ავტორი:

"როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?" - სალომე ზურაბიშვილი

"როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?" - სალომე ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სასულიერო პირები როგორც საარჩევნო კამპანიაში, ისე ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში „ამ დონით არ უნდა ერეოდნენ“. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამ შეფასებით, კანაფის კულტივაციის საკითხზე სასულიერო პირების კრიტიკული კომენტარები შეაფასა.

„როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში? სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ასევე, ეკლესიასა და ხელისუფლებას, სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძლიერი პროტესტი იმიტომ, რომ ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და არ უნდა ერეოდნენ არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება არც ჩვეულებრივ ადამიანს და არც მით უმეტეს მეუფეებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები