პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ
"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

ტე­ლე­კომ­პა­ნია „იბე­რი­ას“ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, რომ მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა „ომე­გა ჯგუფ­თან“, რათა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს.

„ტე­ლე­კომ­პა­ნია „იბე­რი­ა­ში“ შექ­მნი­ლია უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. ამის მი­ზე­ზი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნი­ლი კრი­ზი­სია. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვერ ვა­ხერ­ხებთ ჩვენ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში შეს­რუ­ლე­ბას. ტე­ლე­ვი­ზი­ას გა­და­კე­ტე­ლი აქვს და­ფი­ნან­სე­ბის მთა­ვა­რი წყა­რო. რე­ა­ლუ­რად, არ­სე­ბობს არ­ხის და­ხურ­ვის საფრ­თხე. მიგ­ვაჩ­ნია, რომ „ომე­გა ჯგუფ­ზე“ ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სწო­რედ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ხურ­ვის მიზ­ნით. გვაქვს პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე, რომ ჯე­როვ­ნად, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად გა­ვა­შუ­ქოთ ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. იმის მა­გივ­რად, რომ ვას­რუ­ლებ­დეთ ჩვენს პირ­და­პირ მო­ვა­ლე­ო­ბას, ვახ­დენ­დეთ მა­ყუ­რებ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბას ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­სუ­ლე­ბი ვართ თავ­დაც­ვის რე­ჟიმ­ზე - გვი­წევს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბით, შეხ­ვედ­რე­ბით და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ იმ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბით, რო­მე­ლიც არ­ხის და­ხურ­ვის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. მივ­მარ­თავთ ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მთავ­რო­ბას, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ყვე­ლა ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა, გა­უხ­სნან გზა „ომე­გა ჯგუფს“ და მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, რათა არხს მი­ე­ცეს მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მივ­მარ­თავთ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ბერ­კე­ტი ტე­ლე­ვი­ზი­ის მუ­შა­ო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ხურ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­კის­რებთ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გა­აც­ნო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ. ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მოუწოდებენ, რომ მოხდეს შეთანხმება „ომეგა ჯგუფთან“, რათა ტელეკომპანიას საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცეს.

„ტელეკომპანია „იბერიაში“ შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. ამის მიზეზი ტელეკომპანიაში ბოლო დღეების განმავლობაში შექმნილი კრიზისია. ჟურნალისტები ვერ ვახერხებთ ჩვენზე დაკისრებული პროფესიული მოვალეობის მშვიდ ვითარებაში შესრულებას. ტელევიზიას გადაკეტელი აქვს დაფინანსების მთავარი წყარო. რეალურად, არსებობს არხის დახურვის საფრთხე. მიგვაჩნია, რომ „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა ხორციელდება სწორედ ტელეკომპანიის დახურვის მიზნით. გვაქვს პროფესიული პასუხისმგებლობა ჩვენი მაყურებლისა და ქვეყნის წინაშე, რომ ჯეროვნად, დაბალანსებულად და ობიექტურად გავაშუქოთ ყველა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანია. იმის მაგივრად, რომ ვასრულებდეთ ჩვენს პირდაპირ მოვალეობას, ვახდენდეთ მაყურებლის ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გადასულები ვართ თავდაცვის რეჟიმზე - გვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა ქუჩის აქციებით, შეხვედრებით და ხელისუფლების მიერ იმ ხელოვნურად შექმნილი მოვლენების გაშუქებით, რომელიც არხის დახურვისკენ არის მიმართული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, რომ გაითვალისწინონ ყველა ზემოთხსენებული გარემოება, გაუხსნან გზა „ომეგა ჯგუფს“ და მოხდეს შეთანხმება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რათა არხს მიეცეს მუშაობის გაგრძელების საშუალება. მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ტელევიზიის მუშაობის გასაგრძელებლად. ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქვეყნის ხელისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადება საზოგადოებას ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გააცნო.

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

აჭარულ სამზარეულოს „ბელარუს 1“ გადაცემებს მიუძღვნის