პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ თქვა უარი ხატია ბრაჭულმა ალანა გაგლოევას როლზე - "თამამი სცენა იყო, ერთდღიანი პოპულარობა არ მინდა"
რატომ თქვა უარი ხატია ბრაჭულმა ალანა გაგლოევას როლზე - "თამამი სცენა იყო, ერთდღიანი პოპულარობა არ მინდა"

საკ­მაო დრო გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ხა­ტია ბრა­ჭუ­ლი ქარ­თველ­მა ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­იც­ნო. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბაც ყო­ფი­ლა და წარ­მა­ტე­ბაც, გუ­ლის­ტკე­ნაც და დიდი სი­ხა­რუ­ლიც... დღეს ის 27 წლის გახ­ლავთ და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, იმე­დით აღ­სავ­სე, დიდი შე­მარ­თე­ბით აგ­რძე­ლებს...

- რო­გორ ხარ, ზა­ფხუ­ლი რო­გორ გა­ა­ტა­რე?

- ჩემ­თვის გა­სუ­ლი ზა­ფხუ­ლი ერთ-ერთი კარ­გი, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ი­წყო: თე­ატ­რი­დან იტა­ლი­ა­ში, კერ­ძოდ - ბა­რი­ში გას­ტრო­ლი გვქონ­და. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის თა­მაზ ბი­ბი­ლუ­რის პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი - "ვი­ღაც გვე­ძა­ხის" (რე­ჟი­სო­რი მუ­რად ვა­შა­კი­ძე) წა­ვი­ღეთ. დიდი ოვა­ცი­ე­ბით შეგ­ვხვდნენ. იქ ყოფ­ნა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო... შემ­დეგ თურ­ქეთ­ში, სტამ­ბოლ­ში ვი­ყა­ვით. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ვი­წყა­რი გახ­ლდათ!.. შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხევ­სუ­რეთ­ში, ბა­რი­სა­ხო­ში ვი­ყა­ვი, ზღვის­პი­რე­თიც მო­ვი­ა­რე. ასე­ვე, ბევრ კონ­ცერტს და­ვეს­წა­რი. ბუბა კი­კა­ბი­ძის 80 წლის იუ­ბი­ლე­ზე გახ­ლდით, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მოწ­ვე­უ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ... ლა­მა­ზი, ფე­რა­დი და სა­ინ­ტე­რე­სო ზა­ფხუ­ლი მქონ­და.

- რა გჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ დარ­წმუ­ნე­ბით თქვა - ჩემი არ­და­დე­გე­ბი შედ­გაო?

ის, რაც მა­გა­ლი­თად, ამ ზა­ფხულს იყო: სა­ზღვარ­გა­რე­თაც ვი­ყა­ვი, ზღვა­ზეც, მთა­შიც, დრო მე­გობ­რებ­თან, სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხთან ერ­თად გა­ვა­ტა­რე, ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ანს შევ­ხვდი... სა­ინ­ტე­რე­სო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა მიყ­ვარს!..

- საქ­მე­ში რა სი­ახ­ლე გაქვს?

- რეი კუ­ნის კო­მე­დი­ა­ში - "მო­უ­ხელ­თე­ბელ­ნი" (რე­ჟი­სო­რი მა­მუ­კა ცერ­ცვა­ძე) და­მა­კა­ვეს, რო­მე­ლიც თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მა­შია ჩას­მუ­ლი. შემ­დეგ სომ­ხეთ­ში გას­ტრო­ლე­ბი გვექ­ნე­ბა - სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს იქაც თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა...

- გა­იხ­სე­ნე ის პე­რი­ო­დი, როცა ეკ­რან­ზე პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდი და მა­შინ­დე­ლი ხა­ტია დღე­ვან­დელს შე­ა­და­რე...

- ეს იყო პე­რი­ო­დი, როცა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით, იმე­დე­ბით აღ­სავ­სე, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე დავმკვიდ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი. პირ­ვე­ლად სე­რი­ალ "დე­ტექ­ტი­ვებ­ში" გა­მოვ­ჩნდი - მკვდრის როლი შე­ვას­რუ­ლე (ტყუ­პი დე­ბის როლს ვას­რუ­ლებ­დი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა). დიდი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა: უბ­რა­ლოდ, მაშ­ვე­ლებ­მა ჩემი გმი­რი მტკვრი­დან ამო­იყ­ვა­ნეს. მთე­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის ოვა­ცი­ე­ბი მახ­სოვს - ყო­ჩა­ღო!.. ჩემ­თვის ეს იმ­ხე­ლა შე­მარ­თე­ბა და ძალა იყო, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი - უფრო მეტს შევ­ძლებ­დი. ეს სა­წყი­სი ეტა­პი გახ­ლდათ. დღეს­დღე­ო­ბით, ისევ ისე­თი შე­მარ­თე­ბით, მიზ­ნე­ბი­თა და იმე­დე­ბით აღ­სავ­სე ვარ. კი­დევ ბევ­რი რთუ­ლი გზა მაქვს გა­სავ­ლე­ლი, მაგ­რამ მჯე­რა, წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ. შე­იძ­ლე­ბა, დღეს პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ, თე­ატ­რში, კი­ნო­ში თუ სე­რი­ალ­ში არა­ერ­თი როლი ვი­თა­მა­შე. უკვე ყვე­ლა­ფერს სხვა თვა­ლით ვუ­ყუ­რებ. ალ­ბათ, მა­შინ­დელ და ახ­ლან­დელ ხა­ტი­ას შო­რის ის გან­სხვა­ვე­ბაა, რომ მა­შინ ასა­კით პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ახლა უფრო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვარ და თუნ­დაც ჩემს პრო­ფე­სი­ას უფრო სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ. მა­შინ უბ­რა­ლოდ, მთა­ვა­რი იყო, მე­თა­მა­შა, დღეს ყვე­ლა­ფერს სხვაგ­ვა­რად ვა­ფა­სებ.

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა როლი და­გი­წუ­ნე­ბია, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი გით­ქვამს?

- კი, ასე­თი არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა იყო. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი გოგა ხა­ინ­დრა­ვას სე­რი­ა­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც უარი ვთქვი, ასე­ვე - 1-2 რეკ­ლა­მა­ზეც... ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც მით­ქვამს უარი. უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობ, ჩემ­თვის ასე­თი რო­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ჯერ ნა­ად­რე­ვია - მინ­და, მა­ყუ­რებ­ლებ­მა ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სხვა კუ­თხით გა­იც­ნონ.

- "ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში" ვისი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას გთა­ვა­ზობ­დნენ?

- მგო­ნი, ალა­ნა გაგ­ლო­ე­ვა­სი, ზუს­ტად არ მახ­სოვს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან თავი შე­ვი­კა­ვე.

- შენი უა­რის მი­ზე­ზი რა იყო?

- ცო­ტა­თი თა­მა­მი სცე­ნა იყო და არ მინ­დო­და, ამ სცე­ნა­ში მე­თა­მა­შა. იმი­ტომ კი არა, რომ მე ასეთ რო­ლებს არა­სო­დეს შე­ვას­რუ­ლებ და რა­ი­მე პრო­ტეს­ტი მაქვს? არა. უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობ, ამ ეტაპ­ზე ასე იყო სა­ჭი­რო. 1-დღი­ა­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა არ მინ­და. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რი უნდა იყოს და ამის დროც მოვა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

რატომ თქვა უარი ხატია ბრაჭულმა ალანა გაგლოევას როლზე - "თამამი სცენა იყო, ერთდღიანი პოპულარობა არ მინდა"

რატომ თქვა უარი ხატია ბრაჭულმა ალანა გაგლოევას როლზე - "თამამი სცენა იყო, ერთდღიანი პოპულარობა არ მინდა"

საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ხატია ბრაჭული ქართველმა ტელემაყურებელმა გაიცნო. ამ ხნის განმავლობაში, ახალგაზრდა მსახიობის ცხოვრებაში იმედგაცრუებაც ყოფილა და წარმატებაც, გულისტკენაც და დიდი სიხარულიც... დღეს ის 27 წლის გახლავთ და პროფესიულ საქმიანობას მიზანდასახული, იმედით აღსავსე, დიდი შემართებით აგრძელებს...

- როგორ ხარ, ზაფხული როგორ გაატარე?

- ჩემთვის გასული ზაფხული ერთ-ერთი კარგი, დასამახსოვრებელი იყო, რომელიც ძალიან საინტერესოდ დაიწყო: თეატრიდან იტალიაში, კერძოდ - ბარიში გასტროლი გვქონდა. ქართველი ემიგრანტებისთვის თამაზ ბიბილურის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "ვიღაც გვეძახის" (რეჟისორი მურად ვაშაკიძე) წავიღეთ. დიდი ოვაციებით შეგვხვდნენ. იქ ყოფნა ძალიან ემოციური იყო... შემდეგ თურქეთში, სტამბოლში ვიყავით. მოკლედ, ეს ყველაფერი დაუვიწყარი გახლდათ!.. შემდეგ საქართველოში, ხევსურეთში, ბარისახოში ვიყავი, ზღვისპირეთიც მოვიარე. ასევე, ბევრ კონცერტს დავესწარი. ბუბა კიკაბიძის 80 წლის იუბილეზე გახლდით, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საინტერესო სტუმრები იყვნენ... ლამაზი, ფერადი და საინტერესო ზაფხული მქონდა.

- რა გჭირდება იმისთვის, რომ დარწმუნებით თქვა - ჩემი არდადეგები შედგაო?

ის, რაც მაგალითად, ამ ზაფხულს იყო: საზღვარგარეთაც ვიყავი, ზღვაზეც, მთაშიც, დრო მეგობრებთან, საინტერესო ხალხთან ერთად გავატარე, ბევრ ცნობილ ადამიანს შევხვდი... საინტერესო, მრავალფეროვანი, აქტიური დასვენება მიყვარს!..

- საქმეში რა სიახლე გაქვს?

- რეი კუნის კომედიაში - "მოუხელთებელნი" (რეჟისორი მამუკა ცერცვაძე) დამაკავეს, რომელიც თეატრალური ფესტივალის პროგრამაშია ჩასმული. შემდეგ სომხეთში გასტროლები გვექნება - სექტემბრის ბოლოს იქაც თეატრალური ფესტივალი იმართება...

- გაიხსენე ის პერიოდი, როცა ეკრანზე პირველად გამოჩნდი და მაშინდელი ხატია დღევანდელს შეადარე...

- ეს იყო პერიოდი, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. დიდი ენთუზიაზმით, იმედებით აღსავსე, მოტივირებული ვიყავი, რომ ქართულ ბაზარზე დავმკვიდრებულიყავი, როგორც მსახიობი. პირველად სერიალ "დეტექტივებში" გამოვჩნდი - მკვდრის როლი შევასრულე (ტყუპი დების როლს ვასრულებდი, რომელთაგან ერთ-ერთი ცოცხალი გადარჩა). დიდი არაფერი ყოფილა: უბრალოდ, მაშველებმა ჩემი გმირი მტკვრიდან ამოიყვანეს. მთელი გადამღები ჯგუფის ოვაციები მახსოვს - ყოჩაღო!.. ჩემთვის ეს იმხელა შემართება და ძალა იყო, რომ დარწმუნებული ვიყავი - უფრო მეტს შევძლებდი. ეს საწყისი ეტაპი გახლდათ. დღესდღეობით, ისევ ისეთი შემართებით, მიზნებითა და იმედებით აღსავსე ვარ. კიდევ ბევრი რთული გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ მჯერა, წარმატებას მივაღწევ. შეიძლება, დღეს პოპულარული ვარ, თეატრში, კინოში თუ სერიალში არაერთი როლი ვითამაშე. უკვე ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. ალბათ, მაშინდელ და ახლანდელ ხატიას შორის ის განსხვავებაა, რომ მაშინ ასაკით პატარა ვიყავი, ახლა უფრო ჩამოყალიბებული ვარ და თუნდაც ჩემს პროფესიას უფრო სხვანაირად ვუყურებ. მაშინ უბრალოდ, მთავარი იყო, მეთამაშა, დღეს ყველაფერს სხვაგვარად ვაფასებ.

- ყოფილა შემთხვევა, როცა როლი დაგიწუნებია, შემოთავაზებაზე უარი გითქვამს?

- კი, ასეთი არაერთი შემთხვევა იყო. მაგალითად, ერთ-ერთი გოგა ხაინდრავას სერიალი გახლდათ, რომელში მონაწილეობაზეც უარი ვთქვი, ასევე - 1-2 რეკლამაზეც... ფილმში მონაწილეობაზეც მითქვამს უარი. უბრალოდ, ვფიქრობ, ჩემთვის ასეთი როლების შესრულება ჯერ ნაადრევია - მინდა, მაყურებლებმა ჩემი შესაძლებლობები სხვა კუთხით გაიცნონ.

- "ჰეროკრატიაში" ვისი როლის შესრულებას გთავაზობდნენ?

- მგონი, ალანა გაგლოევასი, ზუსტად არ მახსოვს და მონაწილეობისგან თავი შევიკავე.

- შენი უარის მიზეზი რა იყო?

- ცოტათი თამამი სცენა იყო და არ მინდოდა, ამ სცენაში მეთამაშა. იმიტომ კი არა, რომ მე ასეთ როლებს არასოდეს შევასრულებ და რაიმე პროტესტი მაქვს? არა. უბრალოდ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო. 1-დღიანი პოპულარობა არ მინდა. შემოქმედებითი ცხოვრება სხვანაირი უნდა იყოს და ამის დროც მოვა...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ