პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიხუანას მოწევა იკრძალება ყველგან, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა - რას გულისხობს ჯარიმების სისტემა
მარიხუანას მოწევა იკრძალება ყველგან, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა - რას გულისხობს ჯარიმების სისტემა

მცე­ნა­რე კა­ნა­ფის ან მა­რი­ხუ­ა­ნას მცი­რე ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა ან გა­დაგ­ზავ­ნა გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას - 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

მა­რი­ხუ­ა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრო “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის­თვის“ ახა­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მუხ­ლის და­მა­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის.

უწყე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, კა­ნა­ფი­სა და მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­ში, გარ­და ფი­ზი­კუ­რი პი­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­სა, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რი­დან 1 000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა - გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რი­დან 1 500 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით.

მა­რი­ხუ­ა­ნას 21 წლამ­დე ასა­კის პი­რის მიერ მოხ­მა­რე­ბა 500 ლა­რი­დან 1000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა იქ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბა კი, 1000 ლა­რი­დან 1500 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

კა­ნა­ფის ან მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა ქუ­ჩა­ში, ეზო­ში, სტა­დი­ონ­ზე, სკვერ­ში, პარკში, სა­სა­მარ­თლო­ში, აე­რო­პორ­ტში, სა­მე­დი­ცი­ნო ან ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში და მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, კი­ნო­თე­ატ­რში, თე­ატ­რში, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, კა­ფე­ში, რეს­ტო­რან­ში, ყვე­ლა სა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში (მათ შო­რის, სა­ზღვაო და სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტში), ავ­ტო­სად­გურ­ში, რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის სხვა ად­გი­ლას – გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რი­დან 1000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა 1000 ლა­რი­დან 1500 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით დას­ჯა­დი იქ­ნე­ბა.

გარ­და ამი­სა, 1 000 ლა­რი­დან 1 500 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს კა­ნა­ფის ან მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა ან ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყოფ­ნა არას­რულ­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით, ან სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, ბიბ­ლი­ო­თე­კის, მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის ბა­ნა­კის, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრის და 18 წლამ­დე ასა­კის პი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში და მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, აგ­რეთ­ვე 18 წლამ­დე ასა­კის პი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ შეკ­რე­ბებ­ზე ან მათ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 150 მეტ­რის რა­დი­უს­ში. იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბის­თვის ჯა­რი­მა 1 500 ლა­რი­დან 2 000 ლა­რამ­დე იქ­ნე­ბა.

მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა ან ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყოფ­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას – გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რი­დან 1 500 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა 1 500 ლა­რი­დან 2 000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას.

მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა ან ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყოფ­ნა სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში - გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რი­დან 1 500 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით. იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა 1 500 ლა­რი­დან 2 000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბით და­ის­ჯე­ბა.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ კა­ნა­ფი­სა და მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის ან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყოფ­ნის გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფაქ­ტის აღ­საკ­ვე­თად ზო­მე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა - გა­მო­იწ­ვევს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ჯა­რი­მე­ბას 1 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ავტორი:

მარიხუანას მოწევა იკრძალება ყველგან, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა - რას გულისხობს ჯარიმების სისტემა

მარიხუანას მოწევა იკრძალება ყველგან, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა - რას გულისხობს ჯარიმების სისტემა

მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით.

მარიხუანასთან დაკავშირებით შს სამინისტრო “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის“ ახალი, სპეციალური მუხლის დამატების ინიციატივით გამოდის.

უწყების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, კანაფისა და მარიხუანას მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

მარიხუანას 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მოხმარება 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით დასჯადი ქმედება იქნება. აღნიშნული ქმედების განმეორება კი, 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო ან ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტში), ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით დასჯადი იქნება.

გარდა ამისა, 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანის თანდასწრებით, ან სასწავლო-საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში. იგივე ქმედების განმეორებისთვის ჯარიმა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე იქნება.

მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას.

მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამხედრო ნაწილში - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებით დაისჯება.

დაწესებულების მიერ კანაფისა და მარიხუანას მოხმარების ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამოვლენილი ფაქტის აღსაკვეთად ზომების მიუღებლობა - გამოიწვევს დაწესებულების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 2 000 ლარის ოდენობით.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ