პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე დავრჩი..." - რომელი მსახიობები გაათავისუფლეს რუსთაველის თეატრიდან და რა მიზეზით
"ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე დავრჩი..." - რომელი მსახიობები გაათავისუფლეს რუსთაველის თეატრიდან და რა მიზეზით

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, თე­ატ­რი­დან 6 მსა­ხი­ო­ბი და ერთი ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­უშ­ვეს.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის არი­ან: ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი, ნა­თია კვა­შა­ლი, გოგა გვე­ლე­სი­ა­ნი და ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი. ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, მსა­ხი­ო­ბე­ბი თე­ატ­რი­დან რო­ბერტ სტუ­რუ­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ეს სა­ჯა­როდ არა­ვინ და­ა­დას­ტუ­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად AMBEBI.GE გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მსა­ხი­ო­ბებს და­უ­კავ­შირ­და.

გოგა გვე­ლე­სი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი:

"დე­კემ­ბერ­ში გას­დი­ო­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვადა, მაგ­რამ ახლა გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს თე­ატ­რი­დან. შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვლამ­დე ერთი დღით ადრე კად­რე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, თე­ატ­რში მო­დით, რა­ღა­ცა­ზე ხელი გაქვთ მო­სა­წე­რიო. სათ­ვა­ლე დამ­რჩა და ვერც წა­ვი­კი­თხე, რას ვა­წერ­დი ხელს და თურ­მე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მო­ვა­წე­რე ხელი მო­ტყუ­ე­ბით, რას ვი­ფიქ­რებ­დი ასე თუ მოხ­დე­ბო­და. წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე თუ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ მსა­ხი­ო­ბებს აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რი­დან რას ვი­ფიქ­რებ­დი.

- ბა­ტო­ნო გოგა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ო­ბე­ბი რო­ბი­კო სტუ­რუ­ას პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­უშ­ვეს. თქვენ რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­თან?

- არ მინ­და ვა­რა­უ­დე­ბის დო­ნე­ზე სა­უ­ბა­რი. აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რი­დან ასე არ უნდა ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს. ამ თე­მა­ზე სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით. დღე­ვან­დელ დღეს ადა­მი­ა­ნის ასე გაქ­ნე­ვა სამ­სა­ხუ­რი­დან, უფრო დას­ჯაა, ვიდ­რე სხვა რა­ღაც.

- გაქვთ სხვა შე­მო­სა­ვა­ლი?

- მე 15 წლის წინ, სახ­ლი გავ­ყი­დე და თან­ხა შე­ვი­ტა­ნე მშე­ნე­ბა­რე­ში, მაგ­რამ არ აშენ­და ის სახ­ლი. ასე დავ­რჩი მო­ტყუ­ე­ბუ­ლი. ახლა ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა მაქვს იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი და დოი (დათო დო­ი­აშ­ვი­ლი) მივა ბან­კში, რომ შე­ღა­ვა­თი გა­მი­წი­ონ, სა­ნამ სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე ვარ. ფაქ­ტი­უ­რად, ლუკ­მა-პუ­რის გა­რე­შე დავ­რჩი. იმის გამო, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მაქვს, მთე­ლი ზა­ფხუ­ლი სო­ფელ­ში გა­ვა­ტა­რე, აქ უფრო ნაკ­ლე­ბი თან­ხა მე­ხარ­ჯე­ბა. ახლა დავ­ბრუნ­დე­ბი თბი­ლის­ში და ჩემი ერთი თვის კომ­პენ­სა­ცი­ით ვა­ლებს გა­და­ვიხ­დი, შემ­დეგ რა იქ­ნე­ბა არ ვიცი.

AMBEBI.GE კო­მენ­ტა­რის­თვის მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა­საც შე­ე­ცა­და, მაგ­რამ ის ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობს. ტე­ლე­ფონს არ პა­სუ­ხობს არც ნი­ნუ­ცას დედა, მსა­ხი­ო­ბი თამ­რი­კო მა­ყაშ­ვი­ლი. მან თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი სმს-შე­ტყო­ბი­ნე­ბით მოგ­ვწე­რა: "პა­სუ­ხი არ გვაქვს, არა­ფე­რი ჩვენ არ ვი­ცით, ასე რომ ტყუ­ი­ლად წუხ­დე­ბით".

კო­მენ­ტა­რის­თვის მოვ­მარ­თეთ ნა­თია კვა­შალ­საც, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი მა­ყუ­რე­ბელს კარ­გად ახ­სოვს სე­რი­ალ "ტიფ­ლის­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლით: "ნამ­დვი­ლად გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს თე­ატ­რი­დან, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ჩა­ტარ­და რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და მე გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით", - ამ მცი­რე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა კვა­შა­ლი.

თე­ატ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს მსა­ხი­ო­ბი ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი. "რას მე­უბ­ნე­ბით, მი­რე­კავს ხალ­ხი და ამას მე­უბ­ნე­ბა, ეს არის ტყუ­ი­ლი! ისევ ვარ თე­ატ­რში და ვმუ­შა­ობ რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ასე­ვე მარ­კე­ტინ­გშიც ვარ", - გვი­პა­სუ­ხა მსა­ხი­ობ­მა.

ავტორი:

"ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე დავრჩი..." - რომელი მსახიობები გაათავისუფლეს რუსთაველის თეატრიდან და რა მიზეზით

"ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე დავრჩი..." - რომელი მსახიობები გაათავისუფლეს რუსთაველის თეატრიდან და რა მიზეზით

რუსთაველის თეატრიდან რამდენიმე მსახიობი გაათავისუფლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, თეატრიდან 6 მსახიობი და ერთი ტექნიკური თანამშრომელი გაუშვეს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გათავისუფლებულ მსახიობებს შორის არიან: ნინუცა მაყაშვილი, ნათია კვაშალი, გოგა გველესიანი და ნანული სარაჯიშვილი. ჩვენი წყაროს ცნობით, მსახიობები თეატრიდან რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, თუმცა ეს საჯაროდ არავინ დაადასტურა. ინფორმაციის გადასამოწმებლად AMBEBI.GE გათავისუფლებულ მსახიობებს დაუკავშირდა.

გოგა გველესიანი, მსახიობი:

"დეკემბერში გასდიოდა ხელშეკრულებას ვადა, მაგრამ ახლა გამათავისუფლეს თეატრიდან. შვებულებაში გასვლამდე ერთი დღით ადრე კადრების თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, თეატრში მოდით, რაღაცაზე ხელი გაქვთ მოსაწერიო. სათვალე დამრჩა და ვერც წავიკითხე, რას ვაწერდი ხელს და თურმე რეორგანიზაციას მოვაწერე ხელი მოტყუებით, რას ვიფიქრებდი ასე თუ მოხდებოდა. წინასწარი გაფრთხილების გარეშე თუ გაათავისუფლებდნენ მსახიობებს აკადემიური თეატრიდან რას ვიფიქრებდი.

- ბატონო გოგა, გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობები რობიკო სტურუას პირადი გადაწყვეტილებით გაუშვეს. თქვენ როგორი ურთიერთობა გქონდათ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან?

- არ მინდა ვარაუდების დონეზე საუბარი. აკადემიური თეატრიდან ასე არ უნდა ათავისუფლებდნენ ადამიანებს. ამ თემაზე სხვას ვერაფერს გეტყვით. დღევანდელ დღეს ადამიანის ასე გაქნევა სამსახურიდან, უფრო დასჯაა, ვიდრე სხვა რაღაც.

- გაქვთ სხვა შემოსავალი?

- მე 15 წლის წინ, სახლი გავყიდე და თანხა შევიტანე მშენებარეში, მაგრამ არ აშენდა ის სახლი. ასე დავრჩი მოტყუებული. ახლა ერთოთახიანი ბინა მაქვს იპოთეკით დატვირთული და დოი (დათო დოიაშვილი) მივა ბანკში, რომ შეღავათი გამიწიონ, სანამ სამსახურის გარეშე ვარ. ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე დავრჩი. იმის გამო, რომ შესაძლებლობა არ მაქვს, მთელი ზაფხული სოფელში გავატარე, აქ უფრო ნაკლები თანხა მეხარჯება. ახლა დავბრუნდები თბილისში და ჩემი ერთი თვის კომპენსაციით ვალებს გადავიხდი, შემდეგ რა იქნება არ ვიცი.

AMBEBI.GE კომენტარისთვის მსახიობ ნინუცა მაყაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ტელეფონს არ პასუხობს არც ნინუცას დედა, მსახიობი თამრიკო მაყაშვილი. მან თემაზე კომენტარი სმს-შეტყობინებით მოგვწერა: "პასუხი არ გვაქვს, არაფერი ჩვენ არ ვიცით, ასე რომ ტყუილად წუხდებით".

კომენტარისთვის მოვმართეთ ნათია კვაშალსაც, ახალგაზრდა მსახიობი მაყურებელს კარგად ახსოვს სერიალ "ტიფლისში" შესრულებული როლით: "ნამდვილად გამათავისუფლეს თეატრიდან, რუსთაველის თეატრში ჩატარდა რეორგანიზაცია და მე გამათავისუფლეს, სხვას ვერაფერს გეტყვით", - ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა კვაშალი.

თეატრიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს მსახიობი ნანული სარაჯიშვილი. "რას მეუბნებით, მირეკავს ხალხი და ამას მეუბნება, ეს არის ტყუილი! ისევ ვარ თეატრში და ვმუშაობ როგორც მსახიობი, ასევე მარკეტინგშიც ვარ", - გვიპასუხა მსახიობმა.

ნინო ცქიტიშვილისა და ვატო ნაცვლიშვილის ულამაზესი ქალიშვილი ანა - მოდის სამყაროში, თაკოს შემდეგ, მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

"სხვა მიზეზით ჩამოვედი, ერთი წლის წინ ძმა დამეღუპა, მინდოდა, ჩემი ძმის და დედის საფლავები მომენახულებინა" - როგორ აღმოჩნდა ნიკოლოზ ცისკარიძე პოზნერის სკანდალურ დაბადების დღეზე

"თხემით ტერფამდე არტისტები იყვნენ" - 3 ქართველი მსახიობი ქალი, რომლებსაც წელს 100 წელი შეუსრულდებოდათ