პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილის ძმა ამბობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო -"დიპლომატია ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს"
სალომე ზურაბიშვილის ძმა ამბობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო -"დიპლომატია ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს"

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ძმა, "საფ­რან­გეთ­ში მყოფ ქარ­თველ ლტოლ­ვილ­თა სათ­ვის­ტო­მოს" თავ­მჯდო­მა­რე ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა­ზე სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და ამ­ბობს, რომ „დიპ­ლო­მა­ტია ნამ­დვი­ლი ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბას არ ნიშ­ნავს“. აი, რას წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე:

„ზო­გი­ერთ ჩემს მე­გო­ბარს სურს გა­ი­გოს ჩემი აზრი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით; მარ­თა­ლი გი­თხრათ, მათი კი­თხვე­ბი მაკ­ვი­რებს. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ამ მე­გობ­რებს ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ არც არა­ფე­რი წა­უ­კი­თხავს და არც არა­ფე­რი სმე­ნი­ათ. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვი­ყა­ვი ერთი და იმა­ვე იდე­ე­ბის ერ­თგუ­ლი და ვი­ცავ­დი ერ­თსა და იმა­ვე პრინ­ცი­პებს, რა­საც ადას­ტუ­რებს ჩემი ქმე­დე­ბე­ბი.

გუ­შინ, მა­გა­ლი­თად, ლე­ვი­ლი­დან ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის პირ­და­პი­რი ჩარ­თვის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნე. მათ, ვინც ამ ეთერს უყუ­რა, იმე­დია ეჭვი არ ეპა­რე­ბა ჩემს პო­ზი­ცი­ა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ იმას, რა­საც ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი. მე -19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ავი­თა­რებ­და აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კას და სტრა­ტე­გი­ას, რათა მას ჩვე­ნი სამ­შობ­ლო რუ­სე­თის ორ­ბი­ტა­ზე ჰყო­ლო­და ეს ეხე­ბა რო­გორც მე­ფის რუ­სეთს, ისე, საბ­ჭო­თა რუ­სეთს და დღე­ვან­დელ ტო­ტა­ლი­ტა­რულ რუ­სეთს.

რუ­სე­თი მუდ­მივ ომს აწარ­მო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ: იქ­ნე­ბა ეს "რბი­ლი ძა­ლის" გა­მო­ყე­ნე­ბა, როცა ის პო­ლი­ტი­კურ გავ­ლე­ნას იყე­ნებს, თუ რო­დე­საც ის სამ­ხედ­რო ძა­ლას იყე­ნებს, და შე­იჭ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სამ­ხედ­რო ბა­ზებს აშე­ნებს.

დიახ! რუ­სეთ­მა და­ი­წყო 2008 წლის 7 აგ­ვის­ტოს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი. დიახ, სწო­რედ რუ­სე­თია ინი­ცი­ა­ტო­რი შიდა ქარ­თლში ქარ­თულ სოფ­ლებ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის. დიახ! რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს დღეს ამ ომს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ით და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბით (მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს: ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბე­ბი, მკვლე­ლო­ბე­ბი, სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ნის სა­ზღვრე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა).

დიახ! რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რია. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზა უდა­ვოდ გა­მო­სა­ვა­ლია, მხო­ლოდ ამ ობი­ექ­ტურ რე­ა­ლო­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით და არა მისი უარ­ყო­ფით შე­იძ­ლე­ბა სტრა­ტე­გი­ის აგე­ბა. დიპ­ლო­მა­ტია, ნამ­დვი­ლი ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბას არ ნიშ­ნავს. თუ კი ნამ­დვილ ფაქ­ტებ­ზე თვა­ლებს დავ­ხუ­ჭავთ, ამით რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა არ შე­იც­ვლე­ბა,“ - წერს ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის ძმა ამბობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო -"დიპლომატია ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს"

სალომე ზურაბიშვილის ძმა ამბობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო -"დიპლომატია ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს"

პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ძმა, "საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს" თავმჯდომარე ოთარ ზურაბიშვილი რუსეთის პოლიტიკაზე საკუთარი შეხედულების შესახებ წერს და ამბობს, რომ „დიპლომატია ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს“. აი, რას წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

„ზოგიერთ ჩემს მეგობარს სურს გაიგოს ჩემი აზრი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით; მართალი გითხრათ, მათი კითხვები მაკვირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მეგობრებს ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩემი პოზიციების შესახებ არც არაფერი წაუკითხავს და არც არაფერი სმენიათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიყავი ერთი და იმავე იდეების ერთგული და ვიცავდი ერთსა და იმავე პრინციპებს, რასაც ადასტურებს ჩემი ქმედებები.

გუშინ, მაგალითად, ლევილიდან ოკუპირებული ტერიტორიების პირდაპირი ჩართვის ორგანიზება მოვახდინე. მათ, ვინც ამ ეთერს უყურა, იმედია ეჭვი არ ეპარება ჩემს პოზიციაში. მიუხედავად ამისა, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რასაც ყოველთვის ვამბობდი. მე -19 საუკუნის დასაწყისიდან რუსეთი საქართველოს მიმართ ავითარებდა აგრესიული პოლიტიკას და სტრატეგიას, რათა მას ჩვენი სამშობლო რუსეთის ორბიტაზე ჰყოლოდა ეს ეხება როგორც მეფის რუსეთს, ისე, საბჭოთა რუსეთს და დღევანდელ ტოტალიტარულ რუსეთს.

რუსეთი მუდმივ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ: იქნება ეს "რბილი ძალის" გამოყენება, როცა ის პოლიტიკურ გავლენას იყენებს, თუ როდესაც ის სამხედრო ძალას იყენებს, და შეიჭრება საქართველოში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს აშენებს.

დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი. დიახ, სწორედ რუსეთია ინიციატორი შიდა ქართლში ქართულ სოფლებზე შეიარაღებული თავდასხმების. დიახ! რუსეთი განაგრძობს დღეს ამ ომს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული მილიტარიზაციით და პროვოკაციებით (მხედველობაში მაქვს: ადამიანების გატაცებები, მკვლელობები, საოკუპაციო ზონის საზღვრების გადაადგილება).

დიახ! რუსეთი საქართველოს მტერია. დიპლომატიური გზა უდავოდ გამოსავალია, მხოლოდ ამ ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით და არა მისი უარყოფით შეიძლება სტრატეგიის აგება. დიპლომატია, ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს. თუ კი ნამდვილ ფაქტებზე თვალებს დავხუჭავთ, ამით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება,“ - წერს ოთარ ზურაბიშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები