პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ქართველი პრინცესები - "ფეხის ფეხზე გადადება, სკამზე მიწოლა მათ არ შეშვენით..."
ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ქართველი პრინცესები - "ფეხის ფეხზე გადადება, სკამზე მიწოლა მათ არ შეშვენით..."

პრინ­ცე­სო­ბა­ზე ალ­ბათ ყვე­ლა გო­გო­ნას უოც­ნე­ბია, თუმ­ცა ეს ყვე­ლას ხვედ­რი არ არის. მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქია დიდი ხნის წინ დას­რულ­და, თუმ­ცა დღემ­დე ჩვენს გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ ბაგ­რა­ტი­ონ­თა შთა­მო­მავ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე პრინ­ცე­ბი და პრინ­ცე­სე­ბი არი­ან. გვაქვს სა­მე­ფო კარი, გვქონ­და სა­მე­ფო ქორ­წი­ლი და ა.შ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ პრინცს, თუმ­ცა პრინ­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბად გვსმე­ნია. შე­საძ­ლოა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნას ათამ­დე პრინ­ცე­სა ჰყავს, უფრო დე­ტა­ლუ­რად მათ შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კლუ­ბის სპი­კე­რი გა­ი­ოზ მა­მა­ლა­ძე ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო გა­ი­ოზ, ვინ არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პრინ­ცე­სე­ბი და ვის შე­უძ­ლია გახ­დეს ამ ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი?

- პირ­ველ რიგ­ში მინ­და ვთქვა, რომ ყვე­ლა ქალ­ბა­ტო­ნი დე­დო­ფა­ლია და ყვე­ლა გო­გო­ნა პრინ­ცე­სა. თა­ვად ტი­ტულს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს დღეს უკვე სიმ­ბო­ლი­კაა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო მო­ნარ­ქის­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა აღარ არის. დღეს პრინ­ცე­სად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ყვე­ლა იმ გო­გო­ნას, ვი­საც ახლო ნა­თე­სა­ო­ბა აკავ­ში­რებს ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­თან. ჩვენ სულ რამ­დე­ნი­მე პრინ­ცე­სა გვყავს.

მთა­ვა­რი არის ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი, სა­მე­ფო ოჯა­ხის მე­თა­უ­რის, ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი გრუ­ზინ­სკის მე­უღ­ლე.

მათი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ანა და მაია. ანას და მა­ი­ას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი, 15 წლის ირი­ნე, 11 წლის მა­რი­ა­მი და 11 წლის ანა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ 1944 წელს ეს­პა­ნეთ­ში, ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ირაკ­ლი აირ­ჩი­ეს ეს­პა­ნე­თის ტახ­ტის მემ­კვიდ­რედ. ამ ოჯახს ჰყავს კი­დევ ორი პრინ­ცე­სა, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის და - მა­რი­ა­მი და ასე­ვე იო­ა­ნეს და. ასე­ვე იმე­რე­თის შტოს ჰყავს ორი პრინ­ცე­სა - ქე­თე­ვა­ნი და თა­მა­რი, რომ­ლე­ბიც უფრო ად­გი­ლობ­რი­ვი პრინ­ცე­სე­ბი არი­ან. კი­დევ ჩვე­ნი პრინ­ცე­სა არის ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის მე­ფის ფი­ლი­პეს რძა­ლია.

- რას საქ­მი­ა­ნო­ბენ ჩვე­ნი პრინ­ცე­სე­ბი?

- ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ. ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნი პე­და­გო­გია, მისი და მაია - ფსი­ქო­ლო­გი. მათი შვი­ლე­ბი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ. დღე­ვან­დელ ეპო­ქა­ში პრინ­ცე­სე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ხალ­ხს, ამის მა­გა­ლი­თია პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა, კეიტ მიდლტო­ნი და სხვე­ბი... თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რომ მო­ი­ტა­ნა ის, რომ კონ­კი­ას ზღა­პა­რი ახდა. ადრე მე­ფეს არ შე­ეძ­ლო თა­ვა­დის ასუ­ლის გარ­და, ვინ­მეს ცო­ლად მოყ­ვა­ნა, რად­გან ქვე­შევ­რდომს ცო­ლად ვერ მო­იყ­ვან­და. ასე იყო ევ­რო­პა­შიც. დღეს კი ყვე­ლას შე­უძ­ლია პრინ­ცე­სა და დე­დო­ფა­ლი გახ­დეს, მა­გა­ლი­თად, ეს­პა­ნე­თის დღე­ვან­დე­ლი დე­დო­ფა­ლი ლე­ტი­ცია და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ბრი­ტა­ნე­თის მო­მა­ვა­ლი დე­დო­ფა­ლი კეიტ მიდლტო­ნი - მა­ღა­რო­ე­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი.

- რო­გო­რი წე­სე­ბით იზ­რდე­ბი­ან ქარ­თვე­ლი პრინ­ცე­სე­ბი და რო­გორ ცხოვ­რო­ბენ?

- ოჯა­ხის ტრა­დი­ცი­ის გამო გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იზ­რდე­ბი­ან. პრინ­ცე­სა სა­ხეს ვერ და­ი­ხა­ტავს, თა­მამ სა­მოსს ვერ ჩა­იც­ვამს, ქუ­ჩა­ში ვერ ჩა­ი­მუხ­ლე­ბა და სი­გა­რეტს ვერ მო­წევს. ეს მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რად­გან ჩარ­ჩო­ებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს პრინ­ცე­სა. ასე­თია წესი. ფე­ხის ფეხ­ზე გა­და­დე­ბა, სკამ­ზე მი­წო­ლა მათ არ შეშ­ვე­ნის. ანა და მაია ასე არ არი­ან აღ­ზრდი­ლი და ბავ­შვებ­საც ასე ზრდი­ან. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი ჰყავთ და თა­ვის­თვის ცხოვ­რო­ბენ. ისი­ნი ისე­თი­ვე ის­ტო­რი­უ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბი არი­ან ჩვენ­თვის, რო­გორც არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და ხუ­როთ­მოძ­ვრუ­ლი ძეგ­ლე­ბი.

- ცნო­ბი­ლია, რომ ქარ­თვე­ლი პრინ­ცე­ბი უგო, და­ვი­თი და სხვე­ბი ავ­ტოს­პორ­ტით არი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი, რა გა­ტა­ცე­ბე­ბი აქვთ ქარ­თველ პრინ­ცე­სებს?

- ბი­ჭე­ბის გა­ტა­ცე­ბე­ბის შე­სა­ხებ ვიცი. გო­გო­ნებ­ზე ბევ­რს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. მათ უყ­ვართ კი­თხვა, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია და მუ­სი­კა.

- ფიქ­რობთ რომ მო­ნარ­ქია დაბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- თუ ეს მოხ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი მო­ნარ­ქია, გვე­ყო­ლე­ბა მეფე, რო­მე­ლიც შე­ას­რუ­ლებს პრე­ზი­დენ­ტის როლს. მო­ნარ­ქი­ის მომ­ხრე­თა რი­ცხვი 50 პრო­ცენ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და. იმი­ტომ რომ დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია გვაჩ­ვე­ნებს, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 40 მი­ლი­ო­ნი იხარ­ჯე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის არ­სე­ბო­ბას ამ ქვე­ყა­ნა­ში აზრი არ აქვს. მე­ფის შე­ნახ­ვა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მეფე ვინ იქ­ნე­ბა?

- მთა­ვა­რი კან­დი­და­ტი არის ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი. თა­ვად ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი დი­დე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, მე­ფო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ას არ გა­მოთ­ქვამს და სა­უ­ბა­რია მის შვი­ლიშ­ვილ­ზე. პატ­რი­არ­ქიც სა­უბ­რობს და შე­თან­ხმე­ბუ­ლია, რომ უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი იქ­ნე­ბა მეფე.

- იყო სა­უ­ბა­რი თით­ქოს და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი გახ­დე­ბო­და მეფე. მისი მე­ფო­ბა შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის სიყ­ვა­რულ­მა შე­ი­წი­რა?

- და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის მე­ფო­ბა­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ვიწ­რო წრე სა­უბ­რობ­და. ტახ­ტის მემ­კვიდ­რეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ზრდა სჭირ­დე­ბა. მან უნდა იცო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია და ქვეყ­ნი­სად­მი სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავ­დეს.

- თქვენ თქვით და ფაქ­ტე­ბიც არ­სე­ბობს, რომ პრინ­ცე­სა ნე­ბის­მი­ერ გო­გო­ნას შე­უძ­ლია გახ­დეს. რა­ტომ არ მი­ე­ცა ამის უფ­ლე­ბა ვთქვათ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს, რით იყო მი­უ­ღე­ბე­ლი?

- ეს ინ­ტი­მუ­რი თე­მაა და ამა­ზე მე ვერ ვი­სა­უბ­რებ. ეს ჩემი საქ­მე არ არის. ჩემ­თვის ნე­ბის­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია. თუ ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლია, სიყ­ვა­რულს წინ არა­ფე­რი არ უნდა და­უდ­გეს. მე ვი­ტყვი რომ ანა და და­ვი­თი იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

ნლიმა
0

ქრისტინე ყველაზე პრინცესულია!

ავტორი:

ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ქართველი პრინცესები - "ფეხის ფეხზე გადადება, სკამზე მიწოლა მათ არ შეშვენით..."

ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ქართველი პრინცესები - "ფეხის ფეხზე გადადება, სკამზე მიწოლა მათ არ შეშვენით..."

პრინცესობაზე ალბათ ყველა გოგონას უოცნებია, თუმცა ეს ყველას ხვედრი არ არის. მართალია საქართველოში მონარქია დიდი ხნის წინ დასრულდა, თუმცა დღემდე ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ბაგრატიონთა შთამომავლები, რომლებიც თანამედროვე პრინცები და პრინცესები არიან. გვაქვს სამეფო კარი, გვქონდა სამეფო ქორწილი და ა.შ.

საზოგადოება კარგად იცნობს რამდენიმე ქართველ პრინცს, თუმცა პრინცესების შესახებ ნაკლებად გვსმენია. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ათამდე პრინცესა ჰყავს, უფრო დეტალურად მათ შესახებ AMBEBI.GE-ს საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე ესაუბრა.

- ბატონო გაიოზ, ვინ არიან საქართველოს პრინცესები და ვის შეუძლია გახდეს ამ ტიტულის მფლობელი?

- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ყველა ქალბატონი დედოფალია და ყველა გოგონა პრინცესა. თავად ტიტულს რაც შეეხება, ეს დღეს უკვე სიმბოლიკაა, რადგან საქართველო მონარქისტული ქვეყანა აღარ არის. დღეს პრინცესად მოიხსენიებენ ყველა იმ გოგონას, ვისაც ახლო ნათესაობა აკავშირებს ბაგრატიონებთან. ჩვენ სულ რამდენიმე პრინცესა გვყავს.

მთავარი არის ქალბატონი ლეილა ყიფიანი, სამეფო ოჯახის მეთაურის, ნუგზარ ბაგრატიონი გრუზინსკის მეუღლე.

მათი ქალიშვილები ანა და მაია. ანას და მაიას ქალიშვილები, 15 წლის ირინე, 11 წლის მარიამი და 11 წლის ანა.

მოგეხსენებათ 1944 წელს ესპანეთში, ბაგრატიონ-მუხრანელის შტოს წარმომადგენელი, ირაკლი აირჩიეს ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ. ამ ოჯახს ჰყავს კიდევ ორი პრინცესა, დავით ბაგრატიონის და - მარიამი და ასევე იოანეს და. ასევე იმერეთის შტოს ჰყავს ორი პრინცესა - ქეთევანი და თამარი, რომლებიც უფრო ადგილობრივი პრინცესები არიან. კიდევ ჩვენი პრინცესა არის ქრისტინე ძიძიგური, რომელიც ესპანეთის მეფის ფილიპეს რძალია.

- რას საქმიანობენ ჩვენი პრინცესები?

- ისინი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ. ანა ბაგრატიონი პედაგოგია, მისი და მაია - ფსიქოლოგი. მათი შვილები სკოლის მოსწავლეები არიან, კერძო სკოლაში სწავლობენ. დღევანდელ ეპოქაში პრინცესები ემსახურებიან ხალხს, ამის მაგალითია პრინცესა დაიანა, კეიტ მიდლტონი და სხვები... თანამედროვე სამყარომ მოიტანა ის, რომ კონკიას ზღაპარი ახდა. ადრე მეფეს არ შეეძლო თავადის ასულის გარდა, ვინმეს ცოლად მოყვანა, რადგან ქვეშევრდომს ცოლად ვერ მოიყვანდა. ასე იყო ევროპაშიც. დღეს კი ყველას შეუძლია პრინცესა და დედოფალი გახდეს, მაგალითად, ესპანეთის დღევანდელი დედოფალი ლეტიცია დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელია, ბრიტანეთის მომავალი დედოფალი კეიტ მიდლტონი - მაღაროელის შთამომავალი.

- როგორი წესებით იზრდებიან ქართველი პრინცესები და როგორ ცხოვრობენ?

- ოჯახის ტრადიციის გამო განსხვავებულად იზრდებიან. პრინცესა სახეს ვერ დაიხატავს, თამამ სამოსს ვერ ჩაიცვამს, ქუჩაში ვერ ჩაიმუხლება და სიგარეტს ვერ მოწევს. ეს მათთვის მიუღებელია, რადგან ჩარჩოებს უნდა აკმაყოფილებდეს პრინცესა. ასეთია წესი. ფეხის ფეხზე გადადება, სკამზე მიწოლა მათ არ შეშვენის. ანა და მაია ასე არ არიან აღზრდილი და ბავშვებსაც ასე ზრდიან. ჩვეულებრივი მეგობრები ჰყავთ და თავისთვის ცხოვრობენ. ისინი ისეთივე ისტორიული სიმბოლოები არიან ჩვენთვის, როგორც არქეოლოგიური და ხუროთმოძვრული ძეგლები.

- ცნობილია, რომ ქართველი პრინცები უგო, დავითი და სხვები ავტოსპორტით არიან გატაცებული, რა გატაცებები აქვთ ქართველ პრინცესებს?

- ბიჭების გატაცებების შესახებ ვიცი. გოგონებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. მათ უყვართ კითხვა, საქართველოს ისტორია და მუსიკა.

- ფიქრობთ რომ მონარქია დაბრუნდება საქართველოში?

- თუ ეს მოხდება, საქართველოში იქნება ჰორიზონტალური მონარქია, გვეყოლება მეფე, რომელიც შეასრულებს პრეზიდენტის როლს. მონარქიის მომხრეთა რიცხვი 50 პროცენტამდე გაიზარდა. იმიტომ რომ დღევანდელი სიტუაცია გვაჩვენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 40 მილიონი იხარჯება, პრეზიდენტის არსებობას ამ ქვეყანაში აზრი არ აქვს. მეფის შენახვა გაცილებით ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

- მონარქიის აღდგენის შემთხვევაში მეფე ვინ იქნება?

- მთავარი კანდიდატი არის ნუგზარ ბაგრატიონი. თავად ნუგზარ ბაგრატიონი დიდებული პიროვნებაა, მეფობაზე პრეტენზიას არ გამოთქვამს და საუბარია მის შვილიშვილზე. პატრიარქიც საუბრობს და შეთანხმებულია, რომ უფლისწული გიორგი იქნება მეფე.

- იყო საუბარი თითქოს დავით ბაგრატიონი გახდებოდა მეფე. მისი მეფობა შორენა ბეგაშვილის სიყვარულმა შეიწირა?

- დავით ბაგრატიონის მეფობაზე დაინტერესებული, ვიწრო წრე საუბრობდა. ტახტის მემკვიდრეს განსაკუთრებული აღზრდა სჭირდება. მან უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია და ქვეყნისადმი სიყვარულს გამოხატავდეს.

- თქვენ თქვით და ფაქტებიც არსებობს, რომ პრინცესა ნებისმიერ გოგონას შეუძლია გახდეს. რატომ არ მიეცა ამის უფლება ვთქვათ შორენა ბეგაშვილს, რით იყო მიუღებელი?

- ეს ინტიმური თემაა და ამაზე მე ვერ ვისაუბრებ. ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემთვის ნებისმიერი სიყვარული სიყვარულია. თუ ადამიანი თავისუფალია, სიყვარულს წინ არაფერი არ უნდა დაუდგეს. მე ვიტყვი რომ ანა და დავითი იყვნენ დაქორწინებული და განქორწინებულები არიან.