Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები დაიწყო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური  საზღვაო სამუშაოები დაიწყო

ანაკ­ლი­ა­ში ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო, რო­მე­ლიც მას­შტა­ბი­თა და სა­ინ­ჟინ­რო გა­და­წყვე­ტით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტოა.

სა­ზღვაო სა­უ­შა­ო­ებს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი და­მაღ­რმა­ვე­ბე­ლი გემი „ათე­ნა“ ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მე­ლიც უკვე ანაკ­ლი­ის სა­ნა­პი­რო­ზეა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. „ათე­ნას“ გა­მო­ყე­ნე­ბით, ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­დე­ბა ფსკე­რის დაღ­რმა­ვე­ბა; ზღვი­დან 5 მლნ კუ­ბურ მეტ­რამ­დე ქვი­შის ამო­ღე­ბა (რეკ­ლა­მა­ცია) და ნა­პირ­ზე გან­თავ­სე­ბა. სა­ზღვაო მშე­ნებ­ლო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ლი­დე­რი სა­ზღვაო-ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი კომ­პა­ნია Van Oord-ი ჩა­ა­ტა­რებს.

სა­ზღვაო სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ანაკ­ლი­ის პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა და მას სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი ქო­ბუ­ლია, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლია, ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, კომ­პა­ნია „ვან ოორ­დის“ პრო­ექ­ტის დი­რექ­ტო­რი იაპ ბრუ­ინსმა, ანაკ­ლი­ის მკვიდ­რნი და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. პრო­ექ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა „ვან ოორ­დის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­სა და სა­პა­ტიო სტუმ­რებ­თან ერ­თად დაღ­რმა­ვე­ბი­სა და რეკ­ლა­მა­ცი­ის პირ­ვე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ზე­ი­მოდ გა­უშ­ვეს.

„მე მინ­და ვთქვა, რომ ანაკ­ლია ეს არის ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სე­ი­რო­ზუ­ლი პრო­ექ­ტი, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ამ, -„ ეს პრო­ექ­ტი პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­ი­კის ზრდის ორ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვას. პირ­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ლო­გის­ტი­კურ დე­რეფ­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ხდე­ბა არა­საკ­მა­რი­სად და ვი­თარ­დე­ბა არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ტემ­პე­ბით. ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი შე­ი­ტანს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­ნა­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდა­ში... მე­ო­რე - ჩვენ გვინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ, რო­გორც სა­ზღვაო ქვე­ყა­ნა... ეს ორი გა­მოწ­ვე­ვა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ჩვენ გვჯე­რა, რომ ანაკ­ლია და ეს დიდი პრო­ექ­ტი დიდ წვლილს შე­ი­ტანს ამ ორი გა­მოწ­ვე­ვის გა­და­წყვე­ტა­ში.

„და­ი­წყო უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ანაკ­ლი­ის პორ­ტში, რო­მე­ლიც, I ფა­ზა­ში, 1 მი­ლი­ო­ნი კონ­ტე­ი­ნე­რის სიმ­ძლავ­რის იქ­ნე­ბა. პირ­ველ ფა­ზა­ში, ანაკ­ლი­ის ოპრტი 1500 ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მებს პირ­და­პირ და რა­მო­დე­ნი­მე ათას ადა­მი­ანს - ირი­ბად. უახ­ლო­ეს ორ წე­ლი­წად­ში, ჩა­ი­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 600 მლნ აშშ დო­ლა­რი და და­ფი­ნას­ნე­ბის სა­კი­თხი მიყ­ვა­ნი­ლია ბო­ლომ­დე. ეს იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დი იმ მარ­შუ­ტი­სა, რო­მელ­საც ჰქვია ერთი სარ­ტყე­ლი - ერთი გზა - აბ­რე­შუ­მის გზა - რო­მე­ლიც გზას გა­უხ­სნის ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ტვირ­თებს ევ­რო­პის­კენ და პი­რი­ქით. ეს არის ურ­პე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის პრო­ექ­ტი რე­გი­ონ­ში, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ინ­ვეს­ტო­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თვე­ლო და უცხო­ე­ლი ეკო­ნო­მის­ტე­ბის დათ­ვლით, ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის მთლი­ა­ნად გან­ვი­თა­რე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში 60 მი­ლი­არ­დის კონ­ტრი­ბუ­ცია უნდა შექ­მნას“, - გა­ნა­ცხა­და „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის, ანაკ­ლი­ის პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­დია-ტუ­რიც ჩა­ტარ­და. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის სამ­შე­ნებ­ლო ტე­რი­ტო­რია, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა და რეკ­ლა­მა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი დე­ტა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

და­მაღ­რმა­ვე­ბელ გემ “ათე­ნას­თან“ ერ­თად, ანაკ­ლი­ის პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია რეკ­ლა­მა­ცი­ის მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი მძი­მე ტექ­ნი­კა და სად­რე­ნა­ჟო სის­ტე­მა. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია 2.5 კმ სიგ­რძის, წყალ­ზე მო­ტივ­ტი­ვე მი­ლე­ბი; ასე­ვე, ვერ­ტი­კა­ლუ­რი დრე­ნა­ჟე­ბი, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი სიგ­რძე 3,500 კმ-ს უტოლ­დე­ბა. აშე­ნე­ბუ­ლია 10 კმ-ის სიგ­რძის დამ­ბა ზღვი­დან ამოღ­ბუ­ლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქვი­შის და­სა­კა­ვებ­ლად და 2,5 კმ-ის სიგ­რძის სა­მე­ლი­ო­რა­ციო არხი. 110 ჰა ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რია სრუ­ლად გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლია და მომ­ზა­დე­ბუ­ლია 5 მლნ კუ­ბუ­რი მეტ­რის ქვი­შის გან­სა­თავ­სებ­ლად. და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია წყლის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სის­ტე­მა. 110 ჰა ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­სნი­ლი და და­სა­წყო­ბე­ბუ­ლია მი­წის ნა­ყო­ფი­ე­რი (ჰუ­მუ­სო­ვა­ნი) ფენა.

ანაკ­ლი­ა­ში უკვე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა „ვან ოორ­დის“ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გუნ­დმა, რომ­ლის წევ­რე­ბიც დაღ­რმა­ვე­ბი­სა და დიდ მას­შტაბ­ზე გათ­ვლი­ლი სა­ზღვაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სპე­ცი­ა­ლიზ­დე­ბი­ან.

ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში ად­რე­უ­ლი სახ­მე­ლე­თო სა­მუ­შა­ო­ე­ბით და­ი­წყო. პორ­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა პირ­ვე­ლი გე­მე­ბის მი­ღე­ბა 2020 წლის ბო­ლოს­კენ იგეგ­მე­ბა.

ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ

მთლი­ა­ნო­ბა­ში, ანაკ­ლი­ის პორ­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მოხ­დე­ბა:

· ფსკე­რის დაღ­რმა­ვე­ბა და ზღვი­დან 15 მლნ კუ­ბურ მეტ­რამ­დე ქვი­შის ამო­ღე­ბა და ნა­პირ­ზე გან­თავ­სე­ბა.

· სა­ზღვაო აკ­ვა­ტო­რი­ის 16 მეტ­რამ­დე დაღ­რმა­ვე­ბა.

· 1.6 კმ-იანი ტალღმტე­ხის აშე­ნე­ბა, რომ­ლის გა­მაგ­რე­ბაც ზღვა­ში 1.3 მი­ლი­ო­ნი ტონა ქვის გა­მო­ყე­ნე­ბით მოხ­დე­ბა.

· 625-მეტ­რის სიგ­რძის, 3-გემ­მი­სად­გო­მი­ა­ნი, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ტერ­მი­ნა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში 110 ჰექ­ტარ­ზე იგეგ­მე­ბა ბე­ტო­ნის სა­ფა­რის მო­წყო­ბა; დამ­ხმა­რე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.

ანაკ­ლი­ის პორ­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის­თვის ამუშ­ვე­ბის­თვის, აშენ­დე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, მი­ი­ღოს 10,000-კონ­ტე­ი­ნე­რი­ა­ნი (TEU) პა­ნა­მაქ­სის და პოსტპა­ნა­მაქ­სის ტი­პის გე­მე­ბი, რო­მელ­თაც დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა პორ­ტე­ბი ვერ ემ­სა­ხუ­რე­ბა. 2021 წლის­თვის ანაკ­ლი­ის პორ­ტის 1 მი­ლი­ო­ნამ­დე TEU კონ­ტე­ი­ნე­რის და 1.5 მი­ლი­ო­ნი ტონა მშრა­ლი ნა­ყა­რი ტვირ­თის გა­ტა­რე­ბას შეძ­ლებს.

ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა სულ 9 ფა­ზად არის და­გეგ­მი­ლი. პრო­ექ­ტის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2.5 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს.

Van Oord-ის შე­სა­ხებ ანაკ­ლი­ის პორ­ტის სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ებს ჰო­ლან­დი­უ­რი სა­ზღვაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი კომ­პა­ნია Van Oord-ი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. კომ­პა­ნია მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე სა­ზღვაო და ჰიდ­რო-სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მა­რე­ბა­სა და შეს­რუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ობს. მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებს შო­რი­საა: დუ­ბა­ის „პალ­მე­ბის კუნ­ძუ­ლი“, რო­ტერ­და­მის პორ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბა, სუ­ე­ცის მე­ო­რე არ­ხის აშე­ნე­ბა, უდი­დე­სი მილ­სა­დე­ნე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ზღვაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. კომ­პა­ნია Van Oord-მა ასე­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის წი­ნა­სამ­შე­ნებ­ლო კვლე­ვი­თი სა­მუ­შო­ე­ბი.

ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის შე­სა­ხებ ანაკ­ლი­ის პორ­ტი, I ფა­ზის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და ოპე­რი­რე­ბი­სას:

· იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე პორ­ტი რე­გი­ონ­ში და შავი ზღვის აუზ­ში

· მი­ი­ღებს შავი ზღვის აუზ­ში მცუ­რავ პა­ნა­მაქ­სის და პოსტ-პა­ნა­მაქ­სის ტი­პის, 10 000-TEU (კონ­ტე­ი­ნე­რი­ან) გე­მებს, რო­მელ­თა მი­ღე­ბაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთ პორ­ტს არ შე­უძ­ლია. შავი ზღვის აუზ­ში მცუ­რა­ვი გე­მე­ბის 75% დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პორ­ტებ­ში ვერ შე­მო­დის.

· შეძ­ლებს გა­ა­ტა­როს 1 მი­ლი­ო­ნი კონ­ტე­ი­ნე­რი

· მი­ი­ღებს 1.5 მი­ლი­ონ ტონა მშრალ ნა­ყარ ტვირთს

· სა­ქარ­თვე­ლოს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გახ­დეს რე­გი­ო­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სატ­რან­სპორ­ტო ჰაბი

· ქვეყ­ნის მშპ-ში შე­ი­ტანს 1.2% დან 1.5%-მდე კონ­ტრი­ბუ­ცი­ას

· ოპე­რი­რე­ბის I ფა­ზის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის­თვის შექ­მნის $500 მი­ლი­ო­ნის და­მა­ტე­ბით ეკო­ნო­მი­კურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას. ეს ციფ­რი პირ­ვე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ად­გენს $1 მი­ლი­არდ, ხოლო მთლი­ა­ნო­ბა­ში - $60 მი­ლი­არდს

· პირ­ვე­ლი ფა­ზის ინ­ვეს­ტი­ცია შე­ად­გენს $600 მი­ლი­ონს, ხოლო პრო­ექ­ტის მთლი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია შე­ად­გენს $2.5 მი­ლი­არდს

· პირ­ვე­ლი ფა­ზის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ა­საქ­მებს 1500 ადა­მი­ანს

· გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს $2 მი­ლი­ო­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რას

· ანაკ­ლი­ის­თვის აა­შე­ნებს სა­ბავ­შვო ბაღს, სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრს, სპორ­ტულ მო­ედ­ნებს

· გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს უწყვეტ ოპე­რი­რე­ბას წლის გან­მავ­ლო­ბა­ში

· ტერ­მი­ნა­ლე­ბი მო­ი­ცავს 80 ჰექ­ტა­რის ფარ­თობს

ექ­ნე­ბა

· უახ­ლე­სი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა

· 1500 მეტ­რის სიგ­რძის წყალმტე­ხი

· 875 მეტ­რის სიგ­რძის გემ­მი­სად­გო­მი

· 16 მეტ­რის სიღ­რმე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური  საზღვაო სამუშაოები დაიწყო

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო, რომელიც მასშტაბითა და საინჟინრო გადაწყვეტით, საქართველოსთვის უპრეცედენტოა.

საზღვაო საუშაოებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ ახორციელებს, რომელიც უკვე ანაკლიის სანაპიროზეა მობილიზებული. „ათენას“ გამოყენებით, ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე მოხდება ფსკერის დაღრმავება; ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება (რეკლამაცია) და ნაპირზე განთავსება. საზღვაო მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს.

საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე ოფიციალური ღონისძიება გაიმართა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ანაკლიის პორტის პროექტის მენეჯმენტი და დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, კომპანია „ვან ოორდის“ პროექტის დირექტორი იაპ ბრუინსმა, ანაკლიის მკვიდრნი და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის დამფუძნებელმა „ვან ოორდის“ წარმომადგენელსა და საპატიო სტუმრებთან ერთად დაღრმავებისა და რეკლამაციის პირველი სამუშაოები საზეიმოდ გაუშვეს.

„მე მინდა ვთქვა, რომ ანაკლია ეს არის ჩვენთვის ძალიან სეიროზული პროექტი, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, -„ ეს პროექტი პასუხობს საქართველოს ეკონოიკის ზრდის ორ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას. პირველი გამოწვევა, ეს არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება და ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკურ დერეფნად ჩამოყალიბება. ჯერჯერობით ეს ხდება არასაკმარისად და ვითარდება არადამაკმაყოფილებელი ტემპებით. ანაკლიის პროექტი შეიტანს ძალიან მნიშვნელოვან შენატანს საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში... მეორე - ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ, როგორც საზღვაო ქვეყანა... ეს ორი გამოწვევა არის ძალიან მნიშვენლოვანი საქართველოსთვის და ჩვენ გვჯერა, რომ ანაკლია და ეს დიდი პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ამ ორი გამოწვევის გადაწყვეტაში.

„დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოები ანაკლიის პორტში, რომელიც, I ფაზაში, 1 მილიონი კონტეინერის სიმძლავრის იქნება. პირველ ფაზაში, ანაკლიის ოპრტი 1500 ადამიანი დაასაქმებს პირდაპირ და რამოდენიმე ათას ადამიანს - ირიბად. უახლოეს ორ წელიწადში, ჩაიდება დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარი და დაფინასნების საკითხი მიყვანილია ბოლომდე. ეს იქნება საკმაოდ სერიოზული განაცხადი იმ მარშუტისა, რომელსაც ჰქვია ერთი სარტყელი - ერთი გზა - აბრეშუმის გზა - რომელიც გზას გაუხსნის ცენტრალური აზიის ტვირთებს ევროპისკენ და პირიქით. ეს არის ურპეცედენტო მასშტაბის პროექტი რეგიონში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები მონაწილეობენ. წლების განმავლობაში, ქართველო და უცხოელი ეკონომისტების დათვლით, ანაკლიის პროექტის მთლიანად განვითარებამ ქვეყანაში 60 მილიარდის კონტრიბუცია უნდა შექმნას“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებისთვის, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მედია-ტურიც ჩატარდა. ჟურნალისტებმა ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორია, მობილიზებული ტექნიკა და რეკლამაციის სამუშაოები დეტალურად დაათვალიერეს.

დამაღრმავებელ გემ “ათენასთან“ ერთად, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მობილიზებულია რეკლამაციის მასშტაბური სამუშაოებისთვის მოდერნიზებული მძიმე ტექნიკა და სადრენაჟო სისტემა. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 2.5 კმ სიგრძის, წყალზე მოტივტივე მილები; ასევე, ვერტიკალური დრენაჟები, რომელთა ჯამური სიგრძე 3,500 კმ-ს უტოლდება. აშენებულია 10 კმ-ის სიგრძის დამბა ზღვიდან ამოღბული დიდი რაოდენობით ქვიშის დასაკავებლად და 2,5 კმ-ის სიგრძის სამელიორაციო არხი. 110 ჰა ფართობის ტერიტორია სრულად გასუფთავებულია და მომზადებულია 5 მლნ კუბური მეტრის ქვიშის განსათავსებლად. დამონტაჟებულია წყლის მარეგულირებელი სისტემა. 110 ჰა ფართობის ტერიტორიაზე მოხსნილი და დასაწყობებულია მიწის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენა.

ანაკლიაში უკვე დაიწყო მუშაობა „ვან ოორდის“ სპეციალისტების გუნდმა, რომლის წევრებიც დაღრმავებისა და დიდ მასშტაბზე გათვლილი საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სპეციალიზდებიან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ

მთლიანობაში, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, მოხდება:

· ფსკერის დაღრმავება და ზღვიდან 15 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება და ნაპირზე განთავსება.

· საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავება.

· 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენება, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება.

· 625-მეტრის სიგრძის, 3-გემმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობა, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე იგეგმება ბეტონის საფარის მოწყობა; დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა.

ანაკლიის პორტის პირველი ფაზისთვის ამუშვებისთვის, აშენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს 10,000-კონტეინერიანი (TEU) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემები, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული სხვა პორტები ვერ ემსახურება. 2021 წლისთვის ანაკლიის პორტის 1 მილიონამდე TEU კონტეინერის და 1.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გატარებას შეძლებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სულ 9 ფაზად არის დაგეგმილი. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Van Oord-ის შესახებ ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოებს ჰოლანდიური საზღვაო ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი განახორციელებს. კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე საზღვაო და ჰიდრო-საინჟინრო მიმართულებით პროექტების დაგეგმარებასა და შესრულებაზე მუშაობს. მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: დუბაის „პალმების კუნძული“, როტერდამის პორტის გაფართოება, სუეცის მეორე არხის აშენება, უდიდესი მილსადენებისა და სხვადასხვა საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა. კომპანია Van Oord-მა ასევე განახორციელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასამშენებლო კვლევითი სამუშოები.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ ანაკლიის პორტი, I ფაზის მშენებლობისა და ოპერირებისას:

· იქნება ყველაზე თანამედროვე პორტი რეგიონში და შავი ზღვის აუზში

· მიიღებს შავი ზღვის აუზში მცურავ პანამაქსის და პოსტ-პანამაქსის ტიპის, 10 000-TEU (კონტეინერიან) გემებს, რომელთა მიღებაც დღეს საქართველოს არც ერთ პორტს არ შეუძლია. შავი ზღვის აუზში მცურავი გემების 75% დღეს საქართველოს პორტებში ვერ შემოდის.

· შეძლებს გაატაროს 1 მილიონი კონტეინერი

· მიიღებს 1.5 მილიონ ტონა მშრალ ნაყარ ტვირთს

· საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი

· ქვეყნის მშპ-ში შეიტანს 1.2% დან 1.5%-მდე კონტრიბუციას

· ოპერირების I ფაზის განმავლობაში ქვეყნისთვის შექმნის $500 მილიონის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას. ეს ციფრი პირველი 10 წლის განმავლობაში შეადგენს $1 მილიარდ, ხოლო მთლიანობაში - $60 მილიარდს

· პირველი ფაზის ინვესტიცია შეადგენს $600 მილიონს, ხოლო პროექტის მთლიანი ინვესტიცია შეადგენს $2.5 მილიარდს

· პირველი ფაზის განმავლობაში, დაასაქმებს 1500 ადამიანს

· განახორციელებს $2 მილიონი ღირებულების სოციალური პროექტების მხარდაჭერას

· ანაკლიისთვის ააშენებს საბავშვო ბაღს, სამედიცინო ცენტრს, სპორტულ მოედნებს

· განახორციელებს უწყვეტ ოპერირებას წლის განმავლობაში

· ტერმინალები მოიცავს 80 ჰექტარის ფართობს

ექნება

· უახლესი და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა

· 1500 მეტრის სიგრძის წყალმტეხი

· 875 მეტრის სიგრძის გემმისადგომი

· 16 მეტრის სიღრმე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ