ავტორი:

ტრამპის "ორმაგი დარტყმა" – სკრიპალის მოწამვლის საზღაური თუ მიზეზი რუსეთის "დასამორჩილებლად"

ტრამპის "ორმაგი დარტყმა" – სკრიპალის მოწამვლის საზღაური თუ მიზეზი რუსეთის "დასამორჩილებლად"

როგორც ჩანს, სკრიპალების მოწამვლა რუსეთს იმაზე მეტ ზიანს მოუტანს, ვიდრე ელოდნენ. ტრამპის ადმინისტრაცია სანქციების კიდევ ერთ ეტაპს აანონსებს, ოღონდ ამჯერად, ეს ოლიგარქებსა და ცალკეულ პირებს კი არა, რუსეთის ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც შეეხებათ.

როგორც რუსული მედია უწოდებს, ამერიკის კონგრესის მიერ მომზადებულ "შხამიან კანონს" ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი. საუბარია უცხო ქვეყნის იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, რომელთაც ამერიკის არჩევნებში ჩარევაში ბრალი ედებათ.

აღნიშნული სანქციების შემოღებას ტრამპის ადმინისტრაცია ნოემბერში აპირებს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მანიშა სინგჰის ცნობით, სანქციები ასევე მოიცავს "ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას", რომელიც 1991 წლის შეთანხმებით უნდა გაუქმებულიყო, თუმცა, რუსეთი ისევ არღვევს მას.

საქმე ეხება მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლის საქმეს, რომელშიც ბრიტანეთი რუსეთს ღიად ადანაშაულებს, რუსეთი კი ჩვეულებისამებრ უარყოფს... ამას მოჰყვა რუსეთში ამერიკის "ორმაგი დანიშნულების" პროდუქციის აკრძალვა. სანქციების პირველი რაუნდით დაბლოკილი პროდუქცია ასობით მილიონი დოლარის იყო. "მეორე რაუნდი კი ათობით მილიარდი დოლარის იქნება", – ჰპირდება ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რუსეთს.

ის შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების მკვეთრ შემცირებას, ასევე ამერიკის მიმართულებით ფრენებს, სავაჭრო და საბანკო ურთიერთობებს. სანქციები, სავარაუდოდ შეეხება "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის, გაზის მაგისტრალის ურთიერთობებს. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა რიკ პერიმ მოსკოველ კოლეგასთან, ალექსანდრ ნოვაკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა...

პერი ასევე შეხვდა საუდის არაბეთის წარმომადგენლობას, სადაც ნავთობის ფასებზე იყო საუბარი. ვაშინგტონში წერენ, რომ ეს სანქციები ირანსაც შეეხება...

"ბოლო სანქცია, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, ეს არის "ორმაგი დარტყმა", რადგან მანამდე იყო რუბლის კურსის დაცემა, რომელიც ახლაც გრძელდება და რომელსაც იმაზე მწვავე შედეგი მოჰყვა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს" – წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც ბოლო "დარტყმა" სწორედ სკრიპალების მოწამვლის ფაქტით იყო განპირობებული ან უბრალოდ მიზეზი იყო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გასალაშქრებლად და მის "დასამორჩილებლად".

ძალზე არასერიოზულად გამოიყურება რუსეთის დაბნეული მოქალაქეების მტკიცება, თითქოს ისინი არაფერ კავშირში არ არიან რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ნერვული ნივთიერება "ნოვიჩოკით" მოწამვლაში...

საუბარია რუსლან ბოშიროვსა და ალექსანდრ პეტროვზე, რომლებმაც ინტერვიუ მისცეს რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტელეარხს და მკვლელობის განზრახვაში მონაწილეობა უარყვეს.

რუსულმა მედიამ გაავრცელა ფრაგმენტი მათი ინტერვიუდან, სადაც ერთ-ერთი ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ ის და მისი მეგობარი, ბრიტანეთში მყოფი საერთო მეგობრის მიწვევით იმყოფებოდნენ სოლსბერიში, რა დროსაც, შესაძლოა სრულიად შემთხვევით მიახლოვებოდნენ სერგეი სკრიპალის სახლს... დიდი ბრიტანეთი ამ ვერსიას არასერიოზულს უწოდებს.

სავარაუოდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების შეუსრულებელი მისიის გადასაფარად, რუსეთის სახელმწიფო მედია ბოლო რამდენიმე დღეა ბოშიროვისა და პეტროვის სექსუალურ ორიენტაციაზე აკეთებს სიუჟეტებს და რატომღაც ამით ცდილობს გამორიცხოს, რომ ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან. რამდენიმე ტელეარხი უფრო შორსაც წავიდა და კონკრეტულად ბრიტანულ ქალაქ სოლსბერიზე გააკეთეს სიუჟეტი, სადაც შეეცადნენ, ის გეების თავშესაფრად წარმოეჩინათ...

თავად პეტროვი და ბოშიროვიც უარყოფენ სამხედრო სამსახურთან რაიმე სახის კავშირს და აცხადებენ, რომ საშუალო დონის ბიზნესმენები არიან, რომლებიც სოლსბერიში ტურისტის სტატუსით იმყოფებოდნენ... ამ განცხადებას მათი მისამართით წამოსული რუსული საზოგადოების დამამცირებელი კომენტარების ნიაღვარი მოჰყვა.

novayagazeta.ru-ს ცნობით, ალექსანდრ პეტროვის მიერ რუსეთის პასპორტის მიღების თაობაზე მითითებულ დოკუმენტებში, ერთ-ერთ ნომრად სწორედ რუსეთის თავდაცვის ნომერი ფიქსირდება...

გამოცემის ინფორმაციით, პეტროვის ბარათზე მითითებული სატელეფონო ნომერი მოსკოვის ხოროშევსკის რაიონში განლაგებულ რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს შტაბ-ბინას, ყოფილ "გრუ-ს" ეკუთვნის...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე