პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძე ნარმანიას გაკეთებულს ხელახლა აკეთებს? - მერიამ ნახევარი მილიონი ლარი წყალში გადაყარა
კალაძე ნარმანიას გაკეთებულს ხელახლა აკეთებს? - მერიამ ნახევარი მილიონი ლარი წყალში გადაყარა

თბი­ლის­ში ხუმ­რო­ბენ, სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე ყო­ველ წელს მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო ძეგლი პრო­ტესტს აცხა­დებს და ითხოვს, პირ­ბა­დე მა­ინც გა­მი­კე­თე­თო. თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად სატ­რან­სპორ­ტო კვანძზე მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ნა­წი­ლის დას­რუ­ლე­ბას მე­რია 20 სექ­ტემ­ბრის­თვის, ნა­წი­ლი­სას კი უფრო გვი­ან გეგ­მავს. მათ შო­რის არის შარ­ტა­ვა-კოს­ტა­ვას ქუ­ჩის მო­ნაკ­ვე­თი, რომ­ლის არე­ალ­შიც შარ­შან გა­და­თხრი­ლი და კა­პი­ტა­ლუ­რად შე­კე­თე­ბუ­ლი სა­ა­კა­ძის მო­ე­და­ნი მოხ­ვდა და კი­დევ ერთხელ გა­და­ი­თხა­რა. ექ­სპერ­ტე­ბი­ცა და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გზე­ბის შე­კე­თე­ბა კარ­გია, თუმ­ცა მე­რი­ას სა­მუ­შა­ო­ე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­წყე­ბი­სა და არას­წო­რი მე­ნე­ჯმენ­ტის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ, რისი შე­დე­გიც ქა­ლაქ­ში პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და ბი­უ­ჯე­ტი­დან "გა­ნი­ა­ვე­ბუ­ლი" თან­ხე­ბია.

ჯერ კი­დევ შარ­შან, და­ვით ნარ­მა­ნი­ას მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბამ სა­ა­კა­ძის მო­ე­დანს რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტა­რა, რა­შიც ბი­უ­ჯე­ტი­დან ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი და­ხარ­ჯა. მე­რი­ამ დე­და­ქა­ლა­ქის სა­ცო­ბე­ბის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად გერ­მა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია (A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung) და­ი­ქი­რა­ვა, რა­შიც 40.000 ევრო გა­და­უ­ხა­და. რამ­დე­ნად მოგ­ვარ­და მას შემ­დეგ სა­ცო­ბე­ბის პრობ­ლე­მა, თა­ვად გან­სა­ჯეთ, არა­და, უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი გვირ­ჩევ­დნენ, რომ სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის სა­ცო­ბე­ბის­გან გან­ტვირ­თვის­თვის სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე შუქ­ნიშ­ნე­ბი უნდა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი­ყო. სწო­რედ ამ 40.000-ევ­რო­ი­ა­ნი კვლე­ვის შემ­დეგ გა­და­წყდა სა­ა­კა­ძის მო­ედ­ნის რე­კონ­სტრუქ­ცია: და­მონ­ტაჟ­და შუქ­ნიშ­ნე­ბი, გა­კეთ­და ბორ­დი­უ­რე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბის კუნ­ძუ­ლე­ბი და ჯამ­ში მე­რი­ას 2017 წელს სა­ა­კა­ძის მო­ედ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 514.370 ლარი და­უჯ­და. ახლა სა­ა­კა­ძის მო­ე­და­ნი ისევ გა­და­თხრი­ლია და თა­ვი­დან კეთ­დე­ბა, მისი ხარ­ჯე­ბი კი შარ­ტა­ვა-კოს­ტა­ვას ქუ­ჩის პრო­ექ­ტის 10 მი­ლი­ონ­შია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. რა გა­მო­დის, მე­რი­ამ ის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ბი­უ­ჯე­ტი­დან უბ­რა­ლოდ გა­და­ყა­რა?

სხვა­თა შო­რის, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, თბი­ლის­ში ნარ­მა­ნი­ას მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და მიმ­დი­ნა­რე შე­კე­თე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 7 295 814,93 კვმ ფარ­თობს ჩა­უ­ტარ­და. სულ 755 ქუჩა შე­კეთ­და. კა­ლა­ძეს ქა­ლაქ­ში ახლა ნამ­დვი­ლი სამ­შე­ნებ­ლო ფრონ­ტი აქვს გაშ­ლი­ლი, ერ­თდრო­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­რე­მონ­ტო და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე უბან­ში ცენ­ტრა­ლურ სატ­რან­სპორ­ტო გზებ­ზე _ კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლი­დან მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რამ­დე. კა­ლა­ძე ამ­ბობს, ამ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლაქს ჩემი ხელი უნდა და­ვა­ტყოო. თბი­ლი­სი სულ 502 მი­ლი­ონ კვმ-ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი და აქე­დან სატ­რან­სპორ­ტო ზო­ნას 26 769 425 კვმ უჭი­რავს. ამ ფარ­თობ­ში შე­დის რკი­ნიგ­ზაც. ამო­ცა­ნა გვე­კი­თხე­ბა: თუ ნარ­მა­ნი­ამ 7 მი­ლი­ო­ნი კვმ ფარ­თო­ბი უკვე შე­ა­კე­თა, კა­ლა­ძე ან მთე­ლი თბი­ლი­სის გა­და­თხრას აპი­რებს, ან ნარ­მა­ნი­ას გა­კე­თე­ბულს ხე­ლახ­ლა აკე­თებს, რა­ტომ?

ვა­სილ ურუ­შა­ძე, ტრან­სპორ­ტის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე პლატ­ფორ­მა "ჰაბ ჯორ­ჯი­ას" ხელ­მძღვა­ნე­ლი: "აგ­ვის­ტოს თვე­ში რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არ არის, ეს არ ნიშ­ნავს, რომ სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დე­ბი უფრო მცი­რეა, ვიდ­რე წლის სხვა პე­რი­ოდ­ში. აგ­ვის­ტო და ივ­ლი­სი თბი­ლი­სის­თვის, რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი ქა­ლა­ქის­თვის, სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დე­ბით ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თუ­ლია. ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თბი­ლის­ში პიკს გან­სა­კუთ­რე­ბით აგ­ვის­ტო­ში აღ­წევს, ამი­ტომ მე­რი­ამ კი არ და­აგ­ვი­ა­ნა, არა­მედ ყვე­ლა­ზე არას­წო­რი დრო შე­არ­ჩია გზე­ბის შე­სა­კე­თებ­ლად. ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბიც რომ არა, მიდ­გო­მა, მოდი, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი ვა­კე­თოთ და 2-3 თვე­ში ერ­თბა­შად ჩა­ვა­ტა­როთ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბიო, მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, დი­ლე­ტან­ტუ­რია. ნე­ბის­მი­ე­რი სა­მუ­შაო, იქ­ნე­ბა ეს მოვ­ლა-შე­კე­თე­ბა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია თუ ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სულ ცოტა, ერთი წლით ადრე უნდა და­ი­გეგ­მოს და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დრო­სა და ვა­დებ­ში გა­ი­წე­როს სხვა სა­მუ­შა­ო­ებ­თან შე­ჯე­რე­ბით, რო­გორც ნორ­მა­ლურ, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ხდე­ბა.

თბი­ლის­ზე ბევ­რად გა­დატ­ვირ­თუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში, მაგ­რამ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ასე­თი ქა­ო­სი არ არის, რო­გო­რიც ახლა გვაქვს ქა­ლაქ­ში. ეს არის თბი­ლი­სის მე­რი­ის არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის, არას­წო­რი და­გეგ­მა­რე­ბის შე­დე­გი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კალაძე ნარმანიას გაკეთებულს ხელახლა აკეთებს? - მერიამ ნახევარი მილიონი ლარი წყალში გადაყარა

კალაძე ნარმანიას გაკეთებულს ხელახლა აკეთებს? - მერიამ ნახევარი მილიონი ლარი წყალში გადაყარა

თბილისში ხუმრობენ, სააკაძის მოედანზე ყოველ წელს მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ძეგლი პროტესტს აცხადებს და ითხოვს, პირბადე მაინც გამიკეთეთო. თბილისში რამდენიმე ძირითად სატრანსპორტო კვანძზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს და ნაწილის დასრულებას მერია 20 სექტემბრისთვის, ნაწილისას კი უფრო გვიან გეგმავს. მათ შორის არის შარტავა-კოსტავას ქუჩის მონაკვეთი, რომლის არეალშიც შარშან გადათხრილი და კაპიტალურად შეკეთებული სააკაძის მოედანი მოხვდა და კიდევ ერთხელ გადაითხარა. ექსპერტებიცა და რიგითი მოქალაქეებიც აღნიშნავენ, რომ გზების შეკეთება კარგია, თუმცა მერიას სამუშაოების დაგვიანებით დაწყებისა და არასწორი მენეჯმენტის გამო აკრიტიკებენ, რისი შედეგიც ქალაქში პარალიზებული მოძრაობა და ბიუჯეტიდან "განიავებული" თანხებია.

ჯერ კიდევ შარშან, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, ქალაქის მთავრობამ სააკაძის მოედანს რეკონსტრუქცია ჩაუტარა, რაშიც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა. მერიამ დედაქალაქის საცობების პრობლემის მოსაგვარებლად გერმანული ორგანიზაცია (A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung) დაიქირავა, რაშიც 40.000 ევრო გადაუხადა. რამდენად მოგვარდა მას შემდეგ საცობების პრობლემა, თავად განსაჯეთ, არადა, უცხოელი ექსპერტები გვირჩევდნენ, რომ საბურთალოს რაიონის საცობებისგან განტვირთვისთვის სააკაძის მოედანზე შუქნიშნები უნდა დამონტაჟებულიყო. სწორედ ამ 40.000-ევროიანი კვლევის შემდეგ გადაწყდა სააკაძის მოედნის რეკონსტრუქცია: დამონტაჟდა შუქნიშნები, გაკეთდა ბორდიურები, უსაფრთხოების კუნძულები და ჯამში მერიას 2017 წელს სააკაძის მოედნის რეაბილიტაცია 514.370 ლარი დაუჯდა. ახლა სააკაძის მოედანი ისევ გადათხრილია და თავიდან კეთდება, მისი ხარჯები კი შარტავა-კოსტავას ქუჩის პროექტის 10 მილიონშია გათვალისწინებული. რა გამოდის, მერიამ ის ნახევარი მილიონი ბიუჯეტიდან უბრალოდ გადაყარა?

სხვათა შორის, ოფიციალური მონაცემებით, თბილისში ნარმანიას მერობის პერიოდში გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები 7 295 814,93 კვმ ფართობს ჩაუტარდა. სულ 755 ქუჩა შეკეთდა. კალაძეს ქალაქში ახლა ნამდვილი სამშენებლო ფრონტი აქვს გაშლილი, ერთდროულად მიმდინარეობს სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები თბილისის რამდენიმე უბანში ცენტრალურ სატრანსპორტო გზებზე _ კახეთის გზატკეცილიდან მარშალ გელოვანის გამზირამდე. კალაძე ამბობს, ამ 4 წლის განმავლობაში ქალაქს ჩემი ხელი უნდა დავატყოო. თბილისი სულ 502 მილიონ კვმ-ზეა გადაჭიმული და აქედან სატრანსპორტო ზონას 26 769 425 კვმ უჭირავს. ამ ფართობში შედის რკინიგზაც. ამოცანა გვეკითხება: თუ ნარმანიამ 7 მილიონი კვმ ფართობი უკვე შეაკეთა, კალაძე ან მთელი თბილისის გადათხრას აპირებს, ან ნარმანიას გაკეთებულს ხელახლა აკეთებს, რატომ?

ვასილ ურუშაძე, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიას" ხელმძღვანელი: "აგვისტოს თვეში რომ სასწავლო პროცესი არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ სატრანსპორტო ნაკადები უფრო მცირეა, ვიდრე წლის სხვა პერიოდში. აგვისტო და ივლისი თბილისისთვის, როგორც ტურისტული ქალაქისთვის, სატრანსპორტო ნაკადებით ყველაზე დატვირთულია. ტურისტების რაოდენობა თბილისში პიკს განსაკუთრებით აგვისტოში აღწევს, ამიტომ მერიამ კი არ დააგვიანა, არამედ ყველაზე არასწორი დრო შეარჩია გზების შესაკეთებლად. ტურისტული ნაკადებიც რომ არა, მიდგომა, მოდი, მთელი წლის განმავლობაში არაფერი ვაკეთოთ და 2-3 თვეში ერთბაშად ჩავატაროთ სარეაბილიტაციო სამუშაოებიო, მსუბუქად რომ ვთქვათ, დილეტანტურია. ნებისმიერი სამუშაო, იქნება ეს მოვლა-შეკეთება, რეაბილიტაცია თუ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სულ ცოტა, ერთი წლით ადრე უნდა დაიგეგმოს და მთელი წლის განმავლობაში დროსა და ვადებში გაიწეროს სხვა სამუშაოებთან შეჯერებით, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება.

თბილისზე ბევრად გადატვირთული ქალაქები არსებობს მსოფლიოში, მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ასეთი ქაოსი არ არის, როგორიც ახლა გვაქვს ქალაქში. ეს არის თბილისის მერიის არასწორი პოლიტიკის, არასწორი დაგეგმარების შედეგი. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები