ავტორი:

დაშიფრული ტექსტები და ახალი დეტექტიური თავსატეხები - ეს ნამდვილი დეტექტივია

დაშიფრული ტექსტები და ახალი დეტექტიური თავსატეხები - ეს ნამდვილი დეტექტივია

დაშიფრული ტექსტების წერა ალბათ ყველა მოზარდის საყვარელი საქმიანობაა. დაშიფვრის სხვადასხვა საშუალებაც არსებობს. მათგან ყველაზე ცნობილი კეისრის შიფრის სახელით ცნობილი სისტემაა, რომელიც თავის დასახელებას იღებს იულიუს კეისრისგან. მან პირველმა გამოიყენა დაშიფვრა ბიჯით 3 მარცხნივ, სამხედრო სახის მიმოწერაში.

კეისრის შიფრი დაშიფრვის ყველაზე მარტივი გზაა. მისგან კი უფრო რთული არაერთი სხვა სისტემა ჩამოყალიბდა.

ლიტერატურაში დაშიფრული კოდი პირველმა ართურ კონან დოილმა „მოცეკვავე კაცუნებში“ გამოიყენა. დაშიფრული კოდი ქართული ლიტერატურაშიც გვხვდება, ასეთი ნაწარმოებია თეა ინასარიძის "მეცხრე ფლიგელი", სადაც ფარული გზავნილის წაკითხვა ჩანაცვლებადი შიფრის დახმარებით არის შესაძლებელი.

ამჯერად მკითხველს დაშიფრული კოდის გამოყენებით საინტერესო თავსატეხს გამომცემლობა „პალიტრა L” სთავაზობს. მზადდება ახალი სერია „ნამდვილი დეტექტივი“, რომელიც დეტექტიურ, ყველაზე იდუმალებით მოცულ და საინტერესო ნაწარმოებებს გააერთიანებს. წიგნებს კი მოჰყვება დაშიფრული წერილების სერია, რომლის საშუალებითაც მკითხველი დეტექტიური თავსატეხის მონაწილე გახდება.

„პალიტრა L-ის” მარკეტინგის მენეჯერის თაკო ახვლედიანის განმარტებით, მკითხველებს, რომლებიც დაშიფრული წერილების სერიას გაშიფრავენ, გამომცემლობა საჩუქრებს გადასცემს.

„დეტექტიურ რომანებს მოჰყვება წერილების სერია, რომელიც შედგება 5 ნაწილისგან. მკითხველმა უნდა შეაგროვოს ისინი და წერილებში დამალული თავსატეხი გამოიცნოს. დეტექტივების მოყვარულთათვის ეს ნამდვილად საინტერესო და სახალისო გამოწვევაა. ისინი, ვინც წერილის ყველა ნაწილს შეაგროვებენ და მას სწორ პასუხთან ერთად წარადგენენ, დაჯილდოვდებიან „პალიტრა L-ის“ მიერ. ასე რომ, თავსატეხების მოყვარულებო, სერია შეიქმნა თქვენთვის. არ გამოტოვოთ და იმოგზაურეთ ნამდვილ დეტექტიურ სამყაროში! აღსანიშნავია ისიც, რომ წერილების შეძენას მხოლოდ ჟურნალ "გზასთან" ერთან შეძლებთ, ამიტომ არ გამოგრჩეთ და შეიძინეთ წიგნი სპეციალურ ფასად ჟურნალთნ ერთად“ - განმარტავს თაკო ახვლედიანი.

სერია „ნამდვილი დეტექტივის“ ფარგლებში გამოცემული წიგნები ჟურნალ „გზასთან“ ერთად გაიყიდება. სპეციალურად შეირჩა ცნობილი მწერლების წიგნები, რომლებიც მაღალრეიტინგულია. ამ სერიის წიგნები გამოირჩევა ლამაზი და საინტერესო ყდის დიზაინითაც.

თვეში 2 ახალი წიგნი გამოვა. პირველი კი, რომლის გაყიდვაც 13 სექტემბერს დაიწყება, იქნება რეიმონდ ჩენდლერის „ღრმა ძილი“. წიგნის სპეციალური ფასი 5.50 ლარია, ჟურნალთან ერთად კი - 7 ლარი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა