ტყიბულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 9 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათში მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ამოტრიალდა. ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მძღოლის საჭეს სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.