სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქის პოზიციაა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი არ შეიძლება მიიღონ" - რა მოთხოვნები აქვთ სასულიერო პირებს
"პატრიარქის პოზიციაა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი არ შეიძლება მიიღონ" - რა მოთხოვნები აქვთ სასულიერო პირებს

პატ­რი­არ­ქის პო­ზი­ცია ზუს­ტად ასე­თია, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ღე­ბუ­ლი. ამის თა­ო­ბა­ზე პატ­რი­არ­ქი კვი­რას თა­ვის ქა­და­გე­ბა­ში იტყვის, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მამა შალ­ვას თქმით, კვი­რას, მრევ­ლი იკ­რი­ბე­ბა სა­მე­ბის ტა­ძარ­ში, სა­დაც პატ­რი­არ­ქი პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დის და "ამის შემ­დეგ და­ა­ნონსდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი".

"რო­დე­საც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო, პატ­რი­არ­ქმა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს არის დიდი ბო­რო­ტე­ბა, მტრო­ბა ქვეყ­ნი­სა. ანუ ოთხმა ადა­მი­ან­მა, რომ­ლებ­მაც ეს მი­ი­ღო, ეს იყო ქვეყ­ნის მტრო­ბა იყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არა­ნა­ი­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ იყო და­წე­სე­ბუ­ლი, ისე მი­ი­ღეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ანუ ჯერ კა­ნო­ნი მი­ი­ღეს და მერე იწყე­ბენ სა­უ­ბარს, რა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მი­ი­ღონ. ეს ხომ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა", - გა­ნა­ცხა­და მამა შალ­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბის 90%-ს ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა არ უნდა.

"თბი­ლი­სის სამ­ღვდე­ლო­ე­ბის ნა­წი­ლი სა­მე­ბა­ში შე­ვიკ­რი­ბეთ. მრევ­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა, თუ რა პო­ზი­ცია გვაქვს მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და დაგ­ვიდ­გე­ბით თუ არა გვერ­დზე? ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბას მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებთ, მო­სახ­ლე­ო­ბის 90%-ს ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა არ უნდა. არ უნდა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოხ­დეს მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცია, ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნით იქ­ნე­ბა თუ იმ მიზ­ნით, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სა­ვა­ლი შე­მო­ვა. ასე­თი შე­მო­სა­ვა­ლი არ გვჭირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას, ეკ­ლე­სია არ ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა და­ი­ჭი­რონ მა­რი­ხუ­ა­ნას გამო. ამის გამო არ შე­იძ­ლე­ბა იჭერ­დნენ ადა­მი­ა­ნებს და ცი­ხე­ში სვამ­დნენ. სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ შე­იქ­მნას სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრე­ბი. რა მოხ­და ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ - პი­რი­ქით, გამ­რავ­ლდა ამ ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. რო­დე­საც მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა და­წეს­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პი­რო­ბა იყო, რომ მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა შე­ამ­ცი­რებ­და ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ ამ პროგ­რა­მას, თუ მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა­ში თა­ვი­დან 500 კაცი შე­ვი­და, დღეს ამ პროგ­რა­მა­ში არის 50 000 ადა­მი­ა­ნი, ანუ ემა­ტე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა", - გა­ნა­ცხა­და მამა შალ­ვამ.

მისი თქმით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არ შე­ე­გუ­ე­ბი­ან იმ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს ექ­სპორ­ტის მიზ­ნით. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რაც ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, მრევ­ლი კი­თხვით მი­მარ­თავთ, თუ რა ხდე­ბა.

"სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნა მოხ­მა­რე­ბა­ში შე­იყ­ვა­ნა. ეს ნაჩ­ქა­რე­ვი და საფრ­თხე­ე­ბის შემ­ცვე­ლი გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბაა. შექ­მნი­ლი პრე­ცე­დენ­ტი სა­შიშ­რო­ე­ბას ქნის, რომ მო­მა­ვალ­ში სა­სა­მარ­თლომ სხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კე­ბით ან ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო რა­ი­მე ქმე­დე­ბე­ბით, იგი­ვე ლო­გი­კით და­ა­კა­ნო­ნოს. გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ მოხ­და მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლად შე­მუ­შა­ვე­ბა, სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბის გა­რე­შე. რო­დე­საც ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ანუ უკვე ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბის გა­რე­შე ვი­ღა­ცებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ ეს ასე იქ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბას ამის მი­მართ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ამას უჭ­ვე­ლად გა­დავ­წყვეტთ. ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რომ ეს კა­ნო­ნი ასე არ იყოს მი­ღე­ბუ­ლი. ჩვენს ქვე­ყა­ნას არ სჭირ­დე­ბა კა­ზო­ნო­ე­ბით, ნარ­კო­ტე­კე­ბით შე­მო­სუ­ლი ფული. ჩვენ გვაქვს ისე­თი რე­სურ­სი, რომ უამ­რა­ვი რამ შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ვი­თა­როთ, რი­თაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სი­ღა­რი­ბის ზღვარს გა­დაც­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო ისე­თი რა­მით უნდა დაგ­ვეხ­მა­როს, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუნ­დაც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბით. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს საკ­ვე­ბი სჭირ­დე­ბათ და არა მა­რი­ხუ­ა­ნას მი­წო­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მამა შალ­ვამ.

ჩვენ არ­სად არ ვიშ­ლე­ბით, ვე­ლო­დე­ბით ხალ­ხს. ეს გა­მოს­ვლა არ უნდა იყოს გა­მოს­ვლა გა­მოს­ვლის­თვის, - ამის შე­სა­ხებ მამა და­ვით ისა­კა­ძემ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს­თან გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც მა­რი­ხუ­ა­ნას წარ­მო­ე­ბა­სა და ექ­სპორ­ტს შე­ე­ხე­ბა.

"გა­ის­მა მო­წო­დე­ბა დაშ­ლის­კენ. შე­იძ­ლე­ბა მა­ვან­თა­გან ზე­წო­ლის გამო სურ­ვი­ლი აქვთ, რომ აქ შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ი­შა­ლოს, მე პი­რა­დად დაშ­ლას არ ვა­პი­რებ, არც ჩემი მრევ­ლი", - გა­ნა­ცხა­და მამა და­ვით ისა­კა­ძემ.

საკ­რე­ბუ­ლოს წინ შეკ­რე­ბილ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა გან­ცხა­დე­ბა წა­ი­კი­თხეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ „არ მოხ­დეს კა­ნო­ნის იმ ნა­წი­ლის მი­ღე­ბა, სა­დაც მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლურ კულ­ტი­ვა­ცი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი, რად­გან ეს არის დამ­ღუპ­ვე­ლი ერი­სა და ქვეყ­ნის­თვის“.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა ამ პრობ­ლე­მი­დან გა­მო­სა­ვალ­ზე.

"ვი­თხოვთ - პირ­ვე­ლი, კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მის მუხ­ლში შე­ვი­დეს ისე­თი ცვლი­ლე­ბა, რომ თვით­გან­ვი­თა­რე­ბა არ გუ­ლის­ხმობ­დეს თვით­და­ზი­ა­ნე­ბას. მე­ო­რე - არ მოხ­დეს კა­ნო­ნის იმ ნა­წი­ლის მი­ღე­ბა, სა­დაც მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლურ კულ­ტი­ვა­ცი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი. ეს არის დამ­ღუპ­ვე­ლი ჩვე­ნი ერი­სა და ქვეყ­ნის­თვის. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამი­სათ­ვის მზად არ არის და არც იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ამას არ და­უშ­ვებს. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა შეკ­რე­ბა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ეს გვემცნო. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თია - ჩვენ ამას არას­დროს შე­ვე­გუ­ე­ბით", - გა­ნა­ცხა­და მამა შალ­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"პატრიარქის პოზიციაა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი არ შეიძლება მიიღონ" - რა მოთხოვნები აქვთ სასულიერო პირებს

"პატრიარქის პოზიციაა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი არ შეიძლება მიიღონ" - რა მოთხოვნები აქვთ სასულიერო პირებს

პატრიარქის პოზიცია ზუსტად ასეთია, რომ ეს კანონპროექტი არ შეიძლება იყოს მიღებული. ამის თაობაზე პატრიარქი კვირას თავის ქადაგებაში იტყვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა შალვა კეკელიამ განუცხადა.

მამა შალვას თქმით, კვირას, მრევლი იკრიბება სამების ტაძარში, სადაც პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის და "ამის შემდეგ დაანონსდება ყველაფერი".

"როდესაც ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, პატრიარქმა განაცხადა, რომ ეს არის დიდი ბოროტება, მტრობა ქვეყნისა. ანუ ოთხმა ადამიანმა, რომლებმაც ეს მიიღო, ეს იყო ქვეყნის მტრობა იყო. წარმოიდგინეთ, არანაირი რეგულაციები არ იყო დაწესებული, ისე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ანუ ჯერ კანონი მიიღეს და მერე იწყებენ საუბარს, რა რეგულაციები მიიღონ. ეს ხომ მძიმე მდგომარეობაა", - განაცხადა მამა შალვამ.

მისივე თქმით, მოსახლეობის 90%-ს ამ კანონპროექტის მიღება არ უნდა.

"თბილისის სამღვდელოების ნაწილი სამებაში შევიკრიბეთ. მრევლი გვესაუბრება, თუ რა პოზიცია გვაქვს მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით და დაგვიდგებით თუ არა გვერდზე? ჩვენ მოსახლეობას მხარდაჭერას ვუცხადებთ, მოსახლეობის 90%-ს ამ კანონის მიღება არ უნდა. არ უნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს მარიხუანას კულტივაცია, ამას არ აქვს მნიშვნელობა სამედიცინო მიზნით იქნება თუ იმ მიზნით, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსავალი შემოვა. ასეთი შემოსავალი არ გვჭირდება. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ეკლესია არ ამბობს, რომ ადამიანები უნდა დაიჭირონ მარიხუანას გამო. ამის გამო არ შეიძლება იჭერდნენ ადამიანებს და ციხეში სვამდნენ. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრები. რა მოხდა ამ კანონის მიღების შემდეგ - პირიქით, გამრავლდა ამ ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა. როდესაც მეტადონის პროგრამა დაწესდა ჩვენს ქვეყანაში პირობა იყო, რომ მეტადონის პროგრამა შეამცირებდა ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობას. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ პროგრამას, თუ მეტადონის პროგრამაში თავიდან 500 კაცი შევიდა, დღეს ამ პროგრამაში არის 50 000 ადამიანი, ანუ ემატება მომხმარებელთა რაოდენობა", - განაცხადა მამა შალვამ.

მისი თქმით, სასულიერო პირები არ შეეგუებიან იმ კანონის მიღებას, რომელიც მარიხუანას კულტივაციას გულისხმობს ექსპორტის მიზნით. მისივე განცხადებით, რაც ამ კანონპროექტის შესახებ გახდა ცნობილი, მრევლი კითხვით მიმართავთ, თუ რა ხდება.

"საკონსტიტუციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით პიროვნების თავისუფლების განვითარების უფლებაში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა მოხმარებაში შეიყვანა. ეს ნაჩქარევი და საფრთხეების შემცველი გადაწვეტილებაა. შექმნილი პრეცედენტი საშიშროებას ქნის, რომ მომავალში სასამართლომ სხვა სახის ნარკოტიკებით ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რაიმე ქმედებებით, იგივე ლოგიკით დააკანონოს. გაუგებარია, რატომ მოხდა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გასაიდუმლოებულად შემუშავება, საჯარო განხილვების გარეშე. როდესაც ამ კანონპროექტის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული. ანუ უკვე ჩვენი მოსახლეობის ნების გარეშე ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ასე იქნება. მიუხედავად იმისა, მოსახლეობას ამის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს, ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამას უჭველად გადავწყვეტთ. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, რომ ეს კანონი ასე არ იყოს მიღებული. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება კაზონოებით, ნარკოტეკებით შემოსული ფული. ჩვენ გვაქვს ისეთი რესურსი, რომ უამრავი რამ შეგვიძლია განვავითაროთ, რითაც ჩვენი ქვეყანა სიღარიბის ზღვარს გადაცდება. სახელმწიფო ისეთი რამით უნდა დაგვეხმაროს, რაც აუცილებელია, თუნდაც სოფლის მეურნეობის განვითარებით. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს საკვები სჭირდებათ და არა მარიხუანას მიწოდება", - განაცხადა მამა შალვამ.

ჩვენ არსად არ ვიშლებით, ველოდებით ხალხს. ეს გამოსვლა არ უნდა იყოს გამოსვლა გამოსვლისთვის, - ამის შესახებ მამა დავით ისაკაძემ თბილისის საკრებულოსთან განაცხადა, სადაც სასულიერო პირები არიან შეკრებილები.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან კანონპროექტს, რომელიც მარიხუანას წარმოებასა და ექსპორტს შეეხება.

"გაისმა მოწოდება დაშლისკენ. შეიძლება მავანთაგან ზეწოლის გამო სურვილი აქვთ, რომ აქ შეკრებილი საზოგადოება დაიშალოს, მე პირადად დაშლას არ ვაპირებ, არც ჩემი მრევლი", - განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

საკრებულოს წინ შეკრებილმა სასულიერო პირებმა განცხადება წაიკითხეს და აღნიშნეს, რომ „არ მოხდეს კანონის იმ ნაწილის მიღება, სადაც მარიხუანას ლეგალურ კულტივაციაზეა საუბარი, რადგან ეს არის დამღუპველი ერისა და ქვეყნისთვის“.

მან ასევე ისაუბრა ამ პრობლემიდან გამოსავალზე.

"ვითხოვთ - პირველი, კონსტიტუციის შესაბამის მუხლში შევიდეს ისეთი ცვლილება, რომ თვითგანვითარება არ გულისხმობდეს თვითდაზიანებას. მეორე - არ მოხდეს კანონის იმ ნაწილის მიღება, სადაც მარიხუანას ლეგალურ კულტივაციაზეა საუბარი. ეს არის დამღუპველი ჩვენი ერისა და ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა ამისათვის მზად არ არის და არც იქნება. ჩვენი მოსახლეობა ამას არ დაუშვებს. ამიტომ გადავწყვიტეთ სასულიერო პირებმა შეკრება, რომ მოსახლეობისთვის ეს გვემცნო. სასულიერო პირების დამოკიდებულება ასეთია - ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით", - განაცხადა მამა შალვამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ