კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრჯერ ვინანე, რომ წავედი... თუ გადავრჩი, აუცილებლად დავბრუნდები" - გაიცანით ქართველი ხელოვანი, რომელიც ბელგიაში სიცოცხლისთვის იბრძვის
"ბევრჯერ ვინანე, რომ წავედი... თუ გადავრჩი, აუცილებლად დავბრუნდები" - გაიცანით ქართველი ხელოვანი, რომელიც ბელგიაში სიცოცხლისთვის იბრძვის

სა­ქარ­თვე­ლო­დან დიდი ხნის წინ გა­ემ­გზავ­რა ევ­რო­პა­ში - 1992 წელს, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა აი­რია, გარ­თულ­და, უცხო მხა­რე­ში ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა კი, თით­ქოს, სა­ინ­ტე­რე­სოც იყოს და, შე­საძ­ლოა - იმე­დის მომ­ცე­მიც. მარ­თა­ლია, არც ენა იცო­და და არც სამ­სა­ხუ­რი ელო­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც გა­რის­კა - 20 წლის ასაკ­ში რის­კი ვე­რა­ფე­რი დაბ­რკო­ლე­ბაა. ერთხანს ბელ­გი­ა­ში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ - საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე, ახ­ლობ­ლე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად... ხე­ლო­ვა­ნი იყო, თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი. ბელ­გი­ა­ში ჩა­სულ­მა, ერთ-ერთ სო­ფელ­ში შეგ­რო­ვე­ბულ ბრტყელ ქვებ­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით ქარ­თუ­ლი პე­ი­ზა­ჟე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ე­ბის ხატ­ვა და­ი­წყო და ბაზ­რო­ბებ­ზე ჰყიდ­და...

დღეს უკვე ბელ­გი­ის მო­ქა­ლა­ქეა; ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბაც ჰქონ­და და ლა­მა­ზი დღე­ე­ბიც; სიყ­ვა­რუ­ლიც, სი­ხა­რუ­ლიც და, ალ­ბათ, სევ­დაც, მაგ­რამ...

ნიკა ვე­შა­პი­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რას ერთი წლის წინ ვა­პი­რებ­დი, მას შემ­დეგ, რაც ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გობ­რის წყა­ლო­ბით ინ­ტერ­ნეტ­ში მისი ნა­ხა­ტე­ბი და მა­კე­ტე­ბი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე და აღვფრ­თო­ვან­დი, მაგ­რამ მის­მა მო­უ­ლოდ­ნელ­მა ავად­მყო­ფო­ბამ იმ­ხა­ნად ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ გა­და­ა­ვა­და... მე­გო­ნა - ცოტა ხნით, მაგ­რამ... ნიკა დღე­საც სა­ა­ვად­მყო­ფო­შია და სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის კვლავ იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­მაც მი­ი­ღო და შე­ი­ფა­რა; სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­ცხო­ოა და მშვე­ნი­ე­რი, მაგ­რამ... ის მა­ინც არ არის სამ­შობ­ლო...

რო­გორ იცხოვ­რა, რა შექ­მნა, რას ნა­ნობს და რას გა­ა­კე­თებ­და, თუკი სა­ში­ნელ სენს და­ა­მარ­ცხებ­და? - ერთი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, სამ­კვიდ­როს მო­შო­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლის ამ­ბა­ვი, ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის სუ­ლი­ე­რი თა­ნად­გო­მით იმედს რომ ჩას­ჭი­დე­ბია და სწამს, გა­უ­მარ­თლებს.

ნიკა ვე­შა­პი­ძე:

- სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ჩემი მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ წი­ნა­აღ­მდე­გი. მა­ინ­ცდა­მა­ინც "ზო­ო­ვეტ­ში" უნ­დო­დათ, ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა - მა­თე­მა­ტი­კა არ ვი­ცო­დი, იქ კი ეს სა­გა­ნი არ ბარ­დე­ბო­და და - იმი­ტომ. არა­და, არც თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ბარ­დე­ბო­და მა­თე­მა­ტი­კა, მაგ­რამ... დღემ­დე გან­ვიც­დი, ოც­ნე­ბა რომ ვერ ავის­რუ­ლე და ახ­ლაც თან მაქვს ოდეს­ღაც სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი უძ­ვირ­ფა­სე­სი ავ­ტოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში შემ­თხვე­ვით გა­დაყ­რილ­მა ჩემ­მა უსაყ­ვარ­ლეს­მა ლე­ი­ლა აბა­ში­ძემ მომ­ცა... მერე ცოლი შე­ვირ­თე და ბელ­გი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ, ბრი­უ­სელ­თან ახ­ლოს, პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან ია­ფად ვი­შო­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. ჩემს მო­ხა­ტულ ქვებს ვყიდ­დი და იმ თან­ხით ვირ­ჩენ­დი თავს. თუმ­ცა, გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, თან­ხის დაგ­რო­ვე­ბა­ზე მე­ტად ის მა­ხა­რებ­და, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი ხალ­ხს რომ მოს­წონ­და. შემ­დეგ ქვე­ბი­დან ტი­ლო­ებ­ზე გა­და­ვე­დი... მე­უღ­ლეს დავ­ცილ­დი და იგი პა­ტა­რა ვაჟ­თან - გი­ორ­გის­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, მე კი იქ დავ­რჩი.

მალე ბელ­გი­ის მო­ქა­ლა­ქეც გავ­ხდი, სხვა­თა შო­რის - ძა­ლი­ან იო­ლად და უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მო­მე­ცა. ერთხანს კუ­რი­ე­რად ვმუ­შა­ობ­დი - გა­რე­ცხი­ლი თეთ­რე­უ­ლი მან­ქა­ნით დამ­ქონ­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, მერე თა­ბა­ში­რით მა­კე­ტე­ბის კე­თე­ბა და­ვი­წყე... ბო­ლოს, 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ­დი, ვიდ­რე ავად­მყო­ფო­ბა მო­მე­რე­ო­და...…

- მგო­ნი, ბავ­შვო­ბა­ში ღო­ბე­ებ­ზეც ხა­ტავ­დით?

- (იცი­ნის) დიახ. ხა­შურ­ში გა­ვი­ზარ­დე და ბავ­შვო­ბა­ში ჩვე­ნი ქუ­ჩის ეზო­ებს იმ­ჟა­მინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ ერ­თნა­ი­რი რკი­ნის ღო­ბე­ე­ბი გა­უ­კე­თა. თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სულ­მა მხატ­ვარ­მა ერთ-ერთი ოჯა­ხის ღობე შიგ­ნი­დან "ჩხიკვთა ქორ­წი­ლის" ეპი­ზო­დე­ბით მო­ხა­ტა. იდეა მო­მე­წო­ნა და ჩვე­ნი ღო­ბის მო­ხატ­ვაც გა­დავ­წყვი­ტე. ფუნ­ჯე­ბი არ მქონ­და და თი­თე­ბით ვხა­ტავ­დი მთებს, მდე­ლო­ებს და მდი­ნა­რე­ებს.მერე მე­ზობ­ლებ­საც მო­უნ­დათ და მიკ­ვე­თავ­დნენ. ასე მოვ­ხა­ტე მთე­ლი ბორ­ჯო­მის ქუჩა. ჩვენს და­სახ­ლე­ბას ჭალა ერ­ქვა და მად­ლი­ერ­მა მე­ზობ­ლებ­მა "ჭა­ლე­ლი ფი­როს­მა­ნი" შე­მარ­ქვეს... სხვა­თა შო­რის, მა­კე­ტე­ბის კე­თე­ბაც ხა­შურ­ში და­ვი­წყე. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ბევრჯერ ვინანე, რომ წავედი... თუ გადავრჩი, აუცილებლად დავბრუნდები" - გაიცანით ქართველი ხელოვანი, რომელიც ბელგიაში სიცოცხლისთვის იბრძვის

"ბევრჯერ ვინანე, რომ წავედი... თუ გადავრჩი, აუცილებლად დავბრუნდები" - გაიცანით ქართველი ხელოვანი, რომელიც ბელგიაში სიცოცხლისთვის იბრძვის

საქართველოდან დიდი ხნის წინ გაემგზავრა ევროპაში - 1992 წელს, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება აირია, გართულდა, უცხო მხარეში ახალი ცხოვრების დაწყება კი, თითქოს, საინტერესოც იყოს და, შესაძლოა - იმედის მომცემიც. მართალია, არც ენა იცოდა და არც სამსახური ელოდებოდა, მაგრამ მაინც გარისკა - 20 წლის ასაკში რისკი ვერაფერი დაბრკოლებაა. ერთხანს ბელგიაში ცხოვრობდა, შემდეგ - საფრანგეთში, პარიზში, საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, ახლობლების მოსანახულებლად... ხელოვანი იყო, თვითნასწავლი მხატვარი. ბელგიაში ჩასულმა, ერთ-ერთ სოფელში შეგროვებულ ბრტყელ ქვებზე იაფფასიანი ზეთის საღებავებით ქართული პეიზაჟებისა და ეკლესიების ხატვა დაიწყო და ბაზრობებზე ჰყიდდა...

დღეს უკვე ბელგიის მოქალაქეა; ცხოვრებაში წარმატებაც ჰქონდა და ლამაზი დღეებიც; სიყვარულიც, სიხარულიც და, ალბათ, სევდაც, მაგრამ...

ნიკა ვეშაპიძესთან ინტერვიუს ჩაწერას ერთი წლის წინ ვაპირებდი, მას შემდეგ, რაც ჩვენი საერთო მეგობრის წყალობით ინტერნეტში მისი ნახატები და მაკეტები დავათვალიერე და აღვფრთოვანდი, მაგრამ მისმა მოულოდნელმა ავადმყოფობამ იმხანად ჩვენი ინტერვიუ გადაავადა... მეგონა - ცოტა ხნით, მაგრამ... ნიკა დღესაც საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის კვლავ იმ ქვეყანაში, რომელმაც მიიღო და შეიფარა; სადაც ყველაფერი საუცხოოა და მშვენიერი, მაგრამ... ის მაინც არ არის სამშობლო...

როგორ იცხოვრა, რა შექმნა, რას ნანობს და რას გააკეთებდა, თუკი საშინელ სენს დაამარცხებდა? - ერთი ძალიან ნიჭიერი, სამკვიდროს მოშორებული ქართველის ამბავი, ქართველი თუ უცხოელი მეგობრებისა და ახლობლების სულიერი თანადგომით იმედს რომ ჩასჭიდებია და სწამს, გაუმართლებს.

ნიკა ვეშაპიძე:

- სკოლა რომ დავამთავრე, მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი მშობლები იყვნენ წინააღმდეგი. მაინცდამაინც "ზოოვეტში" უნდოდათ, ჩამებარებინა - მათემატიკა არ ვიცოდი, იქ კი ეს საგანი არ ბარდებოდა და - იმიტომ. არადა, არც თეატრალურ ინსტიტუტში ბარდებოდა მათემატიკა, მაგრამ... დღემდე განვიცდი, ოცნება რომ ვერ ავისრულე და ახლაც თან მაქვს ოდესღაც საქართველოდან წამოღებული უძვირფასესი ავტოგრაფი, რომელიც ქუჩაში შემთხვევით გადაყრილმა ჩემმა უსაყვარლესმა ლეილა აბაშიძემ მომცა... მერე ცოლი შევირთე და ბელგიაში გავემგზავრეთ, ბრიუსელთან ახლოს, პატარა ქალაქში ძალიან იაფად ვიშოვე საცხოვრებელი. ჩემს მოხატულ ქვებს ვყიდდი და იმ თანხით ვირჩენდი თავს. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, თანხის დაგროვებაზე მეტად ის მახარებდა, ჩემი ნამუშევრები ხალხს რომ მოსწონდა. შემდეგ ქვებიდან ტილოებზე გადავედი... მეუღლეს დავცილდი და იგი პატარა ვაჟთან - გიორგისთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, მე კი იქ დავრჩი.

მალე ბელგიის მოქალაქეც გავხდი, სხვათა შორის - ძალიან იოლად და უკვე ოფიციალურად მუშაობის საშუალებაც მომეცა. ერთხანს კურიერად ვმუშაობდი - გარეცხილი თეთრეული მანქანით დამქონდა საავადმყოფოებში, მერე თაბაშირით მაკეტების კეთება დავიწყე... ბოლოს, 10 წლის განმავლობაში დაცვის სამსახურში ვმუშაობდი, ვიდრე ავადმყოფობა მომერეოდა...…

- მგონი, ბავშვობაში ღობეებზეც ხატავდით?

- (იცინის) დიახ. ხაშურში გავიზარდე და ბავშვობაში ჩვენი ქუჩის ეზოებს იმჟამინდელმა მთავრობამ ერთნაირი რკინის ღობეები გაუკეთა. თბილისიდან ჩამოსულმა მხატვარმა ერთ-ერთი ოჯახის ღობე შიგნიდან "ჩხიკვთა ქორწილის" ეპიზოდებით მოხატა. იდეა მომეწონა და ჩვენი ღობის მოხატვაც გადავწყვიტე. ფუნჯები არ მქონდა და თითებით ვხატავდი მთებს, მდელოებს და მდინარეებს.მერე მეზობლებსაც მოუნდათ და მიკვეთავდნენ. ასე მოვხატე მთელი ბორჯომის ქუჩა. ჩვენს დასახლებას ჭალა ერქვა და მადლიერმა მეზობლებმა "ჭალელი ფიროსმანი" შემარქვეს... სხვათა შორის, მაკეტების კეთებაც ხაშურში დავიწყე. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი