მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი აშშ-ს იგორ გიორგაძის განცხადებებზე განმარტებას სთხოვს
რუსეთი აშშ-ს იგორ გიორგაძის განცხადებებზე განმარტებას სთხოვს

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს მი­მარ­თავს გან­მარ­ტე­ბა გა­კეთ­დეს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში აშშ-ს სამ­ხედ­რო და კერ­ძო კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ი­დუმ­ლო ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებ­დნენ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ გა­ნა­ცხა­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში სა­ი­დუმ­ლო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ტარ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა იგორ გი­ორ­გა­ძემ გა­ავ­რცე­ლა.

„სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, ამ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ ექ­სპე­რი­მენ­ტებს და ცდებს არ უნდა ატა­რებ­დნენ. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს ოფი­ცი­ა­ლურ გან­მარ­ტე­ბას მოს­თხოვს იგორ გი­ორ­გა­ძის მიერ წარ­დგე­ნილ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მა­რია ზა­ხა­რო­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთს ეს სა­კი­თხი აწუ­ხებს, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ას­თან მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­შია.

„ჩემი აზ­რით, სუ­ვე­რე­ნულ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა იმი­ტომ არ მო­ი­პო­ვეს, რომ მათ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე უცხო­ელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ჩა­ა­ტა­რონ. ზუს­ტად ეს ხდე­ბა“, - დას­ძი­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რუსეთი აშშ-ს იგორ გიორგაძის განცხადებებზე განმარტებას სთხოვს

რუსეთი აშშ-ს იგორ გიორგაძის განცხადებებზე განმარტებას სთხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავს განმარტება გაკეთდეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ს სამხედრო და კერძო კონტრაქტორები სავარაუდოდ, საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებდნენ ადამიანებზე.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლუგარის ლაბორატორიაში საიდუმლო ექსპერიმენტები ტარდება ადამიანებზე, საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ გაავრცელა.

„სუვერენული სახელმწიფოები, ამ სახელმწიფოების მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს და ცდებს არ უნდა ატარებდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ოფიციალურ განმარტებას მოსთხოვს იგორ გიორგაძის მიერ წარდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისივე თქმით, რუსეთს ეს საკითხი აწუხებს, ვინაიდან აღნიშნული ლაბორატორია რუსეთის ტერიტორიასთან მეზობელ ქვეყანაშია.

„ჩემი აზრით, სუვერენულმა სახელმწიფოებმა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იმიტომ არ მოიპოვეს, რომ მათ მოსახლეობაზე უცხოელმა სამხედროებმა ბიოლოგიური ექსპერიმენტები ჩაატარონ. ზუსტად ეს ხდება“, - დასძინა მან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე