პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დატოვეს თანამდებობები ზუგდიდის მერმა და მისმა მოადგილემ - "გაჩნდა კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით"
რატომ დატოვეს თანამდებობები ზუგდიდის მერმა და მისმა მოადგილემ - "გაჩნდა კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით"

"მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო, რომ მი­ვი­ღე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ზუგ­დი­დე­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში. მად­ლო­ბას ვუხ­დი თი­თო­ე­ულ ამომ­რჩე­ველს და მხარ­დამ­ჭერს. ლაშა გო­გია 12.09.2018 წელი" - ეს გან­ცხა­დე­ბა ზუგ­დი­დის მერ­მა ლაშა გო­გი­ამ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე 12 სექ­ტემ­ბერს გა­ავ­რცე­ლა.

მერ­თან ერ­თად თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა მისი მო­ად­გი­ლე გია გუ­ლორ­და­ვა. ოპო­ზი­ცია ზუგ­დი­დის მერს და ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კო­რუფ­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ითხოვს.

გა­მო­ძი­ე­ბა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს - ზუგ­დი­დის ყო­ფი­ლი მე­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­ვა­რა­უ­დო კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მეს სუს-ი იძი­ებს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სა­ა­გენ­ტო­ში ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 338 -ე მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი.

ზუგ­დი­დის მე­რის და მისი მო­ად­გი­ლის მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლომ”.

AMBEBI.GE გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ბოლო პე­რი­ოდ­ში ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ, მათ შო­რის არ­ჩე­ულ პირ­თა მი­მართ გაჩ­ნდა გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი და­ნა­შა­უ­ლის შე­საძ­ლო ჩა­დე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი არ უნდა დარ­ჩეს. შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლი იყო გა­მო­ძი­ე­ბა.

სწო­რედ ამ ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ტო­ვეს და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ლაშა გო­გი­ამ და მის­მა მო­ად­გი­ლემ გია გუ­ლორ­და­ვამ. გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა კი­თხვას გას­ცემს პა­სუხს და შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” არა­ერ­თხელ, საქ­მით და­ამ­ტკი­ცა, რომ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში, ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი პი­რე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ და ვერც იარ­სე­ბე­ბენ, რომ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რატომ დატოვეს თანამდებობები ზუგდიდის მერმა და მისმა მოადგილემ - "გაჩნდა კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით"

რატომ დატოვეს თანამდებობები ზუგდიდის მერმა და მისმა მოადგილემ - "გაჩნდა კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით"

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს. ლაშა გოგია 12.09.2018 წელი" - ეს განცხადება ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ ფეისბუქის პირად გვერდზე 12 სექტემბერს გაავრცელა.

მერთან ერთად თანამდებობიდან გადადგა მისი მოადგილე გია გულორდავა. ოპოზიცია ზუგდიდის მერს და ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

გამოძიება უკვე მიმდინარეობს - ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით საქმეს სუს-ი იძიებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული.

ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ”.

AMBEBI.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება.

სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით დატოვეს დაკავებული თანამდებობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ. გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები.

„ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია”, - ნათქვამია განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები