საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმება და სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად კვლევა იწყება
2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმება და სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად კვლევა იწყება

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­ე­როს ბავ­შვთა ფონდთან ერ­თად მო­სახ­ლე­ო­ბის მას­შტა­ბურ კვლე­ვას იწყებს. მრა­ვა­ლინ­დი­კა­ტო­რუ­ლი კლას­ტე­რუ­ლი კვლე­ვის(MICS) ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­წყე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია 17 სექ­ტემ­ბერს სას­ტუმ­რო “ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას და­ეს­წრე­ბი­ან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის, გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის და სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მრა­ვა­ლინ­დი­კა­ტო­რუ­ლი კლას­ტე­რუ­ლი კვლე­ვა (MICS) ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბა­თა ერთ-ერთი იუ­დი­დე­სი კვლე­ვაა, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხე­ბის, ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2018 წელს 20 სექ­ტემ­ბე­რი­დან 20 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით ჩა­ტარ­დე­ბა, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­სა და სხვა დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ტექ­ნი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

კვლე­ვა ით­ვა­ლის­წი­ნებს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 14 000-ზე მეტ ოჯახ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს, სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხის დად­გე­ნას და 2-7 წლის ბავ­შვებ­ში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა­ზე სის­ხლის შე­მოწ­მე­ბას.

“კვლე­ვის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში შეგ­როვ­დე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე შე­და­რე­ბა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ, რაც ხელს შე­უ­წყობს მო­ნა­ცე­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მვა­სა და შე­მუ­შა­ვე­ბას. კვლე­ვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი იწყებს მას­შტა­ბურ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას, რომ­ლის მი­ზა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა კვლე­ვი­სა და სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბის შე­სა­ხებ. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი 2019 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმება და სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად კვლევა იწყება

2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმება და სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად კვლევა იწყება

სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მოსახლეობის მასშტაბურ კვლევას იწყებს. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის(MICS) ოფიციალური დაწყების პრეზენტაცია 17 სექტემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.

პრეზენტაციას დაესწრებიან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი იუდიდესი კვლევაა, რომლის მიზანია საქართველოში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება. კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 14 000-ზე მეტ ოჯახთან ინტერვიუებს, სასმელი წყლის ხარისხის დადგენას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმებას.

“კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. კვლევის მიმდინარეობის პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას და საზოგადოების მობილიზაციას, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კვლევისა და საველე სამუშაოების დაწყების შესახებ. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი