Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიპოლარული ტური - ოქროს სტანდარტი პროსტატის ადენომის მკურნალობაში
ბიპოლარული ტური - ოქროს სტანდარტი პროსტატის ადენომის მკურნალობაში

MMT- ჰოს­პი­ტა­ლი - გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის ურო­ლო­გი­უ­რი ჰაბი თა­ნა­მედ­რო­ვე, უმაღ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თქვენს სამ­სა­ხურ­ში.

ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური სა­დღე­ი­სოდ მთელ მსოფ­ლი­ო­ში პროს­ტა­ტის ადე­ნო­მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ოქ­როს სტან­დარ­ტა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. ტური არა­ხა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც. კარ­გა ხა­ნია გვეს­მის - ტური გა­კეთ­და, ტური გა­უ­კე­თეს, თუმ­ცა ბევ­რმა არ იცის, რე­ა­ლუ­რად რას ნიშ­ნავს ეს ტური, რით გან­სხვავ­დე­ბა მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტური ბი­პო­ლა­რუ­ლის­გან და, სა­ერ­თოდ, რო­გორ ტარ­დე­ბა ეს ოპე­რა­ცია.

ტური, სა­ზო­გა­დოდ, ნიშ­ნავს ტრან­სუ­რეთ­რულ რე­ზექ­ცი­ას, რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი ენ­დო­ვი­დეო აპა­რა­ტუ­რის დახ­მა­რე­ბით სა­შარ­დე მი­ლის (ურეთ­რის) გავ­ლით იკ­ვე­თე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პა­თო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლე­ბი.

ამ ტი­პის ოპე­რა­ცია ანუ ტური შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს სა­კუთ­რივ სა­შარ­დე მილ­ზე, პროს­ტა­ტა­ზე და შარ­დის ბუშტზე.

ტური ხორ­ცი­ელ­დე­ბა ტრან­სუ­ერთრუ­ლი რე­ზექ­ტოს­კო­პით (“რე­ზექ­ცია” მოკ­ვე­თას ნიშ­ნავს, “სკო­პეო”-ვხე­დავ), რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი, წვრი­ლი დი­ა­მეტ­რის მქო­ნე, სა­შარ­დე მილ­ში უპ­რობ­ლე­მოდ გა­მა­ვა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტია. მას ბო­ლო­ზე ოპ­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი აქვს, რომ­ლი­თაც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა შე­სა­ბა­მის ვი­დე­ო­კა­მე­რას, ამ უკა­ნას­კნე­ლით კი მო­ნი­ტორს გა­და­ე­ცე­მა. მო­წყო­ბი­ლო­ბა ქსო­ვილ­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­დი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და სა­უ­კე­თე­სო ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას ქმნის ურ­თუ­ლე­სი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი­სას. ინ­სტრუ­მენ­ტის ბო­ლო­ში და­მაგ­რე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მარ­ყუ­ჟი, ე.წ. ელექტრო­და­ნა, რომ­ლი­თაც ხდე­ბა ქსო­ვი­ლე­ბის ჩა­მოთ­ლა.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ MMT- ჰოს­პი­ტალ­ში - გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის ურო­ლო­გი­ურ ჰაბ­ში - პროს­ტა­ტის ადე­ნო­მე­ბის (მათ შო­რის დიდი ზო­მის წარ­მო­ნაქ­მნე­ბის) მკურ­ნა­ლო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა “ოლიმ­პა­სის” სის­ტე­მის (მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რი, ია­პო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბის) აპა­რა­ტუ­რით, რო­მე­ლიც ზედ­მი­წევ­ნით დახ­ვე­წი­ლია და უმაღ­ლე­სი დო­ნის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ამ კლი­ნი­კა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა და დიდი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იყე­ნე­ბენ ბი­პო­ლა­რულ ტურს და არა ტრა­დი­ცი­ულ მო­ნო­პო­ლა­რულს!

გან­ვი­ხი­ლოთ, რით გან­სხვავ­დე­ბა ეს ორი ტური.

მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტური და მისი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი

მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის დროს (რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად ბევრ კლი­ნი­კა­ში ტარ­დე­ბა) გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სტან­დარ­ტუ­ლი მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი დანა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენს ერთ პო­ლუსს, ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი კი (ჩვე­უ­ლებ­რივ და­მი­წე­ბუ­ლი) - მე­ო­რე პო­ლუსს. ფაქ­ტობ­რი­ვად ელექტრუ­ლი გან­მუხ­ტვა წარ­მო­ებს ელექტრო­და­ნა­სა და ადა­მი­ა­ნის სხე­ულს (ანუ ორ პო­ლუსს) შო­რის, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ქსო­ვი­ლე­ბი იკ­ვე­თე­ბა. ელექტრუ­ლი იმ­პულ­სე­ბის გა­ტა­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ნა­სა და ორ­გა­ნიზმს შო­რის ელექტრო­გამ­ტა­რი გა­რე­მოს შექ­მნა, რის­თვი­საც ინ­სტრუ­მენ­ტით შე­იყ­ვა­ნე­ბა და ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას მუდ­მი­ვად ცირ­კუ­ლი­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­თხე - სორ­ბი­სო­ლის იზო­ტო­ნუ­რი ხსნა­რი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ავ­სებს სა­შარ­დე მილს, პროს­ტა­ტი­სა და შარ­დის ბუშ­ტის არეს. მას ორი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს: არე­ე­ბის ავ­სე­ბის კვა­ლად, აფარ­თო­ებს მხედ­ვე­ლო­ბის არე­ალს, ქი­რურგს ეხ­მა­რე­ბა სა­მიზ­ნე ობი­ექ­ტის-მო­საკ­ვე­თი ქსო­ვი­ლე­ბის უკეთ და­ნახ­ვა­ში და მე­ო­რე მხრივ - წარ­მო­ად­გენს ელექტრო­ბის გამ­ტარ გა­რე­მოს.

მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის დროს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სი­თხე მარ­თა­ლია ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის “მი­სა­ღე­ბი” კონ­ცენ­ტრა­ცი­ით შე­ი­ცავს სორ­ბი­სოლს (იზო­ტო­ნუ­რი ხსნა­რია), მაგ­რამ დიდი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე აქვს, რად­გან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ორ­გა­ნიზ­მში ჭარ­ბი მო­ცუ­ლო­ბით მოხ­ვედ­რი­ლი, სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს აძ­ლევს და­სა­ბამს; კერ­ძოდ, ტურ­სინ­დრომს, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა ჰი­პერ­ვო­ლე­მი­ით, გუ­ლის ფუნ­ქცი­ო­ბის დარ­ღვე­ვით, შე­შუ­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­თა და სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბით. მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის ყვე­ლა­ზე დიდი მი­ნუ­სი სწო­რედ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სი­თხეა, სწო­რედ სორ­ბი­სო­ლის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის გამო მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის ერთ სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძე­ლე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი! წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას ქსო­ვილ­თა მოკ­ვე­თის კვა­ლად გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი ვე­ნე­ბით მო­ცირ­კუ­ლი­რე სის­ხლში მა­ღა­ლი წნე­ვით გა­და­სუ­ლი ჭარ­ბი სი­თხე შე­სა­ბა­მის გარ­თუ­ლე­ბებს აძ­ლევს და­სა­ბამს. ამ­გვა­რად, ოპე­რა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რით დრო­ში შე­ზღუ­დუ­ლია! სწო­რედ ამის გა­მოა თა­ნა­მედ­რო­ვე გზამ­კვლე­ვე­ბით (“გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით”) რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ 80 გრამ­ზე ნაკ­ლე­ბი წო­ნის პროს­ტა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, უფრო დიდი ზო­მის ადე­ნო­მე­ბის ოპე­რი­რე­ბას ანუ უფრო დიდი წო­ნის პროს­ტა­ტებ­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას მეტი დრო სჭირ­დე­ბა (ერთ სა­ათ­ში ვერ ეს­წრე­ბა პა­თო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლის სრუ­ლად ლიკ­ვი­და­ცია), შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ სი­თხე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დაგ­როვ­დეს ორ­გა­ნიზ­მში და გან­ვი­თარ­დეს ტურ­სინ­დრო­მი.

მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის მე­ო­რე ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბის შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი პო­ტენ­ცი­ა­ლია (ბი­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის ეს უნა­რი ბევ­რად ოპ­ტი­მა­ლუ­რია!).

ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, ძლი­ე­რი სიხლდე­ნის გამო მხედ­ვე­ლო­ბის არე სის­ხლით ივ­სე­ბა, ქი­რურ­გი პრაქ­ტი­კუ­ლად ვე­რა­ფერს ხე­დავს, ეს ახან­გრძლი­ვებს ოპე­რა­ცი­ას, მე­ტია ალ­ბა­თო­ბა არას­წო­რი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის, ჯან­საღ ქსო­ვილ­თა და­ზი­ა­ნე­ბის, რის გა­მოც ხში­რად იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან კი­დეც შე­წყვი­ტონ ოპე­რა­ცია.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, MMT- ჰოს­პი­ტალ­ში – გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის ურო­ლო­გი­ურ ჰაბ­ში -სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ სიძ­ნე­ლე­ებს არ აწყდე­ბი­ან! აქ ოპე­რა­ცი­ე­ბი წარ­მო­ებს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე სრულ­ყო­ფი­ლი და დახ­ვე­წი­ლი აპა­რა­ტუ­რით მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად! ამ კლი­ნი­კა­ში გა­მორ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დია!

MMT- ჰოს­პი­ტალ­ში – გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის ურო­ლო­გი­ურ ჰაბ­ში - პროს­ტა­ტის ადე­ნო­მას ბი­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რით, პლაზ­მუ­რი ვა­პო­რი­ზა­ცი­ი­თა და ენუკ­ლე­ა­ცი­ით მკურ­ნა­ლო­ბენ!

ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური და მისი უპი­რა­ტე­სო­ბა­ნი

ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური პრინ­ცი­პუ­ლად ახა­ლი, უფრო სრულ­ყო­ფი­ლი და მე­ტად დახ­ვე­წი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­აა. ის ვა­პო­რი­ზა­ცი­ა­სა და ენუკ­ლე­ა­ცი­ას­თან ერ­თად მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მის გა­და­ლახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

რას გუ­ლის­ხმობს ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური: ოპე­რა­ცია ტექ­ნი­კუ­რად ისე­ვე სრულ­დე­ბა, რო­გორც მო­ნო­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის დროს, მიდ­გო­მა ამ შემ­თხვე­ვა­შიც სა­შარ­დე მი­ლი­დან ანუ ტრან­სუ­რეთ­რუ­ლად ხდე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ენ­დო­ვი­დეო აპა­რა­ტუ­რა, სა­ჭი­როა სი­თხე მხედ­ვე­ლო­ბის არის გა­სა­ფარ­თო­ვებ­ლად, თუმ­ცა, რა­დი­კა­ლუ­რი გან­სხვა­ვე­ბაა ყვე­ლა ას­პექ­ტით - ბი­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის დროს ელექტრუ­ლი გან­მუხ­ტვა ხდე­ბა ელექტრო­და­ნის ორ პო­ლუსს შო­რის (და არა და­ნა­სა და სხე­ულს შო­რის), შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რი­ვად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ეფექ­ტურ კო­ა­გუ­ლა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სის­ხლდე­ნის გა­ჩე­რე­ბის ხა­რის­ხი მა­ღა­ლია, რაც მთა­ვა­რია, სორ­ბი­სო­ლის იზო­ტო­ნუ­რი ხსნა­რის ნაც­ვლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის ად­ვი­ლად “მო­ნე­ლე­ბა­დია”, სის­ხლში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­შიც ზი­ანს არ აყე­ნებს ორ­გა­ნიზმს, თირკმე­ლე­ბის ნორ­მა­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ბის პი­რო­ბებ­ში უპ­რობ­ლე­მოდ გა­მო­ი­დევ­ნე­ბა.

ყვე­ლა ამ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბი­პო­ლა­რულ ტურს აქვს უზარ­მა­ზა­რი პლუ­სი - ექი­მი არ იზღუ­დე­ბა დრო­ში, შე­უძ­ლია ოპე­რა­ცია ერთ სა­ათ­ზე მეტ­ხან­საც აწარ­მო­ოს, თა­მა­მად იმუ­შა­ოს დიდი ზო­მის (წო­ნის) პროს­ტა­ტებ­ზეც. ბი­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის დროს კო­ა­გუ­ლა­ცია-ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია ბევ­რად უკე­თე­სია, ვიდ­რე მო­ნო­პო­ლა­რუ­ლის დროს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქსო­ვილ­თა მოკ­ვე­თის, ჭრის პა­რა­ლე­ლუ­რად სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბაც (კო­ა­გუ­ლა­ცი­აც) მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად ხდე­ბა და ქი­რურგს პრაქ­ტი­კუ­ლად უსის­ხლო გა­რე­მო­ში უხ­დე­ბა მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა.

ამ თვი­სე­ბე­ბის გა­მოა, რომ სა­დღე­ი­სოდ ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური მთელ მსოფ­ლი­ო­ში პროს­ტა­ტის ადე­ნო­მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ოქ­როს სტან­დარ­ტა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. მას დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს კრი­ო­დესტრუქ­ცი­ას­თან, ლა­ზე­რულ, მა­ღალ­სიხ­ში­რულ ულტრაბ­გე­რით, რა­დი­ო­ტალ­ღურ თუ სხვა სა­ხის აბ­ლა­ცი­ებ­თან.

ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არა მხო­ლოდ პროს­ტა­ტის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ჰი­პერ­პლა­ზი­ის, არა­მედ შარ­დის ბუშ­ტის ზე­და­პი­რუ­ლი (სა­ნა­თურ­ში მზარ­დი) წარ­მო­ნაქ­მნე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად, ასე­ვე გი­ნე­კო­ლო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში, ჰის­ტე­რო­რე­ზექ­ტოს­კო­პი­ის სა­ხით საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუ­ში არ­სე­ბუ­ლი კვან­ძე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ი­სათ­ვის.

ასე რომ, ეწ­ვი­ეთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ჰოს­პი­ტალს! მი­ი­ღეთ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დახ­მა­რე­ბა! ჩა­ი­ტა­რეთ მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა! MMT- ჰოს­პი­ტა­ლი – გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის ურო­ლო­გი­უ­რი ჰაბი ხომ წამ­ყვა­ნი და გა­მორ­ჩე­უ­ლი კლი­ნი­კაა!

რას ნიშ­ნავს პლაზ­მუ­რი ვა­პო­რი­ზა­ცია

ვა­პო­რი­ზა­ცია ბი­პო­ლა­რუ­ლი ტუ­რის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბაა. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის დრო­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ელექტრო­და­ნა, ოღონდ სხვაგ­ვა­რი გან­მუხ­ტვის. ვა­პო­რი­ზა­ცი­ის დროს იმ­დე­ნად ძლი­ე­რად ხურ­დე­ბა ელექტრო­დის და­ბო­ლო­ე­ბა, რომ წარ­მო­იქ­მნე­ბა პლაზ­მა (ცე­ცხლის ალი­ვით), რო­მე­ლიც წყლად და ნახ­ში­რორ­ჟან­გად შლის ქსო­ვი­ლებს, ფაქ­ტობ­რი­ვად პა­თო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლი ორ­თქლდე­ბა და შეყ­ვა­ნილ (მო­ცირ­კუ­ლი­რე) ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ხსნარ­ში იხ­სნე­ბა.

ვა­პო­რი­ზა­ცია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ცალ­კე, და­მო­უ­კი­დებ­ლად, ასე­ვე ბი­პო­ლა­რულ ტურ­თან და ენუკ­ლე­ა­ცი­ას­თან კომ­პლექსში. ნა­ხეთ ვი­დეო, რო­გორ ტარ­დე­ბა პლაზ­მუ­რი ვა­პო­რი­ზა­ცია:http://mmt.ge/archives/676

ის გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნით მიმ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცი­ე­ბი­სას:

• რო­დე­საც პა­ცი­ენტს დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვს კო­ა­გუ­ლა­ცია (სის­ხლის შე­დე­დე­ბა); სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო დიდი დო­ზით იღებს ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ურ პრე­პა­რა­ტებს;

• პროს­ტა­ტის კი­ბოს დროს, რო­დე­საც შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­დი­კა­ლუ­რი (ღია წე­სით) ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა და პა­ლი­ა­ტი­უ­რი ოპე­რა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბაა (ჩვე­უ­ლებ­რივ, ადე­ნო­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნი – კიბო, ბევ­რად სის­ხლმდე­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, კო­ა­გუ­ლი­რე­ბის პრო­ცე­სი ამ დროს ძა­ლი­ან რთუ­ლია).

ვა­პო­რი­ზა­ცია შე­უც­ვლე­ლია შარ­დის ბუშ­ტის მულ­ტი­ფო­კა­ლუ­რი სიმ­სივ­ნე­ე­ბის დროს, რო­დე­საც ბუშ­ტში უამ­რა­ვი წვრილ-წვრი­ლი წარ­მო­ნაქ­მნია. ჩვე­უ­ლებ­რივ, მათი ცალ-ცალ­კე რე­ზე­ცი­რე­ბა (მოკ­ვე­თა) ძა­ლი­ან რთუ­ლია, ასეთ დროს უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლია მათი უსის­ხლოდ აორ­თქლე­ბა (ვა­პო­რი­ზა­ცია).

რას გუ­ლის­ხმობს ენუკ­ლე­ა­ცია

ენუკ­ლე­ა­ცი­ის დროს ფაქ­ტი­უ­რად კეთ­დე­ბა ის, რა­საც ღია წე­სით ოპე­რა­ცი­ი­სას აწარ­მო­ე­ბენ. ტუ­რის­თვის გან­კუთ­ვნილ რე­ზექ­ტოს­კოპ­ში ცვლი­ან ელექტროდს, შეჰ­ყავთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­მა­გი თა­ვის მქო­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის ერთი თავი ბი­პო­ლა­რუ­ლი ელექტრო­და­ნის როლს ას­რუ­ლებს, მე­ო­რეს კი მე­ქა­ნი­კუ­რი ფუნ­ქცია აქვს. და­ხე­ლოვ­ნე­ბულ, გა­მოც­დილ ქი­რურგს ელექტრო­დი ზუს­ტად შე­სა­ბა­მის შრე­ში, პროს­ტა­ტის კაფ­სუ­ლა­სა და ადე­ნო­მის ქსო­ვილს შო­რის შეჰ­ყავს და კო­ა­გუ­ლა­ცი­ის თან­მხლებ რე­ჟიმ­ში ქსო­ვილ­თა გან­ცალ­კე­ვე­ბას ანუ ადე­ნო­მის “ამო­კაკ­ვლა-ამო­სახსვრას” ახორ­ცი­ე­ლებს. პრო­ცე­დუ­რას ხში­რად ადა­რე­ბენ მწი­ფე ფორ­თოხ­ლი­სათ­ვის თი­თით ქერ­ქის აშ­რე­ვე­ბის პრო­ცესს (წარ­მო­სახ­ვი­სათ­ვის, ფორ­თოხ­ლის ქერ­ქი ანუ პროს­ტა­ტის კაფ­სუ­ლა რე­ა­ლუ­რად წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის დაპ­რე­სი­ლი ქსო­ვი­ლია, ფორ­თოხ­ლის გული კი ადე­ნო­მა - ჰი­პერ­პლა­ზი­რე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლი).

ბი­პო­ლა­რუ­ლი ენუკ­ლე­ა­ცია

ამო­სახ­სრულ-ამო­ღე­ბუ­ლი ადე­ნო­მა მორ­სე­ლა­ტო­რით იშ­ლე­ბა ნა­წი­ლე­ბად და გა­მო­ი­ტა­ნე­ბა. ენუკ­ლე­ა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია დიდი პროს­ტა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან ბევ­რი ჭრა დიდი ზო­მის ადე­ნო­მე­ბის დროს, ჯან­სა­ღი ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბის, კაფ­სუ­ლი­დან გაც­დე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის, ამი­ტო­მაც მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია დიდი ზო­მის ადე­ნო­მის კაფ­სუ­ლი­დან ამოგ­დე­ბა და შემ­დგომ მისი დაჭ­რა-და­ნა­წევ­რე­ბა. კარ­გი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ეფექ­ტუ­რი კო­ა­გუ­ლა­ცი­ის ფონ­ზე ენუკ­ლე­ა­ცი­ით შე­საძ­ლე­ბე­ლია 120, 140, 190 და 200 გრა­მი­ა­ნი ადე­ნო­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა.

ბი­პო­ლა­რუ­ლი ელექტრო­დი

ამ­გვა­რად, ბი­პო­ლა­რუ­ლი ტური სა­მი­ვე მე­თო­დის (რე­ზექ­ცია, ვა­პო­რი­ზა­ცია, ენუკ­ლე­ა­ცია) კომ­ბი­ნა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ის დახ­მა­რე­ბით ქი­რურგს თა­ვი­სუფ­ლად მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, შე­უძ­ლია პროს­ტა­ტის ზო­მის შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით, ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნილ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ცვა­ლოს ელექტრო­დე­ბი, ერთი მე­თო­დი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­ერ­თოს, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ სა­მი­ვე ტექ­ნო­ლო­გია გა­მო­ი­ყე­ნოს და პა­თო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით, სრულ­ფა­სოვ­ნად, გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ამოკ­ვე­თოს. მთა­ვა­რია პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გა­მოც­დი­ლი და და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი მარ­ჯვე­ნა, თა­ნა­მედ­რო­ვე სრულ­ყო­ფი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, პა­ცი­ენ­ტე­ბი­სად­მი თავ­და­დე­ბა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ერ­თად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი MMT- ჰოს­პი­ტალ­ში!

MMT- ჰოს­პი­ტა­ლი - გუ­რამ ქა­რა­ზა­ნაშ­ვი­ლის ურო­ლო­გი­უ­რი ჰაბი - წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში! ნუ გა­და­დებთ ვი­ზიტს, მი­მარ­თეთ MMT ჰოს­პი­ტალს: ლუბ­ლი­ა­ნას ქ. N#5, მე-9 სარ­თუ­ლი. ტელ: 2 23 40 23; მობ: 571–311–155

http://mmt.ge/

R

თი­ნა­თინ გო­ცა­ძე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ბიპოლარული ტური - ოქროს სტანდარტი პროსტატის ადენომის მკურნალობაში

ბიპოლარული ტური - ოქროს სტანდარტი პროსტატის ადენომის მკურნალობაში

MMT- ჰოსპიტალი - გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი თანამედროვე, უმაღლესი ტექნოლოგიები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თქვენს სამსახურში.

ბიპოლარული ტური სადღეისოდ მთელ მსოფლიოში პროსტატის ადენომის მკურნალობაში ოქროს სტანდარტადაა აღიარებული. ტური არახალია საქართველოსთვისაც. კარგა ხანია გვესმის - ტური გაკეთდა, ტური გაუკეთეს, თუმცა ბევრმა არ იცის, რეალურად რას ნიშნავს ეს ტური, რით განსხვავდება მონოპოლარული ტური ბიპოლარულისგან და, საერთოდ, როგორ ტარდება ეს ოპერაცია.

ტური, საზოგადოდ, ნიშნავს ტრანსურეთრულ რეზექციას, როდესაც სპეციალური ენდოვიდეო აპარატურის დახმარებით საშარდე მილის (ურეთრის) გავლით იკვეთება შესაბამისი პათოლოგიური ქსოვილები.

ამ ტიპის ოპერაცია ანუ ტური შეიძლება ჩატარდეს საკუთრივ საშარდე მილზე, პროსტატაზე და შარდის ბუშტზე.

ტური ხორციელდება ტრანსუერთრული რეზექტოსკოპით (“რეზექცია” მოკვეთას ნიშნავს, “სკოპეო”-ვხედავ), რომელიც სპეციალური, წვრილი დიამეტრის მქონე, საშარდე მილში უპრობლემოდ გამავალი ინსტრუმენტია. მას ბოლოზე ოპტიკური ნაწილი აქვს, რომლითაც გამოსახულება შესაბამის ვიდეოკამერას, ამ უკანასკნელით კი მონიტორს გადაეცემა. მოწყობილობა ქსოვილთა მაქსიმალურად გადიდების საშუალებას იძლევა და საუკეთესო ვიზუალიზაციას ქმნის ურთულესი ქირურგიული ჩარევებისას. ინსტრუმენტის ბოლოში დამაგრებულია სპეციალური მარყუჟი, ე.წ. ელექტროდანა, რომლითაც ხდება ქსოვილების ჩამოთლა.

საყურადღებოა, რომ MMT- ჰოსპიტალში - გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში - პროსტატის ადენომების (მათ შორის დიდი ზომის წარმონაქმნების) მკურნალობა ხორციელდება “ოლიმპასის” სისტემის (მსოფლიოში ლიდერი, იაპონური კომპანიის წარმოების) აპარატურით, რომელიც ზედმიწევნით დახვეწილია და უმაღლესი დონის ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს. ამ კლინიკაში მაღალი კვალიფიკაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები იყენებენ ბიპოლარულ ტურს და არა ტრადიციულ მონოპოლარულს!

განვიხილოთ, რით განსხვავდება ეს ორი ტური.

მონოპოლარული ტური და მისი ნაკლოვანებები

მონოპოლარული ტურის დროს (რომელიც ტრადიციულად ბევრ კლინიკაში ტარდება) გამოიყენება სტანდარტული მონოპოლარული დანა, რომელიც რეალურად წარმოადგენს ერთ პოლუსს, ადამიანის სხეული კი (ჩვეულებრივ დამიწებული) - მეორე პოლუსს. ფაქტობრივად ელექტრული განმუხტვა წარმოებს ელექტროდანასა და ადამიანის სხეულს (ანუ ორ პოლუსს) შორის, რის საფუძველზეც ქსოვილები იკვეთება. ელექტრული იმპულსების გატარებისათვის აუცილებელია დანასა და ორგანიზმს შორის ელექტროგამტარი გარემოს შექმნა, რისთვისაც ინსტრუმენტით შეიყვანება და ოპერაციის მსვლელობისას მუდმივად ცირკულირებს სპეციალური სითხე - სორბისოლის იზოტონური ხსნარი. ეს უკანასკნელი ავსებს საშარდე მილს, პროსტატისა და შარდის ბუშტის არეს. მას ორი დანიშნულება აქვს: არეების ავსების კვალად, აფართოებს მხედველობის არეალს, ქირურგს ეხმარება სამიზნე ობიექტის-მოსაკვეთი ქსოვილების უკეთ დანახვაში და მეორე მხრივ - წარმოადგენს ელექტრობის გამტარ გარემოს.

მონოპოლარული ტურის დროს გამოყენებული სითხე მართალია ორგანიზმისათვის “მისაღები” კონცენტრაციით შეიცავს სორბისოლს (იზოტონური ხსნარია), მაგრამ დიდი უარყოფითი მხარე აქვს, რადგან გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმში ჭარბი მოცულობით მოხვედრილი, სერიოზულ პრობლემებს აძლევს დასაბამს; კერძოდ, ტურსინდრომს, რომელიც ხასიათდება ჰიპერვოლემიით, გულის ფუნქციობის დარღვევით, შეშუპების განვითარებითა და სხვა გართულებებით. მონოპოლარული ტურის ყველაზე დიდი მინუსი სწორედ დასახელებული სითხეა, სწორედ სორბისოლის უარყოფითი გავლენის გამო მონოპოლარული ტურის ერთ საათზე მეტხანს გაგრძელება არ არის რეკომენდებული! წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაციის მსვლელობისას ქსოვილთა მოკვეთის კვალად გაშიშვლებული ვენებით მოცირკულირე სისხლში მაღალი წნევით გადასული ჭარბი სითხე შესაბამის გართულებებს აძლევს დასაბამს. ამგვარად, ოპერაციის წარმოება მონოპოლარული ტურით დროში შეზღუდულია! სწორედ ამის გამოა თანამედროვე გზამკვლევებით (“გაიდლაინებით”) რეკომენდებული მონოპოლარული ტურის გამოყენება მხოლოდ 80 გრამზე ნაკლები წონის პროსტატების შემთხვევაში. ბუნებრივია, უფრო დიდი ზომის ადენომების ოპერირებას ანუ უფრო დიდი წონის პროსტატებზე მანიპულირებას მეტი დრო სჭირდება (ერთ საათში ვერ ესწრება პათოლოგიური ქსოვილის სრულად ლიკვიდაცია), შესაბამისად, მეტია ალბათობა იმისა, რომ სითხე დიდი რაოდენობით დაგროვდეს ორგანიზმში და განვითარდეს ტურსინდრომი.

მონოპოლარული ტურის მეორე ნაკლოვანება სისხლდენის შეჩერების შედარებით ნაკლები პოტენციალია (ბიპოლარული ტურის ეს უნარი ბევრად ოპტიმალურია!).

ადვილი წარმოსადგენია, ძლიერი სიხლდენის გამო მხედველობის არე სისხლით ივსება, ქირურგი პრაქტიკულად ვერაფერს ხედავს, ეს ახანგრძლივებს ოპერაციას, მეტია ალბათობა არასწორი მანიპულირების, ჯანსაღ ქსოვილთა დაზიანების, რის გამოც ხშირად იძულებულნი არიან კიდეც შეწყვიტონ ოპერაცია.

გაითვალისწინეთ, MMT- ჰოსპიტალში – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში -სპეციალისტები ამ სიძნელეებს არ აწყდებიან! აქ ოპერაციები წარმოებს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, თანამედროვე სრულყოფილი და დახვეწილი აპარატურით მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად! ამ კლინიკაში გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდია!

MMT- ჰოსპიტალში – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში - პროსტატის ადენომას ბიპოლარული ტურით, პლაზმური ვაპორიზაციითა და ენუკლეაციით მკურნალობენ!

ბიპოლარული ტური და მისი უპირატესობანი

ბიპოლარული ტური პრინციპულად ახალი, უფრო სრულყოფილი და მეტად დახვეწილი ტექნოლოგიაა. ის ვაპორიზაციასა და ენუკლეაციასთან ერთად მონოპოლარული ტურისათვის დამახასიათებელი ყველა პრობლემის გადალახვის საშუალებას იძლევა.

რას გულისხმობს ბიპოლარული ტური: ოპერაცია ტექნიკურად ისევე სრულდება, როგორც მონოპოლარული ტურის დროს, მიდგომა ამ შემთხვევაშიც საშარდე მილიდან ანუ ტრანსურეთრულად ხდება, გამოიყენება ენდოვიდეო აპარატურა, საჭიროა სითხე მხედველობის არის გასაფართოვებლად, თუმცა, რადიკალური განსხვავებაა ყველა ასპექტით - ბიპოლარული ტურის დროს ელექტრული განმუხტვა ხდება ელექტროდანის ორ პოლუსს შორის (და არა დანასა და სხეულს შორის), შესაბამისად, ადგილობრივად განვითარებული ძალიან მაღალი ტემპერატურა ეფექტურ კოაგულაციას უზრუნველყოფს, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლდენის გაჩერების ხარისხი მაღალია, რაც მთავარია, სორბისოლის იზოტონური ხსნარის ნაცვლად გამოიყენება ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც ორგანიზმისათვის ადვილად “მონელებადია”, სისხლში დიდი რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაშიც ზიანს არ აყენებს ორგანიზმს, თირკმელების ნორმალურად ფუნქციობის პირობებში უპრობლემოდ გამოიდევნება.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბიპოლარულ ტურს აქვს უზარმაზარი პლუსი - ექიმი არ იზღუდება დროში, შეუძლია ოპერაცია ერთ საათზე მეტხანსაც აწარმოოს, თამამად იმუშაოს დიდი ზომის (წონის) პროსტატებზეც. ბიპოლარული ტურის დროს კოაგულაცია-ვიზუალიზაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე მონოპოლარულის დროს, აქედან გამომდინარე, ქსოვილთა მოკვეთის, ჭრის პარალელურად სისხლდენის შეჩერებაც (კოაგულაციაც) მაქსიმალურად ეფექტურად ხდება და ქირურგს პრაქტიკულად უსისხლო გარემოში უხდება მანიპულირება.

ამ თვისებების გამოა, რომ სადღეისოდ ბიპოლარული ტური მთელ მსოფლიოში პროსტატის ადენომის მკურნალობაში ოქროს სტანდარტადაა აღიარებული. მას დიდი უპირატესობა აქვს კრიოდესტრუქციასთან, ლაზერულ, მაღალსიხშირულ ულტრაბგერით, რადიოტალღურ თუ სხვა სახის აბლაციებთან.

ბიპოლარული ტური წარმატებით გამოიყენება არა მხოლოდ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, არამედ შარდის ბუშტის ზედაპირული (სანათურში მზარდი) წარმონაქმნების მოსაშორებლად, ასევე გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, ჰისტერორეზექტოსკოპიის სახით საშვილოსნოს ღრუში არსებული კვანძების ლიკვიდაციისათვის.

ასე რომ, ეწვიეთ თანამედროვე ტექნოლოგიების ჰოსპიტალს! მიიღეთ მაღალკვალიფიციური დახმარება! ჩაიტარეთ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა! MMT- ჰოსპიტალი – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი ხომ წამყვანი და გამორჩეული კლინიკაა!

რას ნიშნავს პლაზმური ვაპორიზაცია

ვაპორიზაცია ბიპოლარული ტურის შემდგომი განვითარებაა. ამ ტექნოლოგიის დროსაც გამოიყენება ელექტროდანა, ოღონდ სხვაგვარი განმუხტვის. ვაპორიზაციის დროს იმდენად ძლიერად ხურდება ელექტროდის დაბოლოება, რომ წარმოიქმნება პლაზმა (ცეცხლის ალივით), რომელიც წყლად და ნახშირორჟანგად შლის ქსოვილებს, ფაქტობრივად პათოლოგიური ქსოვილი ორთქლდება და შეყვანილ (მოცირკულირე) ფიზიოლოგიურ ხსნარში იხსნება.

ვაპორიზაცია გამოიყენება როგორც ცალკე, დამოუკიდებლად, ასევე ბიპოლარულ ტურთან და ენუკლეაციასთან კომპლექსში. ნახეთ ვიდეო, როგორ ტარდება პლაზმური ვაპორიზაცია:http://mmt.ge/archives/676

ის განსაკუთრებით მოსახერხებელია ძლიერი სისხლდენით მიმდინარე ოპერაციებისას:

• როდესაც პაციენტს დაქვეითებული აქვს კოაგულაცია (სისხლის შედედება); სხვადასხვა მიზეზის გამო დიდი დოზით იღებს ანტიკოაგულაციურ პრეპარატებს;

• პროსტატის კიბოს დროს, როდესაც შეუძლებელია რადიკალური (ღია წესით) ოპერაციის ჩატარება და პალიატიური ოპერაციის საჭიროებაა (ჩვეულებრივ, ადენომისგან განსხვავებით ავთვისებიანი წარმონაქმნი – კიბო, ბევრად სისხლმდენია, შესაბამისად, კოაგულირების პროცესი ამ დროს ძალიან რთულია).

ვაპორიზაცია შეუცვლელია შარდის ბუშტის მულტიფოკალური სიმსივნეების დროს, როდესაც ბუშტში უამრავი წვრილ-წვრილი წარმონაქმნია. ჩვეულებრივ, მათი ცალ-ცალკე რეზეცირება (მოკვეთა) ძალიან რთულია, ასეთ დროს უფრო მოხერხებულია მათი უსისხლოდ აორთქლება (ვაპორიზაცია).

რას გულისხმობს ენუკლეაცია

ენუკლეაციის დროს ფაქტიურად კეთდება ის, რასაც ღია წესით ოპერაციისას აწარმოებენ. ტურისთვის განკუთვნილ რეზექტოსკოპში ცვლიან ელექტროდს, შეჰყავთ სპეციალური ორმაგი თავის მქონე მოწყობილობა, რომლის ერთი თავი ბიპოლარული ელექტროდანის როლს ასრულებს, მეორეს კი მექანიკური ფუნქცია აქვს. დახელოვნებულ, გამოცდილ ქირურგს ელექტროდი ზუსტად შესაბამის შრეში, პროსტატის კაფსულასა და ადენომის ქსოვილს შორის შეჰყავს და კოაგულაციის თანმხლებ რეჟიმში ქსოვილთა განცალკევებას ანუ ადენომის “ამოკაკვლა-ამოსახსვრას” ახორციელებს. პროცედურას ხშირად ადარებენ მწიფე ფორთოხლისათვის თითით ქერქის აშრევების პროცესს (წარმოსახვისათვის, ფორთოხლის ქერქი ანუ პროსტატის კაფსულა რეალურად წინამდებარე ჯირკვლის დაპრესილი ქსოვილია, ფორთოხლის გული კი ადენომა - ჰიპერპლაზირებული ქსოვილი).

ბიპოლარული ენუკლეაცია

ამოსახსრულ-ამოღებული ადენომა მორსელატორით იშლება ნაწილებად და გამოიტანება. ენუკლეაცია განსაკუთრებით მოსახერხებელია დიდი პროსტატების შემთხვევაში, რადგან ბევრი ჭრა დიდი ზომის ადენომების დროს, ჯანსაღი ქსოვილის დაზიანების, კაფსულიდან გაცდენის საშიშროებას ქმნის, ამიტომაც მიზანშეწონილი და რეკომენდებულია დიდი ზომის ადენომის კაფსულიდან ამოგდება და შემდგომ მისი დაჭრა-დანაწევრება. კარგი ვიზუალიზაციის პირობებში ეფექტური კოაგულაციის ფონზე ენუკლეაციით შესაძლებელია 120, 140, 190 და 200 გრამიანი ადენომების მკურნალობა.

ბიპოლარული ელექტროდი

ამგვარად, ბიპოლარული ტური სამივე მეთოდის (რეზექცია, ვაპორიზაცია, ენუკლეაცია) კომბინაციის საშუალებას იძლევა. თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით ქირურგს თავისუფლად მანიპულირების საშუალება აქვს, შეუძლია პროსტატის ზომის შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, ოპერაციის მსვლელობის პროცესში გამოვლენილ თავისებურებათა გათვალისწინებით ცვალოს ელექტროდები, ერთი მეთოდიდან მეორეზე გადაერთოს, საჭიროებისამებრ სამივე ტექნოლოგია გამოიყენოს და პათოლოგიური ქსოვილი მაქსიმალური სიზუსტით, სრულფასოვნად, გართულებების გარეშე ამოკვეთოს. მთავარია პროფესიონალთა გამოცდილი და დახელოვნებული მარჯვენა, თანამედროვე სრულყოფილი ტექნოლოგიები, პაციენტებისადმი თავდადება და გულისხმიერება.

ეს ყველაფერი კი ერთად არის წარმოდგენილი MMT- ჰოსპიტალში!

MMT- ჰოსპიტალი - გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი - წამყვანი კლინიკა საქართველოში! ნუ გადადებთ ვიზიტს, მიმართეთ MMT ჰოსპიტალს: ლუბლიანას ქ. N#5, მე-9 სართული. ტელ: 2 23 40 23; მობ: 571–311–155

http://mmt.ge/

R

თინათინ გოცაძე

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის