პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა... ცხოვრება დავუკავშირე უცხო ადამიანს" - პრინცესა ანა ბატონიშვილი დანგრეულ ოჯახზე პირველად ალაპარაკდა
"უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა... ცხოვრება დავუკავშირე უცხო ადამიანს" - პრინცესა ანა ბატონიშვილი დანგრეულ ოჯახზე პირველად ალაპარაკდა

აბა­ში­ძე­ზე, ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კორ­პუ­სის ბოლო სარ­თულ­ზე, 3 შვილ­თან, მშობ­ლებ­თან, ბე­ბი­ას­თან და ძაღ­ლთან ერ­თად ცხოვ­რობს.

დი­ა­სახ­ლი­სია, უბ­რა­ლოდ, ხან­და­ხან "პრინ­ცე­სად" მუ­შა­ო­ბა უწევს. ოღონდ ისე, რომ არც სა­სახ­ლე აქვს და არც ოფი­ცი­ა­ლუ­რი აღი­ა­რე­ბა. მისი გვირ­გვი­ნიც სა­დღაც სხვა­გან ინა­ხე­ბა და სხვა, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბაც არ გა­აჩ­ნია; მაგ­რამ, თუკი გა­იც­ნობ, მი­სით მო­ხიბ­ლულს არ შე­იძ­ლე­ბა არ გა­გახ­სენ­დეს ფრა­ზა: "შენ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­დოფ­ლო­ბა დაგმშვენ­დე­ბო­და".

ლა­მა­ზი, გო­ნი­ე­რი, მშვი­დი და სა­ოც­რად თავ­მდა­ბა­ლი - ასე­თია ჩვე­ნი ქვეყ­ნის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ბრენ­დის, სა­მარ­კო ნიშ­ნის - "ბაგ­რა­ტი­ო­ნი", მთა­ვა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ანა.

- ანა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა წარ­გად­გი­ნო, რა­ი­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი გაქვს?

- ოფი­ცი­ა­ლურ წო­დე­ბა­ზე და სტა­ტუს­ზე თუ ვსა­უბ­რობთ, ეს დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის მხრი­დან უნდა იქ­ნეს აღი­ა­რე­ბუ­ლი. ჩემი ოჯა­ხის­თვის სტა­ტუ­სის და, შე­სა­ბა­მი­სად, წო­დე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ნი­ჭე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, რა­ტომ­ღაც არ ხდე­ბა.

თუმ­ცა, არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი, რო­მე­ლიც აღი­ა­რებს ოდეს­ღაც უკა­ნო­ნოდ გა­უქ­მე­ბუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის სუ­ვე­რე­ნულ სტა­ტუსს და მათ შე­ზღუ­დულ უფ­ლე­ბებს მოქ­მედ მო­ნარ­ქი­ულ სახ­ლებ­თან შე­და­რე­ბით.

ეს, უბ­რა­ლოდ, მოკ­ლე გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თე ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს წარ­დგე­ნას, სწო­რი ფორ­მა ასე­თია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ეთ­ში ჩემი ვი­ზი­ტე­ბი­სას ასე წარ­მად­გე­ნენ ხოლ­მე - მისი სა­მე­ფო უმაღ­ლე­სო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე, ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ანა. აი, ეს არის ჩემი ის­ტო­რი­ულ-მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი სტა­ტუ­სი.

- წო­დე­ბა ზღაპ­რის გმი­რის გაქვს და შენი ცხოვ­რე­ბა თუ გავს ზღა­პარს?

- ყო­ველ ჩვენ­განს ხომ თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს, ცხოვ­რე­ბის სა­კუ­თა­რი ზღა­პა­რი. მეც მაქვს ჩემი ზღა­პა­რი, სა­დაც ხან კე­თი­ლი და ხან ბო­რო­ტი პერ­სო­ნა­ჟე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. არ მგო­ნია, რომ წო­დე­ბა აქ რა­ი­მე როლს თა­მა­შობ­დეს. ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია იცხოვ­როს თა­ვის ჯა­დოს­ნურ ზღა­პარ­ში, აკე­თოს კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი, ეო­მოს დე­ვებს, გა­ი­მარ­ჯვოს ან და­მარ­ცხდეს, იყოს უბე­დუ­რი ან ბედ­ნი­ე­რი.

- ანა, რო­დის დად­გა ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც მიხ­ვდი, რომ შენი თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა­გან შენი გვა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­გარ­ჩევს?

- მახ­სოვს კარ­გად, სკო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სწავ­ლა რომ და­ვი­წყეთ, ბაგ­რა­ტი­ო­ნის გვა­რის გა­გო­ნე­ბა­ზე, მთე­ლი კლა­სი გა­უ­გებ­რად იცი­ნო­და. მას­წავ­ლე­ბე­ლიც, ცო­ცხა­ლი ექ­სპო­ნა­ტის მსგავ­სად, იშ­ვერ­და თითს ჩემი დის­კენ და ჩემ­სკენ. მახ­სოვს ჩემი შეგ­რძნე­ბა, რო­გორ მე­რი­დე­ბო­და და სა­ში­ნელ უხერ­ხუ­ლო­ბას ვგრძნობ­დი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და, თუმ­ცა, იმ უხერ­ხუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბამ დღემ­დე არ გა­მი­ა­რა.

- ბავ­შვო­ბა­ში გო­გო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა პრინ­ცე­სო­ბა­ნას თა­მა­შობს, შენ რას შვე­ბო­დი ამ დროს?

- ჩემი საყ­ვა­რე­ლი თა­მა­ში "სკო­ლო­ბა­ნა" იყო და, სი­მარ­თლე გი­თხრა, ეს თა­მა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით რე­ა­ლო­ბად იქცა. 12 წელი ვი­მუ­შა­ვე სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენის და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გად. სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი იყო.

- ახლა რამ­დე­ნად"პრინ­ცე­სუ­ლი" ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ. რო­გორც ყვე­ლას, მაქვს ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, თუმ­ცა, ხში­რად მიხ­დე­ბა პრინ­ცე­სად გარ­და­სახ­ვა. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­ვენ, ძი­რი­თა­დად უცხო­ეთ­ში.

- რით გან­სხვავ­დე­ბა თქვე­ნი გვა­რი სხვა ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის­გან?

- დღეს ბაგ­რა­ტი­ონ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 150 ადა­მი­ა­ნია. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლია დი­ნას­ტი­ურ კავ­შირ­ში, სა­ხე­ლად "ბაგ­რა­ტო­ვან­თა სახ­ლი". მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან სხვა­დას­ხვა შტოს ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი. არ­სე­ბობს ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო დი­ნას­ტია, ანუ, სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, სა­მე­ფო შტო - მე­ფე­თა შტო, რო­მე­ლიც ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­თა პირ­და­პირ უწყვეტ ხაზს წარ­მო­ად­გენს. ამ შტოს სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რე სწო­რედ ჩვე­ნი - ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბის ოჯა­ხია დღეს. სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ას სხვაგ­ვა­რად, ასე­ვე ეძა­ხი­ან სა­მე­ფო სახ­ლსაც. ანექ­სი­ის შემ­დეგ, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ ქარ­თველ მო­ნარ­ქთა - ერეკ­ლე მე­ო­რი­სა და გი­ორ­გი მე­თორ­მე­ტის შთა­მო­მავ­ლებს, ანუ ჩემს წი­ნაპ­რებს, მი­ა­ნი­ჭა ქარ­თვე­ლი თა­ვა­დის - გრუ­ზინ­სკის - წო­დე­ბა, რაც, დრო­თა მან­ძილ­ზე, ჩვენს გვა­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

- ანა, სა­სახ­ლე გაქვთ?

- ის­ტო­რი­უ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ჩემი წი­ნაპ­რე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ებს წარ­მო­ად­გენ­დნენ, სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე ბევ­რი არ შე­მორ­ჩა. თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­უ­ლად დღე­ვან­დე­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს გვერ­დით იდგა და, ის­ტო­რი­ულ ცნო­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ყო­ფი­ლა, სამ­წუ­ხა­როდ, სპარ­სე­ლებ­მა გაგ­ვი­ნად­გუ­რეს... მეფე გი­ორ­გიმ ის არ აღად­გი­ნა, რად­გან ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი მთლი­ა­ნად ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი­სა და თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის სახ­ლე­ბის აღ­დგე­ნას მო­ახ­მა­რა. დღეს­დღე­ო­ბით, შე­მორ­ჩე­ნილ სა­სახ­ლე­თა­გან გვაქვს ზემო, ანუ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "და­რე­ჯა­ნის სა­სახ­ლის" ერთი ოთა­ხი, არა­და, ის ძვე­ლი, უზარ­მა­ზა­რი კომ­პლექ­სის უმ­ცი­რეს ნა­წილს წარ­მო­ად­გენს და მას ხში­რად ვი­ყე­ნებთ შეხ­ვედ­რე­ბის­თვის. ასე­ვე, თე­ლა­ვის სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც დღეს, ძი­რი­თა­დად, მუ­ზე­უმს წარ­მო­ად­გენს და რომ­ლის რეს­ტავ­რა­ცი­აც სულ ახ­ლა­ხანს დას­რულ­და. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა... ცხოვრება დავუკავშირე უცხო ადამიანს" - პრინცესა ანა ბატონიშვილი დანგრეულ ოჯახზე პირველად ალაპარაკდა

"უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა... ცხოვრება დავუკავშირე უცხო ადამიანს" - პრინცესა ანა ბატონიშვილი დანგრეულ ოჯახზე პირველად ალაპარაკდა

აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.

დიასახლისია, უბრალოდ, ხანდახან "პრინცესად" მუშაობა უწევს. ოღონდ ისე, რომ არც სასახლე აქვს და არც ოფიციალური აღიარება. მისი გვირგვინიც სადღაც სხვაგან ინახება და სხვა, რაიმე განსაკუთრებული ქონებაც არ გააჩნია; მაგრამ, თუკი გაიცნობ, მისით მოხიბლულს არ შეიძლება არ გაგახსენდეს ფრაზა: "შენ, საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა".

ლამაზი, გონიერი, მშვიდი და საოცრად თავმდაბალი - ასეთია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ბრენდის, სამარკო ნიშნის - "ბაგრატიონი", მთავარი წარმომადგენელი - ბატონიშვილი ანა.

- ანა, როგორ შეიძლება წარგადგინო, რაიმე ოფიციალური სტატუსი გაქვს?

- ოფიციალურ წოდებაზე და სტატუსზე თუ ვსაუბრობთ, ეს დღევანდელი მთავრობის მხრიდან უნდა იქნეს აღიარებული. ჩემი ოჯახისთვის სტატუსის და, შესაბამისად, წოდების ოფიციალურად მინიჭება, ჯერჯერობით, რატომღაც არ ხდება.

თუმცა, არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომელიც აღიარებს ოდესღაც უკანონოდ გაუქმებული სამეფო ოჯახების სუვერენულ სტატუსს და მათ შეზღუდულ უფლებებს მოქმედ მონარქიულ სახლებთან შედარებით.

ეს, უბრალოდ, მოკლე განმარტება გავაკეთე ზოგადი წარმოდგენისთვის. რაც შეეხება ჩემს წარდგენას, სწორი ფორმა ასეთია, ყოველ შემთხვევაში უცხოეთში ჩემი ვიზიტებისას ასე წარმადგენენ ხოლმე - მისი სამეფო უმაღლესობა, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი ანა. აი, ეს არის ჩემი ისტორიულ-მემკვიდრეობითი სტატუსი.

- წოდება ზღაპრის გმირის გაქვს და შენი ცხოვრება თუ გავს ზღაპარს?

- ყოველ ჩვენგანს ხომ თავისი ისტორია აქვს, ცხოვრების საკუთარი ზღაპარი. მეც მაქვს ჩემი ზღაპარი, სადაც ხან კეთილი და ხან ბოროტი პერსონაჟები მონაწილეობენ. არ მგონია, რომ წოდება აქ რაიმე როლს თამაშობდეს. ნებისმიერს შეუძლია იცხოვროს თავის ჯადოსნურ ზღაპარში, აკეთოს კეთილი საქმეები, ეომოს დევებს, გაიმარჯვოს ან დამარცხდეს, იყოს უბედური ან ბედნიერი.

- ანა, როდის დადგა ის მომენტი, როდესაც მიხვდი, რომ შენი თანატოლებისაგან შენი გვარი განსაკუთრებით გამოგარჩევს?

- მახსოვს კარგად, სკოლაში საქართველოს ისტორიის სწავლა რომ დავიწყეთ, ბაგრატიონის გვარის გაგონებაზე, მთელი კლასი გაუგებრად იცინოდა. მასწავლებელიც, ცოცხალი ექსპონატის მსგავსად, იშვერდა თითს ჩემი დისკენ და ჩემსკენ. მახსოვს ჩემი შეგრძნება, როგორ მერიდებოდა და საშინელ უხერხულობას ვგრძნობდი. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა, თუმცა, იმ უხერხულობის შეგრძნებამ დღემდე არ გამიარა.

- ბავშვობაში გოგონების უმეტესობა პრინცესობანას თამაშობს, შენ რას შვებოდი ამ დროს?

- ჩემი საყვარელი თამაში "სკოლობანა" იყო და, სიმართლე გითხრა, ეს თამაში მოგვიანებით რეალობად იქცა. 12 წელი ვიმუშავე სკოლაში ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგად. საუკეთესო წლები იყო.

- ახლა რამდენად"პრინცესული" ცხოვრებით ცხოვრობ?

- ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. როგორც ყველას, მაქვს ყოველდღიური მოვალეობები, თუმცა, ხშირად მიხდება პრინცესად გარდასახვა. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა ღონისძიებაზე მიწვევენ, ძირითადად უცხოეთში.

- რით განსხვავდება თქვენი გვარი სხვა ბაგრატიონებისგან?

- დღეს ბაგრატიონთა საგვარეულოში დაახლოებით 150 ადამიანია. მათი უმრავლესობა გაწევრიანებულია დინასტიურ კავშირში, სახელად "ბაგრატოვანთა სახლი". მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა შტოს ბაგრატიონები. არსებობს ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამეფო შტო - მეფეთა შტო, რომელიც ერთიანი საქართველოს მეფეთა პირდაპირ უწყვეტ ხაზს წარმოადგენს. ამ შტოს სამართალმემკვიდრე სწორედ ჩვენი - ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახია დღეს. სამეფო დინასტიას სხვაგვარად, ასევე ეძახიან სამეფო სახლსაც. ანექსიის შემდეგ, რუსეთის იმპერიამ ქართველ მონარქთა - ერეკლე მეორისა და გიორგი მეთორმეტის შთამომავლებს, ანუ ჩემს წინაპრებს, მიანიჭა ქართველი თავადის - გრუზინსკის - წოდება, რაც, დროთა მანძილზე, ჩვენს გვარად ჩამოყალიბდა.

- ანა, სასახლე გაქვთ?

- ისტორიული სასახლეებიდან, რომლებიც ჩემი წინაპრების რეზიდენციებს წარმოადგენდნენ, სამწუხაროდ, დღემდე ბევრი არ შემორჩა. თბილისის მთავარი სასახლე, რომელიც ტერიტორიულად დღევანდელი საპატრიარქოს გვერდით იდგა და, ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით, უმშვენიერესი ყოფილა, სამწუხაროდ, სპარსელებმა გაგვინადგურეს... მეფე გიორგიმ ის არ აღადგინა, რადგან ქვეყნის ბიუჯეტი მთლიანად ეკლესია-მონასტრებისა და თბილისის მაცხოვრებლების სახლების აღდგენას მოახმარა. დღესდღეობით, შემორჩენილ სასახლეთაგან გვაქვს ზემო, ანუ ეგრეთ წოდებული "დარეჯანის სასახლის" ერთი ოთახი, არადა, ის ძველი, უზარმაზარი კომპლექსის უმცირეს ნაწილს წარმოადგენს და მას ხშირად ვიყენებთ შეხვედრებისთვის. ასევე, თელავის სასახლე, რომელიც დღეს, ძირითადად, მუზეუმს წარმოადგენს და რომლის რესტავრაციაც სულ ახლახანს დასრულდა. განაგრძეთ კითხვა

"მსგავსი რამ არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვაა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე

ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი

"ვაქცინის შემოტანის კომპონენტში უარყოფითი გარღვევა დაგვემართა, მაგრამ არ შეიძლება, არაფრად ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება" - რას ამბობს ცერცვაძე პროცესში კერძო სექტორის ჩართვაზე