მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის უკვე ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა, რომ მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გა­უძ­ლო სირ­თუ­ლე­ებს, თუ საქ­მე, რო­მელ­საც აკე­თებ, ძა­ლი­ან გიყ­ვარს. ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა და მე­გობ­რებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ "ნა­ე­კი" ჩემ­თვის მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბი­თა თუ სირ­თუ­ლე­ე­ბით, მისი ყვე­ლა პრო­ექ­ტი ჩემი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ალ­ბათ უმ­თავ­რე­სი ეტა­პი იყო და, ცხა­დია, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, მისი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მექ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მივ­ცემ თავს უფ­ლე­ბას და ვი­ტყვი: ვი­ყა­ვი და ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი "ნა­ე­კის" ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. მი­ხა­რია, რომ მე და ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა შევ­ძე­ლით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლის პი­რო­ბებ­ში წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თმევს თავს ძველ და ახალ ამო­ცა­ნებს.

დავ­ნერ­გეთ სის­ტე­მა, რომ­ლის ობი­ექ­ტუ­რო­ბა თუ ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ერთი ან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სურ­ვილ­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მე­სა­მე დღეა თით­ქმის ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა მთხოვს გან­მარ­ტე­ბას, თუ რა გახ­და, ჩემი აზ­რით, მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი.

ვეც­დე­ბი მოკ­ლედ და გულ­წრფე­ლად გი­პა­სუ­ხოთ: ცხა­დია, ჩვენს შო­რის არა­ნა­ი­რი უთან­ხმო­ე­ბა ან აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა არ ყო­ფი­ლა, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლიც იქ­ნე­ბო­და, რად­გან ერ­თად მუ­შა­ო­ბა ვერც მო­ვას­წა­რით. ამას­თან, ვფიქ­რობ, სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­ში დრა­მა­ტუ­ლი არა­ფე­რია. საქ­მის კე­თე­ბი­სას გუნ­დუ­რო­ბას ყო­ველ­თვის დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ­დი და, შე­სა­ბა­მი­სად, მეს­მის, რომ სის­ტე­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის წა­მო­წყე­ბა ახალ მი­ნისტრს თა­ვის გუნდთან ერ­თად სურს. ამ რთულ საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბა მინ­და ვუ­სურ­ვო! ეს ქვე­ყა­ნას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა. და ბო­ლოს, ჩემს მე­გობ­რებს, ჩემს კო­ლე­გებს, ჩემს „ნა­ე­კე­ლებს“ მინ­და მივ­მარ­თო: სწო­რედ თქვენ ხართ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ძლი­ე­რი მხა­რე. თქვენ­მა ფას­და­უ­დე­ბელ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ, საქ­მი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბამ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა შექ­მნა „ნა­ე­კი“ და ეს იქ­ნე­ბა მისი ყვე­ლა მომ­დევ­ნო წარ­მა­ტე­ბის უპი­რო­ბო გა­რან­ტი! გმად­ლობთ მე­გობ­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის!" - წერს მი­მი­ნოშ­ვი­ლი.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ სა­ნი­კი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 10 სექ­ტემ­ბერს გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს თით­ქმის 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, თა­მარ სა­ნი­კი­ძემ კი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ და­ი­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს:

"ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლება გაუძლო სირთულეებს, თუ საქმე, რომელსაც აკეთებ, ძალიან გიყვარს. ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა კარგად იციან, რომ "ნაეკი" ჩემთვის მხოლოდ სამსახური არასოდეს ყოფილა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარი მიღწევებითა თუ სირთულეებით, მისი ყველა პროექტი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი, ალბათ უმთავრესი ეტაპი იყო და, ცხადია, ორგანიზაციის, მისი საქმიანობის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება მექნება. სწორედ ამიტომ მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი: ვიყავი და ყოველთვის ვიქნები "ნაეკის" ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მიხარია, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა შევძელით ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ნებისმიერი ხელმძღვანელის პირობებში წარმატებით გაართმევს თავს ძველ და ახალ ამოცანებს.

დავნერგეთ სისტემა, რომლის ობიექტურობა თუ ეფექტიანობა ერთი ან რამდენიმე ადამიანის სურვილსა და კეთილსინდისიერებაზე არ არის დამოკიდებული. მესამე დღეა თითქმის ყველა მედიასაშუალება მთხოვს განმარტებას, თუ რა გახდა, ჩემი აზრით, მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზი.

ვეცდები მოკლედ და გულწრფელად გიპასუხოთ: ცხადია, ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება ან აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან ერთად მუშაობა ვერც მოვასწარით. ამასთან, ვფიქრობ, საკადრო ცვლილებებში დრამატული არაფერია. საქმის კეთებისას გუნდურობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და, შესაბამისად, მესმის, რომ სისტემაში ცვლილებების წამოწყება ახალ მინისტრს თავის გუნდთან ერთად სურს. ამ რთულ საქმეში წარმატება მინდა ვუსურვო! ეს ქვეყანას, საზოგადოებას ძალიან სჭირდება. და ბოლოს, ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ჩემს „ნაეკელებს“ მინდა მივმართო: სწორედ თქვენ ხართ ამ ორგანიზაციის ძლიერი მხარე. თქვენმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ, საქმისადმი ერთგულებამ და პროფესიონალიზმმა შექმნა „ნაეკი“ და ეს იქნება მისი ყველა მომდევნო წარმატების უპირობო გარანტი! გმადლობთ მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის!" - წერს მიმინოშვილი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან 10 სექტემბერს გათავისუფლდნენ.

მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრს თითქმის 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თამარ სანიკიძემ კი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა განათლების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ დაიკავა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ