პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძლიერი მამაკაცი მჭირდება, მზრუნველი და მიზანდასახული" - რა ხდება სალომე ჭაჭუას კარიერასა და პირად ცხოვრებაში
"ძლიერი მამაკაცი მჭირდება, მზრუნველი და მიზანდასახული" - რა ხდება სალომე ჭაჭუას კარიერასა და პირად ცხოვრებაში

მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუა დიდი ხა­ნია, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. რო­გორც იქნა, მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი რეს­პონ­დენ­ტი მო­ვი­ხელ­თეთ და ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ.

- ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ძი­რი­თა­დად, მა­შინ ვჩნდე­ბი, რო­დე­საც ჩემს პრო­ფე­სი­ას ეხე­ბა საქ­მე. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვებ­ში, მი­ვიჩ­ნევ, რომ სა­ჭი­რო არ ვარ (იცი­ნის). ძვე­ლე­ბუ­რად, ჩემი პრო­ფე­სი­ით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი: სტუ­დი­ა­ში ვას­წავ­ლი. ასე­ვე, კი­ევ­ში ვმუ­შა­ობ, რად­გან "ტრე­ნე­რე­ბის" ნა­წი­ლი იქ მყავს.

- კა­რი­ე­რა­ში რა­ი­მე სი­ახ­ლე ხომ არ გაქვს?

- მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ ტურ­ნი­რებ­ზე ვცეკ­ვავ­დი. საკ­მა­ოდ კარ­გი წელი მქონ­და, რად­გან სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ბევრ ძა­ლი­ან კარგ "ტრე­ნერ­თან" მო­ვემ­ზა­დე. საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გე­ბი მქონ­და. ახლა გეგ­მე­ბი მაქვს, მაგ­რამ ჯერ არ ვიცი, რო­გორ გა­დავ­წყვეტ.

- ზა­ფხუ­ლი რო­გორ გა­ა­ტა­რე?

- წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლი სხვე­ბის­გან არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და - დი­დად არ და­მის­ვე­ნია. ახა­ლი სა­მუ­შაო სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე, რა­ჭა­ში 3 დღით დას­ვე­ნე­ბა მო­ვას­წა­რი. პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ყვე­ლაფ­რის­გან მო­წყვე­ტილ­მა და­ვის­ვე­ნე - სუ­ლი­ე­რად, მო­რა­ლუ­რად... ეს 3 დღე ჩემ­თვის საკ­მა­რი­სი იყო.

- ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი გა­გი­ჩე­ნია...

- მყავს ბი­შონ ფრი­ზეს ჯი­შის ძაღ­ლი, რო­მე­ლიც მე­გო­ბარ­მა მა­ჩუ­ქა. პა­ტა­რა, თეთ­რი, უსაყ­ვარ­ლე­სი არ­სე­ბაა. მან ცხოვ­რე­ბა სხვაგ­ვა­რად გა­მი­ფე­რა­და. მარ­თლა ძა­ლი­ან თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლია. ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი ხში­რად მყო­ლია, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, სახ­ლში არა­სო­დეს ამიყ­ვა­ნია, რად­გან დე­დას, ცოტა არ იყოს, ძაღ­ლე­ბის მი­მართ შიში აქვს. ეს ერ­თა­დერ­თი ძაღ­ლუ­კაა, რო­მე­ლიც დე­და­ჩემ­მაც შე­იყ­ვა­რა.

- მას­ზე ზრუნ­ვას ახერ­ხებ?

- ასე თუ ისე, ვა­ხერ­ხებ. მა­გა­ლი­თად, დი­ლა­ო­ბით, როცა კუს ტბა­ზე ვვარ­ჯი­შობ, იქ ჩემს ცუ­გას­თან - ბა­ზუ­კას­თან ერ­თად მივ­დი­ვარ. პა­ტა­რა, თეთ­რი, ფით­ქი­ნა არ­სე­ბაა, მაგ­რამ ბა­ზუ­კა ჰქვია (იცი­ნის). მინ­დო­და, მის სა­ხელ­სა და ვი­ზუ­ალს შო­რის კონ­ტრას­ტი ყო­ფი­ლი­ყო.

- პრო­ექ­ტში - "შენ შე­გიძ­ლია ცეკ­ვა" ჟი­უ­რის წევ­რი იყა­ვი, თან - საკ­მა­ოდ დე­ლი­კა­ტუ­რი. ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თი ხარ?

- კი, ყო­ველ­თვის ასე­თი ვარ.

- რამ შე­იძ­ლე­ბა, მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი და­გა­კარ­გვი­ნოს?

- არ ვიცი, ასე­თი შემ­თხვე­ვა არ მახ­სოვს. წო­ნას­წო­რო­ბას იშ­ვი­ა­თად ვკარ­გავ. სამ­სა­ხურ­ში, პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც ყვე­ლა­ფერს ისე ვაგ­ვა­რებ, რომ ზედ­მე­ტად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა არ მი­წევს, ისე­თი გა­რე­მოც­ვა მყავს. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში არის სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, როცა რა­ღაც ისე არ ხდე­ბა, რო­გორც გვინ­და, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, სა­კითხს ადეკ­ვა­ტუ­რად მი­ვუდ­გე, სა­ღად გა­ვი­აზ­რო და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­ვაგ­ვა­რო.

- ამ­ჟა­მად, ცეკ­ვა­ში შენი მე­წყვი­ლე ვინ არის?

- ისევ მაქ­სიმ რი­ჟი­კო­ვი.

- ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, თქვენს ტან­დემს საფრ­თხე ხომ არ შეჰ­ქმნია?

- არა. იცი, რო­გორ არის? სპორ­ტი ისე­თია, რომ შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, "ტრე­ნე­რებ­მა" გა­და­წყვი­ტონ - თქვენ ამ ეტაპ­ზე უკვე იცეკ­ვეთ და ახლა სხვა­დას­ხვა მე­წყვი­ლეს­თან ცეკ­ვა უნდა მო­სინ­ჯო­თო... ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის.

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა გი­ფიქ­რია - სა­თა­ნა­დო ფორ­მა­ში არ ვარო?

- სა­ნამ სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ, ყო­ველ­თვის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა მაქვს. შე­იძ­ლე­ბა, არ ვი­ფიქ­რო, რომ ფორ­მა­ში არ ვარ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, რა­ღაც გან­ვა­ვი­თა­რო. ერთი გა­მო­მი­ვა, თუნ­დაც ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბა­ში ან ცეკ­ვა­ში, მერე სხვა რა­ღა­ცა­ზე ვფიქ­რობ, - მოდი, ახლა სხვა რა­მეს და­ვა­მუ­შა­ვებ-მეთ­ქი. სულ ვცდი­ლობ, გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ვიყო. სხვაგ­ვა­რად კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე ვერ იქ­ნე­ბი...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ძლიერი მამაკაცი მჭირდება, მზრუნველი და მიზანდასახული" - რა ხდება სალომე ჭაჭუას კარიერასა და პირად ცხოვრებაში

"ძლიერი მამაკაცი მჭირდება, მზრუნველი და მიზანდასახული" - რა ხდება სალომე ჭაჭუას კარიერასა და პირად ცხოვრებაში

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დიდი ხანია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. როგორც იქნა, მოუხელთებელი რესპონდენტი მოვიხელთეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ფართო საზოგადოების წინაშე ძირითადად, მაშინ ვჩნდები, როდესაც ჩემს პროფესიას ეხება საქმე. დანარჩენ შემთხვევებში, მივიჩნევ, რომ საჭირო არ ვარ (იცინის). ძველებურად, ჩემი პროფესიით ვარ დაკავებული: სტუდიაში ვასწავლი. ასევე, კიევში ვმუშაობ, რადგან "ტრენერების" ნაწილი იქ მყავს.

- კარიერაში რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს?

- მთელი წლის განმავლობაში, სულ ტურნირებზე ვცეკვავდი. საკმაოდ კარგი წელი მქონდა, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ბევრ ძალიან კარგ "ტრენერთან" მოვემზადე. საკმაოდ კარგი შედეგები მქონდა. ახლა გეგმები მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ გადავწყვეტ.

- ზაფხული როგორ გაატარე?

- წლევანდელი ზაფხული სხვებისგან არ გამოირჩეოდა - დიდად არ დამისვენია. ახალი სამუშაო სეზონის დაწყებამდე, რაჭაში 3 დღით დასვენება მოვასწარი. პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფრისგან მოწყვეტილმა დავისვენე - სულიერად, მორალურად... ეს 3 დღე ჩემთვის საკმარისი იყო.

- ოთხფეხა მეგობარი გაგიჩენია...

- მყავს ბიშონ ფრიზეს ჯიშის ძაღლი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა. პატარა, თეთრი, უსაყვარლესი არსებაა. მან ცხოვრება სხვაგვარად გამიფერადა. მართლა ძალიან თბილი და საყვარელია. ოთხფეხა მეგობარი ხშირად მყოლია, თუმცა სამწუხაროდ, სახლში არასოდეს ამიყვანია, რადგან დედას, ცოტა არ იყოს, ძაღლების მიმართ შიში აქვს. ეს ერთადერთი ძაღლუკაა, რომელიც დედაჩემმაც შეიყვარა.

- მასზე ზრუნვას ახერხებ?

- ასე თუ ისე, ვახერხებ. მაგალითად, დილაობით, როცა კუს ტბაზე ვვარჯიშობ, იქ ჩემს ცუგასთან - ბაზუკასთან ერთად მივდივარ. პატარა, თეთრი, ფითქინა არსებაა, მაგრამ ბაზუკა ჰქვია (იცინის). მინდოდა, მის სახელსა და ვიზუალს შორის კონტრასტი ყოფილიყო.

- პროექტში - "შენ შეგიძლია ცეკვა" ჟიურის წევრი იყავი, თან - საკმაოდ დელიკატური. ცხოვრებაშიც ასეთი ხარ?

- კი, ყოველთვის ასეთი ვარ.

- რამ შეიძლება, მოთმინების უნარი დაგაკარგვინოს?

- არ ვიცი, ასეთი შემთხვევა არ მახსოვს. წონასწორობას იშვიათად ვკარგავ. სამსახურში, პროფესიულ საქმიანობაშიც ყველაფერს ისე ვაგვარებ, რომ ზედმეტად გაღიზიანება არ მიწევს, ისეთი გარემოცვა მყავს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის სიტუაციები, როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც გვინდა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, საკითხს ადეკვატურად მივუდგე, საღად გავიაზრო და დიპლომატიურად მოვაგვარო.

- ამჟამად, ცეკვაში შენი მეწყვილე ვინ არის?

- ისევ მაქსიმ რიჟიკოვი.

- ამ ხნის განმავლობაში, თქვენს ტანდემს საფრთხე ხომ არ შეჰქმნია?

- არა. იცი, როგორ არის? სპორტი ისეთია, რომ შეიძლება, მაგალითად, "ტრენერებმა" გადაწყვიტონ - თქვენ ამ ეტაპზე უკვე იცეკვეთ და ახლა სხვადასხვა მეწყვილესთან ცეკვა უნდა მოსინჯოთო... ჩვენს შემთხვევაში, ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად არის.

- ყოფილა შემთხვევა, როცა გიფიქრია - სათანადო ფორმაში არ ვარო?

- სანამ სცენაზე ვდგავარ, ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაქვს. შეიძლება, არ ვიფიქრო, რომ ფორმაში არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, რაღაც განვავითარო. ერთი გამომივა, თუნდაც ფიზიკურ მომზადებაში ან ცეკვაში, მერე სხვა რაღაცაზე ვფიქრობ, - მოდი, ახლა სხვა რამეს დავამუშავებ-მეთქი. სულ ვცდილობ, განვითარების პროცესში ვიყო. სხვაგვარად კარგი მოცეკვავე ვერ იქნები...განაგრძეთ კითხვა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

დახურულ სივრცეში, ტრანსპორტსა და ტაქსში პირბადის გარეშე მყოფი პირი 20 ლარით დაჯარიმდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ პოპულარული მოდელების შეძენა უპრეცედენტო ფასადაა შესაძლებელი