პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუცილებელია თუ არა ბავშვი წრეებზე ატაროთ - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს
აუცილებელია თუ არა ბავშვი წრეებზე ატაროთ - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თის ფორ­მი­რე­ბა მისი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ბავ­შვი მცი­რე ასა­კი­დან­ვე სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით და­კავ­დეს.

დღეს წრე­ე­ბის საკ­მა­ოდ ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნია და მშობ­ლე­ბიც არ არი­ან შე­ზღუ­დუ­ლე­ბი. ცეკ­ვა, ფეხ­ბურ­თი, ცურ­ვა - ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა, რომ­ლებ­ზეც ბავ­შვე­ბი ხში­რად და­ყავთ მშობ­ლებს. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შერ­ჩე­ვა დე­დის სურ­ვი­ლით ხდე­ბა, ხან კი თა­ვად ბავ­შვე­ბი ირ­ჩე­ვენ, რაზე სურთ სი­ა­რუ­ლი.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა, ბავ­შვი რა­ი­მე წრე­ზე და­დი­ო­დეს, ან რა პრინ­ცი­პით უნდა შე­ირ­ჩეს რა ას­წავ­ლოთ შვილს სკო­ლის გა­რეთ? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი გეშ­ტალტ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ევ­რო­პუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე გეშ­ტალტ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი ლიკა თუ­შიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რაზე უნდა ვა­ტა­როთ ბავ­შვი, რომ ის გო­ნი­ე­რი, გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს?

- ბავ­შვის ზო­გა­დი გან­ვი­თა­რე­ბა, აღ­ქმის გა­ფარ­თო­ე­ბა, ცნო­ბი­ე­რე­ბის ფორ­მი­რე­ბა არის ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლე­ბიც გა­რე­მო­ში სი­ახ­ლეს­თან კონ­ტაქ­ტის დროს ვი­თარ­დე­ბა. გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სი­ახ­ლეს­თან კონ­ტაქ­ტის დროს თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან. რა იქ­ნე­ბა ეს - ხატ­ვა თუ კა­ლათ­ბურ­თი - ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ერ­თა­დერ­თი შეგ­ვიძ­ლია, გა­მოვ­ყოთ ჭად­რა­კი, რო­მე­ლიც კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ახ­დენს ყვე­ლა­ზე მე­ტად სხვა აქ­ტი­ვო­ბებ­თან შე­და­რე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რომ იყოს მო­მა­ვალ­შიც და აწ­მყო­შიც, ად­ვი­ლად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი - ესეც არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, სპორ­ტი­სა თუ ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მელ სა­ხე­ო­ბა­ზე ივ­ლის ბავ­შვი. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბავ­შვის კარგ, ჯან­საღ თვით­შე­ფა­სე­ბა­სა და თვითრწმე­ნა­ზე. მშო­ბელ­მა და პე­და­გოგ­მა ხელი უნდა შე­უ­წყონ კარ­გი თვით­შე­ფა­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას იმით, რომ შე­ა­ქონ და პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი და­უბ­რუ­ნონ ბავ­შვს იმ აქ­ტი­ვო­ბის დროს, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს: უკ­რავს, ცუ­რავს თუ სხვა. პა­ტა­რა მიღ­წე­ვე­ბიც კი შე­ა­ქონ, და­ა­ნა­ხონ გულ­წრფე­ლი სი­ხა­რუ­ლი.

- რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით უნდა შე­ირ­ჩეს აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­ზეც ბავ­შვს ვა­ტა­რებთ?

- მშობ­ლებ­მა აუ­ცი­ლე­ბად უნდა შეს­თა­ვა­ზონ სი­ახ­ლე­ე­ბი ბავ­შვებს. ოჯა­ხის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­დან, მშობ­ლე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა შე­იყ­ვა­ნონ წრე­ზე - ფეხ­ბურ­თი იქ­ნე­ბა ეს, ცეკ­ვა, ხატ­ვა თუ სხვა რამ. უნდა და­აკ­ვირ­დნენ პრო­ცეს­ში რო­გორ ადაპ­ტირ­დე­ბა ბავ­შვი ამ აქ­ტი­ვო­ბას­თან, მი­ეხ­მა­რონ შე­გუ­ე­ბა­ში.

ბავ­შვმა უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ვოს ახა­ლი უნა­რე­ბი-ჩვე­ვე­ბი, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს და დახ­ვე­წოს ისი­ნი. ამ დროს მო­ზარ­დი სო­ცი­ა­ლუ­რი ადაპ­ტა­ცი­ის უნარს იუმ­ჯო­ბე­სებს ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ანუ იც­ნობს ახალ თა­ნა­ტო­ლებს და სწავ­ლობს მე­გობ­რო­ბას. ძა­ლი­ან კარ­გია, ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ და­დე­ბით ემო­ცი­ურ ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზუს­ტად ეს არის ბავ­შის ზო­გა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი.

- მშო­ბელ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს თუ არა ბავ­შვის სურ­ვი­ლი, რო­დე­საც მას კონ­კრე­ტულ აქ­ტი­ვო­ბა­ზე ატა­რებს? თუ თა­ვად უნდა შე­არ­ჩი­ოს წრე?

- ბავ­შვი ვერ გა­და­წყვეტს, სად ია­როს და სად არა. ამ არ­ჩე­ვანს მშო­ბე­ლი აკე­თებს. ბავ­შვმა შე­იძ­ლე­ბა, სურ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტოს, სა­დაც უნდა სი­ა­რუ­ლი. მშო­ბელ­მა ჯან­სა­ღი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს, რო­მელ­შიც იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მშობ­ლის სურ­ვი­ლი, ოჯა­ხუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და რა თქმა უნდა, ბავ­შვის სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ბავ­შვის სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით უნდა მი­ი­ღონ უფ­რო­სებ­მა, იმი­ტომ რომ თვით ბავ­შვმა უნდა ია­როს და მის­თვის სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი უნდა იყოს და არა დამ­თრგუნ­ვე­ლი.

- რა უნდა ვქნათ თუ ბავ­შვს ხე­ლოვ­ნე­ბის თუ სპორ­ტულ წრე­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი არ სურს?

- თუ ბავ­შვი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, არ უნდა სი­ა­რუ­ლი, ჯი­უ­ტობს, ამ შემ­თხვე­ვა­ში პო­ზი­ტი­უ­რი მიდ­გო­მით მშო­ბე­ლი უნდა ეცა­დოს, რომ ატა­როს და ინ­ტე­რე­სი გა­უ­ჩი­ნოს ამ აქ­ტი­ვო­ბის მი­მართ. მი­უ­ხე­და­ვად მშობ­ლის და პე­და­გო­გის მცდე­ლო­ბი­სა, ბავ­შვი თუ წი­ნა­აღ­მდე­გია, ვერ ადაპ­ტირ­და, უნდა შევ­წყვი­ტოთ, არ და­ვა­ძა­ლოთ და სხვა აქ­ტი­ვო­ბა შევ­თა­ვა­ზოთ.

მშო­ბელს ამ დროს, რა თქმა უნდა, კე­თი­ლი გან­ზრახ­ვა ამოძ­რა­ვებს, მაგ­რამ ისიც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ და­ძა­ლე­ბა ბავ­შვის თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე, თვითრწმე­ნა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს, აგ­რეთ­ვე აგ­რე­სი­ას ბა­დებს. დიდი არ­ჩე­ვა­ნია წრე­ე­ბის და თვი­თონ წრე­ებს აქვს მი­ღე­ბის ასა­კობ­რი­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. მთა­ვა­რია, ზო­მი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოს მშო­ბელ­მა და ბავ­შვის ბი­ო­ლო­გი­ურ რიტმთან შე­სა­ბა­მი­სი დატ­ვირ­თვა შე­არ­ჩი­ოს.

თუ იღ­ლე­ბა ბავ­შვი, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გახ­და ან დათ­რგუ­ნუ­ლი, აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა გა­უ­უ­ა­რეს­და, ძილი მშფოთ­ვა­რე გა­უხ­და ან რა­ი­მე ნე­გა­ტი­უ­რი შე­ამ­ჩნია მშო­ბელ­მა, უნდა გა­და­ხე­დოს ბავ­შის დღის გან­რიგს და შე­ამ­სუ­ბუ­ქოს დატ­ვირ­თვა, ან სპე­ცი­ა­ლის­ტის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­როს და ერ­თად შე­არ­ჩი­ონ ბავ­შვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი დატ­ვირ­თვის მო­დე­ლი.

ავტორი:

აუცილებელია თუ არა ბავშვი წრეებზე ატაროთ - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

აუცილებელია თუ არა ბავშვი წრეებზე ატაროთ - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

ადამიანის ხასიათის ფორმირება მისი ბავშვობიდან იწყება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვი მცირე ასაკიდანვე საჭირო და საინტერესო აქტივობებით დაკავდეს.

დღეს წრეების საკმაოდ ფართო არჩევანია და მშობლებიც არ არიან შეზღუდულები. ცეკვა, ფეხბურთი, ცურვა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომლებზეც ბავშვები ხშირად დაყავთ მშობლებს. ზოგ შემთხვევაში შერჩევა დედის სურვილით ხდება, ხან კი თავად ბავშვები ირჩევენ, რაზე სურთ სიარული.

აუცილებელია თუ არა, ბავშვი რაიმე წრეზე დადიოდეს, ან რა პრინციპით უნდა შეირჩეს რა ასწავლოთ შვილს სკოლის გარეთ? - ამ და სხვა კითხვებზე ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის ხელმძღვანელი, ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ ფსიქოთერაპევტი ლიკა თუშიშვილი გვესაუბრება.

- რაზე უნდა ვატაროთ ბავშვი, რომ ის გონიერი, გონებაგახსნილი, დამოუკიდებელი პიროვნება ჩამოყალიბდეს?

- ბავშვის ზოგადი განვითარება, აღქმის გაფართოება, ცნობიერების ფორმირება არის ბუნებრივი პროცესები, რომელებიც გარემოში სიახლესთან კონტაქტის დროს ვითარდება. გონებაგახსნილობა დამოკიდებულია სიახლესთან კონტაქტის დროს თვალსაწიერის გაფართოებასთან. რა იქნება ეს - ხატვა თუ კალათბურთი - ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი შეგვიძლია, გამოვყოთ ჭადრაკი, რომელიც კოგნიტური უნარების, ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებას ახდენს ყველაზე მეტად სხვა აქტივობებთან შედარებით.

რაც შეეხება დამოუკიდებელი რომ იყოს მომავალშიც და აწმყოშიც, ადვილად მიიღოს გადაწყვეტილებები - ესეც არ არის დამოკიდებული იმაზე, სპორტისა თუ ხელოვნების რომელ სახეობაზე ივლის ბავშვი. ეს დამოკიდებულია ბავშვის კარგ, ჯანსაღ თვითშეფასებასა და თვითრწმენაზე. მშობელმა და პედაგოგმა ხელი უნდა შეუწყონ კარგი თვითშეფასების ჩამოყალიბებას იმით, რომ შეაქონ და პოზიტიური უკუკავშირი დაუბრუნონ ბავშვს იმ აქტივობის დროს, რომელსაც ახორციელებს: უკრავს, ცურავს თუ სხვა. პატარა მიღწევებიც კი შეაქონ, დაანახონ გულწრფელი სიხარული.

- რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს აქტივობა, რომელზეც ბავშვს ვატარებთ?

- მშობლებმა აუცილებად უნდა შესთავაზონ სიახლეები ბავშვებს. ოჯახის ფასეულობებიდან, მშობლებისა და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შეიყვანონ წრეზე - ფეხბურთი იქნება ეს, ცეკვა, ხატვა თუ სხვა რამ. უნდა დააკვირდნენ პროცესში როგორ ადაპტირდება ბავშვი ამ აქტივობასთან, მიეხმარონ შეგუებაში.

ბავშვმა უნდა გამოიმუშავოს ახალი უნარები-ჩვევები, გააუმჯობესოს და დახვეწოს ისინი. ამ დროს მოზარდი სოციალური ადაპტაციის უნარს იუმჯობესებს ახალი სოციალური კონტაქტების მეშვეობით ანუ იცნობს ახალ თანატოლებს და სწავლობს მეგობრობას. ძალიან კარგია, ეს ყველაფერი თუ დადებით ემოციურ ფონზე მიმდინარეობს. ზუსტად ეს არის ბავშის ზოგადი განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

- მშობელმა უნდა გაითვალისწინოს თუ არა ბავშვის სურვილი, როდესაც მას კონკრეტულ აქტივობაზე ატარებს? თუ თავად უნდა შეარჩიოს წრე?

- ბავშვი ვერ გადაწყვეტს, სად იაროს და სად არა. ამ არჩევანს მშობელი აკეთებს. ბავშვმა შეიძლება, სურვილი გამოხატოს, სადაც უნდა სიარული. მშობელმა ჯანსაღი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელშიც იქნება გათვალისწინებული მშობლის სურვილი, ოჯახური ფასეულობები და რა თქმა უნდა, ბავშვის სურვილი და შესაძლებლობები.

საბოლოო გადაწყვეტილება აუცილებლად ბავშვის სურვილის მიხედვით უნდა მიიღონ უფროსებმა, იმიტომ რომ თვით ბავშვმა უნდა იაროს და მისთვის სარგებლის მომტანი უნდა იყოს და არა დამთრგუნველი.

- რა უნდა ვქნათ თუ ბავშვს ხელოვნების თუ სპორტულ წრეებზე სიარული არ სურს?

- თუ ბავშვი ეწინააღმდეგება, არ უნდა სიარული, ჯიუტობს, ამ შემთხვევაში პოზიტიური მიდგომით მშობელი უნდა ეცადოს, რომ ატაროს და ინტერესი გაუჩინოს ამ აქტივობის მიმართ. მიუხედავად მშობლის და პედაგოგის მცდელობისა, ბავშვი თუ წინააღმდეგია, ვერ ადაპტირდა, უნდა შევწყვიტოთ, არ დავაძალოთ და სხვა აქტივობა შევთავაზოთ.

მშობელს ამ დროს, რა თქმა უნდა, კეთილი განზრახვა ამოძრავებს, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ დაძალება ბავშვის თვითშეფასებაზე, თვითრწმენაზე ნეგატიურად მოქმედებს, აგრეთვე აგრესიას ბადებს. დიდი არჩევანია წრეების და თვითონ წრეებს აქვს მიღების ასაკობრივი ინდივიდუალური კრიტერიუმები. მთავარია, ზომიერება გამოიჩინოს მშობელმა და ბავშვის ბიოლოგიურ რიტმთან შესაბამისი დატვირთვა შეარჩიოს.

თუ იღლება ბავშვი, გაღიზიანებული გახდა ან დათრგუნული, აკადემიური მოსწრება გაუუარესდა, ძილი მშფოთვარე გაუხდა ან რაიმე ნეგატიური შეამჩნია მშობელმა, უნდა გადახედოს ბავშის დღის განრიგს და შეამსუბუქოს დატვირთვა, ან სპეციალისტის კვალიფიციური კონსულტაცია გაიაროს და ერთად შეარჩიონ ბავშვის შესაძლებლობების შესაბამისი დატვირთვის მოდელი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ