სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამჯერ გაზრდილი ხელფასები და სწავლის ახალი მოდელი - რას ითვალისწინებს განათლების რეფორმის 5 მიმართულება
სამჯერ გაზრდილი ხელფასები და სწავლის ახალი მოდელი - რას ითვალისწინებს განათლების რეფორმის 5 მიმართულება

2019 წლი­დან 50, ხოლო 2023 წლი­დან 2000-ზე მეტ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლის ახა­ლი მო­დე­ლი და­ი­ნერ­გე­ბა. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ იყალ­თოს სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ყვე­ლა სკო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა იყოს უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის.

„დღეს სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ არის სა­ერ­თო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ნა­წი­ლი, რაც არის ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა და ამ შეც­დო­მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვას­წო­რებთ. რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სკო­ლა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ინო­ვა­ცი­უ­რო­ბა­ზე, ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბა­ზე, ეროვ­ნულ და კულ­ტუ­რულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე. 2019 წელს და­ვი­წყებთ 50 სკო­ლით და ეტა­პობ­რი­ვად მო­ვახ­დენთ ჩვენს სკო­ლებ­ში სწავ­ლის ახა­ლი მო­დე­ლის და­ნერგვას, ხოლო 2023 წლის­თვის 2000-ზე მეტ სკო­ლა­ში სრუ­ლად იქ­ნე­ბა და­ნერ­გი­ლი ეს მო­დე­ლი. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გვსურს ვი­ხი­ლოთ რამ­დე­ნი­მე ან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი პრეს­ტი­ჟუ­ლი სკო­ლა. ყვე­ლა სკო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა იყოს უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის. რე­ფორ­მის შე­დე­გად მი­ვი­ღებთ სკო­ლის ახალ მო­დელს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის შერ­წყმა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას­თან და ქარ­თულ სა­მეც­ნი­ე­რო თუ პე­და­გო­გი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან“, - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

მისი თქმით, გა­და­ი­ხე­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა.

პირ­ველ ეტაპ­ზე, 2018-2019 წლის სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაზ­რდილ ხელ­ფასს მი­ი­ღებს და­ახ­ლო­ე­ბით 10 000-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი. 2022 წლის­თვის ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ და­საქ­მე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი გა­ი­ზარ­დოს სამ­ჯერ“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

რო­გორც ბახ­ტა­ძე გან­მარ­ტავს, ძლი­ერ თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო და ჯან­სა­ღი გა­რე­მო. ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი უნდა იყოს ლი­დე­რი, რო­მე­ლიც მარ­თავს სკო­ლას მარ­თვის ახა­ლი მო­დე­ლით.

სკო­ლა­ში და­ი­ნერ­გე­ბა სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ას­წავ­ლი­ან გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ამას­თან ერ­თად, სკო­ლებს მი­ე­ცე­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი საგ­ნე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის სწავ­ლე­ბის ნა­წილ­ში. სკო­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უნდა გა­ნახ­ლდეს და უნდა პა­სუ­ხობ­დეს ახალ მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებს. დღეს გა­რე­მო იც­ვლე­ბა სწრა­ფად. ასე­თი დი­ნა­მი­კის პი­რო­ბებ­ში იმის­თვის, რომ მო­ზარ­დმა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს, მისი გან­ვი­თა­რე­ბა უნდა იყოს ამ ცვლი­ლე­ბე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სკო­ლა მოს­წავ­ლეს აძ­ლევ­დეს სის­ტე­მურ გა­ნათ­ლე­ბას, ას­წავ­ლი­დეს შე­მოქ­მე­დე­ბით და კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას, ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს. რა თქმა უნდა, თა­ნა­მედ­რო­ვე ძლი­ე­რი სკო­ლა უნდა უყა­ლი­ბებ­დეს მოს­წავ­ლეს ეროვ­ნულ და კულ­ტუ­რულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, დე­მოკ­რა­ტი­ულ და ტო­ლე­რან­ტულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, უვი­თა­რებ­დეს საკ­ვან­ძო და პერ­სო­ნა­ლურ უნარ-ჩვე­ვებს. ძლი­ე­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ახა­ლი სკო­ლა უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს ტექ­ნო­ლო­გი­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლა უნდა ვი­თარ­დე­ბო­დეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ“, - აღ­ნიშ­ნა ბახ­ტა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 5 მი­მარ­თუ­ლე­ბით: ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და მეც­ნი­ე­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას, მისი თქმით, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას და­ეთ­მო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა, რად­გან გა­ნათ­ლე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან აი­სა­ხე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დგომ სა­ფე­ხუ­რებ­ზე.

ამას­თან, რო­გორც ბახ­ტა­ძე აცხა­დებს, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა რე­ფორ­მა­ში.

„ის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და სწრაფ და­საქ­მე­ბა­ზე. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა, უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში გავ­ზარ­დოთ სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რე­გი­ო­ნებ­ში და გან­ვა­ვი­თა­როთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრე­ბი.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გვექ­ნე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი; მოხ­დე­ბა ინ­ტეგ­რა­ცია ევ­რო­პულ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რცე­ში. რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის შე­სა­ხებ, ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი როლი - იყოს რე­გი­ო­ნის ცენ­ტრი და ამავდრო­უ­ლად, გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი ჩვე­ნი ფარ­თო რე­გი­ო­ნის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში გან­სა­ზღვრუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას იწყებს. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ამ რე­სურ­სებს მი­წო­დე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს რო­გორც სამ­თავ­რო­ბო ისე კერ­ძო სექ­ტო­რი.

„ჩვენ ასე­ვე ვი­წყებთ რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას ამ დიდი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ამ რე­სურ­სე­ბის მო­წო­დე­ბას მო­ახ­დენს რო­გორც სამ­თავ­რო­ბო, ისე კერ­ძო სექ­ტო­რი, რო­მე­ლიც უკვე გა­მო­ხა­ტავს თა­ვის მზა­ო­ბას გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. უნდა ვახ­სე­ნოთ ისიც, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა“, - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, 2018-2023 წლებ­ში მოხ­დე­ბა იმ ძი­რი­თა­დი ბირ­თვის და­ნერგვა, რო­მე­ლიც ჩვენს სა­გან­მათ­ლებ­ლო სის­ტე­მას სინ­ქრო­ნი­ზა­ცი­ა­ში მო­იყ­ვანს ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან.

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, 2018-2019 სას­წავ­ლო წელს გაზ­რდილ ხელ­ფასს მი­ი­ღებს 10 000-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი, მათ შო­რის, სპეც. მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, 2019-2021 წლებ­ში ხელ­ფა­სე­ბი გა­ეზ­რდე­ბათ სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პერ­სო­ნალს და გაგ­რძელ­დე­ბა ხელ­ფა­სე­ბის ზრდა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის. რო­გორც ბა­ტი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, 2022 წლის­თვის კი მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი მი­აღ­წევს 1500 ლარს, ხოლო უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სი - 2000 ლარს და მეტს.

ამას­თან, 2020 წლის­თვის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის და­ნერგვა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მოხ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მის შე­ფა­სე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად.

„შე­სა­ბა­მი­სად, სის­ტე­მის ახა­ლი მო­დე­ლის და­ნერგვა 2020 წლის­თვის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ამას­თან, რო­გორც ბა­ტი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სკო­ლე­ბის ახალ მო­დელს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ცვლი­ლე­ბებ­ზე სწრა­ფად ადაპ­ტი­რე­ბა­დი სკო­ლა სის­ტე­მუ­რად, ერ­თი­ა­ნად ვი­თარ­დე­ბო­დეს მისი ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სკო­ლის ახა­ლი მო­დე­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს სკო­ლის დი­რექ­ტორს, რო­გორც ლი­დერს, მარ­თვი­სა და სწავ­ლე­ბის ახალ მო­დე­ლებს, გა­დამ­ზა­დე­ბულ პე­და­გო­გებ­სა და გა­ნახ­ლე­ბულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, ერ­თი­ან სას­წავ­ლო და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ პლატ­ფორ­მას და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კომ­პო­ნენ­ტებს - სკო­ლა­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კვიდ­რე­ბას და უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნას, რის­თვი­საც არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

სამჯერ გაზრდილი ხელფასები და სწავლის ახალი მოდელი - რას ითვალისწინებს განათლების რეფორმის 5 მიმართულება

სამჯერ გაზრდილი ხელფასები და სწავლის ახალი მოდელი - რას ითვალისწინებს განათლების რეფორმის 5 მიმართულება

2019 წლიდან 50, ხოლო 2023 წლიდან 2000-ზე მეტ საჯარო სკოლაში სწავლის ახალი მოდელი დაინერგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ყველა სკოლა საქართველოში უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის.

„დღეს სამწუხაროდ, სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი, რაც არის ძალიან დიდი შეცდომა და ამ შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებთ. რეფორმირებული სკოლა ორიენტირებული იქნება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, ინოვაციურობაზე, ინკლუზიურობაზე, ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებზე. 2019 წელს დავიწყებთ 50 სკოლით და ეტაპობრივად მოვახდენთ ჩვენს სკოლებში სწავლის ახალი მოდელის დანერგვას, ხოლო 2023 წლისთვის 2000-ზე მეტ სკოლაში სრულად იქნება დანერგილი ეს მოდელი. ჩვენ საქართველოში არ გვსურს ვიხილოთ რამდენიმე ან რამდენიმე ათეული პრესტიჟული სკოლა. ყველა სკოლა საქართველოში უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის. რეფორმის შედეგად მივიღებთ სკოლის ახალ მოდელს, რომელიც იქნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შერწყმა ქართულ რეალობასთან და ქართულ სამეცნიერო თუ პედაგოგიურ გამოცდილებასთან“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა.

პირველ ეტაპზე, 2018-2019 წლის სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს დაახლოებით 10 000-მდე მასწავლებელი. 2022 წლისთვის ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც ბახტაძე განმარტავს, ძლიერ თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. ამასთან, მისივე თქმით, ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც მართავს სკოლას მართვის ახალი მოდელით.

სკოლაში დაინერგება სწავლების ახალი მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზე ასწავლიან გადამზადებული მასწავლებლები. ამასთან ერთად, სკოლებს მიეცემა თავისუფლება გარკვეული საგნების მეთოდოლოგიის სწავლების ნაწილში. სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს და უნდა პასუხობდეს ახალ მიზნებსა და ამოცანებს. დღეს გარემო იცვლება სწრაფად. ასეთი დინამიკის პირობებში იმისთვის, რომ მოზარდმა წარმატებას მიაღწიოს, მისი განვითარება უნდა იყოს ამ ცვლილებების ადეკვატური. შესაბამისად, აუცილებელია სკოლა მოსწავლეს აძლევდეს სისტემურ განათლებას, ასწავლიდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, ინოვაციურ მიდგომებს. რა თქმა უნდა, თანამედროვე ძლიერი სკოლა უნდა უყალიბებდეს მოსწავლეს ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს, დემოკრატიულ და ტოლერანტულ ღირებულებებს, უვითარებდეს საკვანძო და პერსონალურ უნარ-ჩვევებს. ძლიერი და თანამედროვე ახალი სკოლა უნდა ეფუძნებოდეს ტექნოლოგიებს. შესაბამისად, სკოლა უნდა ვითარდებოდეს ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ“, - აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე განცხადებით, განათლების რეფორმა განხორციელდება 5 მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

რაც შეეხება სკოლამდელ განათლებას, მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარება ნებისმიერ ასაკში და შესაბამისად, სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან განათლება ადრეული ასაკიდან აისახება განვითარების შემდგომ საფეხურებზე.

ამასთან, როგორც ბახტაძე აცხადებს, პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება რეფორმაში.

„ის ორიენტირებული იქნება რეგიონული განვითარების საჭიროებებზე და სწრაფ დასაქმებაზე. ჩვენი ამოცანა იქნება, უმოკლეს პერიოდში გავზარდოთ სტუდენტების რაოდენობა რეგიონებში და განვავითაროთ პროფესიული განათლების ცენტრები.

უმაღლესი განათლების მიმართულებით გვექნება დაფინანსების ახალი მოდელი; მოხდება ინტეგრაცია ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც რეგიონული განვითარების ცენტრის შესახებ, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოს ისტორიული როლი - იყოს რეგიონის ცენტრი და ამავდროულად, განათლების ცენტრი ჩვენი ფართო რეგიონისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ამ რესურსებს მიწოდებას განახორციელებს როგორც სამთავრობო ისე კერძო სექტორი.

„ჩვენ ასევე ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტების განსახორციელებლად. ამ რესურსების მოწოდებას მოახდენს როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორი, რომელიც უკვე გამოხატავს თავის მზაობას განათლების რეფორმაში მონაწილეობისთვის. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ამ მიმართულებით გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 2018-2023 წლებში მოხდება იმ ძირითადი ბირთვის დანერგვა, რომელიც ჩვენს საგანმათლებლო სისტემას სინქრონიზაციაში მოიყვანს ევროპული განათლების სისტემასთან.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმა მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკის ცვლილებას ითვალისწინებს.

როგორც მინისტრმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეც. მასწავლებელი.

მისივე თქმით, 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს.

ამასთან, 2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი სისტემის დანერგვა იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, მოხდება არსებული ეროვნული გამოცდების სისტემის შეფასება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

„შესაბამისად, სისტემის ახალი მოდელის დანერგვა 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, განათლების რეფორმა ზოგადი განათლების მიმართულებით სკოლების ახალ მოდელს ითვალისწინებს.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მოსწავლეზე ორიენტირებული, ცვლილებებზე სწრაფად ადაპტირებადი სკოლა სისტემურად, ერთიანად ვითარდებოდეს მისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით. სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმას და უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს - სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რისთვისაც არაერთი პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

გრიგოლ ვაშაძე - მამუკა მდინარაძეს გადაეცით, პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა - თბილისში, ჩემს სახლში ვარ

ხმაური და ბოთლების სროლა მცხეთაში - რა ხდება აქციაზე, სადაც ერთმანეთს "ოცნების" და ოპოზიციის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

"გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება წყალი სიცივეშიო - ახლა ვცდილობთ, გავათბოთ" - ვახტანგ გომელაური აქციის წყლის ჭავლით დაშლაზე