კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - ვეფხია ბაქრაძემ მკვლელობა მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა... დანა თავდაპირველად თაკო გამრეკელაშვილის ხელში იყო
ადვოკატი - ვეფხია ბაქრაძემ მკვლელობა მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა... დანა თავდაპირველად თაკო გამრეკელაშვილის ხელში იყო

ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, ვე­ფხია ბაქ­რა­ძის ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ბაქ­რა­ძემ მკვლე­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ი­დი­ნა, რად­გან დანა თავ­და­პირ­ვე­ლად გარ­დაც­ვლი­ლის ხელ­ში იყო, - ამის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა თე­ი­მუ­რაზ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­ზეც ბრალ­დე­ბის მხა­რის სამი მოწ­მე და­ი­კი­თხა.

ად­ვო­კა­ტის გა­მარ­ტე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად მოწ­მე­ებს არი­გებს, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად მათი ჩვე­ნე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან მა­ინც შე­უ­სა­ბა­მოა.

"ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რას აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, ნამ­დვი­ლად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, რა­საც ჩვენ და­ვამ­ტკი­ცებთ. ღრმად ვართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ არა­ვი­თა­რი სი­სას­ტი­კე და გან­ზრახ­ვა არაა ჩა­დე­ნი­ლი. ბრალ­დე­ბის მხა­რეს ჰყავს მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­რი­გე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი მის­ცეს, სა­დაც არ დას­ტურ­დე­ბა, თით­ქოს მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის თვალ­წინ მოხ­და და­ნა­შა­უ­ლი. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ტყუ­ი­ლია. ამას ვერ და­ამ­ტკი­ცებს პრო­კუ­რო­რი. და­ნა­შა­უ­ლი ბავ­შვე­ბის თვალ­წინ არ მომ­ხდა­რა.

შე­ა­საძ­ლოა, ბრალ­დე­ბის მხა­რემ ბავ­შვებ­ზეც იმოქ­მე­დოს და ეს პრაქ­ტი­კა­ში ხდე­ბა, რომ მოწ­მე­ებს არი­გე­ბენ. მოწ­მე­ებ­მა დღეს გა­ნა­ცხა­დეს, რომ სის­ხლი­ა­ნი დანა სა­ერ­თოდ არ უნა­ხავთ. ეს იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბა, დანა გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ხელ­ში იყო. ეს საქ­მის მა­სა­ლე­ბი­თაც იკ­ვე­თე­ბა და თვი­თონ ვე­ფხია ბაქ­რა­ძის ჩვე­ნე­ბი­თაც", - გა­ნა­ცხა­და თე­ი­მუ­რაზ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძემ. ად­ვო­კა­ტის თქმით, ის რომ ვე­ფხია ბაქ­რა­ძე თავს იცავ­და, ამა­ზე არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დი და ასე­ვე მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ადვოკატი - ვეფხია ბაქრაძემ მკვლელობა მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა... დანა თავდაპირველად თაკო გამრეკელაშვილის ხელში იყო

ადვოკატი - ვეფხია ბაქრაძემ მკვლელობა მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა... დანა თავდაპირველად თაკო გამრეკელაშვილის ხელში იყო

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის მტკიცებით, ბაქრაძემ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა, რადგან დანა თავდაპირველად გარდაცვლილის ხელში იყო, - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა თეიმურაზ მაგრაქველიძემ ჟურნალისტებს დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა, რომელზეც ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა.

ადვოკატის გამარტებით, პროკურატურა სასურველი ჩვენებების მისაღებად მოწმეებს არიგებს, თუმცა, ამის მიუხედავად მათი ჩვენებები ერთმანეთთან მაინც შეუსაბამოა.

"ბრალდება, რომელიც პროკურატურას აქვს წაყენებული, ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ჩვენ დავამტკიცებთ. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ არავითარი სისასტიკე და განზრახვა არაა ჩადენილი. ბრალდების მხარეს ჰყავს მოწმეები, რომლებიც დარიგებულები არიან, თუმცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენებები მისცეს, სადაც არ დასტურდება, თითქოს მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მოხდა დანაშაული. ეს აბსოლუტურად ტყუილია. ამას ვერ დაამტკიცებს პროკურორი. დანაშაული ბავშვების თვალწინ არ მომხდარა.

შეასაძლოა, ბრალდების მხარემ ბავშვებზეც იმოქმედოს და ეს პრაქტიკაში ხდება, რომ მოწმეებს არიგებენ. მოწმეებმა დღეს განაცხადეს, რომ სისხლიანი დანა საერთოდ არ უნახავთ. ეს იყო აუცილებელი მოგერიება, დანა გარდაცვლილი ქალის ხელში იყო. ეს საქმის მასალებითაც იკვეთება და თვითონ ვეფხია ბაქრაძის ჩვენებითაც", - განაცხადა თეიმურაზ მაგრაქველიძემ. ადვოკატის თქმით, ის რომ ვეფხია ბაქრაძე თავს იცავდა, ამაზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი და ასევე მოწმეთა ჩვენებებიც.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს