მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე: "პრეზიდენტი გახდება თუ არა არ ვიცი, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება"
მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე: "პრეზიდენტი გახდება თუ არა არ ვიცი, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება"

ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სი ია­კო­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბა-ექ­სპორ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვას ერის­თვის სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დებს. აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს მე­უ­ფე ია­კო­ბი ქა­და­გე­ბი­სას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვე­ღარ ცნობს.

“ჩვენ არ გვინ­და ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბის მომ­რავ­ლე­ბა. ეს სირ­ცხვი­ლია ჩვე­ნი ერის­თვის. 2012 წელს, მე ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ მო­მი­წევ­და ასე სა­უ­ბა­რი. ვე­ღარ ვცნობ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მო­ვიდ­ნენ. 2016-დან ვერ ვცნობ ვინ არი­ან, პარ­ლა­მენ­ტში ვინ არი­ან. კე­თი­ლი ინე­ბონ და გა­მო­ფხიზ­ლდნენ. სხვე­ბიც ყო­ფი­ლან, უფრო ძლი­ე­რად ყო­ფი­ლან, შე­ვარ­დნა­ძე იყო და უფრო ძლი­ე­რად იყო, სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო და უფრო ძლი­ე­რად იყო, მაგ­რამ ერმა რომ გა­და­წყვი­ტა... ქარ­თვე­ლი ერი სხვა­ნა­ი­რია, შე­ით­ქმე­ბა ხოლ­მე და ბახ­ტრი­ონ­შიც იმარ­ჯვებს, როცა მა­ნამ­დე თით­ქმის და­მო­ნე­ბუ­ლი ვყავ­დით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყველ­გან იმარ­ჯვებს.

სირ­ცხვი­ლი არ არის და­სავ­ლეთ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ამე­რი­კა­ზე, თუნ­დაც ესე­ნი რუ­სე­თის­კენ იყუ­რე­ბოდ­ნენ - ვის რად უნდა ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბი? რო­მე­ლი­მეს გინ­დათ?“, - მი­მარ­თა მე­უ­ფე ია­კობ­მა მრევლს.

მისი თქმით, ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი დევს ამა­ში, რად­გან "სა­ხელ­მწი­ფო­ზე რომ ფიქ­რობ­დნენ სხვა რა­მეს მო­ი­ფიქ­რებ­დნენ".

"რუს­თა­ვი 2"-თან სა­უბ­რი­სას, თუ რას ფიქ­რობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან" მხარ­და­ჭე­რი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ ის ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას კა­ნა­ფის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­უ­ფე ია­კობ­მა უპა­სუ­ხა:

"შე­იძ­ლე­ბა, თუ ვერ გა­ი­მარ­ჯვა იმას ფიქ­რობს, რომ ერთ ლი­ცენ­ზი­ას მერე თვი­თო­ნაც აი­ღებს. ფეხ­ბურთს რომ ვთა­მა­შობ­დით ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, რომ ამ­ბობ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი - ამას ვი­ზამ, იმას ვი­ზა­მო, ვე­ტყო­დით ხოლ­მე: კრა­მი­ტებს რა­ხა­რუ­ხი არ აუ­ტე­ხოო, ჰოდა, რა უნდა ქნას ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ, სად აქვს იმ­დე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი მის სი­ტყვას უს­მი­ნონ? შეხ­ვედ­რებ­ზე სა­დაც და­დის, ხე­დავთ რომ ძი­რი­თა­დად მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ყავთ... მე პიარ-ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც კარ­გად მეს­მის და თუ ამ­ბობს, რომ კა­ნა­ფის კამ­პა­ნი­ას ჩა­უდ­გე­ბა, კა­ნა­ფის დე­დო­ფა­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა თუ არა არ ვიცი, მაგ­რამ კა­ნა­ფის დე­დო­ფა­ლი ნამ­დვი­ლად გახ­დე­ბა" - გან­მარ­ტა მე­უ­ფე ია­კობ­მა სა­უბ­რი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე: "პრეზიდენტი გახდება თუ არა არ ვიცი, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება"

მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე: "პრეზიდენტი გახდება თუ არა არ ვიცი, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება"

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საქართველოში მარიხუანას წარმოება-ექსპორტის ინიციატივას ერისთვის სამარცხვინოს უწოდებს. აღნიშნულ საკითხს მეუფე იაკობი ქადაგებისას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეღარ ცნობს.

“ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება. ეს სირცხვილია ჩვენი ერისთვის. 2012 წელს, მე ვერ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა ასე საუბარი. ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ. 2016-დან ვერ ვცნობ ვინ არიან, პარლამენტში ვინ არიან. კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ. სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად ყოფილან, შევარდნაძე იყო და უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი იყო და უფრო ძლიერად იყო, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა... ქართველი ერი სხვანაირია, შეითქმება ხოლმე და ბახტრიონშიც იმარჯვებს, როცა მანამდე თითქმის დამონებული ვყავდით, აბსოლუტურად ყველგან იმარჯვებს.

სირცხვილი არ არის დასავლეთზე ვლაპარაკობთ, ამერიკაზე, თუნდაც ესენი რუსეთისკენ იყურებოდნენ - ვის რად უნდა ნარკობარონები? რომელიმეს გინდათ?“, - მიმართა მეუფე იაკობმა მრევლს.

მისი თქმით, ცალკეული პიროვნებების ფინანსური ინტერესები დევს ამაში, რადგან "სახელმწიფოზე რომ ფიქრობდნენ სხვა რამეს მოიფიქრებდნენ".

"რუსთავი 2"-თან საუბრისას, თუ რას ფიქრობს "ქართული ოცნებისგან" მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ ის ჩაუდგება სათავეში საინფორმაციო კამპანიას კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით, მეუფე იაკობმა უპასუხა:

"შეიძლება, თუ ვერ გაიმარჯვა იმას ფიქრობს, რომ ერთ ლიცენზიას მერე თვითონაც აიღებს. ფეხბურთს რომ ვთამაშობდით ახალგაზრდობაში, რომ ამბობდნენ ადამიანები - ამას ვიზამ, იმას ვიზამო, ვეტყოდით ხოლმე: კრამიტებს რახარუხი არ აუტეხოო, ჰოდა, რა უნდა ქნას ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი მის სიტყვას უსმინონ? შეხვედრებზე სადაც დადის, ხედავთ რომ ძირითადად მასწავლებლები დაყავთ... მე პიარ-ტექნოლოგიებიც კარგად მესმის და თუ ამბობს, რომ კანაფის კამპანიას ჩაუდგება, კანაფის დედოფალი შეიძლება გახდეს. პრეზიდენტი გახდება თუ არა არ ვიცი, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება" - განმარტა მეუფე იაკობმა საუბრისას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები