პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუნიციპალური საპარკინგე ადგილები, ე.წ. სტაიანშჩიკებს აქვთ ჩაკეტილი..." - რა სიახლეებს გეგმავს მერია 2019 წლიდან
"მუნიციპალური საპარკინგე ადგილები, ე.წ. სტაიანშჩიკებს აქვთ ჩაკეტილი..." - რა სიახლეებს გეგმავს მერია 2019 წლიდან

ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თის ფლო­ბე­ლებს ან „სტა­ი­ანშჩი­კებს“ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი, რომ­ლი­თაც უნდა ისარ­გებ­ლოს თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აქვთ ჩა­კე­ტი­ლი და იყე­ნე­ბენ სა­თა­ვი­სოდ, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძის თქმით, მის­თვის ეს მიდ­გო­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. თბი­ლი­სის მერ­მა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა და­ა­ვა­ლა.

„მინ­და, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურს და­ვა­ვა­ლო, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მო­წეს­რიგ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ადა­მი­ა­ნებს, ვინც მარ­თლაც პა­ტი­ოს­ნად იღებს პარ­კი­რე­ბის წლი­ურ აბო­ნი­მენტს, ელე­მენ­ტა­რუ­ლად იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, რომ მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რონ სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ხერ­გი­ლი, ჩა­კე­ტი­ლი ად­გი­ლე­ბის გამო. ეს მიდ­გო­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და ჩვენ ამას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ვუშ­ვებთ. ამი­ტომ ვი­ქო­ნი­ოთ მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა, თუ მო­საშ­ლე­ლია, მო­შა­ლეთ ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ყე­ნე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა და იმოქ­მე­დეთ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. სტა­ი­ანშჩი­კებს, ხში­რია შემ­თხვე­ვა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ მათ მძღო­ლი ფულს არ გა­და­უხ­დის, არ აძ­ლე­ვენ პარ­კი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ესეც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეთ იმის­თვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რიგ­დეს. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა მი­ნი­ცი­პა­ლურ სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლებ­ზე, რომ­ლის­თვი­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ფა­სურს იხ­დი­ან, შე­ზღუ­დოს მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა. დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით,“ - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მე­რის თქმით, 2019 წლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა პარ­კი­რე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც ზო­ნა­ლურ პარ­კი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პარ­კი­რე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში შე­მუ­შავ­და.

„ახა­ლი მო­დე­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს ზო­ნა­ლურ პარ­კი­რე­ბას, რაც კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­ხით უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს და გა­და­ვუგ­ზავ­ნით პარ­ლა­მენტს. მგო­ნია, რომ ამ რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ეს არის ნა­წი­ლი იმ სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის, რო­მე­ლიც ჩვენ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ წარ­მო­ვად­გი­ნეთ“,- აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ამას­თან, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა პარ­კი­რე­ბის პრო­ცეს­ში არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებ­ზეც ისა­უბ­რა, მათ შო­რის შე­ე­ხო პარ­კინ­გის ად­გი­ლებ­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ე­ბას, რაც კა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა.

კახა კა­ლა­ძემ მე­რი­ის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე რე­ა­გი­რე­ბა და­ა­ვა­ლა.

„ეკო­ნო­მი­კუ­რად აქ­ტი­ურ ზო­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ში ძა­ლი­ან ხში­რია მუ­ნი­ცი­პა­ლურ პარ­კინგზე ისე­თი სატ­რან­სპორ­ტო თუ სხვა მოძ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გან­თავ­სე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. ალ­ბათ, ყვე­ლას შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ მი­საბ­მე­ლი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბი უყე­ნი­ათ სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლებ­ზე და იქ აქვთ მო­წყო­ბი­ლი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, ვი­ზე­ბის გა­ცე­მაც ხდე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. პარ­კინ­გი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით არის იმის­თვის, რომ მო­ქა­ლა­ქემ ისარ­გებ­ლოს და პარ­კი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ესეც, კა­ნო­ნით თუ მი­ვუდ­გე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, აქაც რე­ა­გი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ, იმოქ­მე­დეთ, რომ ადა­მი­ა­ნებს მი­ე­ცეთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ისარ­გებ­ლონ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პარ­კინ­გით. ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი ად­გი­ლი გვაქვს ქა­ლაქ­ში, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. თუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ რა­ი­მე ხარ­ვე­ზი გა­მო­ნა­ხა კა­ნონ­ში ამ ამ თვალ­საზ­რი­სით და შე­უძ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლით დად­გეს და იქ ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა გას­წი­ოს, ეს ასე არ არის. თქვენ კა­ნო­ნი გა­ვალ­დე­ბუ­ლებთ, რომ გა­მო­წე­როთ ჯა­რი­მე­ბი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ეს და­ჯა­რი­მე­ბე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მუნიციპალური საპარკინგე ადგილები, ე.წ. სტაიანშჩიკებს აქვთ ჩაკეტილი..." - რა სიახლეებს გეგმავს მერია 2019 წლიდან

"მუნიციპალური საპარკინგე ადგილები, ე.წ. სტაიანშჩიკებს აქვთ ჩაკეტილი..." - რა სიახლეებს გეგმავს მერია 2019 წლიდან

ხშირია შემთხვევები, როდესაც კომერციული ფართის ფლობელებს ან „სტაიანშჩიკებს“ მუნიციპალური საპარკინგე ადგილები, რომლითაც უნდა ისარგებლოს თითოეულმა ჩვენგანმა, მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი და იყენებენ სათავისოდ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მისთვის ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. თბილისის მერმა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაავალა.

„მინდა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დავავალო, რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს ეს ყველაფერი. ადამიანებს, ვინც მართლაც პატიოსნად იღებს პარკირების წლიურ აბონიმენტს, ელემენტარულად იმის საშუალება არ აქვთ, რომ მანქანა გააჩერონ სპეციალურად ჩახერგილი, ჩაკეტილი ადგილების გამო. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ამიტომ ვიქონიოთ მყისიერი რეაგირება, თუ მოსაშლელია, მოშალეთ ეს სპეციალურად დაყენებული ბარიერები. ეს არის ჩვეულებრივი სამართალდარღვევა და იმოქმედეთ კანონის ფარგლებში.

რაც შეეხება ე.წ. სტაიანშჩიკებს, ხშირია შემთხვევა, რომ ეს ადამიანები, თუ მათ მძღოლი ფულს არ გადაუხდის, არ აძლევენ პარკირების საშუალებას. ესეც კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. არავის აქვს უფლება მინიციპალურ საპარკინგე ადგილებზე, რომლისთვისაც ადამიანები საფასურს იხდიან, შეზღუდოს მანქანის გაჩერების უფლება. დროული რეაგირება მოახდინეთ ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, 2019 წლიდან ამოქმედდება პარკირების ახალი მოდელი, რომელიც ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს. პარკირების ახალი მოდელი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავდა.

„ახალი მოდელი ითვალისწინებს ზონალურ პარკირებას, რაც კანონპროექტის სახით უკვე მომზადებული გვაქვს და გადავუგზავნით პარლამენტს. მგონია, რომ ამ რეფორმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ნაწილი იმ სატრანსპორტო პოლიტიკის, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის წინ წარმოვადგინეთ“,- აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა პარკირების პროცესში არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა, მათ შორის შეეხო პარკინგის ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის წარმოებას, რაც კალაძის შეფასებით, კანონდარღვევაა.

კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს აღნიშნულ საკითხზე რეაგირება დაავალა.

„ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში ძალიან ხშირია მუნიციპალურ პარკინგზე ისეთი სატრანსპორტო თუ სხვა მოძრავი საშუალებების განთავსების შემთხვევები, რომლებიც გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის. ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ მისაბმელიანი მანქანები უყენიათ საპარკინგე ადგილებზე და იქ აქვთ მოწყობილი ხშირ შემთხვევაში ტურისტული კომპანიები, ვიზების გაცემაც ხდება ხშირ შემთხვევაში. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობა. პარკინგი თავისი შინაარსით არის იმისთვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს და პარკირება განახორციელოს. ესეც, კანონით თუ მივუდგებით შეზღუდულია, შესაბამისად, აქაც რეაგირება განახორციელეთ, იმოქმედეთ, რომ ადამიანებს მიეცეთ იმის შესაძლებლობა ისარგებლონ მუნიციპალური პარკინგით. ჩვენ ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, სადაც შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაიმე ხარვეზი გამონახა კანონში ამ ამ თვალსაზრისით და შეუძლია მისაბმელიანი ავტომობილით დადგეს და იქ ეკონომიკური საქმიანობა გასწიოს, ეს ასე არ არის. თქვენ კანონი გავალდებულებთ, რომ გამოწეროთ ჯარიმები და განახორციელეთ ეს დაჯარიმებები“,- განაცხადა კალაძემ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო