სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაგვიბრუნდა შავ-ბნელი 90-იანები" - დიდ დიღომში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მანქანა გაძარცვეს
"დაგვიბრუნდა შავ-ბნელი 90-იანები" - დიდ დიღომში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მანქანა გაძარცვეს

მო­ქა­ლა­ქე ნი­კუ­შა ფო­ლა­დიშ­ვი­ლი დიდ დი­ღომ­ში, თავ­და­დე­ბუ­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ქურ­დო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ხებ წერს "ფე­ის­ბუქ­ზე". და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის ავ­ტო­მო­ბილს, რო­მე­ლიც ღა­მით სა­დარ­ბა­ზოს­თან იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, სა­ქა­რე მინა ჩა­უმ­სხვრი­ეს და ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან სა­ფუ­ლე გა­ი­ტა­ცეს.

"დაგ­ვიბ­რუნ­და შავ-ბნე­ლი 90-იანი წლე­ბი. დღეს მან­ქა­ნას გა­გი­ტე­ხა­ვენ, ხვალ სახ­ლში შე­მო­გი­ვარ­დე­ბი­ან და ა.შ. ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო ის ფაქ­ტია, რომ იცი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლია და პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ბი­ან, აზრი არ აქვს მა­ინც ვერ და­ვი­ჭერთ, კა­ნო­ნი არ გვაძ­ლევს მა­გის უფ­ლე­ბა­სო...ხოდა გვიტ... ამ არას­რულ­წლოვ­ნებ­მა, მა­ნამ სა­ნამ 18 წლის გახ­დე­ბი­ან, ჩვენ ვიჯ­დეთ და ვუ­ყუ­როთ რო­გორ იძარ­ცვე­ბა ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბა.

P.S. მან­ქა­ნი­დან მო­ი­პა­რეს სა­ფუ­ლე, სა­ბედ­ნი­ე­როდ მე­ზო­ბელ­მა იპო­ვა მხო­ლოდ პი­რა­დო­ბა, ტექ. პას­პორ­ტი და მარ­თვის მოწ­მო­ბა" - წერს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე.

რო­გორც ფო­ლა­დაშ­ვილ­მა გვი­თხრა, ეზო­ში მისი მან­ქა­ნის გვერ­დით კი­დევ ერთი მან­ქა­ნაა გა­ძარ­ცვუ­ლი, სა­ი­და­ნაც მცი­რე ოდე­ნო­ბის თან­ხა და წვრილ­მა­ნე­ბი გა­ი­ტა­ცეს მძარ­ცვე­ლებ­მა.

"პატ­რუ­ლი და კრი­მი­ნა­ლუ­რი იყო და ანა­ბეჭ­დე­ბიც აი­ღეს. თა­ვად ივა­რა­უ­დეს, რომ შე­საძ­ლოა არას­რულ­წლოვ­ნე­ბი იყ­ვნე­ნო. ჩემს უკან მან­ქა­ნაც გა­ძარ­ცვეს, ოღონდ იქი­დან ხურ­დე­ბი წა­ი­ღეს და ტი­ლო­ე­ბი მგო­ნი. ჩემ­გან კი სა­ფუ­ლე წა­ი­ღეს, თან­ხა და ბა­რა­თე­ბი. პი­რა­დო­ბა და მან­ქა­ნის სა­ბუ­თე­ბი ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა იპო­ვა შემ­თხვე­ვით, ძაღლს რომ ასე­ირ­ნებ­და დი­ლას" - გვი­თხრა ნი­კუ­შა ფო­ლა­დიშ­ვილ­მა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 177-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"დაგვიბრუნდა შავ-ბნელი 90-იანები" - დიდ დიღომში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მანქანა გაძარცვეს

"დაგვიბრუნდა შავ-ბნელი 90-იანები" - დიდ დიღომში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მანქანა გაძარცვეს

მოქალაქე ნიკუშა ფოლადიშვილი დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ წერს "ფეისბუქზე". დაზარალებულის ინფორმაციით, მის ავტომობილს, რომელიც ღამით სადარბაზოსთან იყო გაჩერებული, საქარე მინა ჩაუმსხვრიეს და ავტომანქანიდან საფულე გაიტაცეს.

"დაგვიბრუნდა შავ-ბნელი 90-იანი წლები. დღეს მანქანას გაგიტეხავენ, ხვალ სახლში შემოგივარდებიან და ა.შ. ყველაზე სასაცილო ის ფაქტია, რომ იციან არასრულწლოვნების გაკეთებულია და პირდაპირ მეუბნებიან, აზრი არ აქვს მაინც ვერ დავიჭერთ, კანონი არ გვაძლევს მაგის უფლებასო...ხოდა გვიტ... ამ არასრულწლოვნებმა, მანამ სანამ 18 წლის გახდებიან, ჩვენ ვიჯდეთ და ვუყუროთ როგორ იძარცვება ჩვენი საკუთრება.

P.S. მანქანიდან მოიპარეს საფულე, საბედნიეროდ მეზობელმა იპოვა მხოლოდ პირადობა, ტექ. პასპორტი და მართვის მოწმობა" - წერს დაზარალებული მოქალაქე.

როგორც ფოლადაშვილმა გვითხრა, ეზოში მისი მანქანის გვერდით კიდევ ერთი მანქანაა გაძარცვული, საიდანაც მცირე ოდენობის თანხა და წვრილმანები გაიტაცეს მძარცველებმა.

"პატრული და კრიმინალური იყო და ანაბეჭდებიც აიღეს. თავად ივარაუდეს, რომ შესაძლოა არასრულწლოვნები იყვნენო. ჩემს უკან მანქანაც გაძარცვეს, ოღონდ იქიდან ხურდები წაიღეს და ტილოები მგონი. ჩემგან კი საფულე წაიღეს, თანხა და ბარათები. პირადობა და მანქანის საბუთები ჩემმა მეზობელმა იპოვა შემთხვევით, ძაღლს რომ ასეირნებდა დილას" - გვითხრა ნიკუშა ფოლადიშვილმა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს