ავტორი:

გაიცანით, თანასოფლელი გოგონები, რომლებმაც 100%-იანი გრანტები აიღეს - რა პროფესიები აირჩიეს წლის წარმატებულმა აბიტურიენტებმა?

გაიცანით, თანასოფლელი გოგონები, რომლებმაც 100%-იანი გრანტები აიღეს - რა პროფესიები აირჩიეს წლის წარმატებულმა აბიტურიენტებმა?

ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ განასკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევიან ის აბიტურიენტები, რომლებიც მაღალი ქულებით ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში და საკუთარი ცოდნით მოიპოვეს სწავლის დაფინანსება. ამჯერად mshoblebi.ge დაუკავშირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნია, ნინი და ვიოლეტა შაქარიშვილებს, რომლებიც 100%-ანი გრანტის მფლობელები გახდნენ. ისინი გარდა იმისა, რომ ბიძაშვილები არიან, ერთ კლასშიც სწავლობდნენ.

თუ რა პროფესიები აირჩიეს წლის წარმატებულმა აბიტურიენტებმა და როგორ მიაღწიეს სასურველ შედეგს ამის შესახებ თავად გვიყვებიან:

ვიოლეტა შაქარიშვილი:

- ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. სამწუხაროდ, სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე, თუმცა ამან სამომავლოდ სტიმული მომცა და აბიტურიენტობისას მეტად დავიხარჯე. ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე სამართალზე. სკოლა, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს განათლებისა და ცოდნის მიღებაში, გვყავდა საამაყო მასწავლებლები, სწორედ მათ მასწავლეს შრომისმოყვარეობა, მაგრამ ვფიქრობ, იმისათვის, რომ გამოცდებზე კარგ შედეგებს მიაღწიო, სასკოლო განათლება არ არის საკმარისი. აქვე ვაღიარებ იმასაც, რომ ბევრი რამ თავად აბიტურიენტზეა დამოკიდებული. არ დაგიმალავთ და ველოდი, რომ დაფინანსებას მოვიპოვებდი, თუმცა მიუხედავად მოლოდინისა, მაინც აღტაცებითა და დიდი სიხარულით შევხვდი ამ ამბავს. ბავშვობიდან ვოცნებობდი გავმხდარიყავი იურისტი, ამავდროულად რაღაც კონკრეტულმა გარემოებებმა მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. არის რაღაცები, რასაც შევცვლიდი. განსაკუთრებით ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ.

ნინი შაქარიშვილი:- არქიტექტურულზე ჩავაბარე 100%-იანი დაფინანსებით. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ