სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა „ბლექ სი არენაზე“ გრანდიოზული შოუთი გაიხსნება
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა „ბლექ სი არენაზე“ გრანდიოზული შოუთი გაიხსნება

23 სექ­ტემ­ბერს, 43-ე მსოფ­ლიო სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­და გრან­დი­ო­ზუ­ლად გა­იხ­სნე­ბა „ბლექ სი არე­ნა­ზე“. მას­შტა­ბურ შო­უ­ზე 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და­უ­ვი­წყარ სა­ნა­ხა­ო­ბას ჰპირ­დე­ბი­ან არა მარ­ტო ქარ­თველ, არა­მედ მსოფ­ლი­ოს 180 ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სულ სტუმ­რებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ბა­თუ­მის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ლის­თვის მუ­სი­კა შექ­მნეს ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა და DJ კორ­ძიმ, სა­ბა­ლე­ტო ნო­მე­რი დად­გა ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა, ახა­ლი ცეკ­ვით, რო­მელ­ზეც ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­მა იმუ­შა­ვა, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ან­სამ­ბლი „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“ წარ­დგე­ბა.

გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი აერ­თი­ა­ნებს რო­გორც კლა­სი­კუ­რი, ისე თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს. „ბლექ სი არე­ნა­ზე“ მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბი სცე­ნა­ზე იხი­ლა­ვენ - ნინო ქა­თა­მა­ძეს, ლადო ათა­ნელს, ლიზა ბაგ­რა­ტი­ონს, გი­ორ­გი უში­კიშ­ვილს, გი­ორ­გი ცა­გა­რელს, ნიკა კო­ჩა­როვ­სა და Young Georgian Lolitaz-ს, ფოლკ­ლო­რულ ან­სამ­ბლს „ლა­შა­რი“, აჭა­რის სა­ხელ­მწი­ფო კა­პე­ლას და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრს ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი­სა და ნინო რა­მიშ­ვი­ლის ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო დასს. დრო­შე­ბის აღ­ლუმს წა­რად­გე­ნენ ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის კურ­სან­ტე­ბი.

სპე­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ბუკ­ლე­ტის ტექ­სტი შექ­მნა აკა მორ­ჩი­ლა­ძემ.

გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რია ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა, მხატ­ვა­რი - თა­მარ ფო­ცხიშ­ვი­ლი, მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, დამ­დგმე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი. აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბი: თეა ყიფ­ში­ძე და ბაჩი ზუ­რე­ბი­ა­ნი.

43-ე სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ცე­რე­მო­ნია „ბლექ სი არე­ნა­ზე“ და­ი­წყე­ბა 23 სექ­ტემ­ბერს, 21.00 სა­ათ­ზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, გრან­დი­ო­ზუ­ლი შოუ ოლიმ­პი­ა­დის პარტნი­ო­რის, „პირ­ვე­ლი არ­ხის“ პირ­და­პირ ეთერ­ში იხი­ლოს.

14 სექ­ტემ­ბერს 16.00 სა­ათ­ზე ჭად­რა­კის სა­სახ­ლე­ში (ვე­რის ბაღი) ფი­დეს კონ­სულ­ტან­ტე­ბი და 43-ე სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბი ბა­თუ­მის ოლიმ­პი­ა­დის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან, გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან და „ბლექ სი არე­ნას“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად მარ­თა­ვენ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას.

43-ე მსოფ­ლიო სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­თვის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლომ 2014 წელს ნორ­ვე­გი­ის ქა­ლაქ ტრომ­სო­ში მო­ი­პო­ვა. ბა­თუ­მის სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­და, რო­მელ­საც რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სტუმ­რე­ბი 180 ქვეყ­ნი­დან სტუმ­რო­ბენ, ბა­თუმ­ში 23 სექ­ტემ­ბრი­დან 6 ოქ­ტომ­ბრამ­დე იმარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა „ბლექ სი არენაზე“ გრანდიოზული შოუთი გაიხსნება

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა „ბლექ სი არენაზე“ გრანდიოზული შოუთი გაიხსნება

23 სექტემბერს, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გრანდიოზულად გაიხსნება „ბლექ სი არენაზე“. მასშტაბურ შოუზე 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ორგანიზატორები დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდებიან არა მარტო ქართველ, არამედ მსოფლიოს 180 ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს.

სპეციალურად ბათუმის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალისთვის მუსიკა შექმნეს ნიკოლოზ რაჭველმა და DJ კორძიმ, საბალეტო ნომერი დადგა ნინო ანანიაშვილმა, ახალი ცეკვით, რომელზეც ილიკო სუხიშვილმა იმუშავა, მაყურებლის წინაშე ანსამბლი „სუხიშვილები“ წარდგება.

გახსნის ცერემონიალი აერთიანებს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე კულტურის წარმომადგენლებს. „ბლექ სი არენაზე“ მისული სტუმრები სცენაზე იხილავენ - ნინო ქათამაძეს, ლადო ათანელს, ლიზა ბაგრატიონს, გიორგი უშიკიშვილს, გიორგი ცაგარელს, ნიკა კოჩაროვსა და Young Georgian Lolitaz-ს, ფოლკლორულ ანსამბლს „ლაშარი“, აჭარის სახელმწიფო კაპელას და რასაკვირველია, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო დასს. დროშების აღლუმს წარადგენენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტები.

სპეციალურად გახსნის ცერემონიისთვის განკუთვნილი ბუკლეტის ტექსტი შექმნა აკა მორჩილაძემ.

გახსნის საზეიმო ცერემონიალის დამდგმელი რეჟისორია ზაალ ჩიქობავა, მხატვარი - თამარ ფოცხიშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი. აღმასრულებელი პროდიუსერები: თეა ყიფშიძე და ბაჩი ზურებიანი.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონია „ბლექ სი არენაზე“ დაიწყება 23 სექტემბერს, 21.00 საათზე და საზოგადოებას მიეცემა საშუალება, გრანდიოზული შოუ ოლიმპიადის პარტნიორის, „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში იხილოს.

14 სექტემბერს 16.00 საათზე ჭადრაკის სასახლეში (ვერის ბაღი) ფიდეს კონსულტანტები და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის აღმასრულებელი პროდიუსერები ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებთან, გახსნის ცერემონიალის შემოქმედებით ჯგუფთან და „ბლექ სი არენას“ წარმომადგენლებთან ერთად მართავენ პრესკონფერენციას.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვის უფლება საქართველომ 2014 წელს ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მოიპოვა. ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც რეკორდული რაოდენობის სტუმრები 180 ქვეყნიდან სტუმრობენ, ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე იმართება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი