პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბანდიტური პეტერბურგის" ქართველი მსხვერპლი - რატომ მოკლეს რუსეთში ბიზნესმენი ბადრი შენგელია
"ბანდიტური პეტერბურგის" ქართველი მსხვერპლი - რატომ მოკლეს რუსეთში ბიზნესმენი ბადრი შენგელია

სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ბად­რი შენ­გე­ლია სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. ცენ­ტრა­ლურ ტრა­სა­ზე მან­ქა­ნით მი­მა­ვალ 53 წლის შენ­გე­ლი­ას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 8 ტყვია ეს­რო­ლეს, რის შე­დე­გა­დაც, მისი კუთ­ვნი­ლი შავი Mercedes C500-ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა თხრილ­ში გა­და­ვარ­და. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, მას ერთი ტყვია თავ­შიც მოხ­ვდა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შენ­გე­ლი­ას დიდი სიჩ­ქა­რით ჩა­უ­ა­რა თეთრმა მერ­სე­დეს­მა, ფი­ნუ­რი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბით, სა­ი­და­ნაც მას ეს­რო­ლეს. შენ­გე­ლია ორი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მოწ­მე იყო, ის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის უკა­ნო­ნოდ მი­სა­კუთ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და სა­კუ­თა­რი ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნებს აწყობ­და.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, - ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბა შე­საძ­ლოა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის მი­ხა­ილ მაქ­სი­მენ­კოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან, სა­დაც ბად­რი შენ­გე­ლია ბრალ­დე­ბის მოწ­მე იყო.

მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში მი­ხე­ილ მაქ­სი­მენ­კოს 550 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ქრთა­მის აღე­ბის­თვის 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. ეს ფული მან ე.წ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის შაქ­რო მა­ლა­დო­ის (ზა­ქა­რია კა­ლა­შო­ვი) ბრა­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის­თვის აიღო.

BBC-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ბად­რი შენ­გე­ლია, პე­ტერ­ბურ­გში ცნო­ბი­ლი 1990-იან წლებ­ში გახ­და, რო­დე­საც მა­შინ­დე­ლი რე­ი­დე­ბის მთა­ვა­რი ფი­გუ­რა იყო და ქრთა­მი­სა და ნაც­ნო­ბო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ცი­ხე­საც არა­ერ­თხელ გა­და­ურ­ჩა.

შენ­გე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და. რუ­სეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 1996 წელს გა­და­ვი­და და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მა­შინ­ვე მი­ი­პყრო - ის ციმ­ბი­რე­ლი ე.წ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, ვლა­დი­მირ კო­ლეს­ნი­კო­ვის, მეტ­სა­ხე­ლად “კო­ლე­სოს” წრეს­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რად და კონ­კრე­ტუ­ლად მის დამ­ხმა­რედ ით­ვლე­ბო­და.

1996 წელს მან სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლის "გა­ფარ­თო­ე­ბა" გა­და­წყვი­ტა და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში გა­და­ვი­და, სა­დაც რე­ი­დებს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში და მტრე­ბიც გა­ი­ჩი­ნა... მას თა­ვი­სი დაჯ­გუ­ფე­ბა ჰყავ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი ოპერ­მუ­შა­კე­ბი შენ­გე­ლი­ას “პე­ტერ­ბურ­გის რე­ი­დე­ბის” მთა­ვარ იდე­ო­ლოგს უწო­დებ­დნენ და ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქრთა­მის აღე­ბის სქე­მის ავ­ტო­რი სწო­რედ შენ­გე­ლია იყო.

2001 წელს ის პირ­ვე­ლად აღ­მოჩ­ნდა გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე, თუმ­ცა “ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით” მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს... 2006 წელს შენ­გე­ლია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ბრალ­დე­ბით კი­დევ ერთხელ და­ა­კა­ვეს და მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა... მისი და თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის დიდი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, 2008 წელს და­ა­კა­ვეს და 2 წელი და 9 თვე მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა ერთი წლის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

“მისი “მოღ­ვა­წე­ო­ბის” გამო, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია კრი­მი­ნა­ლუ­რი სე­რი­ა­ლის “ბან­დი­ტუ­რი პე­ტერ­ბურ­გის” პერ­სო­ნაჟს - ან­დრეი კონ­სტრან­ტი­ნოვ­საც ადა­რებ­და”, - წერს BBC-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი.

ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, შენ­გე­ლი­ამ ერთ-ერთ სკან­და­ლურ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე - ვლა­დი­მირ ბერ­სუ­კოვ-ქუ­მა­რი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი მე­დია “ტამ­ბო­ვე­ლე­ბის” ლი­დე­რად და პე­ტერ­ბურ­გის “ღა­მის გუ­ბერ­ნა­ტო­რად” მო­იხ­სე­ნი­ებ­და...

ქუ­მა­რი­ნი 1990-იანი წლე­ბი­დან პე­ტერ­ბურ­გში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან კრი­მი­ნა­ლად ით­ვლე­ბა. და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა "მე­დუ­ზა" მის დაჯ­გუ­ფე­ბა­სა და კო­ლუმ­ბი­ელ ნარ­კო­მა­ფი­ას­თან კავ­ში­რებ­ზე წერ­და. თუმ­ცა, პე­ტერ­ბურ­გის მერი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და... ერთი სი­ტყვით, ქუ­მა­რი­ნი, გა­ტა­ცე­ბა­ში, ძა­ლა­დო­ბა­სა და მკვლე­ლო­ბა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი სას­ჯე­ლი ემუქ­რე­ბო­და. სხვებ­თან ერ­თად, შენ­გე­ლი­ას მიერ მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ცე­მულ­მა ჩვე­ნე­ბამ სას­ჯე­ლი კი­დევ უფრო და­უმ­ძი­მა.

“მთა­ვა­რი რე­ი­დე­რის” “სტა­ტუ­ტის” მი­ნი­ჭე­ბა­ში შენ­გე­ლია სწო­რედ ქუ­მა­რინს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და ამ­ბობ­და, რომ ის მას­ზე ნა­დი­რობ­და.

“ბიზ­ნე­სის, რე­ი­დე­ბი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მე­ე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ დროს, ის ხა­ტავ­და და ქა­ლიშ­ვი­ლის, ლიკა შენ­გე­ლი­ას დახ­მა­რე­ბით სა­კუ­თარ გა­მო­ფე­ნა­საც აწყობ­და... შემ­თხვე­ვის დროს, ლიკა უცხო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სწო­რედ მა­მის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის სა­კითხს აგ­ვა­რებ­და. მან შემ­თხვე­ვის გამო ვი­ზი­ტი შე­წყვი­ტა და პე­ტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და” - წერს ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა 78.ru.

ბად­რი შენ­გე­ლი­ას ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა 2015 წელს, მოს­კო­ვის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში გა­ი­მარ­თა, ანონსში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვა­რი არ იყო. “არას­დროს უს­წავ­ლია ფერ­წე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, მან აიღო ფუნ­ჯი და ხატ­ვა და­ი­წყო, თა­ნაც საკ­მა­ოდ დიდ ასაკ­ში... შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მას ქა­ლიშ­ვილ­მა მოლ­ბერ­ტი და სა­ღე­ბა­ვე­ბი აჩუ­ქა, რაც თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვრის­თვის ერ­თგვა­რი ბიძ­გი გახ­და,” - წერ­დნენ გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"ბანდიტური პეტერბურგის" ქართველი მსხვერპლი - რატომ მოკლეს რუსეთში ბიზნესმენი ბადრი შენგელია

"ბანდიტური პეტერბურგის" ქართველი მსხვერპლი - რატომ მოკლეს რუსეთში ბიზნესმენი ბადრი შენგელია

სანკტ-პეტერბურგში, საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი ბადრი შენგელია საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ცენტრალურ ტრასაზე მანქანით მიმავალ 53 წლის შენგელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 8 ტყვია ესროლეს, რის შედეგადაც, მისი კუთვნილი შავი Mercedes C500-ის მარკის ავტომანქანა თხრილში გადავარდა. არსებული ცნობით, მას ერთი ტყვია თავშიც მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

რუსული მედია წერს, რომ პირველადი ინფორმაციით, შენგელიას დიდი სიჩქარით ჩაუარა თეთრმა მერსედესმა, ფინური სანომრე ნიშნებით, საიდანაც მას ესროლეს. შენგელია ორი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე იყო, ის კერძო საკუთრების უკანონოდ მისაკუთრებაში მონაწილეობდა და საკუთარი ნახატების გამოფენებს აწყობდა.

რუსული მედიის ცნობით, - ბიზნესმენის მკვლელობა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ მაქსიმენკოს სისხლის სამართლის საქმესთან, სადაც ბადრი შენგელია ბრალდების მოწმე იყო.

მიმდინარე წლის აპრილში მიხეილ მაქსიმენკოს 550 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს ფული მან ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო მალადოის (ზაქარია კალაშოვი) ბრალის შემსუბუქებისთვის აიღო.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ბადრი შენგელია, პეტერბურგში ცნობილი 1990-იან წლებში გახდა, როდესაც მაშინდელი რეიდების მთავარი ფიგურა იყო და ქრთამისა და ნაცნობობის დამსახურებით, ციხესაც არაერთხელ გადაურჩა.

შენგელია საქართველოში დაიბადა. რუსეთში საცხოვრებლად 1996 წელს გადავიდა და ადგილობრივი სამართალდამცველების ყურადღება მაშინვე მიიპყრო - ის ციმბირელი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, ვლადიმირ კოლესნიკოვის, მეტსახელად “კოლესოს” წრესთან დაახლოებულ პირად და კონკრეტულად მის დამხმარედ ითვლებოდა.

1996 წელს მან სამოქმედო არეალის "გაფართოება" გადაწყვიტა და სანკტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც რეიდებს ჩაუდგა სათავეში და მტრებიც გაიჩინა... მას თავისი დაჯგუფება ჰყავდა. ადგილობრივი ოპერმუშაკები შენგელიას “პეტერბურგის რეიდების” მთავარ იდეოლოგს უწოდებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ მაშინ გავრცელებული ქრთამის აღების სქემის ავტორი სწორედ შენგელია იყო.

2001 წელს ის პირველად აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე, თუმცა “ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით” მალევე გაათავისუფლეს... 2006 წელს შენგელია უძრავი ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდების ბრალდებით კიდევ ერთხელ დააკავეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა... მისი და თანაგუნდელების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, 2008 წელს დააკავეს და 2 წელი და 9 თვე მიუსაჯეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

“მისი “მოღვაწეობის” გამო, ადგილობრივი მედია კრიმინალური სერიალის “ბანდიტური პეტერბურგის” პერსონაჟს - ანდრეი კონსტრანტინოვსაც ადარებდა”, - წერს BBC-ის რუსული სამსახური.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, შენგელიამ ერთ-ერთ სკანდალურ სისხლის სამართლის საქმეზე - ვლადიმირ ბერსუკოვ-ქუმარინის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, რომელსაც რუსული მედია “ტამბოველების” ლიდერად და პეტერბურგის “ღამის გუბერნატორად” მოიხსენიებდა...

ქუმარინი 1990-იანი წლებიდან პეტერბურგში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალად ითვლება. დასავლური მედიის ცნობით, ინტერნეტგამოცემა "მედუზა" მის დაჯგუფებასა და კოლუმბიელ ნარკომაფიასთან კავშირებზე წერდა. თუმცა, პეტერბურგის მერი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა... ერთი სიტყვით, ქუმარინი, გატაცებაში, ძალადობასა და მკვლელობაში იყო ბრალდებული და გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებოდა. სხვებთან ერთად, შენგელიას მიერ მის წინააღმდეგ მიცემულმა ჩვენებამ სასჯელი კიდევ უფრო დაუმძიმა.

“მთავარი რეიდერის” “სტატუტის” მინიჭებაში შენგელია სწორედ ქუმარინს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ის მასზე ნადირობდა.

“ბიზნესის, რეიდებისა და კრიმინალური საქმეებისგან თავისუფალ დროს, ის ხატავდა და ქალიშვილის, ლიკა შენგელიას დახმარებით საკუთარ გამოფენასაც აწყობდა... შემთხვევის დროს, ლიკა უცხოეთში იმყოფებოდა, სადაც სწორედ მამის პერსონალური გამოფენის საკითხს აგვარებდა. მან შემთხვევის გამო ვიზიტი შეწყვიტა და პეტერბურგში დაბრუნდა” - წერს ინტერნეტგამოცემა 78.ru.

ბადრი შენგელიას ერთ-ერთი პერსონალური გამოფენა 2015 წელს, მოსკოვის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა, ანონსში მითითებული იყო, რომ ის პროფესიონალი მხატვარი არ იყო. “არასდროს უსწავლია ფერწერული ტექნიკა, მან აიღო ფუნჯი და ხატვა დაიწყო, თანაც საკმაოდ დიდ ასაკში... შობის დღესასწაულზე მას ქალიშვილმა მოლბერტი და საღებავები აჩუქა, რაც თვითნასწავლი მხატვრისთვის ერთგვარი ბიძგი გახდა,” - წერდნენ გამოფენის ორგანიზატორები.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს