პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო რიჩარდ ლუგარი, ვის სახელსაც საქართველოში ცნობილი ლაბორატორია ატარებს
ვინ იყო რიჩარდ ლუგარი, ვის სახელსაც საქართველოში ცნობილი ლაბორატორია ატარებს

რი­ჩარდ ლუ­გა­რი, ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ლუ­გა­რის ცენ­ტრის“ პრე­ზი­დენ­ტი, 87 წლის ასაკ­ში 2019 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 87 წლის სე­ნა­ტო­რი ინ­დი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფეს­ო­რად მუ­შა­ობ­და, ასე­ვე იყო - ის­ტო­რი­ი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­პა­ტიო ლექ­ტო­რი. ინ­დი­ა­ნა­პო­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და რი­ჩარდ ლუ­გა­რის სიმ­პო­ზი­უმს მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რე­ბის­თვის.

მისი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია საკ­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­სა და სხვა სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს.

აშშ-ს სე­ნატ­ში ყოფ­ნის დროს ლუ­გა­რი მუ­შა­ობ­და ისე­თი გლო­ბა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა კვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცია, ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა... რი­ჩარდ ლუ­გა­რი 46 სა­პა­ტიო წო­დე­ბას ფლობს სხვა­დას­ხვა კო­ლეჯ­სა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

სე­ნა­ტორს სა­კუ­თა­რი მე­ურ­ნე­ო­ბა ჰქონ­და, მოჰ­ყავ­და სი­მინ­დი, სოიო, ხე­ხი­ლი.

რი­ჩარდ ლუ­გა­რი 1956 წელს და­ქორ­წინ­და. მასა და ჩარ­ლინს 4 შვი­ლი და 13 შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ.

რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში სრულ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 2013 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­ვი­და.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლუ­გა­რის ცენ­ტრი, მთე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, სრუ­ლად გად­მო­ცე­მუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში, ხოლო 2018 წლი­დან ლუ­გა­რის ცენ­ტრის და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ქსე­ლის სრულ და­ფი­ნან­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა.

ლუ­გა­რის ცენ­ტრი აერ­თი­ა­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე დო­ნე­ზე აღ­ჭურ­ვილ ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის მე-2 და მე-3 დო­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს, რო­მელ­თა მი­ზა­ნია ადა­მი­ა­ნი­სა და ცხო­ველ­თა სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბა­თა გა­მომ­წვე­ვი პა­თო­გე­ნე­ბის დრო­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნა და იდენ­ტი­ფი­კა­ცია "ერ­თი­ა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის" პრინ­ცი­პით.

ცენ­ტრში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ჯან­მო) მიერ აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი 3 ვირუ­სო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია (პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის, გრი­პის, წი­თე­ლა–წი­თუ­რას), გარ­და ამი­სა, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს გარე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლით ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი: როტა ვირუ­სე­ბის, ინ­ვა­ზი­უ­რი მე­ნინ­გი­ტე­ბის, მა­ლა­რი­ის, ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბის, დიფ­თე­რი­ის და სალ­მო­ნე­ლო­ზე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ცენ­ტრმა წა­რად­გი­ნოს გა­ნა­ცხა­დი ჯან­მოს მო­თა­ნამ­შრომ­ლე ცენ­ტრის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ მა­გის­ტრან­ტე­ბის და დოქ­ტო­რან­ტე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი­სათ­ვის სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, მათ შო­რის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან.

სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­ფი­კა­ცი­ით მე­სა­მე დო­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბაც შე­უძ­ლია, რაც ამ ინ­ფექ­ცი­ის დრო­უ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­სა და მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ლუ­გა­რის ცენ­ტრის აშე­ნე­ბის მი­ზა­ნი პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში გა­ფან­ტუ­ლი სა­ხი­ფა­თო ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბა იყო. ცენ­ტრი უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით არის მო­წყო­ბი­ლი და ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის მე­სა­მე დონე აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, რაც ნიშ­ნავს, რომ აქ თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის მიკ­რობს იკ­ვლე­ვენ. სე­რო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში უამ­რა­ვი და­სა­ხე­ლე­ბი­სა და თვი­სე­ბის ვირუ­სი და ბაქ­ტე­რი­აა, მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის კვლე­ვა კი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

აქ ასე­ვე თავ­მოყ­რი­ლია ბრუ­ცე­ლო­ზის, ლე­პოს­პი­რო­ზის, ლე­იშ­მა­ნი­ო­ზის, ყი­ვა­ნახ­ვე­ლას, და­სავ­ლეთ ნი­ლო­სის ცხე­ლე­ბის ვირუ­სი, ასე­ვე ბო­რე­ლი­ო­ზი, დენ­გეს ცხე­ლე­ბის ვირუ­სი, რო­მე­ლიც კო­ღო­ე­ბით გა­და­დის. პა­სუ­ხი ცნო­ბი­ლია რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში. რე­გი­ონ­ში უნი­კა­ლურ ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის კი­დევ ერთ, მე­სა­მე დო­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რით კლი­ნი­კე­ბი­დან შე­მო­სულ ინ­ფექ­ცი­ებს ად­გე­ნენ (მა­გა­ლი­თად, ჯილეხს, ყი­რიმ-კონ­გოს და სხვ.). ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში უარ­ყო­ფი­თი წნე­ვაა, რაც გა­ჟონ­ვას გა­მო­რი­ცხავს, ანუ ჟანგბა­დი გა­რე­დან შე­ი­წო­ვე­ბა, იქ­მნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი "ჰა­ე­რის ფარ­და" და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით შექ­მნილ სივ­რცე­ში შიგ­ნით ცირ­კუ­ლი­რებს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­სა­ხებ

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

როგორი მონდომებული ყოფილა, მსოფლიოს გაჯანსაღებისთვის. შემეცოდა, ახალგაზრდა გარდაცვლილა. საინტერესო არ არის? რა ფუნქცია მოვალეობები უწერია ლუგარს, საქართველოსთან ხელშეკრულებაში.

მანანა
1

დღეს უმრავლესობა ხომ არასრულფასოვან საკვევს მივირ თმევთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვინ იყო რიჩარდ ლუგარი, ვის სახელსაც საქართველოში ცნობილი ლაბორატორია ატარებს

ვინ იყო რიჩარდ ლუგარი, ვის სახელსაც საქართველოში ცნობილი ლაბორატორია ატარებს

რიჩარდ ლუგარი, ამერიკელი სენატორი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ლუგარის ცენტრის“ პრეზიდენტი, 87 წლის ასაკში 2019 წელს გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე 87 წლის სენატორი ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა, ასევე იყო - ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის საპატიო ლექტორი. ინდიანაპოლისის უნივერსიტეტში კი ხელმძღვანელობდა რიჩარდ ლუგარის სიმპოზიუმს მომავალი ლიდერებისთვის.

მისი არასამთავრობო ორგანიზაცია საკვების უსაფრთხოებაზე, ბიოლოგიური იარაღის გავრცელების პრევენციასა და სხვა საკითხებზე მუშაობს.

აშშ-ს სენატში ყოფნის დროს ლუგარი მუშაობდა ისეთი გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა კვების უსაფრთხოება, ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენცია, ენერგოდამოუკიდებლობა, თავისუფალი ვაჭრობა... რიჩარდ ლუგარი 46 საპატიო წოდებას ფლობს სხვადასხვა კოლეჯსა და უნივერსიტეტში.

სენატორს საკუთარი მეურნეობა ჰქონდა, მოჰყავდა სიმინდი, სოიო, ხეხილი.

რიჩარდ ლუგარი 1956 წელს დაქორწინდა. მასა და ჩარლინს 4 შვილი და 13 შვილიშვილი ჰყავთ.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი საქართველოში სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია "ერთიანი ჯანმრთელობის" პრინციპით.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, ფუნქციონირებს გარე, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიის და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას იძლევა ცენტრმა წარადგინოს განაცხადი ჯანმოს მოთანამშრომლე ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციითვე, ორგანიზაციის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.

საქართველოს თანამედროვე კლასიფიკაციით მესამე დონის ლაბორატორიას კორონავირუსის დიაგნოსტირებაც შეუძლია, რაც ამ ინფექციის დროულად გამოვლენისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა.

ლუგარის ცენტრის აშენების მიზანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაფანტული სახიფათო ბიოლოგიური მასალის სამედიცინო მიზნით გამოყენება იყო. ცენტრი უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ აქ თითქმის ყველა სახის მიკრობს იკვლევენ. სეროლოგიურ ლაბორატორიაში უამრავი დასახელებისა და თვისების ვირუსი და ბაქტერიაა, მიკროორგანიზმების კვლევა კი ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება.

აქ ასევე თავმოყრილია ბრუცელოზის, ლეპოსპიროზის, ლეიშმანიოზის, ყივანახველას, დასავლეთ ნილოსის ცხელების ვირუსი, ასევე ბორელიოზი, დენგეს ცხელების ვირუსი, რომელიც კოღოებით გადადის. პასუხი ცნობილია რამდენიმე საათში. რეგიონში უნიკალურ ბიოუსაფრთხოების კიდევ ერთ, მესამე დონის ლაბორატორიაში თანამედროვე აპარატურით კლინიკებიდან შემოსულ ინფექციებს ადგენენ (მაგალითად, ჯილეხს, ყირიმ-კონგოს და სხვ.). ყველა ლაბორატორიაში უარყოფითი წნევაა, რაც გაჟონვას გამორიცხავს, ანუ ჟანგბადი გარედან შეიწოვება, იქმნება სპეციალური "ჰაერის ფარდა" და მისი საშუალებით შექმნილ სივრცეში შიგნით ცირკულირებს წაიკითხეთ ვრცლად ლაბორატორიის შესახებ