კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვხედავ, მოდის ახალი პატრიარქი... ის ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს" - რას უწინასწარმეტყველებს ლელა კაკულია სამღვდელოებას
"ვხედავ, მოდის ახალი პატრიარქი... ის ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს" - რას უწინასწარმეტყველებს ლელა კაკულია სამღვდელოებას

ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ლელა კა­კუ­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ბოლო დღე­ებ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ წერს და სამ­ღვდე­ლო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წლე­ბის წინ ნათ­ქვამ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბებს აქ­ვეყ­ნებს:

"2017 წლის 20 თე­ბერ­ვა­ლი

„გა­სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით ას­რულ­და, რაც ეკ­ლე­სი­ა­ზე, სა­პატ­რი­არ­ქო­ზე ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე 13-17 წლის წინ. ეს ყო­ვე­ლი­ვე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გა­ზე­თებ­ში, ჩემს წიგ­ნებ­ში… ფაქ­ტე­ბი უტყუ­ა­რია, რა თქმა უნდა.

აგო­რე­ბუ­ლი ტალ­ღა „ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე“, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ბრალ­დე­ბა, უსინ­დი­სო თა­მა­ში მალე დას­რულ­დე­ბა. მე, ქარ­თველ­მა წი­ნას­წარ­მე­ტყველ­მა +ლელა+ კა­კუ­ლი­ამ ერთი სი­ტყვა ვთქვი, სი­ტყვა უფ­ლის მიერ ნა­კარ­ნა­ხე­ვი დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე­ზე: ის მე­უ­ფე გახ­დე­ბა!

დიახ, ეს სენ­სა­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დია, მაგ­რამ ეს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბაა და ასი პრო­ცენ­ტით ას­რულ­დე­ბა.

ფრთხი­ლად, კოს­მო­სი ყვე­ლას თვალ­ყურს გა­დევ­ნებთ! თქვენს მიერ ამო­თხრილ ორ­მო­ში თა­ვად­ვე აღ­მოჩ­ნდე­ბით და საშ­ვე­ლი არ­სა­ი­დან იქ­ნე­ბა. ბო­რო­ტე­ბას, სი­ძულ­ვილს, შურს, ბოღ­მას ან­თხევთ და სი­მარ­თლე არ გა­ინ­ტე­რე­სებთ? ჰოდა, მაგ სი­მარ­თლით გა­ტა­რებთ კოს­მო­სი. ენერ­გია თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ტა­ი­ფუ­ნი­ვით შე­მო­იჭ­რე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­და­რე­ცხავს, არა­ფერს და­გი­ტო­ვებთ! თავ­ბედს გა­წყევ­ლი­ნებთ უფა­ლი!!!. ამინ!!!

ნამ­დვი­ლი ნათ­ქვა­მია: „ბო­როტ­სა სძლია კე­თილ­მან, არ­სე­ბა მისი გრძე­ლია“. დიახ, ეს შეჭ­მა­რი­ტე­ბაა და ასე­თია გზავ­ნი­ლი კოს­მო­სი­დან!

ვხე­დავ, სა­პატ­რი­არ­ქო არ და­წყნარ­დე­ბა. დიდი ში­და­ო­მე­ბი გა­რეთ გა­და­ი­ნაც­ვლებს, მღვდლე­ბი გა­ი­ფი­ცე­ბი­ან, მი­ტინ­გებს გა­მარ­თა­ვენ და ამ პრო­ცესს ვე­რა­ვინ შე­ა­ჩე­რებს.

იმ პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც გან­ვი­თარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­პატ­რი­არ­ქოს ჩარ­თვა ამ თა­მა­შებ­ში გა­მო­რი­ცხუ­ლია. მრევ­ლი თვი­თონ გა­და­წყვეტს, თუ ვის მის­ცეს ხმა, თუ რო­მელ პო­ლი­ტი­კას და­უ­ჭი­როს მხა­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კოს­მო­სი­დან იქ­ნე­ბა მარ­თუ­ლი და ამ პრო­ცე­სებს, რა თქმა უნდა, ვე­რა­ვინ შე­ა­ჩე­რებს.

ვხე­დავ, მო­დის ახა­ლი პატ­რი­არ­ქი: ახალ­გაზ­რდა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი. მას­ში დიდი ენერ­გი­აა ჩა­დე­ბუ­ლი, კარ­გად იცის, რა თა­მა­შე­ბი­ცაა პო­ლი­ტი­კა­ში და რო­გორ ითა­მა­შოს. ის ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს!

მთა­ვა­რი კი ის არის, რომ მას სწამს, სჯე­რა ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის, +ლელა+ კა­კუ­ლი­ა­სი — რო­გორც მის წი­ნა­მორ­ბედ პატ­რი­არქ ილია მე­ო­რეს. ამი­ტომ მას დიდი ძალა ეძ­ლე­ვა კოს­მო­სი­დან! ეს ასეა!!! ამინ.

მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი ეყო­ლე­ბა, ვხე­დავ, და ყვე­ლა­ფე­რი ირ­გვლივ დამ­შვიდ­დე­ბა.ვხე­დავ, სა­ქარ­თვე­ლო დიდი დაც­ვი­თი ბა­დით არის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი. კოს­მო­სი გვი­ცავს!!!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ვხედავ, მოდის ახალი პატრიარქი... ის ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს" - რას უწინასწარმეტყველებს ლელა კაკულია სამღვდელოებას

"ვხედავ, მოდის ახალი პატრიარქი... ის ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს" - რას უწინასწარმეტყველებს ლელა კაკულია სამღვდელოებას

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ბოლო დღეებში სასულიერო პირების მონაწილეობით გამართული აქციების შესახებ წერს და სამღვდელოებასთან დაკავშირებით წლების წინ ნათქვამ წინასწარმეტყველებებს აქვეყნებს:

"2017 წლის 20 თებერვალი

„გასაოცარი სიზუსტით ასრულდა, რაც ეკლესიაზე, საპატრიარქოზე ვიწინასწარმეტყველე 13-17 წლის წინ. ეს ყოველივე დაფიქსირებულია გაზეთებში, ჩემს წიგნებში… ფაქტები უტყუარია, რა თქმა უნდა.

აგორებული ტალღა „ციანიდის საქმეზე“, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდება, უსინდისო თამაში მალე დასრულდება. მე, ქართველმა წინასწარმეტყველმა +ლელა+ კაკულიამ ერთი სიტყვა ვთქვი, სიტყვა უფლის მიერ ნაკარნახევი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: ის მეუფე გახდება!

დიახ, ეს სენსაციური განაცხადია, მაგრამ ეს წინასწარმეტყველებაა და ასი პროცენტით ასრულდება.

ფრთხილად, კოსმოსი ყველას თვალყურს გადევნებთ! თქვენს მიერ ამოთხრილ ორმოში თავადვე აღმოჩნდებით და საშველი არსაიდან იქნება. ბოროტებას, სიძულვილს, შურს, ბოღმას ანთხევთ და სიმართლე არ გაინტერესებთ? ჰოდა, მაგ სიმართლით გატარებთ კოსმოსი. ენერგია თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში ტაიფუნივით შემოიჭრება და ყველაფერს გადარეცხავს, არაფერს დაგიტოვებთ! თავბედს გაწყევლინებთ უფალი!!!. ამინ!!!

ნამდვილი ნათქვამია: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. დიახ, ეს შეჭმარიტებაა და ასეთია გზავნილი კოსმოსიდან!

ვხედავ, საპატრიარქო არ დაწყნარდება. დიდი შიდაომები გარეთ გადაინაცვლებს, მღვდლები გაიფიცებიან, მიტინგებს გამართავენ და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს.

იმ პოლიტიკური მოვლენებში, რომლებიც განვითარდება საქართველოში, საპატრიარქოს ჩართვა ამ თამაშებში გამორიცხულია. მრევლი თვითონ გადაწყვეტს, თუ ვის მისცეს ხმა, თუ რომელ პოლიტიკას დაუჭიროს მხარი. ეს ყველაფერი კოსმოსიდან იქნება მართული და ამ პროცესებს, რა თქმა უნდა, ვერავინ შეაჩერებს.

ვხედავ, მოდის ახალი პატრიარქი: ახალგაზრდა, განათლებული. მასში დიდი ენერგიაა ჩადებული, კარგად იცის, რა თამაშებიცაა პოლიტიკაში და როგორ ითამაშოს. ის ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს!

მთავარი კი ის არის, რომ მას სწამს, სჯერა ქართველი წინასწარმეტყველის, +ლელა+ კაკულიასი — როგორც მის წინამორბედ პატრიარქ ილია მეორეს. ამიტომ მას დიდი ძალა ეძლევა კოსმოსიდან! ეს ასეა!!! ამინ.

მომავალში საქართველოს პატრიარქი ეყოლება, ვხედავ, და ყველაფერი ირგვლივ დამშვიდდება.ვხედავ, საქართველო დიდი დაცვითი ბადით არის გარშემორტყმული. კოსმოსი გვიცავს!!!"

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას