პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურქულ პომიდორს ქართული რომ შეცვლის ჩვენს ბაზრებში, მერე მელაპარაკეთ მარიხუანას პლანტაციებზე“ - ზურა შევარდნაძე
"თურქულ პომიდორს ქართული რომ შეცვლის ჩვენს ბაზრებში, მერე მელაპარაკეთ მარიხუანას პლანტაციებზე“ - ზურა შევარდნაძე

ცნო­ბი­ლი მე­ბა­ღე ზურა შე­ვარ­დნა­ძე ფიქ­რობს, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას მო­შე­ნე­ბას აჯო­ბებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის მოყ­ვა­ნა­ზე იფიქ­როს, შე­ვარ­დნა­ძე ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

"კა­ნა­ფის და სა­ერ­თოდ ყვე­ლა მცე­ნა­რის მოვ­ლას და მო­სა­ვა­ლის მო­წე­ვას ბევ­რი შრო­მა სჭირ­დე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ბად­რი­ჯანს თურ­ქე­თი­დან ყი­დუ­ლობს, უშ­ვე­ლე­ბე­ლი მან­ქა­ნე­ბით ჩა­მო­დის მთე­ლი ზამ­თა­რი ბრო­კო­ლით და­წყე­ბუ­ლი, ფორ­თოხ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბა უცხო ქვეყ­ნი­დან, რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ იგი­ვე ხალ­ხი მა­რი­ხუ­ა­ნას პლან­ტა­ცი­ებ­ში შრო­მით გა­ი­თან­გე­ბა და ამით სა­კუ­თარ ოჯა­ხებს არ­გე­ბენ და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­საც გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ?!

ტყუ­ი­ლად ენის ფხა­ნა მგო­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი და სა­ერ­თოდ, სა­მარ­ცხვი­ნოა ამა­ზე ლა­პა­რა­კიც კი.. დროა, მი­ტო­ვე­ბულ ეზო­ებს მივ­ხე­დოთ, ძვე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ჯი­შე­ბი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ვთე­სოთ, დავრგათ, და­ვამ­ყნათ, შვი­ლე­ბი გვერ­დით და­ვი­ყე­ნოთ და შრო­მას მი­ვაჩ­ვი­ოთ, მა­შინ ნაკ­ლე­ბი დრო გვექ­ნე­ბა მსგავ­სი გა­სარ­თო­ბე­ბის­თვის და გვე­ცო­დი­ნე­ბა მა­ინც რითი ვიკ­ვე­ბე­ბით..

ჩაის პლან­ტა­ცი­ე­ბი გა­ტყი­ურ­და და ჩვენ "ახ­მა­დის" ერთჯე­რად პა­კე­ტებ­ში გა­მო­კო­ნილ ჩაის ვსვამთ მშვი­დად... ჯერ გორ­ში იმ­დე­ნი ვაშ­ლი გა­ვა­შე­ნოთ, ზამ­თარ­ში ირა­ნუ­ლი გო­რო­ხე­ბი­ვით ხილი არ დაგ­ვჭირ­დეს, ფორ­თო­ხა­ლი სა­ბერ­ძნე­თი­დან კი არა - ქო­ბუ­ლე­თი­დან უნდა მო­დი­ო­დეს, სტა­ფი­ლო მარ­ნე­უ­ლი­დან და არა - სომ­ხე­თი­დან, ბრო­წე­უ­ლი მცხე­თუ­რი ჯო­ბია აზერ­ბა­ი­ჯა­ნულს, თურ­ქულ თეთ­რი არ­მა­ტუ­რე­ბი­ან პო­მი­დორს - ქარ­თუ­ლი ხა­რის­გუ­ლა რომ შეც­ვლის ჩვენს ბაზ­რებ­ში, მერე მე­ლა­პა­რა­კეთ მა­რი­ხუ­ა­ნას პლან­ტა­ცი­ებ­ზე... თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბაც კაი სა­ქო­ნე­ლია!!!" - წერს შე­ვარ­დნა­ძე.

lika
0

გაიხარეთ ბატონო ზურა ქართული ხილი და ბოსტნეული სანატრელი გაგვიხადეს საიდან რას ეზიდებიან ღმერთმა იცის მარტო თესლებიც კი საძებნია ქართული

ავტორი:

"თურქულ პომიდორს ქართული რომ შეცვლის ჩვენს ბაზრებში, მერე მელაპარაკეთ მარიხუანას პლანტაციებზე“ - ზურა შევარდნაძე

"თურქულ პომიდორს ქართული რომ შეცვლის ჩვენს ბაზრებში, მერე მელაპარაკეთ მარიხუანას პლანტაციებზე“ - ზურა შევარდნაძე

ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე ფიქრობს, რომ მარიხუანას მოშენებას აჯობებს, საზოგადოებამ ხილისა და ბოსტნეულის მოყვანაზე იფიქროს, შევარდნაძე ამის შესახებ "ფეისბუქზე" წერს.

"კანაფის და საერთოდ ყველა მცენარის მოვლას და მოსავალის მოწევას ბევრი შრომა სჭირდება. ქვეყანაში, რომელიც ბადრიჯანს თურქეთიდან ყიდულობს, უშველებელი მანქანებით ჩამოდის მთელი ზამთარი ბროკოლით დაწყებული, ფორთოხლით დამთავრებული ხილის და ბოსტნეულის უმრავლესობა უცხო ქვეყნიდან, რატომ გგონიათ, რომ იგივე ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება და ამით საკუთარ ოჯახებს არგებენ და ქვეყნის ეკონომიკასაც გააძლიერებენ?!

ტყუილად ენის ფხანა მგონია ეს ყველაფერი და საერთოდ, სამარცხვინოა ამაზე ლაპარაკიც კი.. დროა, მიტოვებულ ეზოებს მივხედოთ, ძველი ტრადიციული ჯიშები შევინარჩუნოთ, ვთესოთ, დავრგათ, დავამყნათ, შვილები გვერდით დავიყენოთ და შრომას მივაჩვიოთ, მაშინ ნაკლები დრო გვექნება მსგავსი გასართობებისთვის და გვეცოდინება მაინც რითი ვიკვებებით..

ჩაის პლანტაციები გატყიურდა და ჩვენ "ახმადის" ერთჯერად პაკეტებში გამოკონილ ჩაის ვსვამთ მშვიდად... ჯერ გორში იმდენი ვაშლი გავაშენოთ, ზამთარში ირანული გოროხებივით ხილი არ დაგვჭირდეს, ფორთოხალი საბერძნეთიდან კი არა - ქობულეთიდან უნდა მოდიოდეს, სტაფილო მარნეულიდან და არა - სომხეთიდან, ბროწეული მცხეთური ჯობია აზერბაიჯანულს, თურქულ თეთრი არმატურებიან პომიდორს - ქართული ხარისგულა რომ შეცვლის ჩვენს ბაზრებში, მერე მელაპარაკეთ მარიხუანას პლანტაციებზე... თავმოყვარეობაც კაი საქონელია!!!" - წერს შევარდნაძე.