ზე შე­საყ­ვა­ნად, რო­გო­რი­ცაა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა, გი­ტა­რა და ვო­კა­ლი - მშობ­ლებ­მა უნდა შე­ავ­სონ სა­აპ­ლი­კა­ციო ფორ­მა.

ან ეწ­ვი­ეთ კა­ლის­ტა სტუ­დი­ოს ფე­ის­ბუ­ქის გვერდს.

მი­სა­მარ­თი: გლ­და­ნი, ხი­ზა­ბავ­რას ქუჩა, #7

ტე­ლე­ფო­ნი: 568 48 09 09; 568 48 00 55

R

თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

ავტორი:

ხელოვნების სტუდია გლდანში, სადაც თქვენს შვილებს „იქს ფაქტორის“, „ნიჭიერის“ მონაწილეები და სხვა პროფესიონალები  ასწავლიან

ხელოვნების სტუდია გლდანში, სადაც თქვენს შვილებს „იქს ფაქტორის“, „ნიჭიერის“ მონაწილეები და სხვა პროფესიონალები  ასწავლიან

ხელოვნების მიმართ ინტერესი და სიყვარული ადამიანთა უმრავლესობას ბავშვობიდანვე უყალიბდება, მათ ამაში ხელს ისიც უწყობს, რომ მშობლები ცდილობენ პატარები სხვადასხვა სტუდიაში თუ ხელოვნების წრეებზე ატარონ. ეს ბავშვებს ფანტაზიის, მეხსიერების, მეტყველების, ლექსიკის, მუსიკალურობის, პლასტიურობისა და სხვა იმ თვისებების განვითარებაში ეხმარება, რაც აუცილებელია ადამიანის ჩამოყალიბებისთვის.

ახლახან, თბილისის ყველაზე დიდ და მჭიდროდ დასახლებულ უბანში - გლდანში, ხელოვნების სტუდია „კალისტა“ გაიხსნა. სტუდიის შესახებ მის დამფუძნებელს ხათუნა პეტრიაშვილს ვესაუბრეთ და მისგან საინტერესო სიახლეები მოვისმინეთ.

რა ასაკიდან შეუძლიათ პატარებს კალისტა სტუდიოში მოხვედრა და რა დროს ტარდება გაკვეთილები?

ბავშვებს 3 წლის ასაკიდან შეუძლიათ კალისტა სტუდიოს ზღაპრულ სამყაროში მოხვდნენ. მათთვის სპეციალური პროგრამაა შემუშავებული, რაც გულისხმობს მეცადინეობებს შაბათ-კვირას. თავისუფალ დროს ბავშვის სასარგებლო საქმიანობით დაკავება მისი განვითარების საწინდარია და საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ პატარებმა სმარტფონებსა და კომპიუტერთან დიდი დრო არ გაატარონ.

ჩვენ გვაქვს თინეიჯერებისთვის განკუთვნილი პროგრამაც, რომელიც სამუშაო დღეებში განხორციელდება. მასწავლებლები იქნებიან იქს ფაქტორისა და ნიჭიერის მონაწილეები, რომლებიც ვოკალში, გიტარასა და ფორტეპიანოზე დაკვრაში მოამზადებენ მოზარდებს.

ხელოვნების რომელი დარგების შესწავლაა შესაძლებელი თქვენს სტუდიაში და რამდენად ხელმისაწვდომია სწავლა?

ბალეტი, ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვები, ფორტეპიანო, გიტარა, ვოკალი, ხატვა და ძერწვა, - ხელოვნების ამ დარგებს შეასწავლიან მოსწავლეებს კალისტა სტუდიოში. თითოეული წრის ღირებულება 25 ლარიდან იწყება, ფასში შედის ის ნივთებიც, რომლებიც ბავშვებს სწავლის პროცესში დასჭირდებათ.

რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ პედაგოგები?

პირველ რიგში, პედაგოგები არიან სერტიფიცირებული, თავიანთი საქმის პროფესიონალები, ასევე აუცილებელია მათ ჰქონოდათ პატარებთან მუშაობის გამოცდილება. მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა მეცადინეობებზე ხალისით, დაძალების გარეშე იარონ, - ყველაფერში დაცულია ბავშვის უფლებები.

გვითხარით, თუ რა არის პრიორიტეტი კალისტა სტუდიოს გუნდისთვის?

კალისტა სტუდიოს გუნდისთვის, პრიორიტეტი პატარების კეთილდღეობა და მათი მშობლებისთვის კომფორტის შექმნა გახლავთ. აქ მშობლებმა ზუსტად იციან, როდის იწყება მეცადინეობა და როდის მთავრდება ის. მშობლებისთვის კომფორტია ისიც, რომ ყველა ოთახი ვიდეო კამერებითა და ხმის ჩამწერი მოწყობილობით არის აღჭურვილი, ჩვენთან, მასწავლებლებთან ერთად მუშაობენ მენეჯერები და ისინი აკვირდებიან სწავლის პროცესს. სრულად გვაქვს დაცული შენობის უსაფრთხოება, მოქმედებს სახანძრო სიგნალიზაცია.

მოკლედ მოგვიყევით წრეების შესახებ, ბავშვებში რა თვისებების განვითარებას უწყობენ ხელს ისინი?

ხატვა, აპლიკაცია ძერწვა - ავითარებს მხედველობის აღქმას, მეხსიერებას, მისი მეშვეობით მოზარდი ეცნობა ფორმებს, ზომებს, მიმართულებებს, უღვივდება ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, უვითარდება ფანტაზია, ესთეტიკური აღქმა, ნებისყოფა, სწავლობს განწყობის გამოხატვას.

ბალეტი - ავითარებს: კოორდინაციას, პლასტიურობას, დინამიურობას, მახსოვრობას მუსიკალურობას. აყალიბებს: დისციპლინას, ყურადღების კონცენტრირებას. ადრეულ ასაკში პატარებს აძლევს დახვეწილ მანერებს, გრაციოზულობას და ხელს უწყობს კულტურის განვითარებას.

დიორამა - არის ტექსტის მიხედვით შექმნილი სამგანზომილებიანი სცენა. მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას, დეტალების დამახსოვრებას, ტექსტის გაცოცხლებით კი დიდ სიამოვნებას იღებენ პატარები. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ მოტორიკის განვითარება პირდაპირ კავშირშია თავის ტვინის უჯრედების განვითარებასთან. რაც უფრო განვითარებულია მოტორიკა, მით უფრო ხელმარჯვეა ბავშვი და განვითარებულია გონებრივად.

კალისტა სტუდიოში ამ და ხელოვნების ისეთ დარგებზე შესაყვანად, როგორიცაა ქართული ცეკვა, გიტარა და ვოკალი - მშობლებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

ან ეწვიეთ კალისტა სტუდიოს ფეისბუქის გვერდს.

მისამართი: გლდანი, ხიზაბავრას ქუჩა, #7

ტელეფონი: 568 48 09 09; 568 48 00 55

R

თეკლე ჯანელიძე

ავტონაწილების ელექტრონული გაყიდვების სრული კომპლექტი და Geoparts.ge-ს მარაგი, რომლის წყალობითაც საქართველოში ავტონაწილების დეფიციტი უახლოეს თვეებში არ იქნება

დავით ნარმანია USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ღია მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს