ავტორი:

"წუხელ ღვთისმშობელი ვნახე: ნუ გეშინია მარიამ, შენთან ვარო..." - 2017 წელს უმძიმეს ავარიას გადარჩენილი დედა ტრაგედიაზე პირველად საუბრობს

"წუხელ ღვთისმშობელი ვნახე: ნუ გეშინია მარიამ, შენთან ვარო..." - 2017 წელს უმძიმეს ავარიას გადარჩენილი დედა ტრაგედიაზე პირველად საუბრობს

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა - 2018 წელს უკვე 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, უამრავმა მგზავრმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

11 სექტემბერს კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა გლდანში - 27 წლის ქალს და 3 წლის ბავშვს დაეჯახა მანქანა, რომელსაც ნასვამი მძღოლი მართავდა. ორივე ქვეითი ადგილზე დაიღუპა.

ამ ტრაგედიამ საზოგადოებას 2017 წლის მარტში მომხდარი უბედური შემთხვევა გაახსენა, როცა აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობისას, გაჩერებასთან, ტროტუარზე მანქანა სისწრაფით ავარდა და იქ მდგარ დედა-შვილს დაეჯახა. ადგილზე დაიღუპა 8 წლის მარიამ ჯიქურაძე, ხოლო დედამისი, 44 წლის ნანა ოჩიგავა უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყანეს.

ქალი დიდხანს აპარატზე იყო შეერთებული, მას თავში დაზიანებასთან ერთად, უამრავი მოტეხილობა აღენიშნებოდა. 3 თვეზე მეტი კლინიკაში გაატარა, ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია. სიკვდილს სასწაულად გადარჩენილმა დედამ 5 თვის შემდეგ გაიგო ქალიშვილის, მარიამის გარდაცვალების ამბავი. მანამდე ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი საავადმყოფოში იყო.

ძალოვნებმა შემთხვევის შემდეგ დააკავეს თორნიკე ტუღუში. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, აღნიშნული იყო, რომ ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.

მალე ორი წელი გავა ამ ტრაგედიიდან. დავინტერესდით, ოჯახის ამჟამინდელი მდგომარეობით. მათ საცხოვრებელ სახლში პატარა ოთახის კედლები მარიამის ხელით არის მოხატული, ოთახში სალოცავი კუთხე აქვთ, კედელზე ხატებია, რომლის წინ პატარა გოგონა ყოველ დილით სკოლაში წასვლამდე ლოცულობდა. პატარა მაგიდაზე მარიამის ჩანთა დევს, რომელიც იმ საბედისწერო დღეს ხელში ეჭირა და სკოლაში მიიჩქაროდა.

ნანა ოჩიგავა, გარდაცვლილი გოგონას დედა:

"მარიამი უშიშარი გოგო იყო, სიბნელეშიც თავისუფლად დადიოდა, მაგრამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე, ბავშვს შიში დასჩემდა, ღამით მეძახდა, - მეშინია, ვერ ვიძინებო. მიკვირდა რატომ ეშინია-მეთქი. მას მოძღვარი ჰყავდა, მამა თეოდორე, რომელიც ძალიან უყვარდა. ყოველ დილით ლოცულობდა. ამ ამბამდე ერთი კვირით ადრე წავედით დიდუბეში, ტაძარში. ბავშვი ღვთისმშობლის ხატის წინ დადგა, ლოცულობდა და ვხედავდი ტიროდა, ვკითხე, მარი, რატომ ტირიხარ-მეთქი, ხელით მანიშნა: ჩუმად, ხელს ნუ მიშლიო, ბავშვი ცრემლად იღვრებოდა. ორი ხატია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი და იქ ილოცა, მერე მითხრა, გარდაცვლილებს სადაც უნთებენ სანთელს იქ მიმიყვანე და მერე დედა მატრონას ხატთანო, სანთლები დაანთო...

წინა დღეებში სიზმარიც ნახა, შევედი დილით და გაღვიძებული დამხვდა, სანთელი აენთო ოთახში და ლოცულობდა, დედა წუხელ ღვთისმშობელი ვნახე, თავზე ხელი დამადო და მითხრა, ნუ გეშინია, მარიამ, მე შენთან ვარო. იმ დილითაც ილოცა, ოღონდ ჩქარობდა, რატომ ჩქარობდა, არ ვიცი, სხვა დროს სულ მე ვაჩქარებდი და ვეუბნებოდი არ დაგვაგვიანდეს-მეთქი... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ