პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტ ქალს სახლი გაყიდული, ქმარი კი დაოჯახებული დახვდა"
"საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტ ქალს სახლი გაყიდული, ქმარი კი დაოჯახებული დახვდა"

თით­ქმის არ მო­ი­ძებ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხი, რო­მელ­საც ემიგ­რან­ტი არ ჰყავს. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე სა­ზღვარ­გა­რეთ ეძებს არ­სე­ბო­ბის­თვის, გა­დარ­ჩე­ნის­თვის, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის სა­ჭი­რო სახ­სრებს, რის გა­მოც უამ­რა­ვი სიძ­ნე­ლის გა­და­ლახ­ვა უწევთ.

თუ სად, რო­გორ და რა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა გა­უ­წი­ოს სა­ხელ­მწი­ფომ დახ­მა­რე­ბა ემიგ­რანტ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი ნუგ­ზარ კოხ­რე­ი­ძე, რო­მე­ლიც 11 წელი მუ­შა­ობ­და მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ალ­ში. სწო­რედ ის გვი­ამ­ბობს სა­კუ­თა­რი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბით დაგ­რო­ვი­ლი მა­გა­ლი­თე­ბით, თუ რა სა­ხის ბა­რი­ე­რებს ეჯა­ხე­ბი­ან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

- პირ­ვე­ლი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მა, რა­ცე­მიგ­რა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ მო­ქა­ლე­ქეს ხვდე­ბა, ეს არის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა, გა­უ­ცხო­ე­ბის დაძ­ლე­ვა, რაც მათ შო­რის მრა­ვალ­წლი­ან­მა და­შო­რე­ბამ გა­მოწ­ვია. ხში­რად სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ხვდე­ბი­ან. უჭირთ იმ ქცე­ვე­ბი­სა თუ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წე­სე­ბის მი­ღე­ბა, რაც ოჯა­ხის წევ­რებს აქვთ. შე­საძ­ლოა ხა­სი­ათ­ში დიდი ცვლი­ლე­ბა არც იყოს და წას­ვლამ­დე რა ჩვე­ვე­ბიც ჰქონ­დათ, ისევ ისე­თი­ვე ჩვე­ვე­ბით დახ­ვდნენ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნის რიტმს აჰ­ყვა და ყო­ვე­ლი წუთი, სა­ა­თი გათ­ვლი­ლი აქვს, უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ვერ ეგუ­ე­ბა ახ­ლობ­ლებ­ლის უმოქ­მე­დო­ბას. ვთქვათ მა­გა­ლი­თის­თვის მე­უღ­ლე რომ მთე­ლი დღე უსაქ­მუ­რად არის და არა­ფერს აკე­თებს. მე­ო­რე ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მა, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს, ეს არის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა. ბევ­რი ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნი სწო­რედ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ბრუნ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ფაქ­ტე­ბი, როცა მო­ქა­ლა­ქე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გა­რე­შე. ფაქ­ტობ­რი­ვად უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხა შემ­დეგ ხმარ­დე­ბა მათ მკურ­ნა­ლო­ბას. მე­სა­მე ფაქ­ტო­რი ის არის, რომ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს ისევ უწევთ ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მებ­თან შე­ჯა­ხე­ბა, რის გა­მოც იძუ­ლე­ბულ­ნი ხდე­ბი­ან ხე­ლახ­ლა გახ­დნენ ემიგ­რან­ტე­ბი.

- რა სა­ხის დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ე­წი­ოს ემიგ­რა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ მო­ქა­ლა­ქეს?

- 1951 წელს და­არ­სდა მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ევ­რო­პა­ში იძუ­ლე­ბით ად­გილ­ნაც­ვა­ლი ან უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით. პირ­ველ რიგ­ში მინ­და ვთქვა, რო ამ ოგა­ნი­ზა­ცი­ას აქვს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით დაბ­რუ­ნე­ბის პროგ­რა­მა, რაც გუ­ლის­ხმობს იმას,რომ ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა მო­ქა­ლა­ქე, მი­მარ­თავს მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფისს უკან დაბ­რუ­ნე­ბის თხოვ­ნით და ორ­გა­ნი­ზა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ მგზავ­რო­ბას და შემ­დეგ უკვე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში მათ რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ას. რე­ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის დახ­მა­რე­ბა­ში მო­ი­აზ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა: სა­მე­დი­ცი­ნო, გა­და­უ­დე­ბე­ლი და გარ­კვე­ულ­წი­ლად ბიზ­ნეს­ხელ­შე­წყო­ბა. მე ვმუ­შა­ობ­დი მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში 11 წელი. გარ­და ამი­სა მსგავ­სი ტი­პის პროგ­რა­მა გა­აჩ­ნია სა­ხელ­მწი­ფო­საც. რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

- თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ერ­თი ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნის გა­სა­ჭი­რი გექ­ნე­ბათ მოს­მე­ნი­ლი...

- სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ამ­ბე­ბი არ არის ერთჯე­რა­დი და ძი­რი­თა­დად კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის წი­ნა­შე მა­შინ ვხვდე­ბო­დით, როცა მო­ნი­ტო­რინგს ვა­ტა­რებ­დით და გა­მო­კი­თხვის დროს ვე­კი­თხე­ბო­დით ქალ­ბა­ტო­ნებს, თუ რო­გორ გრძნობ­და ის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ თავს და რამ­დე­ნად შეძ­ლო იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია, რო­მელ­შიც დაბ­რუნ­და. მახ­სენ­დე­ბა ერთ-ერთი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ მოხ­და. ემიგ­რა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სახ­ლი გა­ყი­დუ­ლი დახ­ვდა, მე­უღ­ლე კი სხვა­ზე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. გა­სა­ო­ცა­რია ის, რომ ამ ქალ­ბა­ტონს უმა­ლავ­დნენ ამ ამ­ბავს შვი­ლე­ბი და მშობ­ლე­ბიც. ის ჩუ­მად ჩა­მო­ვი­და, სი­ურპრი­ზის მო­წყო­ბა სურ­და და აქ ასე­თი ამ­ბა­ვი დახ­ვდა. ჩნდე­ბა კი­თხვა, რა­ტომ უმა­ლავ­დნენ ამ ამ­ბავს? იმი­ტომ უმა­ლავ­დნენ, რომ ის იყო ერ­თა­დერ­თი თან­ხის შე­მომ­ტა­ნი ოჯახ­ში.

- დღეს უკვე და­უ­ფა­რა­ვად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რო­გორ გა­და­იქ­ცა დედა-შვი­ლის ურ­თი­ურ­თო­ბა სკა­ი­პურ­თი­ერ­თო­ბად და რო­გორ უწევთ ემიგ­რანტ ქალ­ბა­ტო­ნებს შვი­ლე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა...

- ხში­რად მსმე­ნია ის­ტო­რი­ე­ბი მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სამ­სა­ხუ­რის მიღ­მაც. ჩვენ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ვართ და ყვე­ლამ ვი­ცით, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ოჯა­ხი არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნი­ლი, ვი­საც ემიგ­რან­ტი არ ჰყავს. მი­ნა­ხავს ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებს მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის მი­მარ­თა­ვენ და სა­უ­ბარს იწყე­ბენ მი­ყი­დე, ფული მჭირ­დე­ბა - ამ ტო­ნით, რაც თა­ვის­თა­ვად მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ შვილ­სა და მშო­ბელს შო­რის გა­წყდა ემო­ცი­უ­რი ბმა, კავ­ში­რი, იმი­ტომ, რომ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, როცა დე­დას მო­უ­წია წას­ვლამ. ასაკ­საც აქვს და პე­რი­ოდს გარ­დამ­ტე­ხი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ძა­ლი­ან ძნე­ლია ვინ­მეს და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, ეს რა­ტომ ხდე­ბა და რა­ტომ გა­ცივ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ახალ­გაზ­რდებ­თან მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო, სწო­რედ მსგავს პრობ­ლე­მებ­ზე, რომ მშო­ბე­ლი, რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლურ დოვ­ლა­თის შე­მომ­ტა­ნი ისე არ აღიქ­ვან. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტ ქალს სახლი გაყიდული, ქმარი კი დაოჯახებული დახვდა"

"საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტ ქალს სახლი გაყიდული, ქმარი კი დაოჯახებული დახვდა"

თითქმის არ მოიძებნება საქართველოში ოჯახი, რომელსაც ემიგრანტი არ ჰყავს. ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქე საზღვარგარეთ ეძებს არსებობისთვის, გადარჩენისთვის, საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის საჭირო სახსრებს, რის გამოც უამრავი სიძნელის გადალახვა უწევთ.

თუ სად, როგორ და რა ფორმით შეიძლება გაუწიოს სახელმწიფომ დახმარება ემიგრანტ მოქალაქეებს, ამის შესახებ გვესაუბრება მიგრაციის საკითხების ექსპერტი ნუგზარ კოხრეიძე, რომელიც 11 წელი მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალში. სწორედ ის გვიამბობს საკუთარი სამუშაო გამოცდილებით დაგროვილი მაგალითებით, თუ რა სახის ბარიერებს ეჯახებიან სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი მოქალაქეები.

- პირველი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაცემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალექეს ხვდება, ეს არის ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დამყარება, გაუცხოების დაძლევა, რაც მათ შორის მრავალწლიანმა დაშორებამ გამოწვია. ხშირად საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ქალბატონები კონფლიქტურ სიტუაციებში ხვდებიან. უჭირთ იმ ქცევებისა თუ ცხოვრებისეული წესების მიღება, რაც ოჯახის წევრებს აქვთ. შესაძლოა ხასიათში დიდი ცვლილება არც იყოს და წასვლამდე რა ჩვევებიც ჰქონდათ, ისევ ისეთივე ჩვევებით დახვდნენ, მაგრამ ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყნის რიტმს აჰყვა და ყოველი წუთი, საათი გათვლილი აქვს, უკან დაბრუნებული ვერ ეგუება ახლობლებლის უმოქმედობას. ვთქვათ მაგალითისთვის მეუღლე რომ მთელი დღე უსაქმურად არის და არაფერს აკეთებს. მეორე ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც შეიძლება იყოს, ეს არის ჯანმრთელობის პრობლემა. ბევრი ემიგრანტი ქალბატონი სწორედ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბრუნდება ქვეყანაში. ძალიან იშვიათია ფაქტები, როცა მოქალაქე დაბრუნებულა ფსიქოლოგიური ან ჯანმრთელობის პრობლემის გარეშე. ფაქტობრივად უცხო ქვეყანაში გამომუშავებული თანხა შემდეგ ხმარდება მათ მკურნალობას. მესამე ფაქტორი ის არის, რომ ქვეყანაში დაბრუნებულებს ისევ უწევთ ეკონომიკური პრობლემებთან შეჯახება, რის გამოც იძულებულნი ხდებიან ხელახლა გახდნენ ემიგრანტები.

- რა სახის დახმარება შეიძლება გაეწიოს ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეს?

- 1951 წელს დაარსდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში იძულებით ადგილნაცვალი ან უმუშევრად დარჩენილი უამრავი ადამიანისათვის გადაადგილებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რო ამ ოგანიზაციას აქვს ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამა, რაც გულისხმობს იმას,რომ ამა თუ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება მოქალაქე, მიმართავს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისს უკან დაბრუნების თხოვნით და ორგანიზაცია უზრუნველყოფს მათ მგზავრობას და შემდეგ უკვე საკუთარ ქვეყანაში მათ რეინტეგრაციას. რეინტეგრაციული ხასიათის დახმარებაში მოიაზრება რამდენიმე მიმართულება: სამედიცინო, გადაუდებელი და გარკვეულწილად ბიზნესხელშეწყობა. მე ვმუშაობდი მიგრაციის საერთაშორის ორგანიზაციაში 11 წელი. გარდა ამისა მსგავსი ტიპის პროგრამა გააჩნია სახელმწიფოსაც. რომელსაც ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

- თქვენი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არაერთი ემიგრანტი ქალბატონის გასაჭირი გექნებათ მოსმენილი...

- სამწუხაროდ, ასეთი ამბები არ არის ერთჯერადი და ძირითადად კონკრეტული ფაქტების წინაშე მაშინ ვხვდებოდით, როცა მონიტორინგს ვატარებდით და გამოკითხვის დროს ვეკითხებოდით ქალბატონებს, თუ როგორ გრძნობდა ის დაბრუნების შემდეგ თავს და რამდენად შეძლო იმ საზოგადოებაში ინტეგრაცია, რომელშიც დაბრუნდა. მახსენდება ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა. ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქალბატონმა აღმოაჩინა, რომ სახლი გაყიდული დახვდა, მეუღლე კი სხვაზე დაოჯახებული. გასაოცარია ის, რომ ამ ქალბატონს უმალავდნენ ამ ამბავს შვილები და მშობლებიც. ის ჩუმად ჩამოვიდა, სიურპრიზის მოწყობა სურდა და აქ ასეთი ამბავი დახვდა. ჩნდება კითხვა, რატომ უმალავდნენ ამ ამბავს? იმიტომ უმალავდნენ, რომ ის იყო ერთადერთი თანხის შემომტანი ოჯახში.

- დღეს უკვე დაუფარავად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ გადაიქცა დედა-შვილის ურთიურთობა სკაიპურთიერთობად და როგორ უწევთ ემიგრანტ ქალბატონებს შვილების მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება...

- ხშირად მსმენია ისტორიები მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებაზე სამსახურის მიღმაც. ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკულად ოჯახი არ არის საქართველოში დარჩენილი, ვისაც ემიგრანტი არ ჰყავს. მინახავს ბავშვები, რომლებიც მშობლებს მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისთვის მიმართავენ და საუბარს იწყებენ მიყიდე, ფული მჭირდება - ამ ტონით, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ შვილსა და მშობელს შორის გაწყდა ემოციური ბმა, კავშირი, იმიტომ, რომ პატარები იყვნენ, როცა დედას მოუწია წასვლამ. ასაკსაც აქვს და პერიოდს გარდამტეხი მნიშვნელობა. ძალიან ძნელია ვინმეს დადანაშაულება, ეს რატომ ხდება და რატომ გაცივდა ურთიერთობები. ახალგაზრდებთან მუშაობაა საჭირო, სწორედ მსგავს პრობლემებზე, რომ მშობელი, როგორც მატერიალურ დოვლათის შემომტანი ისე არ აღიქვან. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი