პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითური სქემა, რომლითაც მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდებს აბარებინებდნენ
თაღლითური სქემა, რომლითაც მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდებს აბარებინებდნენ

სუს-ის გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის ფაქ­ტზე სამი პირი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც AMBEBI.GE უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, ჯგუ­ფის მიერ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: შალ­ვა კ, კახა ზ. და ზა­ქა­რია გ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ შალ­ვა კ, კახა ზ. და ზა­ქა­რია გ. წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის გზით, მარ­თვის მოწ­მო­ბის თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს არა­კა­ნო­ნი­ერ დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ.

კერ­ძოდ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გა­მოც­და­ზე გამ­სვლელ პი­რებს გა­დას­ცემ­დნენ სპე­ცი­ა­ლურ ტექ­ნი­კურ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას: მიკ­რო­კა­მე­რას და მიკ­რო­ყურ­სას­მენს, რის შემ­დე­გაც სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით ვი­დეო და ხმო­ვან სიგ­ნალს იღებ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ხე­დავ­დნენ სა­გა­მოც­დო ბი­ლე­თებს და მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის მსურ­ველ მო­ქა­ლა­ქე­ებს პა­სუ­ხე­ბის სწორ ვა­რი­ან­ტებს კარ­ნა­ხობ­დნენ.

არა­კა­ნო­ნი­ე­რი დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბით ფუ­ლად თან­ხებს იღებ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია 800 აშშ დო­ლა­რი და 1976 ლარი.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 284-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 2-დან 5 წლამ­დე ვა­დით).

გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია”, - ნათ­ქვა­მია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

თაღლითური სქემა, რომლითაც მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდებს აბარებინებდნენ

თაღლითური სქემა, რომლითაც მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდებს აბარებინებდნენ

სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები: შალვა კ, კახა ზ. და ზაქარია გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა კ, კახა ზ. და ზაქარია გ. წინასწარი შეთანხმებით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში მოქალაქეებს არაკანონიერ დახმარებას უწევდნენ.

კერძოდ, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდაზე გამსვლელ პირებს გადასცემდნენ სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას: მიკროკამერას და მიკროყურსასმენს, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით ვიდეო და ხმოვან სიგნალს იღებდნენ. აღნიშნული გზით ბრალდებულები ვიზუალურად ხედავდნენ საგამოცდო ბილეთებს და მოსასმენი აპარატურის მეშვეობით მართვის მოწმობის აღების მსურველ მოქალაქეებს პასუხების სწორ ვარიანტებს კარნახობდნენ.

არაკანონიერი დახმარების სანაცვლოდ აღნიშნული პირები მოქალაქეებისგან სხვადასხვა ოდენობით ფულად თანხებს იღებდნენ. გამოძიების მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 800 აშშ დოლარი და 1976 ლარი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია”, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

"მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

წალენჯიხის  საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს

ქობულეთში ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსის ძმა დაჭრეს