ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მედდის დაუდევრობის გამო, ბავშვს C ჰეპატიტის ვირუსი გადადების საფრთხე შეექმნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან ბევრ მშობელს გაუჩნდა შიში, რომ სამედიცინო დაწესებულებებშიც კი უსაფრთხოების წესები დაცული არ არის და ელემენტარულმა პროცედურამაც კი ბავშვი შეიძლება დიდი რისკის წინაშე დააყენოს.
mshoblebi.ge ბავშვის მშობელს, თამუნა ჯიქიას დაუკავშირდა და მომხდარის დეტალების გახსენება სთხოვა. როგორ მოხდა ინფექციის კერა ბავშვის სხეულში.
"ბავშვი გეგმიურ კვლევაზე მივიყვანე კლინიკაში. შპრიცის გახსნის დროს ექთანს ხელში შეერჭო ნემსი, რომელიც მე მას შემდეგ დავაფიქსირე, რაც ექთნის თითზე სისხლის წვეთები შევნიშნე. ვკითხე, თქვენ რა, ნემსი შეგერჭოთ და მერე იგივე ნემსი ბავშვს გაუკეთეთ-თქო?" უიი, ჩემი სიკვდილი, სულ არ მიგრძვნიაო" - თქვა. მე გამოვთქვი პროტესტი, მოვითხოვე მისი კვლევა ყოველგვარ სისხლით გადამდებ ინფექციაზე. მისგან მივიღე უარი და სიტყვიერი მტკიცება იმის, რომ მას არაფერი სჭირდა. მივმართე კლინიკის დირექტორს, მასთან შეთანხმებით ექთანს ჩაუტარდა კვლევა და დაუდგინდა აქტიური C ვურუსი. განაგრძეთ კითხვა