მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიით გრძელდება
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიით გრძელდება

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი აგ­რძე­ლებს რე­გი­ო­ნის, რო­გორც ოთხი­ვე სე­ზონ­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლის რეკ­ლა­მი­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ით. ამ­ჯე­რად, რე­გი­ო­ნის სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის CNN, BBC, EURONEWS, DEUTSCHE WELLE-ს შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ა­ში რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბის „RTL“ და „N-TV“ ეთე­რით გა­დის.

გერ­მა­ნუ­ლი ტე­ლე­არ­ხი "RTL” ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხია, რო­მე­ლიც გარ­და გერ­მა­ნი­ი­სა, ასე­ვე მა­უ­წყებ­ლობს ავ­სტრი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ბელ­გი­ა­ში, ჰო­ლან­დი­ა­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. 2017 წლის დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ის გერ­მა­ნი­ის ტოპ სა­მე­ულ­ში შე­დის. რაც შე­ე­ხე­ბა "N-TV”-ს, ის ძი­რი­თა­დად დატ­ვირ­თუ­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო-შე­მეც­ნე­ბი­თი გა­და­ცე­მე­ბით.

„2017-2018 წლებ­ში ჩვენ აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ იმ მე­დია არ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ი­ტინ­გით გა­მო­ირ­ჩე­ვა რო­გორც ევ­რო­პის, ასე­ვე ზო­გა­დად, მსოფ­ლიო ბაზ­რებ­ზე. რო­გორც ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ასე­ვე აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ზა­ნია ტუ­რის­ტუ­ლი ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა. 2017 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით ვან­ხორ­ცი­ე­ლებთ სხვა­დას­ხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბებს ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში. BBC, EURONEWS, DEUTSCHE WELE შემ­დეგ, ახლა უკვე გერ­მა­ნი­ა­ში ად­გი­ლობ­რივ რე­ი­ტი­გულ არ­ხებს ვი­ყე­ნებთ, ისე­თებს რო­გო­რე­ბი­ცაა: RTL და N-TV. ბოლო წლე­ბის კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში მათი ყუ­რე­ბა­დო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და მუდ­მი­ვად ინარ­ჩუ­ნე­ბენ ად­გილს რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის, გერ­მა­ნულ ენა­ზეა მომ­ზა­დე­ბუ­ლი. კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია ჩვე­ნი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია რო­გორც ოთხი­ვე სე­ზონ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის. აჭა­რა­ში ჩა­მო­სულ უცხო­ელ ვი­ზი­ტორ­თა კვლე­ვის ანა­ლი­ზი გვაძ­ლევს ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბის კამ­პა­ნი­ებს გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით,“ - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიით გრძელდება

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიით გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ადგილის რეკლამირებას საერთაშორისო მედიით. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები საერთაშორისო ტელეკომპანიების CNN, BBC, EURONEWS, DEUTSCHE WELLE-ს შემდეგ, გერმანიაში რეიტინგული ტელეარხების „RTL“ და „N-TV“ ეთერით გადის.

გერმანული ტელეარხი "RTL” ერთ-ერთი წამყვანი კომერციული სატელევიზიო არხია, რომელიც გარდა გერმანიისა, ასევე მაუწყებლობს ავსტრიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, ის გერმანიის ტოპ სამეულში შედის. რაც შეეხება "N-TV”-ს, ის ძირითადად დატვირთულია საინფორმაციო-შემეცნებითი გადაცემებით.

„2017-2018 წლებში ჩვენ აქტიურად დავიწყეთ იმ მედია არხების გამოყენება, რომლებიც განსაკუთრებული რეიტინგით გამოირჩევა როგორც ევროპის, ასევე ზოგადად, მსოფლიო ბაზრებზე. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიზანია ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება. 2017 წლიდან საქართველოს საელჩოებთან კოორდინაციით ვანხორციელებთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს ევროპულ ქვეყნებში. BBC, EURONEWS, DEUTSCHE WELE შემდეგ, ახლა უკვე გერმანიაში ადგილობრივ რეიტიგულ არხებს ვიყენებთ, ისეთებს როგორებიცაა: RTL და N-TV. ბოლო წლების კვლევების მონაცემებით, გერმანიაში მათი ყურებადობა ძალიან მაღალია და მუდმივად ინარჩუნებენ ადგილს რეიტინგული ტელევიზიების ჩამონათვალში. ვიდეორგოლები გერმანულენოვანი აუდიტორიისთვის, გერმანულ ენაზეა მომზადებული. კამპანიის მიზანია ჩვენი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია როგორც ოთხივე სეზონზე საინტერესო ტურისტული პროდუქტების მქონე ქვეყნისა და რეგიონის. აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა კვლევის ანალიზი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების კამპანიებს განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი